როდესაც რომელიმე იმპორტიორი მხარე თავისი ბაზრისთვის შემოიღებს ან იყენებს საერთო სავალდებულო ინფორმაციასთან დაკავშირებულ ეტიკეტირების წესებს, რომლებიც ნაკლებად შემზღუდველია, ვიდრე ამ შეთანხმებაში განსაზღვრული წესები, არაფერი ამ შეთანხმებაში ნებას არ აძლევს მხარეებს, ხელი შეუშალონ ამ ბაზარზე ექსპორტის განმახორციელებელ ექსპორტიორებს, მოახდინონ ეტიკეტირება იმპორტიორი მხარის წესების თანახმად.
იმპორტიორმა მხარემ, რომელიც თავისი კანონების, ნორმატიული აქტებისა და მოთხოვნების მიხედვით მოითხოვს საერთო სავალდებულო ინფორმაციის ოთხზე ნაკლებ ერთეულს, მიუხედავად ამისა უნდა დაუშვას ეტიკეტები, რომლებზეც სრული საერთო სავალდებულო ინფორმაცია არის მოყვანილ