საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.12.2012
ძალაში შესვლა 18.12.2012
ძალის დაკარგვა 13.02.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №182
სარეგისტრაციო კოდი 110060000.22.027.016390
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2012
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,374 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2012 მიღება
18.12.2012 ძალაში შესვლა
13.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №182 2012 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „კ” და „მ” ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №241 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 18 დეკემბრიდან.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი. 2. თავის საქმიანობაში საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებით და მითითებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაობა წარიმართება მთავარი პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის პრინციპის საფუძველზე. მუხლი 2🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანები საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია: პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების ჩატარება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 3🔗. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველო 1. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სტრუქტურული ერთეულია საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველო. 2. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია: ა) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ზედამხედველობის განხორციელება; ბ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა; გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;   დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ე) ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა; ვ)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით; ზ) საჩივარ-განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. მუხლი 4🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსი 1. საგამოძიებო ნაწილს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელობს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო ორგანოებისაგან ითხოვს სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებსა და სხვა დოკუმენტებს; გ) აუქმებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკების უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს; დ) სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე იძლევა წერილობით მითითებებს, მონაწილეობს გამოძიებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის (ან უფლებამოსილი მოადგილის) დავალებით აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას; ე) ანაწილებს მოვალეობებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ვ) ახორციელებს კონტროლს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და შრომის დისციპლინის დაცვაზე; ზ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც პერიოდულად ისმენს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა ანგარიშებს და განმარტებებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) ხელს აწერს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) მომზადებულ დოკუმენტებს; კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანების შესასრულებლად; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; მ) პასუხისმგებელია საგამოძიებო ნაწილზე (დეპარტამენტი) დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილეები 1. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილეები კოორდინაციას უწევენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. 3. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილეები: ა) მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისად უზრუნველყოფენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, კონტროლს უწევენ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; ბ) გამოითხოვენ საგამოძიებო ორგანოებისაგან სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს, დოკუმენტებს, იძლევიან წერილობით მითითებებს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, საგამოძიებო-ოპერატიული გეგმის თაობაზე, მონაწილეობენ გამოძიების წარმოებაში, აუცილებლობის შემთხვევაში პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, მთავარი პროკურორის (ან უფლებამოსილი მოადგილის) დავალებით იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს; გ) სისხლის სამართლის საქმეებზე თავის დასკვნას წარუდგენენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსს და მთავარ პროკურორს; დ) აუქმებენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებსა და მასალებზე; ე) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსთან შეთანხმებით მთავარი პროკურორის წინაშე აყენებენ საკითხს მუშაკების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ვ) ხელს აწერენ საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 6🔗. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი 1. საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მუშაკებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს მუშაკთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების,  საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 7🔗.  საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები და მათი უფლებამოსილებანი 1. საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები; ბ) სამმართველოს პროკურორები; გ) სამმართველოს პროკურორ-კრიმინალისტი; დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები; ე) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები; ვ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მრჩევლები; ზ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი; თ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სპეციალისტი. 2. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები: ა) საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ გამომძიებელთა წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას; ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოძიების სტადიაზე მონაწილეობას იღებენ სასამართლოში შემოსული საჩივრებისა და აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის საკითხის განხილვაში; გ) მონაწილეობენ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო განხილვაში  როგორც სახელმწიფო ბრალმდებლები; დ) ახორციელებენ პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობას; ე) ახორციელებენ ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას; ვ) ახორციელებენ საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების სისტემატიზაციასა და ანალიზს ეფექტური კოორდინაციის მიზნით; ზ) განიხილავენ საჩივარ-განცხადებებს. 3. სამმართველოს პროკურორ-კრიმინალისტი: ა) სარგებლობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით; ბ) ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილზე გასვლას, უშუალოდ ატარებს ან მონაწილეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში; გ) მთავარი პროკურორის (უფლებამოსილი მოადგილის) ან საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის დავალებით სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას. 4. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი)  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები უშუალოდ იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს და ახორციელებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს. 5. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება შეიძლება დაევალოს რამდენიმე გამომძიებელს. გამოძიებაში შეიძლება ჩაებან მთავარი პროკურატურის სხვა ოპერატიული მუშაკები, ავტონომიური რესპუბლიკების, საოლქო და რაიონული პროკურატურების და, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები. 6. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის ან საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსის (მასთან შეთანხმებით – მისი მოადგილეების) მითითებების შესაბამისად აწარმოებენ ადგილებზე გასვლას საქმეთა გამოძიების ან ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. 7. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მუშაკები გამოძიების მასალების საფუძველზე შეიმუშავებენ და იღებენ ზომებს დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების აღმოსაფხვრელად, ამ მიზნით თავის წინადადებებს წარუდგენენ მთავარ პროკურორს, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) უფროსს, მის მოადგილეებს ან სამმართველოს უფროსს. 8. საგამოძიებო ნაწილის (დეპარატმენტი) მრჩევლები უზრუნველყოფენ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევასა და ანალიზს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტურად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით. 9. საგამოძიებო ნაწილის (დეპარატმენტი) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას. 10. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) სპეციალისტი უზრუნველყოფს საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს საგამოძიებო ნაწილში (დეპარტამენტი) შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციებისა და სხვა მასალების სისტემატიზაციასა და კომპიუტერიზაციას.