აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემედგენლობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი თავართქილაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე;
ზაურ ფუტკარაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე;
ნუგზარ სურმანიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
თანამდებობაზე;
გიორგი თავამაიშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
თანამდებობაზე.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ა. ბერიძე
ჩაქვი,
2012 წლის 1 ნოემბერი
№12-უ.ს.რ.ს.