„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №479 |
|
2012 წლის 14 ნოემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25.05.2011წ.) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) აჭარის ბიურო.“. |
2.
მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. აჭარის ბიურო 1. აჭარის ბიუროს მოქმედების ფარგლები ვრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში (სამოქმედო ტერიტორია). 2. აჭარის ბიუროს ფუნქციებია: ა) აჭარის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) აჭარის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების საქმიანობის წარმართვის ხელშეწყობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ე) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება. 3. აჭარის ბიურო უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ერთეულებიდან/ქვედანაყოფებიდან გამოითხოვოს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტაცია და მასალები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 14 ნოემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.11.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №479. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.016482.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.11.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №479, 14.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016482 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1777449/