განჩინება შპს ”გამომცემლობა სამშობლო”-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/5222-12
განჩინება
საქართველოს სახელი თ
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
2012 წელი 19 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
განმცხადებელი: შპს „გამომცემლობა სამშობლო”
დირექტორი: ალექსანდრე დვალიშვილი
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 19 მაისს განცხადებით მიმართა შპს „გამომცემლობა სამშობლოს”დირექტორმა ალექსანდრე დვალიშვილმა და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება (ტომი 1,ს.ფ 1-2)
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმე თ ა კოლეგიის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს „გამომცემლობა სამშობლოს” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიური(ტომი 1,ს.ფ.49-50).
2011 წლის 30 სექტემბერს შპს „გამომცემლობა სამშობლოს” კრედიტორთა კრებაზე შემოწმებულ იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორ თ ა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი,ხოლო კრედიტორთა კრების 2011 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გაკოტრების მმართველად დაინიშნა საქართველოს იუსტიცი ი ს სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურ ო ს თბილისის ა ღ სრულების ეროვნული ბიურო(ტომი 2,ს.ფ.1-28,ტომი 3,).
თბილისის საქალაქო ს ასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 08 მაისს საბოლოო ანგარიშით მიმართა შპს „გამომცემლობა სამშობლოს” გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და განმარტა,რომ შპს „გამომცემლობა სამშობლოს”ბალანსზე რიცხული ქონება შეფასდა 109 398.5 ლარად.შპს „გამომცემლობა სამშობლოს” სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით გამოცხადდა პირველი აუქციონი , რომელზედაც მოვალის ქონება სარეალიზაციოდ გადიოდა ერთიანი კომპლექსის სახით.აუქციონი დასრულდა უშედეგოდ.მეორე აუქციონის რეალიზაციის ფორმა განისაზღვრა ხმათა 50 %-ზე მეტის მფლობელი კრედიტორის – სსიპ შ ემოსავლების სამსახურის მიერ.მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გავიდა 16 ლოტად.აქედან რეალიზებული იქნა მხოლოდ სამი დასახელების ქონება:სტამბის მანქანა-დანადგარები,საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავტომანქანები.მთლიანობაში ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა შეადგენს 12752,30 ლარს.დანარჩენი ქონება , რომლის რეალიზაციაც ვერ განხორციელდა, ვინაიდან მისი ღირებულება არ იყო საკმარისი ყველა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, ნატურით გადაცემისას ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 93778,5 ლარს. ამდენად შპს „გამომცემლობა სამშობლოს” ქონება აღარ გააჩნია, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორთა დაკმაყოფილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
სასამართლომ შეისწავლა მოვალის გაკოტრების ანგარიში, მოისმინა გაკოტრების მმართველისა და კრედიტორების ინფორმაცია და მიაჩნია რომ შპს „გამომცემლობა სამშობლოს” გაკოტრების საქმის წარმოება უნდა დასრულდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს „გამომცემლობა სამშობლოს” განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (ტომი 1, ს.ფ. 49-50).
2011 წლის 30 სექტემბერს შპს „გამომცემლობა სამშობლოს”კრედიტორთა კრებაზე შემოწმებულ იქნა საზოგადოების მიმართ კრედიტორთა მოთხოვნები და შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი, ხოლო კრედიტორთა კრების 2011 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გაკოტრების მმართვ ე ლად დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის აღსრულების ეროვნული ბიურო (ტომი 2, ს.ფ.1-28, ტომი 3,).
გაკოტრების საქმის დაწყების მომენტისათვის შპს „გამომცემლობა სამშობლოს” ბალანსზე ირიცხებოდა შემდეგი სახის ქონება:
ქსეროქსის მანქანა, მასალების საჭრელი ელექტოხერხი, სამონტაჟო მანქანა, ფურცელამკრეფი დანადგარი, კომპიუტერის მონიტორი „სონი”, კომპიუტერის პროცესორი, სკანერი 2 ცალი, კლავიატურა, კომპიუტერის სავარძელი, ხელით სამართავი წნეხი, პაპშირი, დანების სალესი, მოსავარაყებელი მანქანა, მუყაოს საჭრელი მანქანა, ქაღალდის საჭრელი, სამონტაჟო-სარეტუშორო მაგიდა, მასალების საჭრელი, სტრიქონების შესანახი კარადები, ანაბეჭდის საკორექტორო დაზგა, სტრიქონების საჭრელი, სტრიქონჩამომსხმელი მანქანა, ქაღალდის აკლიმატიზატორი, საბურღი რკინის, შესაფუთი დანადგარი, სახარატო დაზგა, ი.გოგებაშვილის „დედაენა”, ი.ანთელავას „საქართველოს ისტორია”, რ.მიმინოშვილის „ორი ამბავი”, ვ.გოგუაძის ”მე არც წარსულის და არც მომავლის არ მეშინია”, გ.შარაძის „ამერიკელი ქართველები”, ტყვარჩელის ტრაგედია-აფხაზი გოგონას დღიური, კნიგა ვეჩნოი პამიატი, ნ.ბაგრატიონის „ბაგრატიონი აფრიკაში”, ა.სობჩაკის „სისხლიანი კვირა”,ო.გოგუას „ბორის პაჭაძე”, მ.ელიოზიშვილის „მოგზაურობა ხიფათი”, ი.გრიშაშვილის ქართული ლექსიკონი, გ.ჭელიძის ”მასპინძელსა მხიარულსა”, „ფრანგული პროზა”, წიგნი-ჯ.იოსელიანი, ვ.ჯანგიძის „ქართულ-თურქული ლექსიკონი”, გაკვეთილების ცხრილი, დასაჭრელი ანბანი (ინგლისური), ვაზ-2121, სახელმწიფო ნომრით ადტ 801, გაზ 53-12 სახელმწიფო ნომრით ადტ 803 და გაზ 24-12 სახელმწიფო ნომრით ადტ 795.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2012 წლის 08 მაისს საბოლოო ანგარიშით მიმართა შპს ”გამომცემლობა სამშობლოს” გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და განმარტა, რომ შპს „გამომცემლობა სამშობლოს” ბალანსზე რიცხული ქონება შეფასდა 109 398.5 ლარად. შპს ”გამომცემლობა სამშობლოს” სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით გამოცხადდა პირველი აუქციონი, რომელზედაც მოვალის ქონება სარეალიზაციოდ გადიოდა ერთიანი კომპლექსის სახით. აუქციონი დასრულდა უშედეგოდ. მეორე აუქციონის რეალიზაციის ფორმა განისაზღვრა ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გავიდა 16 ლოტად. აქედან რეალიზებულ იქნა მხოლოდ სამი დასახელების ქონება: სტამბის მანქანა-დანადგარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავტომანქანები. მთლიანობაში ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ამო ღ ებული თანხა შე ა დგენს 12752.30 ლარს. დანარჩენი ქონება, რომლის რეალიზაციაც ვერ განხორციელდა, ვინაიდან მისი ღირებულება არ იყო საკმარისი ყველა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად, ნატურით გადაეცა მე-4 რიგის კრედიტორს - სსიპ შემოსავლების სამსახურს. ნატურით გადაცემისას ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 93778,5 ლარს. ამდენად შპს ”გამომცემლობა სამშობლოს” ქონება აღარ გააჩნია, რომლიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორთა დაკმაყოფილება .
2012 წლის 13 ივნისს გაკოტრების მმართველმა სასამართლოში წარმოადგინა ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ: წარმოდგენილი №01/02-0528 დასკვნის თანახმად შპს „გამომცემლობა სამშობლოს” ქონების (ასლების გადამღები მანქანა, საკონტაქტო დაზგა, ასლების გადამღები მანქანა, ოთხკამფორიანი ელექტროქურა, კამერა, მაცივარი, უნივერსალური ხაზი, გარაჟის ტიპის კომპრესორი, სახარატო დაზგა,სახარატო დაზგა, სახარატო დაზგა, ქაღალდის საჭრელი დანების სალესი, შესადუღებელი აპარატი, ვერტიკალური ბურღი, ქაღალდის აკლიმატიზატორი კონვეირი, სტრიქონის ჩამოსასხმელი მანქანა, საკორექტურო დაზგა, ცელოფნის ამოსაღები დაზგა, ხაზების ჩამოსასხმელი დანადგარი, სათაურების ჩამოსა ს ხმელი მანქანა, ლითონის ჩამოსასხმელი მანქანა, სახარატო დაზგის ძირი, სტრიქონჩამომჭრელი ელექტროხერხი, საკოპირო ჩარჩო ულტრაპლანი, სამონტაჟო მაგიდა, სტრიქონჩამომჭრელი ელექტროხერხი, ქაღალდის საჭრელი, კომპიუტერის პროცესორი, პრინტერი, სკანერი, დესინომეტრი, სამონტაჟო მაგიდა, რკინის თარო, ჰორიზონტალური სარანდი დაზგა, ასლის გასამრავლებელი დაზგა, წიგნი ი.გოგებაშვილის „დედა ენა”, წიგნი რ.მიმინოშვილის „ორი ამბავი ანუ 32 და 3200 წლის წინათ”, ვ.გოგუაძის „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია”, წიგნი გ.შარა ძ ის „ამერიკელი ქართველები”, წიგნი „მარადიული ხსოვნა”, წიგნი „ტყვარჩელის ტრაგედიები”, წიგნი „ნ. ბაგრატიონის „ბაგრატიონი აფრიკაში”, წიგნი ა.სობჩაკის „თბილისის ჟამტეხი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა”, წიგნი ო.გოგუას „ბორი პაიჭაძე”, წიგნი „მუშეტის ახალი თავგადასავალი”, წიგნი ჯ.იოსელიანის გაკვეთილების ცხრილი, დასაჭრელი ანბანი, წიგნი მ.ელიოზიშვილის „მოგზაურობა და ხიფათი”) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 109398.5 ლარი .
ვაზ 2121-ის (გამოშვების წელი 1981, ძრავის ნომერი 5887417, ლურჯი 1/8) ღირებულებამ შეადგინა 150 ლარი.
გაზ 24-10-ი ს (გამოშვების წელი 1988, ძრავის ნომერი 138085, შავი) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 200 ლარი.
უაზ 452-ის (გამოშვების წელი 1984, ძრავის ნომერი 10111600, ყვითელი 6/8) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 200 ლარი.
გაზ 24-12-ის (გამოშვების წელი 1988, ძრავის ნომერი 35580, თეთრი) საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 200 ლარი.
2012 წლის 11 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „გამომცემლობა სამშობლოს” მოძრავი ქონება (ასლების გადამღები მანქანა, საკონტაქტო დაზგა, ასლების გადამღები მანქანა, ოთხკამფორიანი ელექტროქურა, კამერა, მაცივარი, უნივერსალური ხაზი, გარაჟის ტიპის კომპრესორი,სახარატო დაზგა, სახარატო დაზგა, სახარატო დაზგა, ქაღალდის საჭრელი დანების სალესი, ქაღალდის საჭრელი დანების სალესი, შესადუღებელი აპარატი, ვერტიკალური ბურღი,ვერტიკალური ბურღი, ქაღალდის აკლიმატიზატორი კონვეირი, სტრიქონისჩამოსასხმელი მანქანა, საკორექტურო დაზგა, ცელოფნის ამოსაღები დაზგა, ხაზებისჩამოსასხმელი დანადგარი, სათაურების ჩამოსახმელი მანქანა, ლითონის ჩამოსასხმელი მანქანა, სახარატო დაზგის ძირი, სტრიქონ ჩამომჭრელი ელექტროხერხი, საკოპირო ჩარჩო ულტრაპლანი, სამონტაჟო მაგიდა, სტრიქონ ჩამომჭრელი ელექტროხერხი, ქაღალდის საჭრელი, კომპიუტერის პროცესორი, პრინტერი, სკანერი, დესინომეტრი, სამონტაჟო მაგიდა, რკინის თარო, ჰორიზონტალური სარანდი დაზგა, ასლის გასამრავლებელი დაზგა) აუქციონზე შეიძინა და გადაეცა „ქროსვეისს” 12339.80 ლარად.
2012 წლის 19 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „გამომცემლობა სამშობლოს” მოძრავი ქონება (ვაზ 2121 გამოშვების წელი 1981, ძრავის ნომერი 5887417, ლურჯი 1/8, გაზ 24-10 გამოშვების წელი 1988, ძრავის ნომერი 138085, შავი, უაზ 452 გამოშვების წელი 1984, ძრავის ნომერი 10111600, ყვითელი 6/8, გაზ 24-12 გამოშვების წელი 1988, ძრავის ნომერი 35580, თეთრი) აუქციონზე შეიძინა და გადაეცა ზურაბ წერეთელს 412,50 ლარად.
2012 წლის 4 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად შპს „გამომცემლობა სამშობლოს” მოძრავი ქონება (წიგნი ი.გოგებაშვილის „დედა ენა”, წიგნი რ.მიმინოშვილის „ორი ამბავი ანუ 32 და 3200 წლის წინათ”, ვ.გოგუაძის ”მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია”, წიგნი გ.შარაძის „ამერიკელი ქართველები”, წიგნი „მარადიული ხსოვნა”, წიგნი „ტყვარჩელის ტრაგედიები”, წიგნი ნ. ბაგრატიონის „ბაგრატიონი აფრიკაში, წიგნი ა.სობჩაკის „თბილისის ჟამტეხი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა”, წიგნი ო.გოგუას „ბორი პაიჭაძე”, წიგნი „მუშეტის ახალი თავგადასავალი”, წიგნი ჯ.იოსელიანის გაკვეთილების ცხრილი, დასაჭრელი ანბანი, წიგნი მ.ელიოზიშვილის „მოგზაურობა და ხიფათი”), რომლის ღირებულებაც შეადგენდა 93 778.5 ლარს, ნატურით გადაეცა სსიპ – შემოსავლების სამსახურს.
შპს „გამომცემლობა სამშობლოს” სამეურვეო ქონებიდან აუქციონზე რეალიზებულ იქნა მხოლოდ სამი დასახელების ქონება, კერძოდ: ა) სტამბის მანქანა-დანადგარები; ბ) საყოფაცხოვრებო ტექნიკა და გ) ავტომაქანები, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 12 752.30 ლარი.
აღნიშნული თანხა გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც მერვის და გაკოტრების მმართველის (პირველი და მესამე რიგის მოთხოვნა) ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებული საფასური.
„გადახდისუუნარობის საქმის წა რ მოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით , პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან (დანიშვნიდან) 30-ე დღეს, მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულებით ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. ხოლო ამავე კანონის 121-ე მუხლის შესაბამისად თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილები არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ როგორც პირველ აუქციონზე, ისე მეორე აუქციონზე ვერ მოხდა მოვალის მთლიანი სამეურვეო ქონების რეალიზაცია, რის გამოც სსიპ – შემოსავლების სამსახურს, როგორც მე-4 რიგის კრედიტორს , შეთევაზა კრედიტორული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სამეურვეო ქონების ნატურით გადაცემა, რაზეც მიღებული იქნა თანხმობა.
„გადახდისუუნარობის საქმის წრამოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წრამოე ბ ის დასრულების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „გამომცემლობა სამშობლოს” სამეურვეო ქონება „გადახდისუუნარობის საქმის წრამოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით ნატურით გადაეცა მე-4 რიგის კრედიტორსა და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ წარმოდგენილი იქნა მოვალის გაკოტრების ანგარიში, „გადახდისუუნარობის საქმის წრამოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პინქტის შესაბამისად შპს „ალაფის ” გაკოტრების საქმის წრამოება უნდა დასრულდეს და უნდა გაუქმდეს შპს „ალაფის ” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წრამოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
დასრულდეს შპს „გამომცემლობა სამშობლოს” (საიდენტიფიკაციო კოდი 203842002) გაკოტრების საქმის წარმოება.
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს დაევალოს შპს „გამომცემლობა სამშობლოს” (საიდენტიფიკაციო კოდი 203842002) რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა).
განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა შპს „გამომცემლობა სამშობლოს” გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე