განჩინება - შპს "ორიონი"-ს რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
№2/12584-11
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2012 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძემ განიხილა შპს ,,ორიონის” რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,ორიონის” მიმართ.
შპს ,,ორიონის” კრედიტორთა პირველ კრებაზე შემოწმდა წარმოდგენილი მოთხოვნები, შედგა კრედიტორთა რეესტრი და შეიქმნა მომრიგებელი საბჭო. 2012 წლის 28 მაისს შპს ,,ორიონის” მომრიგებელმა საბჭომ წარმოადგინა 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საწარმოს რეაბილიტაციის დაწყების შესახებ. 2012 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებით დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი და რეაბილიტაციის გეგმის მომზადების ვადა განისაზღვრა 60 დღით.
2012 წლის 30 აგვისტოს შპს ,,ორიონის” რეაბილიტაციის მმართველმა და მომრიგებელმა საბჭომ სასამართლოში წარმოადგინა შპს ,,ორიონის” რეაბილიტაციის გეგმა.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება 2012 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე, ხოლო 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე და 29-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ..ორიონის” რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების მიზნით მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება, 2012 წლის 9 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20);
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და სასამართლო დაფაზე.
3. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე