კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №47 |
|
2012 წლის 21 დეკემბერი ქ. კასპი |
|
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
1.
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება (დანართის შესაბამისად).2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი
დანართიკასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1.🔗
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური1.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.1.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.2.
სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების და ამ დებულების შესაბამისად.3.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
მუხლი 3.🔗
სამსახურის ფუნქციებია)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;ბ)
დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;გ)
დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;დ)
გეგმარებითი დავალებების მომზადებას;ე)
მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;ვ)
მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;ზ)
მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;თ)
მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.