იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია მოყვანილი იყოს ერთ ან ორ ენაზე, რომელიც ოფიციალურ ხმარებაშია ამ მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია მის კანონებში, ნორმატიულ აქტებსა და მოთხოვნებში.

2. თითოეულ იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ როდესაც საერთო სავალდებულო ინფორმაცია ერთზე მეტ ენაზეა წარმოდგენილი, ამ ენებზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ერთმანეთთან და არ იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო.

3. თითოეულ იმპორტიორ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საერთო სავალდებულო ინფორმაცია დაწერილი ან მოყვანილი იყოს ადვილად გასარჩევად და მკაფიოდ, და მკვეთრ კონტრასტს ქმნიდეს ფონთა