„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა  №1/175      

2012 წლის16 ოქტომბერი     

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს №1/150-2007 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 21 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. თეთრიწყაროს რაიონული ს ასამართლო

1. შეიქმნას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.

2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტ ებ ის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 3 მოსამართლით.

4. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტში.“.

4. 34-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. 35 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სამტრედიის რაიონული ს ასამართლო

1. შეიქმნას სამტრედიის რაიონული სასამართლო.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სამტრედიის, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტ ებ ის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომ ე ლ თაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებ ს ვანის მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტში.“.

6. 38 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. სიღნაღის რაიონული ს ასამართლო

1. შეიქმნას სიღნაღის რაიონული სასამართლო.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტ ებ ის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებ ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.“.

7. 40 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. ფოთის საქალაქო ს ასამართლო

1. შეიქმნას ფოთის საქალაქო სასამართლო.

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ს – ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 4 მოსამართლით.

4. ფოთის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტში.“.

8. 50-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 55-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. 56-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

11. 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის ა და ხაშურის რაიონული, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.

12. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნოს: ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლენტეხის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხისა და ხელვაჩაურის რაიონული, ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.“.

13. გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 6210 მუხლი:

„მუხლი 6210. თეთრიწყაროს, წალკის, სამტრედიის, ვანის, ხონის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და ხობის რაიონული და ფოთის საქალაქო სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებები

1. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს თეთრიწყაროსა და წალკის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

2. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს სამტრედიის, ვანისა და ხონის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სამტრედიის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი სიღნაღის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

4. 2012 წლის 20 ნოემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს ფოთის საქალაქო და ხობის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2012 წლის 20 ნოემბრამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;

ბ) განხორციელდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ფოთის საქალაქო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

5. წალკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე წალკის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ვანისა და ხონის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ვანისა და ხონის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო სიღნაღის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ხობის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2012 წლის 20 ნოემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ხობის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2012 წლის 20 ნოემბრიდან გადაეცეს ფოთის საქალაქო სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს ამ მუხლში აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.“.

 

მუხლი 2

1. ეს გადაწყვეტილება, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან .

2. ამ გადაწყვეტილების პირველი მუხლის პირველი – მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 20 ნოემბრიდან .

 

საქართველოს იუსტიციის                                                     ვალერი ცერცვაძე

 

უმაღლესი საბჭოს მდივანი