„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1062
სარეგისტრაციო კოდი
120.260.020.05.001.003.480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 24/03/2009

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15 პუნქტი:

„15. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

2. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. 2009 წლის 2 აპრილამდე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან შემცირება განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 13 მარტი.

№1062–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.03.2009.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1062. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.020.05.001.003.480.
სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №1062, 13.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 120.260.020.05.001.003.480 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/17926/