საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №893 |
|
2012 წლის 16 ნოემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
თანდართული სახით დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დებულება“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) სტატუსი და ანგარიშვალდებულება |
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) რეფორმებისა და განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით მასზე დაკისრებულ ამოცანებს.
2. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
მუხლი 2.
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები |
სააგენტო თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სხვა ბრძანებებით, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტებით. |
მუხლი 3.
სააგენტოს ამოცანები |
1.სააგენტოს ამოცანებია:
ა) სამინისტროს განვითარების პოლიტიკის შემუშავება; ბ) სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების მხარდასაჭერად მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება; გ) სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და/ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) კომპეტენციის ფარგლებში უწყებათშორის საკოორდინაციო ფორმატებში თანამშრომლობა; ე) სამინისტროს განვითარების გეგმების ანალიზი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული და უსაფრთხოების გარემოს შეფასება. საფრთხეთა შეფასების დოკუმენტის პერიოდულ განახლებაში მონაწილეობა; ზ) სამინისტროს სტრატეგიული და უწყებრივი დონის დოკუმენტების შემუშავება და იმპლემენტაციის მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში; თ) სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება; ი) სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მონაწილეობის პოლიტიკის შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა; კ) სამინისტროს რეფორმის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია. 2. სააგენტო ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს. |
მუხლი 4.
სააგენტოს კომპეტენცია
|
სააგენტოს კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს განვითარების პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; ბ) სამინისტროს რეფორმირების პროცესის მონიტორინგი და ანალიზი; გ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზი და შესაბამისი ამოცანების განსაზღვრა; დ) სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება; ე) შესაბამისი კანონმდებლობის ევროატლანტიკურ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ვ) სამინისტროს სისტემის და საქმიანობის პერიოდული ანალიზი; ზ) სამინისტროს რეფორმის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია. 2. სააგენტო ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 5.
სააგენტოს დირექტორი |
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას და აწესრიგებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ; გ) პასუხისმგებელია კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება; დ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს სააგენტოს თანამშრომელთა კანდიდატურებს; ე) ამტკიცებს სააგენტოს სამუშაო გეგმებს; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის წინაშე აყენებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისების ან მათი დისციპლინული პასუხისმგებლობის საკითხებს; ზ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; თ) ანაწილებს ამოცანებსა და ფუნქციურ მოვალეობებს სააგენტოს დანაყოფებსა და ცალკეულ თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ი) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; კ) მინისტრის მიერ სათანადო უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აფორმებს ხელშეკრულებებს ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან; ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებს საკითხებზე, რომლებიც სააგენტოს კომპეტენციას განეკუთვნება; მ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) საქართველოს კანონმდებლობისა და მინისტრის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 6.
სააგენტოს დირექტორის მოადგილე |
1. სააგენტოს დირექტორს ჰყავს მოადგილე ან მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს დირექტორის არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე. |
მუხლი 7.
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფები |
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფებია:
1.დაგეგმვისა და პოლიტიკის სამმართველო; 2. რეფორმების კოორდინაციის სამმართველო: ა) რეფორმების განხორციელებისა და მონიტორინგის განყოფილება; ბ) კანონმდებლობის ანალიზისა და ჰარმონიზაციის განყოფილება. |
მუხლი 8.
სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია |