„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის №591 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1081 |
|
2012 წლის 4 დეკემბერი ქ.თბილისი |
„1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
დ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;
ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;
ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;
კ) საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ლ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
მ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
ნ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;
ო) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;
პ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი;
ჟ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი;
რ) საქართველოს სახალხო დამცველი.
2. ეთხოვოთ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
ა) გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;
ბ) კავშირის „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელს;
გ) ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელს საქართველოში;
დ) ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;
ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელს;
ვ) ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ზ) ამერიკის იურისტთა ასოციაციის/კანონის უზენაესობის ინიციატივის პროგრამის დირექტორს საქართველოში;
თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის დირექტორს;
ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეს;
კ) ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელს საქართველოში;
ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენელს;
მ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს;
ნ) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის წარმომადგენელს;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელს.“;
„5. საკოორდინაციო საბჭოსთან იქმნება საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ხელმძღვანელობს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.“.
|