სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№173
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 17/04/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №173

2002 წლის 16 აპრილი

 ქ. თბილისი

„ცოფის პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №70 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ცოფის პროფილაქტიკის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე „ცოფის პროფილაქტიკის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №70 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა:

ა) 2002 წლის 1 მაისამდე შეიმუშაონ ცოფთან ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებათა გეგმები და უზრუნველყონ მათი განხორციელება;

ბ) გააძლიერონ მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის რეგულირების სამუშაოები და უზრუნველყონ ადამიანის დამკბენი ცხოველების მიყვანა საკარანტინო ვოლიერებში ვეტერინარული მეთვალყურეობის დასაწესებლად;

გ) 2002-2003 წლების განმავლობაში ეტაპობრივად დანერგონ ცხოველთა სტერილიზაციის, რიცხოვნობის ჰუმანური კონტროლის თანამედროვე მეთოდები;

დ) ორგანიზაცია გაუწიონ საკარანტინო ვოლიერებისა და ცხოველთა სამარხების ან კრემატორიუმების მოწყობას, შინაურ ცხოველთა შენახვისა და მოვლის წესების შემუშავებას ყველა იმ რაიონში (ქალაქში), სადაც ჯერ კიდევ არ არის ეს საკითხი მოგვარებული;

ე) სახელმწიფო მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში მოსახლეობა სრულად უზრუნველყონ სათანადო ანტირაბიული მომსახურებით და შესაბამისად, ცოფის საწინააღმდეგო საჭირო რაოდენობის ვაქცინებითა და იმუნოგლობულინით;

ვ) ჰიდროფობიით ადამიანის დაავადება-გარდაცვალების თითოეული შემთხვევა განიხილონ საგანგებოდ და სათანადო მომსახურებით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები კეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფისა და ცოფის პროფილაქტიკის საქმეში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად;

ზ) განხორციელებული ღონისძიებების შესახებ წელიწადში ორჯერ ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს“.

2. მე-2 პუნქტის:

ა) „2.1.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად გააძლიეროს მუშაობა ოჯახის ცხოველების აღრიცხვიანობის და დადგენილ ვადებში მათი ვაქცინაციის საკითხების მოსაწესრიგებლად“;

ბ) მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „2.4“და „2.6“ ქვეპუნქტები.

3. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე):

ა) უზრუნველყოს ჰიდროფობიით ადამიანის გარდაცვალების თითოეული შემთხვევის შესწავლა და სათანადო ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) მეთოდურ-პრაქტიკული დახმარება გაუწიოს სამედიცინო დაწესებულებებს ანტირაბიული დახმარების გასაუმჯობესებლად. ხელი შეუწყოს დიაგნოსტიკის თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდების დანერგვას“.

4. ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 პუნქტები.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.04.2002.
როდის იქნა მიღებული „სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
„სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 16.04.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №173. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
სად არის „სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმის“ კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, №173, 16.04.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1065685/