„ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2012 წლის 5 ნოემბერი ქ. ჭიათურა |
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 18012,491 ათასი ლარით; მათ შორის:
ა) საკუთარი შემოსავლები 1841.7 ათასი ლარი;
ბ) ცენტრალური ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი 5865,6 ათასი ლარი; მათ შორის გრანტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესავსებად 1670,0 ათასი ლარი;
გ) მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 230.0 ათასი ლარი;
დ) სპეციალური ტრანსფერი 7639.079 ათასი ლარი მათ შორის: საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულებით (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი) 450.0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №895 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში 1991 და 2008 წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად პირველი და მეორე კატეგორიის დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური დახმარების გასაწევად 2000,0 ათასი ლარი,საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით 557,0 ათასი ლარი (მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის მისაცემად და მეწყერული მოვლენების შედეგად დაზარალებული ადგილების (გზების,საყრდენი კედლების) აღსადგენად და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამა 1032.079 ათასი ლარი.საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებით 3600 ათასი ლარი (სოფელ ხრეითისა და სოფელ ცხრუკვეთის გზების საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო ხარჯებისათვის);
ე) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1290,0 ათასი ლარი,მათ შორის: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად 790,0 ათასი ლარი, 2012 წლის 18 ივლისის №18/07/04 განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 300,0 ათასი ლარი და 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად 200,0 ათასი ლარი;
ვ) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის № 1380 განკარგულებით 16,0 ათასი ლარი. (რეგიონებში სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზების, სტუმრების მიღებისა და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯი);
ზ) ნაშთი მიმართული ხარჯების დასაფარვად 1084.364 ათასი ლარი. მათ შორის ცენტრალური ბიუჯეტის ნაშთი 293,04 ათასი ლარი;
თ) სხვა შემოსავალი 45,748 ათასი ლარი (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით სპეცავტომანქანის შესაძენად გარანტორის მიერ ჩარიცხული სახსრები)“.
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
1. განისაზღვროს 2012 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურეობაზე 3557,053 ათასი ლარით; მათ შორის: წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო) 384.0 ათასი ლარით (მათ შორის არაფინანსური აქტივების ზრდა 7,1 ათასი ლარი); აღმასრულებელი ორგანო (გამგეობა) 1432,9 ათასი ლარით (მათ შორის არაფინანსური აქტივების ზრდა 49,1 ათასი ლარი). გრანტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შესავსებად 1670,0 ათასი ლარი.
2. დადგინდეს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებისათვის პრემიების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამასთან მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის „შრომის ანაზღაურების” მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არაუმეტეს ამ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.
3. განისაზღვროს სარეზერვო ფონდი 16,153 ათასი ლარით, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული მომსახურეობის ხარჯი 4.9 ათასი ლარით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მომსახურეობის ხარჯი 29,1 ათასი ლარით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის 20,0 ათასი ლარი.“.
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
განისაზღვროს თავდაცვის ხარჯი 109,4 ათასი ლარით, მათ შორის: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის 109,4 ათასი ლარი.“.
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
განისაზღვროს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს დაფინანსება 498,996 ათასი ლარით; მათ შორის:
ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხარჯი 404,796 ათასი ლარი, მათ შორის არაფინანსური აქტივების ზრდა163,796 ათასი ლარი, აქედან: საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებით 17.048 ათასი ლარი და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულებით სპეცავტომანქანის შესაძენად 146,748 ათასი ლარი;
ბ) პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯი 94,2 ათასი ლარი, მათ შორის 6.15 ათასი ლარი არაფინანსური აქტივების ზრდა.“.
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
განისაზღვროს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დაფინანსება 6609,720 ათასი ლარით; მათ შორის:
ა) საჰაერო ტრანსპორტის (საბაგირო გზა) სუბსიდია 140.0 ათასი ლარი;
ბ) საყრდენი კედლის მოწყობა, არაფინანსური აქტივების ზრდა 124,375 ათასი ლარი.მათ შორის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით 57,0 ათასი ლარი;
გ) სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოები 1042.089 ათასი ლარი, მათ შორის 8.07 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №41 განკარგულებით და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 31 იანვრის №162 განკარგულებით სოფლის მხარდამჭერი პროგრამა 1032.079 ათასი ლარი;
დ) ქვათაცვენის სალიკვიდაციოდ 149.907 ათასი ლარი, საქართველის მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებით;
ე) ტექნიკის შეძენა ( სპეც. ავტომანქანა ნაგავმზიდი) 35,0 ათასი ლარი;
ვ) გზების რეაბილიტაცია 5082,349 ათასი ლარი მათ შორის: 450.0 ათასი ლარი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №55 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის №1453 განკარგულებით 3600 ათასი ლარი (სოფელ ხრეითისა და სოფელ ცხრუკვეთის გზების საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო ხარჯებისათვის); სარეზერვო ფონდიდან 4,9 ათასი ლარი(საკურწისა და ქვაციხის დამაკავშირებელი ხიდის აღსადგენად) და 7,449 ათასი ლარი (სოფ. რცხილათში საავტომობილო გზაზე მეწყერის შედეგად ჩამოშლილი გრუნტის გასაწმენდად).საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით გზების რეაბილიტაცია 470,0 ათასი ლარი. მათ შორის სოფელ ხრეითში გზის მოწყობისათვის 270,0 ათასი ლარი. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 18 ივლისის №18/07/04 განკარგულებით გზების რეაბილიტაცია 300,0 ათასი ლარი და 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით გზების რეაბილიტაცია 140,0 ათასი ლარი;
ზ) მოაჯირების შეკეთება 10,0 ათასი ლარი;
თ) მოსაცდელის მოწყობა 6,0 ათასი ლარი;
კ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით ქუჩებისა და ბორდიურების დახაზვა 20,0 ათასი ლარი.“.
ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
განისაზღვროს გარემოს დაცვის ხარჯი - 631.0 ათასი ლარით; მათ შორის:
ა) ნარჩენების შეგროვება ქუჩების, პარკების, ბაზრების, გზების, საზოგადოებრივი ბაღების, სკვერებისა და ა.შ ტერიტორიებზე; მათი დასუფთავება და კეთილმოწყობა, აღნიშნული ნარჩენების გადამუშავების ან განადგურების ადგილამდე ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით; ასევე სხვა კეთილმოწყობითი სამუშაოების სუბსიდია 616.0 ათასი ლარი;
ბ) ნაგავსაყრელის ლიცენზია; სუბსიდია -10.0 ათასი ლარი;
გ) სანიაღვრე არხების გაწმენდა 5.0 ათასი ლარი.“.
ზ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
განისაზღვროს განათლების სფეროს დაფინანსება 796,354 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სკოლამდელი აღზრდის ხარჯი (სუბსიდია) – 765.0 ათასი ლარი;
ბ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის №347 განკარგულებით საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის 1.354 ათასი ლარი;
გ) საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით სოფელ ხრეითში ბაღის მოწყობა 30,0 ათასი ლარი.“ .
თ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
განისაზღვროს დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროს დაფინანსება 2027.796 ათასი ლარით. აქედან მომსახურება განისაზღვროს:
ა) დასვენების და სპორტის სფეროში (სათანადო პროგრამის და მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად) 741.4 ათასი ლარით, მათ შორის:
ა.ა) ა(ა)იპ №23 ბავშვთა სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლის სუბსიდია 4.3 ათასი ლარი;
ა.ბ) ა(ა)იპ №27 კომპლექსური სპორტული სკოლის სუბსიდია 363.5.0 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდა 40,9 ათასი ლარი, სულ 404.4 ათასი ლარი;
ა.გ) რაგბის სასპორტო სკოლის სუბსიდია 65.0 ათასი ლარი;
ა.დ) საფეხბურთო გუნდის დაფინანსება 267.7 ათასი ლარი;
ბ) მომსახურება კულტურის სფეროში (მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე)1000.323 ათასი ლარით, მათ შორის:
ბ.ა) ა(ა) იპ №1 მუსიკალური სკოლის სუბსიდია 145.0 ათასი ლარი;
ბ.ბ) ა(ა) იპ №2 მუსიკალური სკოლის სუბსიდია 80.0 ათასი ლარი;
ბ.გ) ა(ა)იპ სამხატვრო სკოლის სუბსიდია 25.0 ათასი ლარი;
ბ.დ) ა(ა)იპ საბიბლიოთეკო ქსელის სუბსიდია 83.0 ათასი ლარი;
ბ.ე) სსიპ კულტურის შემოქმედებითი ცენტრის სუბსიდია 377.0 ათასი ლარი წარმოდგენილი პროგრამების საფუძველზე;
ბ.ვ) აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის სუბსიდია 265.0 ათასი ლარი და არაფინანსური აქტივების ზრდა 25,0 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულებით 0.323 ათ.ლარი გათბობის სისტემის რეაბილიტაციისათვის (არაფინანსური აქტივების ზრდა), დაფინანსება განხორციელდეს პროგრამის შესაბამისად; სულ 290,323 ათასი ლარი;
გ) ახალგაზრდული ორგანიზაციის ღონისძიებების დაფინანსება (სუბსიდია) 55.973 ათასი ლარი წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისად;
დ) სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა დასვენების, კულტურისა და რელიგიის სფეროში 30.0 ათასი ლარი;
ე) სპორტული მოედნების მოწყობა 200.1 ათასი ლარი.“.
ი) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
განისაზღვროს სოციალური დაცვის დაფინანსება 3204,487 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სოციალური გაუცხოების საკითხები, რომელიც არ ექვემდებარება კლასიფიცირებას 314.0 ათასი ლარი; მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით 80,0 ათასი ლარი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან: 2012 წლის 26 ივლისის №26/07/08 განკარგულებით 40,0 ათასი ლარი;
ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა 1,0 ათასი ლარი;
გ) ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი 7,0 ათასი ლარი;
დ) უფასო სასადილოს დაფინანსება 63,0 ათასი ლარი;
ე) დევნილთა სოციალური დახმარება 4,0 ათასი ლარი;
ვ) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების დახმარება 10.0 ათასი ლარი;
ზ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა 90,0 ათასი ლარი. მათ შორის დახმარება ოჯახებზე პირველი და მეორე შვილის დაბადებისას 100 ლარი, მე-3 შვილის დაბადებისას 150 ლარი, მე-4 და შემდგომი შვილის დაბადებისას 200 ლარი;
თ) 9 მაისის ღონისძიებისათვის 5,0 ათასი ლარი;
ი) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 50.0 ათასი ლარი;
კ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის №175 განკარგულებით სს „ჭიათურმანგანუმის“ მიერ მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 2.037 ათასი ლარი;
ლ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 დეკემბრის №771 განკარგულებით (რეგრესის პენსია) 6.510 ათასი ლარი;
მ) რუსული აგრესიის შედეგად ესტონეთის ქალაქ კეილასა და ლატვიის ქალაქ სიგულდას სამხარეო დუმის მიერ ლტოლვილთა დასახმარებლად 0.6 ათასი ლარი;
ნ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივლისის №372 განკარგულებით (ღორის ციებცხელების პროფილაქტიკისათვის) 1.34 ათასი ლარი;
ო) საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №895 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტში 1991 და 2008 წლებში მომხდარი მიწისძვრების შედეგად პირველი და მეორე კატეგორიის დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური დახმარების გასაწევად 2000,0 ათასი ლარი, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებით მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის მისაცემად 500,0 ათასი ლარი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2012 წლის 13 ივლისის №13/07/06 განკარგულებით 150,0 ათასი ლარი . სულ 2650,0 ათასი ლარი.
|
|
|
|
|