აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 31.12.2012
ძალის დაკარგვა 05.10.2018
გამომცემი ორგანო აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი
ნომერი №07
სარეგისტრაციო კოდი 010340000.44.064.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება 16.10.2019
- „აკრედიტაციის წესები და პროცედურები”-ს დამტკიცების თაობაზე აკრედიტაციის კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია) 03.10.2018
დოკუმენტის ტექსტი
აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს
– აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის
ბრძანება
№07
2012 წლის 31 დეკემბერი
ქ.
თბილისი
აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
დამტკიცდეს აკრედიტაციის სისტემის თანდართული წესები და პროცედურები:
ა) საკ 1.1:2012 – „აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები;
ბ) საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესი“;
გ) საკ 1.3:2012 – „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;
დ) საკ 1.4:2012 – „წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ/ისო 15189:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;
ე) საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;
ვ) საკ 1.6:2012 – „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;
ზ) საკ 1.7:2012 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.
თ) საკ 1.8:2012 – „წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;
ი) საკ : 1.9:2012 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“;
კ) საკ 1.10:2012 - „აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი“;
ლ) საკ 1.11:2012 – „აპელაციებისა და საჩივრების განხილვის პროცედურა“;
მ) საკ 1.12:2012 –„აკრედიტაციის ლოგო, აკრედიტაციის ნიშანი და მათი გამოყენების წესები“.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის N 1 ბრძანებით დამტკიცებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) - სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს აკრედიტაციის წესები და პროცედურები -საკ 1.1 : 2006;
ბ) – “ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი” - საკ 1.2 : 2006; (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45001 : 2006 და სსტ ისო/იეკ 17025 : 2006 სტანდარტების გამოსაყენებლად);
გ) – “ზოგადი მოთხოვნები შესაბამისობის შეფასების ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისათვის” – საკ 1.3 : 2006; (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45011 : 2006 სტანდარტის გამოსაყენებლად);
დ) – ,,აკრედიტებული პირების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის ზედამხედველობის ჩატარების წესი” - საკ 1.4 : 2006;
ე) – “აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი” - საკ 1.5 : 2006;
ვ) – აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი საკ 1.6 : 2006;
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი “ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები _ საკ. 1.7 : 2007”-ის დამტკიცების შესახებ” სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს გენერალური დირექტორის 2007 წლის 20 ივნისის №03 ბრძანება.
4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკ 1.8:2011 – წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2011 წლის 21 მარტის №05 ბრძანება.
5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე