,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.116.016398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2018 წლის 25 იანვარი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ “ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge15/11/2017წ .სარეგისტრაციო კოდი : 010260020.35.116.016359) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების :

1. მე -10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 10. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულები

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული უზრუნველყოფს მერიის გადაწყვეტილებების შესრულებას , აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით -საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს .

2. პირველადი სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის , ამ დებულებისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგგმებისა და დავალებების შესაბამისად .

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი ), რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე . 

4. მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია :

ა ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური ;

ბ ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური ;

გ ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური ; 

 დ ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური ;

ე ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების , კულტურის , სპორტის , ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ; 

ვ ) პირველადი სტრუქტურული ერთეული –  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ;

ზ ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური ;

თ ) პირველადი სტრუქტურული ერთეული –  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ;

ი )პირველადი სტრუქტურული ერთეული – არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური .

5. მერის პირველადი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით , რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს ,საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით .“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 11. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები :

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა , მერიის საქმისწარმოების ,სამართლებრივი ,საკადრო საკითხთა , მერის წარმომადგენლებთან და აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა .

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება . მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება -დასაბუთების , მიღებული ბიუჯეტის შესრულების , საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი , მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა , აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება .

3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების , მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია ,ზედამხედველობის უზრუნველყოფა , სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავება , მუნიციპალიტეტის ქონების მართვა .

4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის -განათლების კულტურის , სპორტის , ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების , განათლების , კულტურის , სპორტისა და ახალგაზდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა . წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე , მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება . ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია .

5. პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის , ფინანსების გაუმჯობესების ,სახსრების , სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების , მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა , მართვის პროცედურების მწარმებლურობის , სამართლებრივი , ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია . მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება , ორგანიზაციული სტრუქტურის , მეთოდებისა და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავისი მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად , ეკონომიურად , ეფექტიანად , პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად .

6. პირველადი სტრუქტიურული ერთეულის -სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა .

7. პირველადი სტრუქტყრული ერთეულის -არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამასხურის ძირითადი ფუნქციებია : მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობა და დაგეგმვა , მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა , უფლებრივი ზონირება . დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება . მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების და პროექტების მშენებლობის კოორდინაცია . არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება . მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავება .

8. პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია : ჯანმრთელობის , სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება . მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელება . მუნიციპალიტეტის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგისტრაცია , მათი პროფესიული გადამზადება და სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა . წინადადების შემუშავება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე , ასევე პროექტების მომზადება სოციალურად დაუცველ (მ /შ ვეტერანები , იძულებით გადაადგილებული ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარების თაობაზე .

9. პირველადი სტრუქტურული ერთეულის - კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ფუნქციებია : მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ხიდების გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალური მერიაში არსებული კომუნიკაციების შექმნის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვის შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება , მათი განხორციელები კოორდინაცია ; მუნიციპალური ინფრაცტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი ; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა -პატრონობა ; წინადადებების , დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე , შესაბამისი მუნიციპალური პრობლემების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი .

10.მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები - განყოფილებები . ‘’

3. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი 111. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ( სამსახურის უფროსის მოადგილე )

1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ ’’ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად , თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობების შეუძლებლობების შემთხვევაში .

3.პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე .’’

 4. მე -13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 13. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი )

1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს „საჯარო სამსახურის შესახებ ’’ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი .

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი :

ა ) წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ;

ბ ) უზრუნველყოფს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას ;

გ ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს მეორადი სტრუქტურული ერთეულის სამუშაო გეგმებს ;

დ ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის , უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ;

ე ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ ;

ვ ) ამზადებს და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ ;

ზ ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმისწარმოებას ;

თ ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას ;

ი ) უზრუნველყოფს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას , შრომის დისციპლინას . დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას , პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების , წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ ;

კ ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით , ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი ) ანგარიშვალდებულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პირველადი სტრუქტურული ხელმძღვანელის მოადგილის წინაშე .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა