ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2012 წლის 3 დეკემბერი დაბა ხარაგაული |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნის დადგენის შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კანდიდატისათვის დამატებითი (მინიმალური და სპეციალური ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
1.
1.მინიმალური სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ)
№1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა.
2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში:
ა)
გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში:
ა)
ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმის წარმოების სპეციალური უნარები (დოკუმენტის მიღება ,დოკუმენტის შედგენა და გაგზავნა);
ბ)
პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.
4.
სპეციალური მოთხოვნები :
ა)
კომუნიკაციის უნარი;
ბ)
ანალიტიკური აზროვნება;
გ)
მართვის უნარი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი №1
საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ჩამონათვალი:
1.
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2.
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
3.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ"
4.
საქართველოს კანონი ,,თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ"
5.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ".
6.
საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ"
7.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
8.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
9.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
10.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება;
11.
საქმის წარმოების ერთიანი წესები.