შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №448 |
|
2012 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
|
| მუხლი 2 |
კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომებზე პერიოდულად წარადგინოს ინფორმაცია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის თანდართული დებულება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. შრომითი ურთიერთობებისა და ს ო
ციალური დიალოგის სა
კ
ი
თ
ხ
თა კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს პრემიერ‑მინისტრთან არსებული დროებითი კომისია, რომელიც
იქმნება ქვეყანაში ზო
გი
ერთ მსხვილ დამსაქმებელ სა
და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიე
რთ
ობ
ებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური სა
კითხების შესწავლის,
შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. |
მუხლი 2.
კომისიის ძირითადი ამოცანები |
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) ქვეყანაში ზოგიერთ მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა, აღნიშნული პრობ ლემე ბის წარმოშობის მიზეზების გამოკვ ლ ევა და შესაბამისი ანალიზი; ბ) დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით მხარეთა მორიგების ხელშეწყობა და მათ შორის შრომითი ურთიერთობების აღდგენის ა თვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) შესწავლილი საკითხებისა და მათი ანალიზის საფუძველზ ე, შ ე საბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შ ე მუშავება და, კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება. |
მუხლი 3.
კომისიის უფლებამოსილებანი |
კომისია უფლებამოსილია:
ა) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხების გადაჭ რ ის მიზნით,მოაწყოს დასაქმებულთა და დამსაქმებ ლებთან შ ე ხვედრა, საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით წარმართოს მათ თან დიალოგი, გამოიკვლიოს დასაქმებულთა მიერ შრომითი ვალდებულებების დროებით შ ე ჩერების მიზეზები; ბ) საჭიროების შ ე მთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომ პ ეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დამსაქმებლის თანხმობით გაეცნოს და შეისწავლოს შესაბამის ი დოკუმენტაცია; გ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე,შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაცი ები მხარეთა მორიგებისა და შრო მითი ურთიერთობების აღდგენის მიზნით; დ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების და ინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებ ე ლი ექსპერტები; ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები. |
მუხლი 4.
კომისიის თავმჯდომარე |
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. |
მუხლი 5.
კომისიის სხდომის ჩატარების წესი
|
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. |
მუხლი 6.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი |
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.10.2013.
- როდის იქნა მიღებული „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“?
- „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ მიღებულია 19.11.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №448. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.017124.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.10.2013-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“, №448, 19.11.2012, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017124 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1780665/