მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 7768.9 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №2).

1.   გადასახადები 4000.0 ათ. ლარის ოდენობით.

2.   გრანტები 1718.9 ათ. ლარის ოდენობით. აქედან:

ა) გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი.

ბ) 1458.9 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები  ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი.

3. სხვა შემოსავალები 2050.0 ათ. ლარის ოდენობით.