სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2018 წლის 27 აპრილი ქ. საგარეჯო |
|
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების სისტემის ” მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პრინციპების , ამოცანებისა და პროცედურების დადგენის გზით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება ), ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად , ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა .
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა , რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ” საქართველოს კანონში (შემდგომში – კანონი ).
2. ამ დოკუმენტის მიზნებისთვის , ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად :
ა ) მონიტორინგი – უწყვეტი ციკლი , რომელიც მოიცავს ინფორმაციის რუტინულ მოგროვებას , აღრიცხვას და ანალიზს . მონიტორინგის მიზანია , კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად , ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება , ბავშვზე ორიენტირებული მომსახურების გასაუმჯობესებლად ;
ბ ) შეფასება − დაწესებულების მდგომარეობის ობიექტური შესწავლა , ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება . შეფასების მიზანია , კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად , დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის , მიღწევების , გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების განსაზღვრა , დაწესებულების მხარდასაჭერად ;
გ ) ანგარიშგება − მონიტორინგის და შეფასების პროცესში შეგროვებული მონაცემებისა და ინფორმაციის წარდგენა ისე , რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება დაწესებულების და /ან მისი დამფუძნებლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით , სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად ;
დ ) სტრუქტურული ერთეული – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს , შეფასებას და ანგარიშგებას ;
ე ) შუალედური მონიტორინგი – სასწავლო -სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (სასწავლო - სააღმზრდელო წლის დაწყებიდან არაუადრეს 3 და არა უგვიანეს 5 თვისა ) განხორციელებული მონიტორინგი ;
ვ ) წლიური მონიტორინგი – სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასრულებამდე ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგი , რომელიც წარმოადგენს შუალედური მონიტორინგისა და დარჩენილი თვეების მონიტორინგის შედეგების შეჯამებას – მიღწევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას და რეკომენდაციების ჩამოყალიბებას ;
ზ ) მიზანი – განაცხადი არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე , რომელსაც ეყრდნობა დაგეგმვის ყველა ღონისძიება . მიზანი შეიძლება იყოს ზოგადი და გრძელვადიანი , ან კონკრეტული და მოკლე ვადაში მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული , რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მიზნებიდან ;
თ ) საბაზისო მაჩვენებელი – დაწესებულების მდგომარეობა ავტორიზაციის (მათ შორის , პირობითი ავტორიზაციის ) მინიჭების მომენტში , სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაწყებამდე . დაწესებულების საბაზისო მაჩვენებელს წარმოადგენს ავტორიზაციის პროცესში თვითშეფასების კითხვარში შეტანილი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით დადასტურებული მონაცემები ;
ი ) სამიზნე მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მისაღწევი შედეგი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების კონკრეტული სტანდარტ (ებ )ით და /ან მუხლ (ებ )ით განსაზღვრული შედეგები ;
კ ) შესრულების მაჩვენებელი – სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მიღწეული შედეგი , სამიზნე მაჩვენებელთან მიმართებაში ;
ლ ) აქტივობა – ქმედება , რომელიც განაპირობებს დაწესებულების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და სამიზნე მაჩვენებლების შესრულებას ;
მ ) შესრულების დამადასტურებელი საშუალება − დოკუმენტი ან სხვა მონაცემი , რომლის საშუალებითაც მტკიცდება , მიღწეულია თუ არა მიზანი , ან , ზოგიერთ შემთხვევაში , შესრულებულია თუ არა აქტივობა ;
ნ ) სამოქმედო გეგმა − დაწესებულების მიერ შემუშავებული , სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული ყოველწლიური დოკუმენტი , რომლის შემუშავება მიზნად ისახავს დაწესებულების მიერ მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას და ასახავს კონკრეტულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისაღწევ მიზნებს , სამიზნე მაჩვენებლებს და აქტივობებს ;
ო ) დაკვირვება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი . მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასში ჩართული პირების (ბავშვები , ოჯახის წევრები , დაწესებულების პერსონალი ) ქმედებების შესწავლა . დაკვირვების დროს დაცული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და დაკვირვების პროცესი არ უნდა უშლიდეს ხელს საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას .
პ ) გასაუბრება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი . მონიტორინგის გუნდის მიერ საგანმანათლებლო პროცესის და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით დაწესებულების პერსონალთან , ბავშვის ოჯახის წევრთან და /ან ბავშვთან კომუნიკაცია ;
ჟ ) აღნიშვნის ფურცლით შემოწმება – მონიტორინგის ან შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდი . ინტერდისციპლინური გუნდის მიერ წინასწარ შემუშავებული აღნიშვნის ფურცლის გამოყენებით მონიტორინგის გუნდის მიერ განხორციელებული შემოწმება , რაც ეფუძნება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებს , ტექნიკურ რეგლამენტებს და ასევე ითვალისწინებს დაწესებულების სამოქმედო გეგმაში ასახულ მიზნებსა და სამიზნე მაჩვენებლებს . აღნიშვნის ფურცელი უნდა მოიცავდეს სამიზნე მაჩვენებლების ჩამონათვალთან ერთად შესრულებულ მაჩვენებლებს ;
რ ) ინტერდისციპლინური გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი გუნდი , რომელიც შეიმუშავებს მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტებს და ხელს უწყობს მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების განმახორციელებელი ადამიანური რესურსების (მათ შორის , მონიტორინგის გუნდის ) განვითარებას ;
ს ) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი , რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას ;
ტ ) მხარდამჭერი სუპერვიზია – მიდგომა , რომელიც გულისხმობს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგის გუნდის წევრებისათვის რეკომენდაციების მიწოდებას უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში და არსებული პრობლემის ერთობლივად გადაჭრას .
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების დაგეგმვა და მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების განხორციელება უნდა ეფუძნებოდეს ერთსა და იმავე პრინციპებს .
2. მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პრინციპებია :
ა ) ინფორმაციის ვალიდურობა (შესაბამისობა ) და სანდოობა – მონიტორინგის , შეფასებისა და ანგარიშგების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტად ადგენს მას , რის შესამოწმებლადაც არის გასაზღვრული , არის სანდო და გამოსადეგი , როგორც დაწესებულებისთვის , ასევე დამფუძნებლისთვის ;
ბ ) განხორციელებადობა – მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების პროცესი არის წინასწარ დაგეგმილი და მისთვის საჭირო რესურსი არის შესაბამისად გათვალისწინებული ;
გ ) ობიექტურობა , გამჭვირვალობა და სამართლიანობა – მიღწევებისა და გამოწვევების მონიტორიგი , შეფასება და ანგარიშგება ხორციელდება ობიექტურად , გამჭვირვალედ და სამართლიანად , განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დაცვით ;
დ ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – მონიტორინგის და შეფასების ინსტრუმენტებში განსაზღვრული მაჩვენებლები ეფუძნება კანონსა და მის საფუძველზე შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ;
ე ) ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება – მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე გათვალისწინებული და დაცულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და არ ხდება საგანმანათლებლო პროცესის შეფერხება .
მონიტორინგის , შეფასების და ანგარიშგების ამოცანებია :
ა ) გამოვლინდეს დაწესებულების მიღწევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით ;
ბ ) გამოვლინდეს დაწესებულების გამოწვევები კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების მიმართულებით ;
გ ) მოხდეს დაწესებულებისთვის დროული და კონკრეტული რეკომენდაციების ჩამოყალიბება , სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით ;
დ ) მოხდეს სანდო და ვალიდური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების ეფექტიანობის შესახებ ;
ე ) მოხდეს ინფორმაციის სანდო და ვალიდური ანალიზი , რაც წარმოაჩენს კანონისა და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულების რეალისტურობასა და განხორციელებადობას , არსებული რესურსების გათვალისწინებით და საჭირო რესურსების (მათ შორის , ფინანსური რესურსების ) განსასაზღვრად ;
ვ ) მოხდეს შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაციის გაზიარება უფლებამოსილი სუბიექტებისთვის , რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების გასაუმჯობესებლად ;
ზ ) შეგროვდეს ინფორმაცია სტრუქტურული ერთეულისა და მონიტორინგის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი სუბიექტების მხრიდან დაწესებულებისთვის კოორდინირებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად , თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ;
თ ) გამოვლინდეს გადამზადების საჭიროებები , დაწესებულების თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით .
1. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე , შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეული , რომელიც წინამდებარე დოკუმენტით მისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს მონიტორინგის გუნდის და ინტერდისციპლინური გუნდის მეშვეობით .
2.ინტერდისციპლინური გუნდის წევრების და მონიტორინგის გუნდის წევრების შერჩევა და აყვანა უნდა განხორციელდეს ღია კონკურსის საფუძველზე , დადგენილი წესის შესაბამისად .
1. სტრუქტურული ერთეული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან ქმნის მონიტორინგის გუნდს , რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას .
2. მონიტორინგის გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია :
ა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის , აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის :
ა .ა ) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში ;
ა .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში ;
ა .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
ბ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა – ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის :
ბ .ა ) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში ;
ბ .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) შენობა -ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში ;
ბ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
გ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის :
გ .ა ) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით ;
გ .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში ;
გ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
დ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის მიზნებისთვის :
დ .ა ) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ;
დ .ბ ) არანაკლებ 2-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში ;
დ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა .
3. მონიტორინგის გუნდის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეული , შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად .
4. მონიტორინგის გუნდი ვალდებულია , გაიაროს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული გადამზადება და სამუშაოს პირველ წელს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზია .
1. სტრუქტურული ერთეული ქმნის ინტერდისციპლინურ გუნდს , რომელიც ახორციელებს :
ა ) მონიტორინგის ინსტრუმენტის შემუშავებას , პილოტირებას , ვალიდაციას ;
ბ ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური რეგლამენტების შესახებ მონიტორინგის გუნდის წევრების სიღრმისეულ გადამზადებას .
გ ) სტრუქტურული ერთეულის მონიტორინგის გუნდის წევრების და სხვა შესაბამისი პირების გადამზადებას და მხარდამჭერ სუპერვიზიას მონიტორინგის ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებისთვის .
2. ინტერდისციპლინური გუნდის წევრობისთვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია :
ა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტის , აღმზრდელ -პედაგოგის პროფესიული სტანდარტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის :
ა .ა ) დადასტურებული განათლება განათლების მიმართულებით ან ფსიქოლოგიის დარგში ;
ა .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში ;
ა .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
ა .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა ;
ა .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ;
ბ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა -ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის :
ბ .ა ) დადასტურებული განათლება არქიტექტურის ან ინჟინერიის დარგში ;
ბ .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) შენობა -ნაგებობების , ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ -ტექნიკური ბაზის მოწყობის სფეროში ;
ბ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
ბ .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა .
ბ .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება .
გ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესაბამისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის :
გ .ა ) დადასტურებული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან ჯანდაცვის მიმართულებით ;
გ .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) უვნებელი და ჯანსაღი კვების ორგანიზების სფეროში ;
გ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
გ .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა .
გ .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ;
დ ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში სანიტარიულ -ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის და პერსონალის პროფესიული სტანდარტის (შესაბამისი კლასტერით გათვალისწინებული საქმიანობა ) შესამაბისად განსახორციელებელი მონიტორინგის და შეფასების მიზნებისთვის :
დ .ა ) დადასტურებული განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ;
დ .ბ ) არანაკლებ 3-წლიანი დადასტურებული სამუშაო გამოცდილება (ცნობა , სარეკომენდაციო წერილი და სხვა ) სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში ;
დ .გ ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების და ძირითადი ოპერაციების (Microsoft Office, Internet) ცოდნა ;
დ .დ ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა .
დ .ე ) კვლევის ან /და პროგრამის შეფასების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება .
1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის გუნდის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად , წელიწადში ორჯერ , სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით .
2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა , ზუსტი თარიღის მითითების გარეშე .
3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო -სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი ) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი ), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით .
4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა , რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით .
5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი , რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს , რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში .
6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება , რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება . ყოველი მომდევნო სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა , როგორც წესი , არის წინა სასწავლო -სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე , პრიორიტეტები , საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე ), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ .
7. ინტერდისციპლინური გუნდი , მისი დაკომპლექტებიდან 3 თვის ვადაში , მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება , გასაუბრება , აღნიშვნის ფურცლით შემოწმება ) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტურმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას , რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი .
8. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის პილოტირება და ვალიდაცია ხორციელდება ინტერდისციპლინური გუნდის დაკომპლექტებიდან 5 თვის განმავლობაში .
9. მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნიდან პირველი წლის განმავლობაში მონიტორინგის გუნდი დაწესებულების მონიტორინგს ახორციელებს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ უზრუნველყოფილი მხარდამჭერი სუპერვიზიის გზით .
10. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება უნდა მოხდეს მონიტორინგის ინსტრუმენტის ვალიდაციის შემდგომ , უშუალოდ მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე , ხოლო მხარდამჭერი სუპერვიზია – უშუალოდ მონიტორინგის განხორციელების პროცესში , მონიტორინგის ინსტრუმენტის გამოყენების დაწყებიდან პირველი ერთი წლის განმავლობაში .
11. საჯარო დაწესებულება , რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას , ვალდებულია სტრუქტურულ ერთეულის მიერ დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები .
1. ანგარიშგება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად , წელიწადში ორჯერ .
2. მონიტორინგის გუნდის ანგარიში წარედგინება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს , რაც უნდა ასახავდეს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შედეგებს . მონიტორინგის შედეგები შესაძლებელია გახდეს , დადგენილი წესის შესაბამისად , დაწესებულებისთვის ავტორიზაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი .
3. მონიტორინგის გუნდის მიერ დაწესებულების შესახებ მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგება უნდა მოხდეს შესაბამის დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში .
4. მონიტორინგის შედეგად , ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში , სტრუქტურული ერთეული ითვალისწინებს დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემით დადგენილი ავტორიზაციის პირობების შესრულების საფეხურებს .
5. შუალედური ან წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა გონივრული ვადა (არაუმეტეს 15 დღისა ) შეუსაბამობის გამოსასწორებლად , გარდა იმ შემთხვევისა , თუ აშკარაა , რომ ამას შედეგი არ მოჰყვება .
6. სტრუქტურული ერთეული მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილი წესის შესაბამისად .
1. შეფასება ხორციელდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და /ან სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად , 4 წელიწადში ერთხელ , თითოეული დაწესებულებისთვის ავტორიზაციის მინიჭების მომენტის მხედველობაში მიღებით .
2. შეფასების წელს არსებული ფინანსური სახსრების გათვალისწინებით , სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლოა გააფართოოს , ან დაავიწროოს შეფასების მასშტაბები . შეფასება შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ან ორიენტირებული იყოს მხოლოდ ერთ -ერთი სტანდარტის ან ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით მიღწევების , გამოწვევების და საჭიროებების დადგენაზე .
3. სტრუქტურული ერთეულის ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების განხორციელების დაწყებამდე 5 თვის განმავლობაში გეგმავს შეფასებას , კერძოდ : შეიმუშავებს შეფასების ინსტურმენტს და ახდენს მის პილოტირებას .
4. შეფასების პროცესში ინტერდისციპლინური გუნდის ძირითადი ფუნქციებია :
ა ) შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება , პილოტირება , ვალიდაცია – ავტორიზაციის გავლიდან მე -3 წლის ბოლო 5 თვის განმავლობაში ;
ბ ) შეფასების განხორციელება – ავტორიზაციის გავლიდან მე -4 წლის განმავლობაში .
5. ინტერდისციპლინური გუნდი შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებისას ითვალისწინებს ისეთ მეთოდებს , როგორიცაა : დაკვირვება , გასაუბრება , აღნიშვნის ფურცლით შემოწმება ;
6. ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი . შეფასების ინსტრუმენტის მიხედვით შემდგომში ინტერდისციპლინური გუნდი ახორციელებს შეფასებას .
7. სტრუქტურული ერთეული განსაზღვრავს განრიგს , რომლის მიხედვითაც ინტერდისციპლინური გუნდი უზრუნველყოფს დაწესებულებების შეფასებას .
8. სტრუქტურული ერთეული ვალდებულია , დაწესებულებას შეატყობინოს შეფასების ვიზიტის შესახებ , მის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა და ჩართოს დაწესებულების წარმომადგენლები შეფასების პროცესში .
1. შეფასების შედეგების ასახვა ხდება შეფასების ანგარიშის ფორმაში , რომელიც წარმოადგენს ინტერდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი შეფასების ინსტრუმენტის განუყოფელ ნაწილს .
2. შეფასების ანგარიშის შედგენას და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისთვის წარდგენას უზრუნველყოფს ინტერდისციპლინური გუნდი , შეფასების ვიზიტიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში .
3. შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს დაწესებულების მიერ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით 4 წლის თავზე მიღებულ მიღწევებსა და გამოწვევებს ავტორიზაციის პირობების შესრულების მხრივ .
4.სტრუქტურული ერთეული , დადგენილი წესის შესაბამისად , ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ითვალისწინებს შეფასების შედეგებს .
5. სტრუქტურული ერთეული , შეფასების შედეგებს შესაბამის დაწესებულებას წარუდგენს შეფასების ვიზიტიდან არაუგვიანეს 1 თვისა .
6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა .