განჩინება შპს ,,კოლხი”-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8772-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/8772-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2012 წლი ს 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განვიხილე შპს ,,კოლხის ” გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე :

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კოლხის ” მიმართ. კრედიტორთა კრებაზე შემოწმებული იქნა კრედიტორთა მოთხოვნები, დამტკიცდა მოთხოვნათა რეესტრი . 05.11.2012 წ. -ის განჩინებით საზოგადოების მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება. შპს „კოლხის” კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „კოლხის” გაკოტრების მმართველად დაინიშნა შპს „Eurocon”.

  2012 წლის 30 ნოემბერს შპს ,,კოლხის ” გაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა შემოწმების გადასაწყვეტად.

 სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნ ე ს შპს ,,კოლხის ” კრედიტორთა კრება დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა განხილვის მიზნით.

 „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,კოლხის ” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1.შპს ,,კოლხის ” კრედიტორთა დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 10 დეკემბერს 15 :00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომის დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,  №6).

3. დაევალოს შპს ,,კოლხის ” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

    მოსამართლე      ლაშა ქოჩიაშვილი