სს „ლადა-გონიო“ს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/11/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ლადა-გონიოს ” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „ლადა-გონიოს ” (ს/ნ 246951632 ) დირექტორი იწვევს აქციონერებს სს „ლადა-გონიოს ” რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2012 წლის 22 ნოემბერს დღის 1200 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქობულეთი, თავისუფლების №67.

 

დღის წესრიგი:

1. საზ ოგადოების ანგარიშის განხილვა;

2. საზოგადოების წინაშე არსებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის წყაროს მოძიება (სესხი, ინვესტიცია და მათი უზრუნველყოფა);

დღის წესრიგში შეტანილი საკითხებთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ დაწვრილებითი ინფორმაცია და განმარტებები მიიღონ საზოგადოების დირექტორატში ამავე საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

კრების მუშაობაში მოწვეულნი არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში (რომელსაც აწარმოებს თავად სს „ლადა-გონიო“) 2012 წლის 1 ნოემბრის 1800 საათის მდგომარეობით.

კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება , ასევე კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა შეგიძლიათ შეამოწმოთ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის, ან მინდობილობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე. კრებაში მონაწილეობის მიზნით აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2012 წლის 22 ნოემბერს დღის 1100 საათიდან საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.

სს „ლადა-გონიოს ” დირექტორი   დ . მჟავანძე