საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №1110
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016705
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/12/2012
matsne.gov.ge 134 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1110   2012 წლის 14 დეკემბერი       ქ. თბილისი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტრატეგიული განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის 17 დეკემბრამდე უზრუნველყონ სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.3. სააგენტოს უფლებამონაცვლედ ქონების ნაწილში განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 აპრილის №316 ბრძანებულება.5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.6. ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 17 დეკემბრიდან.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი