განჩინება ს.ს. ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი’’კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/8768-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/8768-11

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  2012 წლის 25 დეკემბერი                      

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. ს.ს. ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის

                                                                           კომერციული ოპერატორი’’

წარმომადგენელი – ირინა მილორავა (გენერალური დირექტორი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 205170036

                                                      2. ს.ს. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა’

წარმომადგენელი    –                სულხან ზუმბურიძე (მმართველთა საბჭოს

                                                        თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი)

საიდენტიფიკაციო კოდი: 204995176

მოვალე – კახეთის ენერგოდისტრიბუცია

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

მოთხოვნა –  კრედიტორთა კრების მოწვევა

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

2011 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართეს შპს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის                  კომერციული ოპერატორის’’ გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ და შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’’ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ და მოითხოვეს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო 2011 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით დანიშნულ იქნა გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნა 2012 წლის 25 დეკემბერს 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რის გამოც აუცილებელი გახდა კრედიტორთა მეორე კრების მოწვევა.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2012 წლის 28 დეკემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

2. ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის’’ მიმართ კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ, 2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                    თამარ ჭუნიაშვილი