1. წარმომავლობის ქვეყანა
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ინფორმაცია წარმომავლობის ქვეყნის შესახებ წარმოდგენილი იყოს ფორმით “-ის პროდუქტი” (“Product of”), “-ის ღვინო” (“Wine of”) ან მსგავსი ფორმით, ან წარმომავლობის ქვეყნის სახელწოდების ფორმით, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ზედსართავი ან არსებითი სახელი კავშირში სიტყვასთან “ღვინო” (“Wine”).
Eეტიკეტზე მოსაყვანი ინფორმაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ დამზადებული კუპაჟების შესახებ, რომელიც იმპორტიორმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, განიხილება როგორც ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია.
2 ალკოჰოლი/მოცულობაზე (მთარგმნელის შენიშვნა).
3 ტერმინი “აისვაინი” (“ფქცდფბყ”) არის ვაზზევე გაყინული ყურძნისაგან დაწურული ღვინო, როგორც ეს “შეთანხმების” მე-12 მუხლშია აღწერილი (მთარგმნელის შენიშვნა).
4 ორიგინალში ‘Linking’ (დაკავშირება”, “გადაბმა”, “გაერთიანება”); შეიძლება “შემადგენლობა”, “შინაარსის დალაგება” იგულისხმებოდეს (მთარგმნელის შენიშვნა).
2. პროდუქტის სახელწოდება
(ა) თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ პროდუქტის სახელწოდებად გამოყენებული იყოს ტერმინი “ღვინო” (“წინე”).
(ბ) თითოეულ იმპორტიორ მხარეს შეუძლია ეტიკეტებზე მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ღვინის ტიპის, კატეგორიის, კლასის ან კლასიფიკაციის შესახებ, როგორც ეროვნული სავალდებულო ინფორმაცია.
3. ნეტო შიგთავსი
თითოეული იმპორტიორი მხარე იძლევა ნებართვას, რომ ნეტო შიგთავსი აღნიშნული იყოს მეტრული სისტემის გამოყენებით მილილიტრებით ან ლიტრებით, აბრევიატურების ml, mL, l, და L ჩათვლით.
მე-15 მუხლის მიხედვით მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის გარდა, თითოეული მხარე ინფორმაციას, რომელშიც შეჯამებული ან აღწერილია მისი მოთხოვნები ნეტო შიგთავსის აღნიშვნასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩვენებასთან მიმართებაში, გადასცემს დეპოზიტარს, რომელიც ინახავს ამგვარ ინფორმაციას და აქვეყნებს მას WWTG-ს ვებ-გვერდზ