„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №421 |
|
2019 წლის 2 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე -2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 2. პროგრამის ამოცანა
პროგრამის ამოცანაა :
ა ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე და მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება , ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით ;
ბ ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების )/სარეზიდენტო პროგრამებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ;
გ ) პროფესიული რეგულირების არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდა ;
დ ) სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი სოფლის ექიმების (შემდგომში – სოფლის ექიმები ) ცოდნისა და უნარ -ჩვევების გაუმჯობესება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის მიმართულებით .“.
2. მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები
პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან :
ა ) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისა და მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში საექიმო სპეციალობების მაძიებელთა (შემდგომში – მაძიებელი ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების ) მიზნობრივი დაფინანსება ;
ბ ) საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება №11 დანართით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობებში ;
გ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დაფინანსება ;
დ ) საექიმო სპეციალობებში : „ალერგოლოგია -იმუნოლოგია “, „ინფექციური სნეულებები “, „ფთიზიატრია -პულმონოლოგია “, „გასტროენტეროლოგია “, „ნეფროლოგია “, „რევმატოლოგია “, „ჰემატოლოგია /ტრანსფუზიოლოგია “, „ბავშვთა ნევროლოგია “, „ბავშვთა კარდიოლოგია -რევმატოლოგია “, „დერმატო -ვენეროლოგია “, „უროლოგია “, „კარდიოქირურგია “, „ოტორინოლარინგოლოგია “, „ოფთალმოლოგია “, „ნეიროქირურგია “, „ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა “, „კლინიკური ონკოლოგია “, „პათოლოგიური ანატომია − კლინიკური პათოლოგია “, „სასამართლო მედიცინა “, „ბავშვთა ქირურგია “ – ტესტ -კითხვარების გადამუშავება და ბაზების განახლება ;
ე ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის პროფილით – „მედიცინა “ და „სტომატოლოგია “ ტესტ -კითხვარების გადამუშავება (მ . შ ., დახურული ბაზის ღია ბაზასთან ინტეგრირება ) და ბაზების განახლება ;
ვ ) სოფლის ექიმების გადამზადება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის მიმართულებით .“.
3. მე -4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -5 პუნქტი :
„5. პროგრამის მე -3 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოფლის ექიმების გადამზადების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მეთოდოლოგიის თანახმად :
ა ) პროგრამის სამიზნე პოპულაციაა საქართველოს მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული სოფლის ექიმები ;
ბ ) სოფლის ექიმების მზადების განმახორციელებელი დაწესებულებები (შემდგომში – მზადების განმახორციელებელი ) შეირჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ;
გ ) მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ვალდებულნი არიან , უზრუნველყონ სოფლის ექიმების გადამზადება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების (მ . შ ., არტერიული ჰიპერტენზია , გულის იშემიური დაავადება , ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება , ბრონქული ასთმა , შაქრიანი დიაბეტი მეორე ტიპის , ეპილეფსია , პარკინსონი ) მართვის მიმართულებით მათ მიერ ამ მიზნით მომზადებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული შესაბამისი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამით (პროგრამის ხანგრძლივობა - 2 დღე (12 აკადემიური საათი ));
დ ) კომპონენტის განხორციელება მოიცავს ორ ფაზას :
დ .ა ) პირველი ფაზა – „ტრენინგის ორგანიზება “, რომლის ფარლებშიც მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ვალდებულია (ვალდებულნი არიან ), უზრუნველყოს (უზრუნველყონ ):
დ .ა .ა ) ტრენინგების გეგმა -გრაფიკის შედგენა (ბენეფიციართა სია მიწოდებული იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ) და ტრენინგის ჩატარების ლოკაციების განსაზღვრა , გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით . ამასთან , ერთ ჯგუფში ექიმთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს ;
დ .ა .ბ ) ტრენინგის ბენეფიციართა შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება ;
დ .ა .გ ) ტრენინგის ბენეფიციართა ინფორმირება ტრენინგის თაობაზე (მ . შ ., ტრენინგის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ );
დ .ბ ) მეორე ფაზა – „ტრენინგის ჩატარება “, რომლის ფარგლებშიც მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ვალდებულია (ვალდებულნი არიან ), უზრუნველყოს (უზრუნველყონ ):
დ .ბ .ა ) სასწავლო პროცესის ჩატარებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის მოძიება /დაქირავება ;
დ .ბ .ბ ) სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა , მ .შ ., სასწავლო პროცესის ჩატარება საკმარისი რაოდენობის პედაგოგიური რესურსის საშუალებით ;
დ .ბ .გ ) ტრენინგის ბენეფირებისთვის სასწავლო მასალის მიწოდება ;
დ .ბ .დ ) ტრენინგის განხორციელების მონიტორინგი ;
დ .ბ .ე ) ტრენინგის ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის შექმნა ;
დ .ბ .ვ ) ტრენინგის ბენეფიციართა კვება (ე . წ ., საუზმე );
დ .ბ .ზ ) ტრენინგის ბენეფიციართა განსახლება ;
ე ) გარკვეულ შემთხვევებში (შესაბამისი დოკუმენტების წამოდგენისას ) მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) ასევე ვალდებულია (ვალდებულნი არიან ) აანაზღაუროს (აანაზღაურონ ) ტრენინგის ბენეფიციარის მიერ ტრანსპორტირებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი ;
ვ ) პროგრამაში ჩართული მზადების განმახორციელებელი (განმახორციელებლები ) დაფინანსდება (დაფინანსდებიან ) ამ პროგრამის მე -5 მუხლით განსაზღვრული წესით .“.
4. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე -3 პუნქტი :
„3. აღნიშნული პროგრამის მე -3 მუხლის „ვ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპონენტისათვის მზადების განმახორციელებლის (განმახორციელებლების ) დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით :
ა ) ანაზღაურება განხორციელდება ტრენინგის ჩატარების შემდეგ , ყოველთვიურად , შესაბამისი თვის განმავლობაში ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფუძველზე , თითოეულ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით . ამასთან , ერთ ბენეფიციარზე ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა ტრენინგის ფარგლებში განისაზღვრება არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი ) ლარით ;
ბ ) მზადების განმახორციელებლის (განმახორციელებლების ) მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს . ხარჯები , რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული , არ დაექვემდებარება ანაზღაურებას .“.
|