სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალ“-ისათვის სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზიისა და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №1150
2012 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალისათვის ” სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზიისა და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის,ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის , ამავე კანონის 271-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ ინტერნეიშენალს ” გაუუქმდეს სიცოცხლის დაზღვევის საქმიანობის ლიცენზია (N004/1) და დაზღვევის (არასიცოცხლის) საქმიანობის ლიცენზია (N006/2) და ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2006 წლის 13 ოქტომბრის №22 ბრძანება.
2. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.
ვიცე -პრეზიდენტი ო. ნადარაია