1. გეგმარების შემზღუდავი ზონები სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებში აისახება უფლებრივი ზონირების რუკაში.

2. თბილისის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონები განისაზღვრება განაშენიანების ძირითადი დებულებებით.

3. განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონის რეგლამენტები განისაზღვრება „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობთი საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.  განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის რეგლამენტები განისაზღვრება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5.   ინფრასტრუქტურული ობიექტების დამცავი ან/და უსაფრთხოების ზონები/ზოლები და მათი რეგლამენტები განისაზღვრება შესაბამისი დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტებით.

თავი IVტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განსაკუთრებული შემთხვევები და პირობე