ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. ქობულეთი |
ა) განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა/დამტკიცებისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში.
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემისას, წარმოსადგენი გამწვანების პროექტის შეთანხმების ფარგლებში.
გ) მუნიციპალიტეტის მიერ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწყობის ფარგლებში.
|
დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
დანართი №2 ქობულეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ქობულეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე , „საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით “ განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა . აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი ) დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა . 2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება „საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით “ გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე , გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა , რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის . 3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის “ მე -3 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა . მუხლი
2. განაშენიანების
დეტალური
გეგმის
კონცეფციის
ეტაპზე
დასამუშავებელი
გამწვანების
ზოგადი
პროექტი
1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს . 2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები : ა ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა , რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილების მე -3 მუხლის მე -6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს ; ბ ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას , რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები ; გ ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი /გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით , საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ -ცალკე ; დ ) მოსაჭრელი /გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილ უნდა იქნას საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე ; ე ) პროექტის განხორციელებისთვის ხელისშემშლელი მოსაჭრელი , ჯანსაღი , ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს ; ვ ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი /ები შესაბამის საანგარიშო ფართობ (ებ )თან ერთად . მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი 1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად , გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა , რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის . 2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს : ა ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად , რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით ; ბ ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის , ხნოვანება , გარშემოწერილობა , სიმაღლე ); გ ) არსებული , გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი . დ ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი ; ე ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა -პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი ; ვ ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება ; ზ ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები , რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების , გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ . 3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით , ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე -მცენარეების სიიდან . 4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას . 5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს : ა ) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ . ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს ; ბ ) შედგენილი უნდა იყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის “ მე -3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით ; 6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია : ა ) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი , ადგილი (მისამართი , საკადასტრო კოდი ) და საფუძველი ; ბ ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა ; გ ) კვლევის ჩატარების მეთოდი ; დ ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის , მდგომარეობის , დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე ) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე ; ე ) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტო -მასალა , რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო , ასევე ვარჯი ) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია . ვ ) დაავადებული /წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთვოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი , ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე , ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე -მცენარე გამოჯანსაღებას ; ზ ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე -მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე . თ ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში - მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი . ი ) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას , რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა -ნაგებობები , გზა , პარკინგი , და სხვა ) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით , ასევე , ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები . მუხლი
4. მშენებლობის
ნებართვის
მისაღებად
წარდგენილი
სანებართვო
განაცხადისთვის
თანდართული
გამწვანების
პროექტი
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს : ა ) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს ; ბ ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულს ფართობს , გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის , ხნოვანება , გარშემოწერილობა , სიმაღლე ), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს , გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა -პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს , ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას ; გ ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს , რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების , გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ . 2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა -ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე , რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში , რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის . 3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა , ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა , დამატებითი საინფორმაციო დაფა , რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების , გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა -ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა , რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში , რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის ), კერძოდ : ა ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი ; ბ ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი ; გ ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის , ხნოვანება , გარშემოწერილობა , სიმაღლე ); დ ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი ; ე ) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა -პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ ; ვ ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა ; ზ ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან /და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით . მუხლი
5. მიწის
ნაკვეთის
სამშენებლოდ
გამოყენების
პირობებით
გათვალისწინებული
დაგეგმილი
გამწვანების
პროექტი
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა , მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი . 2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს : ა ) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ , რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი . გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა ; ბ ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის /ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ ; გ ) ტოპოგრაფიულ გეგმას , რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით . 3. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “ და „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე , რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის .
|