საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №316
2012 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ს ტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5მუხლის მე-2პუნქტის,,ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო ში ტურისტული, საინვესტიციო და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს ტრატეგიული განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2. სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში განსახორციელებელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მიერ განსაზღვრული ცალკეული ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
3. სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული სტრატეგიული პროექტების ეფექტიანი კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით სხვა სახელმწიფო უწყებებმა და ორგანიზაციებმა უზრუნველყო ნ სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ყოველმხრივი მხარდაჭერის გაწევა.
4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელ ე ბს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „საქართველოს2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფა.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით უზრუნველყონ:
ა)სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ)სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების განსაზღვრა;
გ)სააგენტოს უფროსის დანიშვნა.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.12.2012.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 19.04.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №316. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.08.002.016492.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 14.12.2012-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.12.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“, №316, 19.04.2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016492 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1638599/