„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.12.2000 ძალადაკარგული 05.12.2000
გამომცემი ორგანო
ნომერი
№642
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.05.001.000.853
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 47, 14/12/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) 37-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები.“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „მე-2 პუნქტით“ შეიცვალოს სიტყვებით „მე-2 და 21 პუნქტებით“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 5 დეკემბერი.

№642–Iს