ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2012 წლის 7 დეკემბერი ქ. ზესტაფონი |
|
თანამდებობრივი სარგოები
|
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2012 წლის 7 დეკემბერი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი' ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, „საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, მე-3 პუნქტის, ,,პ” ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 თებერვლის №21; 2008 წლის 27 მარტის №27; 2010 წლის 22 ივლისის №30; 2010 წლის 22 ივლისის №31; 2008 წლის 27 მარტის №340; 2008 წლის 27 მარტის №39; 2011 წლის 28 იანვრის №4; 2012 წლის 28 თებერვლის №10; 2011 წლის 28 მარტის №13; 2008 წლის 27 მარტის №42; 2008 წლის 27 მარტის №41; 2012 წლის 28 თებერვლის №11 დადგენილებები.
მუხლი 3
ამ დადგენილებით განსაზღვრული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება განხორციელდეს 2012 წლის 12 და 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ მასხარაშვილი
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების
თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობის დასახელება
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1350
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
1
საკრებულოს აპარატის უფროსი
1000
2
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
790
3
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში
560
4
უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს აპარატის სპეციალისტი საერთო საკითხებში
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა
1
გამგებელი
2650
2
გამგებლის მოადგილე
1300
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – გამგებლის თანაშემწე
790
3
მთავარი სპეციალისტი
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
მთავარი სპეციალისტი
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
მთავარი სპეციალისტი
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
მთავარი სპეციალისტი
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
მთავარი სპეციალისტი
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
განყოფილების უფროსი
810
3
მთავარი სპეციალისტი
560
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
მთავარი სპეციალისტი
530
3
უფროსი სპეციალისტი
440
4
სპეციალისტი (მძღოლი, მებრძოლი)
330
5
სპეციალისტი (მეელსმენე)
290
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
1
სამსახურის უფროსი
1000
2
მთავარი სპეციალისტი
530
3
წამყვანი სპეციალისტი
465
4
უფროსი სპეციალისტი
440
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოები
1
გამგეობის რწმუნებული
1000
2
წამყვანი სპეციალისტი
465
3
სპეციალისტი
385