საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1110 |
|
2012 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტრატეგიული განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).
2.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის 17 დეკემბრამდე უზრუნველყონ სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3.
სააგენტოს უფლებამონაცვლედ ქონების ნაწილში განისაზღვროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სტრატეგიული განვითარების სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 აპრილის №316 ბრძანებულება.
5.
ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6.
ამ ბრძანებულების მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 17 დეკემბრიდან.
|