თითოეული მხარე ნებართვას, რომ ღვინო ეტიკეტირებული იყოს როგორც “აისვაინი” (Icewine), “აის ვაინი”, “აის-ვაინი” (ice wine, ice-wine), ან ამ სიტყვის მსგავსი ვარიანტი, მზადდება ვაზზე ბუნებრივად გაყინული ყურძნისაგან, როგორც ეს 1-ლ დანართშია გათვალისწინებული.

შემდგომი მოლაპარაკებები და სხვა საკითხები

1. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ შემდგომი საკითხების განხილვას, იმ მიზნით რომ დადონ დამატებითი შეთანხმება ეტიკეტირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის  ვადის ამოწურვიდან სამი წლის განმავლობაში, როგორც ეს განსაზღვრულია 19.1 მუხლში :

ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ინფორმაციას ალკოჰოლის შემცველობის დასაშვები გადახრების, ყურძნის დაკრეფის წლის, ჯიშის და მეღვინეობის რეგიონების თაობაზე;

ეტიკეტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც შეეხება ეროვნული სავალდებულო ინფორმაციის: ან ნებაყოფლობითი ინფორმაციის, ან ორივე მათგანის დაკავშირებას4.

ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხები, რომლებიც შეეხება ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა შრიფტის ზომა, ეტიკეტზე ნეტო შიგთავსის წარმოდგენა, რამდენიმე ენა და აისვაინი.

2. პრეამბულაში მოყვანილი მიზნების შესაბამისად, მხარეები განაგრძობენ მუშაობას ღვინით ვაჭრობის გაადვილებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე და ასევე იმგვარ საკითხებზე, როგორიც მხარეთა შორის შეიძლება იყოს შეთანხმებული.

ნაწილი III

დასკვნითი დებულებე