მოცემული შეთანხმების სამართავად, მხარეთა მიერ დაარსდება მხარეთა საბჭო, რომელშიც თითოეულ მხარეს თანაბარი წარმომადგენლობა აქვს. საბჭოს ყველა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და დასკვნა მიიღება კონსენსუსის საფუძველზე. საბჭო განსაზღვრავს თავის საკუთარ წესებსა და პროცედურებს.
საბჭოს შეუძლია განიხილოს ამ შეთანხმების ეფექტიან ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, მისი პასუხისმგებლობის სფეროში შედის:
ამ შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მცდელობა;
მხარეთა უზრუნველყოფა ფორუმით რათა განიხილონ ის პრობლემები, რომლებიც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეიძლება წამოიჭრას;
ამ შეთანხმების მოქმედების გაძლიერების გზების განხილვა;
ამ შეთანხმების მე-16 მუხლში მოყვანილ დავების მოგვარების პროცედურათა ადმინისტრირება;
ამ შეთანხმების შესწორებების მიღება მე-17 მუხლის თანახმად;
ამ სეთანხმების ფარგლებში სამუშაო ენების განსაზღვრა;
გადაწყვეტილებათა მიღება სახელმწიფოთა განაცხადების თაობაზე, შეუერთდნენ ამ შეთანხმებას მე-20 მუხლის მიხედვით; და
პროცედურების შემუშავება რათა შეატყობინოს მხარეებს საბჭოს გადაწყვეტილებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების შესახებ და მისცეს მათ შესაძლებლობა, პროტესტი გამოთქვან მათი მიღების წინააღმდე