1 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა ( პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი ( 03 00)
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები. დევნილთა საცხოვრებელი უბნების ეზოების, და მაღალსართულიანი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება(პროგრამული კოდი 03 01)
თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია, დაგეგმილია სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა, აგრეთვე საცხოვრებელ ბინებში იატაკის შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.
გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის რეაბილიტაცია.
2.1.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქარელის ელექტროტექნიკუმის მე-2 კორპუსის სახურავების მოწყობა გოფრირებული მოთუთიებული თუნუქით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტელევიზიის მეორე კორპუსის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე ბრტყელი გადახურვის სამუშაოები.
2.1.3. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებაში საცხოვრებელი სახლების, იატაკებისა და კარ-ფანჯრების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში შემდეგი ღონისძიებები, ქარელის, გორის და წეროვანის დევნილთა ჩასახლებებში აშენდება სამეურნეო დანიშნულების სათავსოები, შეიცვლება კოტეჯებში იატაკი ლამინატით. კერძოდ, მიმდინარე წელს დაგეგმილია ქარელის მუნიციპალიტეტის პროფტექნიკუმის პირველ კორპუსში 29 სათავსოს აშენება, მეორე კორპუსში 19 სათავსოს აშენება, გორში წმინდაწყლის ჩასახლებაში 5 სათავსოს აშენება, წეროვანში 36 სათავსოს აშენება.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხისის -58, ახალსოფლის-100 საცხოვრებელ კოტეჯში და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტელევიზიის მეორე კორპუსის დევნილთა დასახლებებში 10 საცხოვრებელ ბინაში იატაკის შეცვლა. თითოეულში 30 კვ. მეტრი.
2.1.5. წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.
3 განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის.
3.1.სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01)
თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი და სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი, სადაც არის 40 აღსაზრდელი. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებას, აგრეთვე უზრუნველყოფს მას საჭირო ინვენტარით.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა.
4.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები.
4.2.სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
თიღვის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, აერთიანებს-- 45 სპორტსმენს;
აქედან, 3 სექცია არის ფეხბურთის, სადაც ვარჯიშობს -35 ბავშვი,
1-ჭიდაობის, სადაც ვარჯიშობს 10 ბავშვი.
4.3. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება ( პროგრამული კოდი 05 01 02)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდაება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა.იმართება დევნილთა ჩასახლებებს შორის სხვადასხვა ტურნირები და მუნიციპალიტეტის მიერ ხდება მათი ფინანსური მხარდაჭერა.
4.4 კულტურის განვითარების ხელისშეწყობა ( პროგრამული კოდი 05 02)
თიღვის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას, ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელისშეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
4.4.კულტურის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02 01)
მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანება მოიცავს კლუბებს და ბიბლიოთეკებს , აგრეთვე გამოდის ჟურნალი ფრონის ხეობა.
4.5.კულტურული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 02 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5 1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.1. 1. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვს ხარჯები (პროგრამული კოდი 06 01 01)
იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე - 500 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);
5.1. 2. კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02)
პროგრამა უზრუნველყოფს ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნვეყოფილი იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის და დოღლაურის, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ, წინწმძღვრიაანთკარის ტელევიზიის I–II კორპუსებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით.
5.1.3.ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამის მიზანია, ახალშობილთა პირველადი სიციალური დახმარება. დახმარების მოცულობა შეადგენს ყოველ ახალშობილზე 300 ლარი.
5.1.4. 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა დახმარება ( პროგრამული კოდი 06 01 04)
ამ მუხლის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს 80 და 80 წელს ზემოთ, მოხუცთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე დახმარების მოცულობა შეადგენს 200 ლარს.