შპს "ბლექ სი ინვესტის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/647
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2012 წლის 19 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’კრედიტორთა კრების მ ოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში №2/647 სამოქალაქო საქმე შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების თაობაზე;
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მოწვეულ უნდა იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 201 3 წლის 8 იანვარს 14:00 საათზე .
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 . მოწვეულ იქნეს შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ კრედიტორთა კრება 2013 წლის 8 იანვარს 14:00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3. კრებაზე განხილულ იქნ ე ს შემდეგი საკითხი:
ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, გაკოტრების მმართველის დანიშვნა) .
4 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე