შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №24495
2012 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისი ს №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნ ქ ტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის №6329 ბრძანებით დამტკიცებული წამახალისებელი გათამაშების რეგლამ ე ნტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. წამახალისებელი გათამაშება ეწყობა 2012 წლის 18 აპრილიდან და გრძელდება 2012 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით.“.
2. შეწყდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – შემოსავლების სამსახურისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის უფლებამოსილების მინიჭებისა და საპრიზო ფონდის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №637 გან კ არგულების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშება.
3. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის მომენტად განისაზღვროს 2012 წლის 12 ნოემბრის 24:00 საათი და შეწყვეტის თაობაზე წინასწარ ეცნობოს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“.
4. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტამდე მოგებული ბილეთების შესაბამისი მოგებების გაცემა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის №6329 ბრძანებით დამტკიცებული წამახალისებელი გათამაშების რეგლამ ე ნტის შესაბამისად.
5. წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველოს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრმა.
6. 2012 წლის 1 5 დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წამახალისებელი გათამაშების რეგლამ ე ნტის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 17 აპრილის №6329 ბრძანება.
7. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კ. ცერცვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“?
- დიახ, შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.11.2012.
- როდის იქნა მიღებული „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“?
- „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“ მიღებულია 12.11.2012. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №24495. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016189.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.11.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშების შეწყვეტის თაობაზე“, №24495, 12.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016189 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1777107/