ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2012 წლის 20 ნოემბერი ქ. ჭიათურა |
|
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №4 დანართის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანდართული სახით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №2 და „ჭიათურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ 2010 წლის 06 აგვისტოს №12 დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილების პირველი და მეორე მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეიასონ ჭუმბურიძე
დანართი №1საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობათა დასახელება თანამდებობრივი სარგო (ლარობით)1
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი 26502
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 17003
გამგებლის მოადგილე 13004
საკრებულოს აპარატის უფროსი, გამგეობის სამსახურის უფროსი 10005
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე 13506
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი810
7
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი-გამგებლის თანაშემწე790
8
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარი სპეციალისტი560
9
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვანი სპეციალისტი520
10
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროსი სპეციალისტი480
11
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი450
12
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი –კომპიურეტის ოპერატორი400
13
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - მძღოლი500
14
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული გეზრულისა და ხვაშითის ტერიტორიულ ორგანოებში900
15
მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მუნიციპალიტეტის რწმუნებული ჭიათურის, ქვაციხის, კაცხის, ვაჭევის, რგანის, ხრეითის, სარქველეთუბნის, წირქვალის, ზოდის, პერევისის, ითხვისის, ნიგოზეთის, მანდაეთის, სვერის ტერიტორიულ ორგანოებში 100016
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი420
17
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი400
18
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი350
19
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სამხედრო, სახანძრო სამსახურის მთავარი სპეციალისტი560
20
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამაშველო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი500
21
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი480
22
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი სპეციალისტი480
23
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი420
24
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სპეციალისტი350
25
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამაშველო სამსახურის სპეციალისტი, დისპეტჩერი300
26
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამსახურის სპეციალისტი, ცვლის უფროსი350
27
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამსახურის სპეციალისტი - ათეულის მეთაური340
28
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამსახურის სპეციალისტი - მძღოლი330
29
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამსახურის სპეციალისტი - მეხანძრე330
30
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამსახურის სპეციალისტი - მდივანი280
31
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სახანძრო სამსახურის ტექნიკური მუშაკი160