ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელსაც ამ შეთანხმებისათვის ხელი არ  მოუწერია, შეუძლია, დეპოზიტარისათვის წერილობითი განაცხადის წარდგენით, მოითხოვოს მასთან შეერთება. ამგვარ განაცხადში შედის ასლი ამ სახელმწიფოს კანონებისა, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნებისა, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკებსა და მათი რეგულირების მექანიზმებს, და “ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისადმი” განმცხადებლის მიდგომის შემცველი განცხადება.

დეპოზიტარი აცნობებს მხარეებს შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე სახელმწიფოს განაცხადის მიღებას ამგავი განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საბჭო, ნებისმიერი ამგვარი განაცხადის მიღების შემდეგ, თავის პირველ სხდომაზე, რომელიც უნდა გაიმართოს მხარეებთან დაკავშირების თარიღიდან არა უადრეს 60 დღისა  და არ უგვიანეს 120 დღისა, აფასებს ამ სახელმწიფოს კანონებს, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება ღვინის ეტიკეტირების პრაქტიკასა და მათი რეგულირების მექანიზმებს, აგრეთვე აფასებს “ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმებისადმი” ამ სახელმწიფოს მიდგომას. თუ საბჭო ამ ყველაფერს მისაღებად მიიჩნევს, იგი შეატყობინებს სახელმწიფოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ და შეუძლია შესთავაზოს სახელმწიფოს, შეუერთდეს ამ შეთანხმებას.

შეერთების თაობაზე შეთავაზების მიღების შემდეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს 30 თვისა მას შემდგომ, შესაბამისი სახელმწიფო ახდენს შეერთების ინსტრუმენტის დეპონირებას. ეს შეთანხმება ამ სახელმწიფოსათვის ძალაში შედის შეერთების ინსტრუმენტის დეპონირების დღის მომდევნო თვის პირველ დღეს.

ამ ტექსტის დედანი, რომლის ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებული ტექსტებიც თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად ბარდება შეერთებული შტატების მთავრობას.

რის დასტურადაც საკუთარი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებუკლია კანბერაში, ორი ათას შვიდი წლის ოცდასამ იანვარს.

დანართი 1

თითოეული მხარე ნებას რთავს, რომ სხვა მხარის ტერიტორიიდან შიდა მოხმარებისათვის იმპორტირებული ღვინო და მის ტერიტორიაზე შიდა მოხმარებისათვის წარმოებული ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც “აისვაინი” (Icewine), “აის ვაინი”, “აის-ვაინი” (ice wine, ice-wine), ან ამ სიტყვის მსგვავსი ვარიანტი, იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღვინო  დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისგან.

2. მიუხედავად პირველი პუნქტისა, ახალი ზელანდია, მე-12 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით,  უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერ მხარეში ექსპორტირებული ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც “აისვაინი”, “აის ვაინი”, “აის-ვაინი”, ან ამ სიტყვის მსგავსი ვარიანტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღვინო დამზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისგან.

[1] World Wine Trade Gro