ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 957,6 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი სააღმზრდელო ჯგუფის დატვირთვის ნორმატივი განისაზღვროს: ბაგაში 20-25 აღსაზრდელი, ბაღში - 25-30 აღსაზრდელი, ხოლო ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 70 ლარის ოდენობით “სამჯერადი კვება” და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, კერძოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს ბავშვის შენახვის ღირებულების 40 ლარს 1256 აღსაზრდელზე,  ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 30 ლარის ოდენობით, ხოლო იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად  90 აღსაზრდელზე 70 ლარის ოდენობით,  ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელთა საბავშო ბაღში შენახვის ხარჯებს გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულად 130 აღსაზრდელზე 70 ლარის ოდენობით, ასევე 360 ოჯახი, რომლებსაც ჰყავთ ორი  აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთი აღსაზრდელის (თანხას ფარავს სრულად 70 ლარის ოდენობით,  ხოლო 7 ოჯახს, რომლებსაც ჰყავთ სამი აღსაზრდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტი 2 აღსაზრდელის თანხას ფარავს სრულად, თითოეულზე 70 ლარის ოდენობით, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 124025 ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (4 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი.

ბ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 105,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს  წილობრივი მონაწილეობით, 235 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 43,2 ათ. ლარით).

გ)   სასპორტო სკოლების სუბსიდია - 300,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1000 ბავშვის შენახვის ღირებულება)

დ) კ.ს.ა.ა.ი.პ.  მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 81.0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს გადასახადისგან 450 ბავშვი და ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით)

ე) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება.  – 40.0 ათ. ლარი

ვ) კ.ს.ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრი” -  195 ათ. ლარი

ზ) ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი.  _ 40.0 ათ. ლარი;

თ) შპს “გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი” – 70,0 ათ. ლარი ;

ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-210,0 ათ. ლარი,კ) კ.ს.ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის” - 90,0 ათ. ლა