აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო ს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის ბრძანება №01-1 |
|
2019 წლის 16 ოქტომბერი ქ. თბილისი |
საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული აკრედიტაციის წესები და პროცედურები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-1 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
აკრედიტაციის წესების და პროცედურების დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს
– აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის ბრძანება №01-12019 წლის 16 ოქტომბერი
ქ.
თბილისისაქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული აკრედიტაციის წესები და პროცედურები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-1 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორიხათუნა კალანდაძე 📎 დანართები (1)01-1_danarti.doc DOC ⬇აკრედიტაციის წესები და პროცედურები შინაარსი |საკ 1.1:2019- აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები |4 | |თავი I. ზოგადი დებულებები |4 | |მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები |4 | |მუხლი 2. აკრედიტაციის კრიტერიუმი |4 | |მუხლი 3. საკ-ის სქემები |4 | |თავი II. აკრედიტაციის პროცესი | 8 | |მუხლი 4. ძირითადი დებულებები |9 | |მუხლი 5. ქვეკონტრაქტორი |9 | |მუხლი 6. განაცხადი აკრედიტაციაზე |9 | |მუხლი 7. რესურსების ანალიზი |9 | |მუხლი 8. წინასწარი ვიზიტი/შეფასება | 10 | |მუხლი 9. შეფასებისათვის მომზადება |11 | |მუხლი 10. სამუშაო უბანი/ფილიალი |12 | |მუხლი 11. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი |12 | |მუხლი 12. ადგილზე შეფასება |13 | |მუხლი 13. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში |13 | |მუხლი 14. აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება |15 | |მუხლი 15. აპელაციები და საჩივრები |16 | |თავი III. აკრედიტაციის ციკლი და არაგეგმური შეფასება |16 | |მუხლი 16. აკრედიტაციის ციკლი და არაგეგმური შეფასება |16 | |თავი IV აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, აკრედიტაციის შემცირება, გაუქმება, სფეროს შემცირება, განმეორებითი აკრედიტაცია |18 | |მუხლი 17. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება |18 | |მუხლი 18. აკრედიტაციის სფეროს შეჩერება, გაუქმება, სფეროს შემცირება |18 | |მუხლი 19. განმეორებითი აკრედიტაცია |19 | |მუხლი 20. აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემა |20 | |თავი V საჯაროობა |21 | |მუხლი 21. ინფორმაციის საჯაროობაა და ხელმისაწვდომობა |21 | |საკ 1.2:2019 აკრედიტაციის ციკლი – ყოველწლიური შეფასება და არაგეგმური შეფასება |22 | |მუხლი 1. აკრედიტაციის ციკლი |22 | |მუხლი 2. არაგეგმური შეფასება |25 | |მუხლი 3. აკრედიტაციის ციკლის და არაგეგმური შეფასების შედეგების განხილვა | 26 | |საკ 1.3:2019 – წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის | 27 | |საკ 1.4:2019 – წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის |30 | |საკ 1.5:2019 – „წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან |33 | |შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის | | |საკ 1.6:2019 – წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 -თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის |36 | |საკ 1.7:2019 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების სსტ ისო/იეკ |39 | |17021-1:2015/2016- თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის | | |საკ 1.8:2019 – „წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის |42 | |საკ 1.9:2019 – წესები და პროცედურები საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის |46 | |საკ 1.10:2019 – აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები |49 | |საკ 1.11:2019 – აპელაციების და საჩივრების მართვის პროცედურა |52 | |საკ 1.12:2019 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესები |56 | |საკ 1.13:2019 – აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი |61 | საკ 1.1:2019 – აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. შესავალი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი, შემოკლებული დასახელება ქართულად – საკ, ლათინურად – GAC) ფუნქციონირებს საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საფუძველზე და შესაბამის საერთაშორისო მოთხოვნათა მიხედვით ქმნის აკრედიტაციის სისტემას. 2. აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო/იეკ 17011:2017/2018 ტერმინები და განმარტებები. მუხლი 3. ცენტრის მიერ გამოყენებული აკრედიტაციის სქემები 1. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციისა და ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელთა და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაციას. 2. აკრედიტაციის ცენტრი ქმნის შესაბამის აკრედიტაციის სქემას ცალკეული საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია. აკრედიტაციის თითოეული სქემა მოიცავს: ა) შეფასების კრიტერიუმს (სტანდარტი რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია); ბ) აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის წესს/პროცედურას განმცხადებელთან ურთიერთობის რეგულირებისათვის; გ) აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს. აკრედიტაციის დროს გამოიყენება საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები აკრედიტაციის სფეროში, მათ შორის: ევროპის აკრედიტაციის თანამშრომლობის (EA – European Cooperation For Accreditation), ლაბორატორიის აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობის (ILAC – International Laboratory Accreditation Cooperation), საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF – International Accreditation Forum) და სხვა სექტორული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები. ასეთ დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). იქვე შეიძლება მითითებული იქნეს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი ტექნიკური კომიტეტის მიერ მიღებული სარეკომენდაციო/განმარტებითი ხასიათის დოკუმენტი. 3. აკრედიტაციის სქემები გამოიყენება როგორც კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროებში, ასევე იმ სფეროებში, სადაც შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია. 4. კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროში პირის აკრედიტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული დოკუმენტები. მუხლი 4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ გამოიყენება შემდეგი აკრედიტაციის სქემები ა) საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა: |აკრედიტაციის |სსტ ისო/იეკ 17025 : 2017/2018* „ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების | |კრიტერიუმი |კომპეტენტურობის მიმართ“. | |(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება | | |აკრედიტაცია) | | |აკრედიტაციის ცენტრის |საკ 1.3:2019 „საგამოცდო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე | |წესები/პროცედურა |აკრედიტაციის პროცედურა“. | | | | | |წესები/პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: | | |www.gac.gov.ge | |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF | | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |სახელმძღვანელოები | | |განაცხადის ფორმები |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge/განაცხადები | ა.ბ)* აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2020 წლის 1 დეკემბრამდე საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-სტანდარტთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია. აკრედიტაციის ცენტრი 2020 წლის პირველ ივლისს დაასრულებს შშო-ს ადგილზე შეფასების სამუშაობს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამისობაზე. აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე/სიახლეებში. ბ) სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა: |აკრედიტაციის კრიტერიუმი | სსტ ისო 15189 : 2012/2015 „სამედიცინო ლაბორატორიები – კერძო მოთხოვნები ხარისხისა და | |(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |კომპეტენტურობის მიმართ“. | |აკრედიტაცია) | | | აკრედიტაციის ცენტრის პროცედურა | საკ 1.4:2019 „სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციის | | |პროცედურა“. | | |წესები/პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: | | |www.gac.gov.ge | |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF | | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |სახელმძღვანელოები | | |განაცხადის ფორმები |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge/განაცხადები | გ) პროდუქტების, პროცესების და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა: | აკრედიტაციის |სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება – | |კრიტერიუმი |მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“. | |(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება | | |აკრედიტაცია) | | |აკრედიტაციის ცენტრის |საკ 1.5:2019 „პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე | |წესები/პროცედურა |აკრედიტაციის პროცედურა“. | | | | | |პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: | | |www.gac.gov.ge | |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF | | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |სახელმძღვანელოები | | |განაცხადის ფორმები |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge/განაცხადები | დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა: |აკრედიტაციის |სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის | |კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც|ორგანოების მიმართ“. | |ტარდება აკრედიტაცია) | | | აკრედიტაციის ცენტრის |საკ 1.6:2019 „პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე | |წესები/პროცედურა |აკრედიტაციის პროცედურა“ | | | | | |პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge| |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF | | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |სახელმძღვანელოები | | |განაცხადის ფორმები | იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | ე) მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა: |აკრედიტაციის |სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 „შესაბამისობის შეფასება – | |კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც |მოთხოვნები ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და | |ტარდება აკრედიტაცია) |სერტიფიცირებას – ნაწილს 1: მოთხოვნები | |აკრედიტაციის ცენტრის |საკ 1.7:2019 „მენეჯმენტის სისტემების აუდიტის და სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების | |წესები/პროცედურა |სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციის პროცედურა“. | | | | | |პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: | | |www.gac.gov.ge | |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF | | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და სახელმძღვანელოები |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |განაცხადის ფორმა |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | ვ) ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემა: |აკრედიტაციის კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის |სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა | |შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია) |ტიპის ორგანოების | | |საქმიანობისათვის“ | |აკრედიტაციის ცენტრის |საკ 1.8:2019 „ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/013-თან შესაბამისობაზე | |წესები/პროცედურა |აკრედიტაციის პროცედურა. | | | | | |პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და სახელმძღვანელოები | | |განაცხადის ფორმები |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge“ | ზ) საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელების აკრედიტაციის სქემა: |აკრედიტაციის კრიტერიუმი (დოკუმენტი, რომლის |სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 „შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო | |შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია) |ტესტირებისათვის“ | |აკრედიტაციის ცენტრის |საკ 1.9:2019 „საკვალიფიკაციო ტესტირების პროვაიდერთა სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 – თან | |წესები/პროცედურა |შესაბამისობაზე აკრედიტაციის პროცედურა. | | | | | |პროცედურები იხილეთ შესაბამის აკრედიტაციის სქემაში ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |აკრედიტაციაში გამოსაყენებელი EA, ILAC IAF | | |სახელმძღვანელო დოკუმენტები და სახელმძღვანელოები |იხ. აკრედიტაციის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | |განაცხადის ფორმები |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge | 1. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებული პირების საქმიანობის ყოველწლიურ შეფასება ახორციელებს საკ 1.2:2019 – „აკრედიტაციის ციკლი და არაგეგმური შეფასების ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის მინიჭებაზე, შეჩერებაზე, აღდგენაზე, გაუქმებაზე, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, შემცირების და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე წარმოებს საკ 1.10:2019 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურების“ თანახმად. 3. აკრედიტაციის ცენტრში შემოსული საჩივრების და აპელაციების განხილვა წარმოებს – საკ 1.11:2019 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურას“ შესაბამისად. 4. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს და აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება რეგულირდება საკ 1.12:2019 – „აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესების“ შესაბამისად. 5. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებულ პირთა რეესტრს აწარმოებს საკ 1.13:2019 – „აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესის“ შესაბამისად. 6. აკრედიტაციის ცენტრი შეიმუშავებს პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით და აქვეყნებს მათ თავის ვებგვერდზე. თავი II. აკრედიტაციის პროცესი მუხლი 5. ძირითადი დებულებანი 1. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის ნებისმიერ სქემასთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგ პროცედურებს: ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირის კომპეტენტურობის შეფასებას პირველადი აკრედიტაციის მიზნით; ბ) აკრედიტებული პირის კომპეტენტურობის შეფასებას განმეორებითი აკრედიტაციის გზით; გ) აკრედიტაციის მინიჭებას, შეჩერებას, აღდგენას, გაუქმებას, გაფართოებას და შემცირებას; დ) აკრედიტაციასთან დაკავშირებული საჩივრების და აპელაციების განხილვას; ე) აკრედიტებული პირის აკრედიტაციის სფეროს აქტუალიზაციას აკრედიტაციის სფეროში ტექნიკური ცვლილებების შეტანის მიზნით; ვ) აკრედიტებული პირის ყოველწლიურ შეფასებას აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულების მიზნით. 2. კომპეტენტურობის შეფასება აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) აკრედიტაციაზე განაცხადის მიღებასა და რეგისტრაციას; ბ) საკუთარი რესურსების ანალიზს, განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებას; გ) ხელშეკრულების მომზადებასა და განმცხადებელთან მის გაფორმებას; დ) აკრედიტაციაზე განაცხადთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომპლექტის განხილვას; ე) წინასწარ ვიზიტს (განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში); ვ) შეფასებისათვის მომზადებას; ზ) ადგილზე შეფასებას; თ) მიღებული მონაცემების ანალიზსა და შეფასების ანგარიშის მომზადებას; ი) აკრედიტაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებას; კ) აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, აკრედიტებული პირის ყოველწლიურ შეფასებას; 3. მოთხოვნები აკრედიტაციის მაძიებელი პირებისათვის და აკრედიტებული პირებისათვის დადგენილია შესაბამისი აკრედიტაციის სქემებით. ცალკეული აკრედიტაციის სქემა აკონკრეტებს აკრედიტაციის პროცესის სპეციფიკურ პროცედურებს, აკრედიტაციის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით. 4. აკრედიტაციის პროცესში აკრედიტაციის ცენტრის მიერ ასევე შეფასდება იმ დოკუმენტების მიხედვით მუშაობის უნარები, რომელიც განცხადებულია აკრედიტაციის სფეროთი. მუხლი 6. ქვეკონტრაქტორი 1. აკრედიტაციის ცენტრი არ ახორციელებს თავისი საქმიანობის ქვეკონტრაქტორზე გადაცემას. თუ აკრედიტაციის პროცესში საჭირო გახდა შეფასების გარკვეული ნაწილის ქვეკონტრაქტორზე გადაცემა, მაშინ აკრედიტაციის ცენტრი იმოქმედებს აკრედიტაციის პოლიტიკის „PL-02 პოლიტიკა საზღვარგარეთ აკრედიტაციის სფეროში“ შესაბამისად. 2. აკრედიტაციის ეროვნული ორგანო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, აკრედიტაციის შემცირების, შეჩერების, გაუქმების და განმეორებითი აკრედიტაციის შესახებ. მუხლი 7. განაცხადი აკრედიტაციაზე 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმები და შესაბამისი დანართები იხ. აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე – „განაცხადის ელექტრონული ფორმა”. 2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი. 3. თუ განმცხადებელს სურს აკრედიტებული იქნეს ერთზე მეტი აკრედიტაციის სქემის მიხედვით, ამ შემთხვევაში განაცხადები და თანდართული დოკუმენტაციის პაკეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე შესაბამისი აკრედიტაციის სქემების მიხედვით. 4. განმცხადებლის მხრიდან განაცხადის წარმოდგენის, შეფასების პროცესის ნებისმიერ ნაწილში განზრახ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან რაიმე ინფორმაციის დამალვის მტკიცებულების აღმოჩენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია უარი თქვას განცხადების მიღებაზე ან შეწყვიტოს შეფასების პროცესი. 5. თუ განაცხადი წარდგენილია EA-ს წევრი EA MLA ან EA BLA ხელმომწერი ან სხვა ქვეყნიდან, აკრედიტაციის ცენტრი იმოქმედებს აკრედიტაციის პოლიტიკის“ PL-02 პოლიტიკა საზღვარგარეთ აკრედიტაციის სფეროში“ შესაბამისად. 6. აკრედიტაციის ცენტრსა და თითოეულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს შორის ფორმდება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი „შეთანხმებას აკრედიტაციაზე“, რომელიც განმცხადებელს მიეწოდება ხელშეკრულებასთან ერთად. განმცხადებელი ვალდებულია აკრედიტაციის მიღების შემთხევაში დაიცვას „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ მოცემული პირობები აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში. მუხლი 8. რესურსების ანალიზი 1. განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) არის თუ არა განაცხადით წარმოდგენილი საკითხი აკრედიტაციის საგანი; ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხადი აკრედიტაციის სქემებს, კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებს. 2. თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები არ სრულდება, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის შემდგომ პროცედურებს, რის შესახებაც წერილობით განმარტებას აწვდის განმცხადებელს. 3. თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები სრულდება, მაშინ აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება აკრედიტაციაზე. აკრედიტაციის საფასურის კალკულაცია და ანგარიშება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. 4. აკრედიტაციის შედეგების მიუხედავად, განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებული საფასური დადგენილი ოდენობით. 5. განმცხადებელს შეუძლია ცალ-ცალკე გადაიხადოს განაცხადის განხილვისა და ძირითადი სამუშაოების (ადგილზე შეფასების) საფასური. 6. აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი/ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის მუდმივი თანამშრომელია და პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის –დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ ჯგუფის ხელძღვანელი ან მოწვეული სპეციალისტი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრის პროცედურის თანახმად მინიჭებული აქვს შემფასებლის სტატუსი. ამ შემთხვევაში მოწვეულ შემფასებელთან ფორმდება ხელშეკრულება და გადაეცემა განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტების კომპლექტი განხილვისათვის. იგი ვალდებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქმეზე დანიშნულ უფლებამოსილ პირს მიაწოდოს მის მიერ წარმოებული სამუშაოს შესახებ სრული ინფორმაცია (მათ შორის: მის მიერ მომზადებული ანგარიშები, განმცხადებელთან მიმოწერა, და ა.შ.). 7. შეფასებაში შესაძლებელია ჩართული იყოს ტექნიკური შემფასებელი/ექსპერტი, პირი რომელიც არის აკრედიტაციის ორგანოს მიერ დანიშნული, რომელიც მუშაობს შემფასებლის პასუხისმგებლობის ქვეშ, ფლობს შესაფასებელი აკრედიტაციის სფეროს კონკრეტულ ცოდნას ან უზრუნველყოფს ექსპერტიზას და შეფასებას არ ახორციელებს დამოუკიდებლად. მუხლი 9. წინასწარი ვიზიტი/შეფასება 1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმი, თან უნდა ერთოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს. 2. წინასწარი ვიზიტი მოიცავს: ა) აკრედიტაციის ცენტრის ჯგუფის ხელმძღვანელის/შემფასებლის მხრიდან განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მიმოხილვას და ადგილზე ვიზიტს, რომლის მიზანია განსაზღვროს აკრედიტაციის მაძიებელი პირის მზადყოფნა აკრედიტაციის პროცედურების გასავლელად. წინასწარი ვიზიტისას ჯგუფის ხელმძღვანელი/შემფასებელი ზოგადად მიმოიხილავს აკრედიტაციის განცხადებულ სფეროს, შესაბამის სტანდარტებს, მენეჯმენტის სისტემას და არსებულ მდგომარეობას; ბ) წინასწარი ვიზიტის დასრულების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელის/შემფასებლის მიერ მზადდება „წინასწარი ვიზიტის ანგარიში“ და მიეწოდება განმცხადებელს ხელზე, ფოსტით ან/და ელფოსტის საშუალებით, ადგილზე ვიზიტის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. წინასწარი ვიზიტი არ მოიცავს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დოკუმენტაციის მომზადებას ან/და კონსულტაციას. მუხლი 10. შეფასებისათვის მომზადება 1. შეფასების მომზადებისას აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: ა) ჯგუფის ხელმძღვანელი ორგანიზებას უკეთებს შეფასების ჯგუფს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად, რომელშიც შედიან ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტები (შემფასებლები ან/და ტექნიკური ექსპერტები), რომელთა კომპეტენტურობაც დადასტურებულია „აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ტრენინგის, კვალიფიკაციის მინიჭების და შენარჩუნების პროცედურას“ შესაბამისად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები და სხვა პირები დამკვირვებლის სტატუსით; ბ) აკრედიტაციის ცენტრის უფლებამოსილი პირი/ჯგუფის ხელმძღვანელი შეფასების ჯგუფის შემადგენლობას აცნობს განმცხადებელს ელფოსტის საშუალებით ან პირადად. განმცხადებელს უფლება აქვს 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოითხოვოს შეფასების ჯგუფის ან მისი რომელიმე წევრის აცილება არგუმენტირებული წერილობითი მომართვის შემთხვევაში თუ: ბ.ა) არსებობს დადასტურებული ინტერესთა კონფლიქტი; ბ.ბ) გამოვლენილია მიუკერძოებლობის დარღვევა; ბ.გ) გამოვლენილია არა კორექტული ქცევა. 2. აკრედიტაციის ცენტრი განიხილავს წერილობით მომართვას და განმცხადებელს აცნობებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 3. ჯგუფის ხელმძღვანელი განმცხადებლის მხრიდან შემფასებელთა ჯგუფის შემადგენლობის შესახებ თანხმობის მიღების და ტექნიკურ შემფასებელთან/ექსპერტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აგზავნის ელფოსტის საშაულებით საჭირო ინფორმაციას, იმისათვის რომ შემფასებლებმა შეძლონ დროულად გაეცნონ განმცხადებლის საქმიანობას და წარმოადგინონ წინადადებები დაკვირვების გეგმის მოსამზადებლად. 4. დაკვირვების გეგმამ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შშო-ს საქმიანობაში ჩართული მთელი პერსონალის შეფასება. 5. აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლების დაშვების ვალდებულება შესაბამისობის შეფასების პროცესზე დაკვირვების ჩატარების მიზნით, აკრედიტებულმა (აკრედიტაციის მაძიებელმა) პირმა უნდა გაითვალისწინოს კლიენტთან დადებულ შესაბამის ხელშეკრულებაში. 6. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის ხელმძღვანელს გააჩნია საკმარისი კომპეტენცია ტექნიკური სფეროს შესაფასებლად, შესაძლებელია მან შეითავსოს შემფასებლის /ტექნიკური შემფასებლის ფუნქციაც. 7. აკრედიტაციის ცენტრი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს თავის უფლებას შეფასებაში ჩართოს უცხოური აკრედიტაციის ორგანოს შემფასებლები. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს მოწვეული უცხოელი შემფასებლების საფასური, რომლის გაანგარიშება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად. 8. თუ მხარეები მაინც ვერ შეთანხმდებიან შეფასების ჯგუფის შემადგენლობაზე, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს აკრედიტაციის პროცესი. 9. აკრედიტაციის ცენტრი მოითხოვს შემფასებლებისგან, მოწვეული ტექნიკური შემფასებლებისაგან, რომ მათ დაიცვან კონფიდენციალობა და მიუკერძოებლობა, რაზედაც აკრედიტაციის ცენტრს და მოწვეულ სპეციალისტებს შორის ფორმდება ხელშეკრულება აღნიშნული პირობების გათვალისწინებით. 10. შეფასების წინ შეფასების ჯგუფი შეიმუშავებს შეფასების პროგრამას. შეფასების პროგრამის მომზადებისას შეფასების ჯგუფი მხედველობაში მიიღებს იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებულია განმცხადებლის საქმიანობასთან, სამუშაო უბნებთან/ფილიალებთან, პერსონალთან, განცხადებული აკრედიტაციის სფეროსთან მიმართებაში. 11. შეფასების პროგრამის მომზადების დროს შეფასების ჯგუფი ახორციელებს დაკვირვებას განმცხადებელის საქმიანობაზე ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. ა) ადგილზე შეფასება – გულისხმობს შეფასების ჯგუფის მიერ აკრედიტებული პირის სამუშაო ადგილზე, სამუშაო უბნებზე/ფილიალებში ვიზიტს; ბ) დისტანციური შეფასება/ვირტუალური შეფასება – გულისხმობს შეფასების ჯგუფის მიერ აკრედიტებული პირის სამუშაო ადგილის, სამუშაო უბნების/ფილიალების, ვირტუალური საიტების (მაგ; ე.წ „cloud”) დისტანციურად შეფასებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; გ) პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება – გაცხადებული და/ან მინიჭებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას; დ) დოკუმენტების გადახედვა – აკრედიტებული პირის მიერ ხარისხის დოკუმენტაციის გადახედვა; ე) ფაილების გადახედვა – აკრედიტებული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოქმების, ანგარიშების და დაკავშირებული დოკუმენტაციის შეფასება; ვ) გაზომვების აუდიტი – აკრედიტებული პირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის გაზომვების შეფასება; ზ) ლაბორატორიათაშორისი შედარებების და საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების გადახედვა – აკრედიტებული პირის მიერ მიღებული შედეგების შეფასება; თ) ვალიდაციის აუდიტი – აკრედიტებული პირის მიერ განხორციელებული ვალიდაციის პროცესის შეფასება; ი) ვიზიტი გაფრთხილების გარეშე – წარმოქმნილი გარემოებებიდან გამომდინარე; კ) ინტერვიუ – პერსონალის კომპეტენციის დადასტურება გასაუბრების გზით. 12. განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს აკრედიტაციის ცენტრის შემფასებლების დაშვება ყველა სამუშაო ადგილზე შესაბამისობის შეფასების პროცესზე დაკვირვების ჩატარების მიზნით. მუხლი 11. სამუშაო უბანი/ფილიალი განმცხადებელმა უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, ვირტუალური საიტი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს სამუშაო უბნებს იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება არსებობდეს საქმიანობასთან, პერსონალთან, და ა.შ. მუხლი 12. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი 1. ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინირებით, შეფასების ჯგუფი ახორციელებს განაცხადის განხილვას და დოკუმენტების ანალიზს. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრედიტაციის სამუშაოების საფასურის გადახდიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში, ჯგუფის ხელმძღვანელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან წერილობით გადასცემს ხელზე, რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა. 3. განაცხადთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოსწორების შესახებ განმცხადებელმა უნდა მიაწოდოს კორექტირებული დოკუმენტები ჯგუფის ხელმძღვანელს განსახილველად. 3 თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. 4. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებლის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არარსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში, მაშინ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაციის კომიტეტი ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან წერილობით. 5. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე და გადაიხადოს შეფასების საფასური. მუხლი 13. ადგილზე შეფასება 1. ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზე შეფასების პროგრამას, რომელიც მოიცავს შეფასებისათვის შესაბამის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და ასევე სხვა სავალდებულო დოკუმენტებს (EA, ILAC, IAF), განმცხადებელს აცნობს ელფოსტის საშუალებით ან პირადად, ადგილზე შეფასების დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე. 2. ადგილზე ან დისტანციური/ვირტუალური სამუშაო უბნების შეფასება იწყება საწყისი შეკრებით, რომელშიც მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფი და განმცხადებლის წარმომადგენლები მენეჯმენტის ჩათვლით. 3. შეფასების ოთხ-წლიანი ციკლის განმავლობაში სამუშაო უბნების/ფილიალების შერჩევა და შეფასება განხორციელდება მათი მნიშვნელობის და რისკების გათვალისწინებით. 4. საწყისი შეკრების დროს ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს შეფასების მიზანსა და კრიტერიუმებს, იგი განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას. 5. მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შეფასების ჯგუფისათვის გარეშე პირთაგან იზოლირებული სამუშაო გარემო. 6. შეფასების ჯგუფი აფასებს განმცხადებელს აკრედიტაციის კრიტერიუმებთან და სტანდარტთან შესაბამისობაზე. პირველადი შეფასების დროს უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის სფეროები განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 7. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს დაკვირვებას აკრედიტებული (აკრედიტაციის მაძიებელი) პირის პრაქტიკულ საქმიანობაზე. განმცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის დაშვება ყველა სამუშაო უბანზე/ფილიალში. ასევე, მოთხოვნის თანახმად უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის მიერ დაკვირვებების ჩატარება, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას. თუ ვერ ხერხდება მსგავსი მოქმედებების განხორციელება, ჯგუფის ხელმძღვანელი ამის შესახებ უთითებს შეფასების ანგარიშში. 8. თუ შეფასების პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო დრო არ აღმოჩნდა საკმარისი სამუშაო პროცესის და დანერგილ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შეფასებისას, ჯგუფის ხელმძღვანელი გადახედავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროის ხანგრძლივობას. 9. ადგილზე შეფასების პროცესი უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის ვადაში. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნეს ტექნიკური ან საკანონმდებლო მიზეზების გათვალისწინებით, რაც არ აძლევს საშუალებას აკრედიტაციის ცენტრს ან/და განმცხადებელს აკრედიტაცია ჩატარდეს აღნიშნულ ვადებში. ასეთ შემთხვევაში აკრედიტაციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ვადის გაზრდის თაობაზე. მუხლი 14. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში 1. თითოეული შესაფასებელი დღის დასრულებისას შეფასების ჯგუფი აფასებს შეფასების შედეგებს და განსაზღვრავს სტანდარტებისა და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობას. შეფასების ჯგუფი განმცხადებელს აცნობებს შედეგებს საბოლოო შეხვედრის დროს. 2. თითოეული შეუსაბამობის გრადაცია ხორციელდება ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ იმ შემფასებელთან კონსულტაციებით, რომელმაც მოახდინა შეუსაბამობის იდენტიფიკაცია. საბოლოოდ, შეფასების ჯგუფი კონსენსუსის გზით, შეთანხმებით, ახდენს თითოეული შეუსაბამობის გრადაციას. 3. თუ რამდენიმე შეუსაბამობა ქმნის შეუსაბამობის ჯაჭვს, ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა მოახდინოს მათი გრადაცია მცირე, მნიშვნელოვან ან კრიტიკულ შეუსაბამობებად. 4. შეუსაბამობის გრადაცია უნდა განხორციელდეს წინასწარ განმცხადებელთან შეხვედრამდე. შეფასების დროს გამოვლენილი შეუსაბამობების ანალიზი ხორციელდება განმცხადებელთან ერთად. 5. ჯგუფის ხელმძღვანელი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობებს და აფორმებს მათ „შეუსაბამობის ფურცელში“, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ. შეფასების ჯგუფის წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები შეფასების თაობაზე და გასცენ რეკომენდაციები განმცხადებლის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის. თუმცა, ეს რეკომენდაციები არ უნდა შეიცავდეს საკითხის გადაწყვეტის მითითებებს. 6. განმცხადებელმა უნდა გაანალიზოს აღმოჩენილი შეუსაბამობები და წარმოადგინოს მაკორექტირებელი ღონისძიებები, ერთობლივი შეთანხმებით დგინდება გონივრული ვადები, არაუმეტეს 4 თვისა. იქ, სადაც შესაძლებელია გაუმჯობესება, წარმოდგენილი უნდა იყოს გაუმჯობესების გეგმა. 7. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია მოიცავს: ა) მცირე – შეუსაბამობა შესაძლებელია გამოსწორდეს შეფასების პროცესში ან/და გამოსწორება გადამოწმდება საკ-ის მიერ, შემდეგ შეფასებამდე ან მისი განხორციელებისას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით; ბ) მნიშვნელოვანი – პირველადი შეფასების შემთხვევაში აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. პირველადი შეფასების შემთხვევაში ერთობლივი შეთანხმებით დგინდება გონივრული ვადა არაუმეტეს 4 თვისა შეუსაბამობის გამოსასწორებლად. შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. ყოველწლიური შეფასების დროს ასეთი შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 თვე; გ) კრიტიკული – პირველადი შეფასების შემთხვევაში აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე და ერთობლივი შეთანხმებით შეუსაბამობის გამოსასწორებლად დგინდება გონივრული ვადა არაუმეტეს 4 თვისა. შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს ობიექტის ხელახალი შეფასება ნაწილობრივ ან მთლიანად, შეუსაბამობის ადეკვატურად, რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად. ყოველწლიური შეფასების დროს კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. შეფასების ჯგუფის მიერ კრიტიკული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში აკრედიტებულმა პირმა უნდა შეაჩეროს საქმიანობა და ერთი კვირის განმავლობაში მაკორექტირებელი ღონისძიებები წარმოადგინოს აკრედიტაციის ცენტრში. კრიტიკული შეუსაბამობის არ აღმოფხვრა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი. თუ ყოველწლიური შეფასების და არაგეგმური შეფასების დროს დაფიქსირდა იგივე კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს პირს შეუჩერდება აკრედიტაცია 3 თვის ვადით ნაწილობრივ ან სრულად, შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. კრიტიკული შეუსაბამობა არის: გ.ა) მიუკერძოებლობის რისკების იდენტიფიცირების, დოკუმენტირების, დემონსტრირების, მათი მინიმიზაციის და აღმოფხვრის მენეჯმენტის არარსებობა; გ.ბ) შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკურ საქმიანობასთან და რომელიც მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე ან არასწორ პრაქტიკაზე; გ.გ) ისეთი შეუსაბამობა მენეჯმენტში, რომელიც საფრთხეს უქმნის ხარისხის მენეჯმენტის მთელ სისტემას; გ.დ) მოქმედება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შესაბამისობის შეფასების შედეგზე და აქედან გამომდინარე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს. 8. აღმოჩენილ შეუსაბამობებზე განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მაკორექტირებელი ღონისძიებები 4 თვის ვადაში. 9. წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) შეუსაბამობის მიზეზი; ბ) მაკორექტირებელი ღონისძიებები; გ) განახორციელოს გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ანალიზი. 10. ადგილზე შეფასების დასრულებიდან შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში წარუდგენს ჯგუფის ხელმძღვანელს განსახილველად. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ადეკვატურობა. თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, ჯგუფის ხელმძღვანელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. 11. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიშის“ სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. „შეფასების ანგარიშს“ ხელი მოეწერება ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან ჩაჰბარდება მას ხელზე. 12. თუ „შეფასების ანგარიშში“ არსებობს განსხვავება ადგილზე გამოთქმულ შეუსაბამობების ფურცელში დაფიქსირებულ და ანგარიშში ასახულ შეუსაბამობებს შორის, ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა წერილობითი უნდა აცნობოს აკრედიტებულ პირს და განმარტოს განსხვავების მიზეზი. 13. მაკორექტირებელი ქმედებების გატარების შემდეგ შესაბამისი მითითება უნდა გაკეთდეს შეუსაბამობის ფურცლის“ შესაბამის გრაფაში. 14. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოს მხოლოდ ერთი დამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობის და ეფექტურობის შესასწავლად. ამ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს დამატებით ვიზიტის სამუშაოების ღირებულება გადასამოწმებელი სფეროების შესაბამისად. 15. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით, ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 16. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა დადგენილ ვადაში, აკრედიტაციის კომიტეტი წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში, განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს ხელახლა და გადაიხადოს აკრედიტაციის საფასური. მუხლი 15. აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება 1. შეფასების ანგარიშის, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციისა და სხვა თანდართული მასალების განხილვის შედეგად, აკრედიტაციის კომიტეტი საკ 1.10:2019 შესაბამისად, 7 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას განსაზღვრულ სფეროში აკრედიტაციის მინიჭების ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება ფორმდება აკრედიტაციის კომიტეტის ოქმის სახით. აკრედიტაციის კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საკ 1.10:2019 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურების“ შესაბამისად. 2. აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე. ცენტრის მიერ გაიცემა „აკრედიტებულ პირთა რეესტრში“ რეგისტრირებული აკრედიტაციის მოწმობა და მისი დანართი – აკრედიტაციის სფერო. აკრედიტაციის ცენტრი განათავსებს ვებგვერდზე – www.gac.gov.ge ინფორმაციას აკრედიტებული პირის შესახებ მისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით. 3. აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა 4 წლის ვადით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს მიენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი. 4. აკრედიტაციის მოწმობის ნომერს აქვს შემდეგი სტრუქტურა: GAC – XX – XXXX, სადაც: ა) GAC – არის აკრედიტაციის ცენტრის შემოკლებული ლათინური დასახელება; ბ) XX – არის აკრედიტებული პირის ტიპის კოდური აღნიშვნა: ბ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL; ბ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL; ბ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML; ბ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC; ბ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC; ბ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC; ბ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB; ბ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლები – PTP; გ) XXXX – არის რეგისტრაციის რიგითი ნომერი (ოთხნიშნა რიცხვი), მაგალითად: საგამოცდო ლაბორატორიისათვის – GAC – TL – 0001. 5. აკრედიტაციის სფეროში ნაჩვენები უნდა იყოს: ა) სერტიფიკაციის ორგანოებისათვის: - სერტიფიცირების ტიპი (მაგ., მენეჯმენტის სისტემები, პროდუქტები პროცესები, მომსახურება ან პირები); - სერტიფიცირების სქემ(ები)ა ; - სტანდარტი, ნორმატიული დოკუმენტები და/ან მარეგულირებელი მოთხოვნები, რომელთა მენეჯმენტის სისტემები, პროდუქტები, პროცესები და მომსახურება ან პირები დამოწმებულია; -სამრეწველო სექტორი, შესაბამის შემთხვევებში; - პროდუქტი, პროცესები, მომსახურება და შესაბამისი პირების კატეგორიები. ბ) ინსპექტირების ორგანოებისათვის: - ინსპექტირების ორგანოს ტიპი (როგორც ეს განსაზღვრულია ისო/იეკ 17020-ში); - ინსპექტირების სქემები, შესაბამის შემთხვევებში; - ინსპექტირების სფერო და სპექტრი, რომელთათვის აკრედიტაცია გაიცემა; - რეგულაციები, ინსპექტირების მეთოდები, სტანდარტები და/ან სპეციფიკაციები, რომლებიც მოიცავს ინსპექტირების გამოყენებულ მოთხოვნებს. გ) დაკალიბრების ლაბორატორიებისათვის: - დაკალიბრებისა და გაზომვის შესაძლებლობა (CMC) გამოსახვის თვალსაზრისით: - გამზომი ან ეტალონური მასალა; - დაკალიბრებისა ან გაზომვის მეთოდი ან პროცედურა, ასევე სახეობა ან მასალა, რომლებიც უნდა დაკალიბრდეს ან გაიზომოს; - გაზომვის დიაპაზონი და დამატებით პარამეტრები, რომლებიც გამოიყენება, მაგ., გამოყენებული ძაბვის სიხშირე; - გაზომვის განუსაზღვრელობა; დ) საგამოცდო ლაბორატორიებისთვის (სამედიცინო ლაბორატორიების ჩათვლით): - მასალების ან პროდუქტის გამოცდა; - კომპონენტი, პარამეტრი ან დამახასიათებელი გამოცდა; - გამოცდები ან ჩატარებული გამოცდის ტიპები და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული ტექნიკა, მეთოდები და/ან მოწყობილობა. ე) საკვალიფიკაციო გამოცდების მომწოდებლებისთვის: - სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო გამოცდების მოწოდებას; - საკვალიფიკაციო გამოცდების საგნების სახეობა; - გაზომვ(ებ)ს ან მახასიათებლების ან საჭიროების შემთხვევაში გაზომვ(ებ)ის ან მახასიათებლების ტიპი, რომლებიც იდენტიფიცირებული, გაზომილი ან გამოცდილი უნდა იყოს. 6. თუ ერთ იურიდიულ პირს გააჩნია რამდენიმე სამუშაო უბანი/ფილიალი, აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა განაცხადში მითითებული მისამართის ჩვენებით, ხოლო მის დანართში აკრედიტაციის სფეროში მიეთითება უბნის/ფილიალის მისამართი და შესაბამისი სფერო. 7. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, ჯგუფის ხელმძღვანელი ამზადებს აკრედიტებული პირის ყოველწლიური შეფასების პროგრამას. 8. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტებულ პირს გადასცემს აკრედიტაციის სიმბოლოს. აკრედიტებული პირის მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება ხდება აკრედიტებული სტატუსის დემონსტრირებისათვის. აკრედიტებულმა პირმა აკრედიტაციის სიმბოლო უნდა გამოიყენოს მხოლოდ აკრედიტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში. აკრედიტაციის ლოგოს და აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენების პირობები მოცემულია წესებში და პროცედურებში „საკ 1.12:2019 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესები“. 9. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული ორგანო იცვლის ადგილმდებარეობას ან გააფართოებს, შეამცირებს აკრედიტაციის სფეროს გაიცემა ახალი აკრედიტაციის მოწმობა იმავე უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრით და ახალი თარიღით, მაგრამ აკრედიტაციის მოქმედების დრო იგივე რჩება. გარდა ამისა, მოწმობის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი იგივე იქნება იმ შშო -სთვის, რომელიც წარმატებით გაივლის განმეორებით აკრედიტაციას დადგენილ ვადებში. თუ შშო ვერ ახერხებს განმეორებით აკრედიტაციის სამუშაოების განხორციელებას დადგენილ ვადებში, აკრედიტაციის ცენტრი გასცემს ახალ მოწმობას ახალი საიდენტიფიკაციო ნომრით. 10. შშო-ს სახელწოდების ცვლილების შემთხვევაში გაიცემა ახალი აკრედიტაციის მოწმობა ახალი სარეგისტრაციო ნომრით. 11. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის, აკრედიტაციის მთლიანად შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, აკრედიტებულ სტატუსზე მითითება დაუშვებელია. მუხლი 16. აპელაციები და საჩივრები 1. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებას, მან აკრედიტაციის ცენტრიდან წერილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეიტანოს აკრედიტაციის ცენტრში აპელაცია. 2. აპელაცია განიხილება აკრედიტაციის ცენტრის საკ 1.11:2019 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურას“ შესაბამისად. ამავე წესებისა და პროცედურის შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრი ახდენს საჩივრებზე რეაგირებას. თავი III. აკრედიტაციის ციკლი და არაგეგმური შეფასება მუხლი 17. აკრედიტაციის ციკლი 1. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს: ა) აკრედიტებული პირის ყოველწლიურ შეფასებას; ბ) არაგეგმურ შეფასებას; 2. აკრედიტაციის ციკლი მოიცავს აკრედიტაციის მინიჭებიდან აკრედიტაციის მოწმობის ვადის მოქმედების 4-წლიან პერიოდს. აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიურ შეფასების მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 3. აკრედიტებული პირის ყოველწლიური შეფასების ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა ყოველწლიური შეფასების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე 2 თვით ადრე, გააფორმოს შესაბამის ხელშეკრულება აკრედიტაციის ცენტრთან და გადაიხადოს დადგენილ საფასური. 4. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას გენერალური დირექტორის განკარგულებით შეუჩერდება აკრედიტაცია, რის შესახებაც შესაბამისი მითითება გაკეთდება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში და იხდის შესაბამის საფასურს. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 5. აკრედიტებული პირის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება, აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, საქმიანობის დაწყებამდე. კერძოდ: ა) ცვლილებები იურიდიულ, კომერციულ, საკუთრების ან ორგანიზაციულ წესდებაში; ბ) ცვლილებები ორგანიზაციის, ხელმძღვანელობის და ძირითადი პერსონალის; გ) ცვლილებები ძირითად პოლიტიკაში; დ) რესურსები და ადგილმდებარეობა; ე) აკრედიტაციის სფერო; ვ) აკრედიტაციის პირობების მოდიფიცირება; ზ) სხვა ისეთი ელემენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ აკრედიტებული პირის მიერ აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულებაზე. 6. აკრედიტაციის ციკლის პერიოდში ორი წლის განმავლობაში, თუ შშო-ს არ განუხორციელებია საქმიანობა აკრედიტაციის სფეროს გარკვეულ ნაწილში, მას შეუჩერდება აკრედიტაცია შესაბამის სფეროში. 7. არაგეგმური შეფასება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) საერთაშორისო სტანდარტების, ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში; ბ) იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუჩერდათ აკრედიტაცია; გ) ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან წერილობითი, არგუმენტირებული მომართვის, საჩივრის და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. 8. არაგეგმური შეფასება ხორციელდება აკრედიტებულ პირთან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. 9. არაგეგმური შეფასების დროს შეფასებას ექვემდებარება ის საკითხები, რომლებიც გახდა არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი. 10. არაგეგმური მონიტორინგის განხორცილების პროცედურები გეგმური მონიტორინგის იდენტურია, გარდა წინამდებარე მუხლის გ) ქვეპუნქტში მოცემულ შემთხვევაში, რა დროსაც აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით. 11. ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან წერილობითი, არგუმენტირებული მომართვის, საჩივრის და ინფორმაციის საფუძველზე, გენერალური დირექტორის დავალებით პასუხისმგებელი პირი ახორციელებს მომართვასთან, საჩივართან, ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალების შესწავლას, რისთვისაც აკრედიტებული პირისაგან შესაძლოა გამოთხოვილი იქნეს დამატებითი ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით ადგილზე ვიზიტის ჩატარების შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება აკრედიტებულ პირს. 12. არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული შემფასებელთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასების სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს დაინტერესებული ადმინისტრაციული და სამოქალაქო ორგანოების წარმომადგენლებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს აკრედიტებულ პირს. აკრედიტებული პირის მიერ არაგეგმური შეფასების ჩატარებაზე უარს მოჰყვება აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება ან შემცირება. 13. აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად, აკრედიტებული პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია აკრედიტაციის საქმიანობასთან დაკავშირებით. ინფორმაციის არმიწოდება/არასრულად მიწოდება ხდება არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი, რასაც შესაძლოა მოჰყვეს აკრედიტაციის მოწმობის ვადის შეჩერება ან/და შემცირება ან/და გაუქმება. თავი IV. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, სფეროს შემცირება, განმეორებითი აკრედიტაცია მუხლი 18. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება 1. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება ხორციელდება დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტებულმა პირმა განაცხადით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს. 2. აკრედიტაციის სფეროს გაფართოებისთვის საჭირო საქმიანობებისა ან უბანთან დაკავშირებული რისკის საფუძველზე აკრედიტაციის ორგანო განსაზღვრავს შესაბამის შემფასებლის ტექნიკას, რათა გამოიყენოს და განიხილოს საკ 1.1:2019-ის მე-3 – მე-15 მუხლების ჩათვლით შესაბამისი პროცედურები. 3. აკრედიტაციის ორგანო ითვალისწინებს მიღებულ გაფართოებას შეფასების პროგრამის განხილვისას და შემდგომი შეფასების დაგეგმვისას. 4. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შეიძლება განხორციელდეს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის და შეფასების ჩატარების შედეგად, აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. განმცხადებელი იხდის შესაბამის საფასურს დადგენილი წესით. 5. აკრედიტაციის სფეროს გაფართოების მიზნით ჩატარებული შეფასება, აკრედიტაციის მიზნით ჩატარებული შეფასების პროცესის იდენტურია. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში. 6. თუ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში აკრედიტებული პირის საქმიანობაში გამოვლინდა კრიტიკული ან/და მნიშვნელოვანი შეუსაბამობები, აკრედიტაციის სფეროს გაფართოება განხორციელდება შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ. 7. საბოლოო შედეგები ფორმდება ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შეფასების ანგარიშის სახით და გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად. 8 აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესახებ გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება და შედის ცვლილება დანართში – აკრედიტაციის სფეროში და აკრედიტაციის მოწმობაში, ხოლო აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა რჩება უცვლელი, ასევე გაკეთდება შესაბამისი მითითება აკრედიტებულ პირთა რეესტრში. 9. აკრედიტებული ორგანო განაცხადით სფეროს გაფართოების შესახებ მომართავს აკრედიტაციის ორგანოს 6 თვეში ერთხელ აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რაიმე არ არის გათვალისწინებული. მუხლი 19. აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, სფეროს შემცირება 1. აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, შემცირება შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემდეგ შემთხვევებში: ა) აკრედიტებული პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება; ბ) თუ აკრედიტებული პირი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი ყოველწლიური შეფასების დადგენილ ვადებში განხორციელებას, მას შეუჩერდება აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება; გ) აკრედიტაციის ციკლის ან არაგეგმური შეფასების დროს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არგამოსწორების შემთხვევაში, საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტებული პირისათვის აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ ან სრულად შეჩერების თაობაზე შეუსაბამობების ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით, ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით. ორივე შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის კომიტეტის გადაწვეტილების მიღებიდან 3 თვის შემდეგ და იხდის შესაბამის საფასურს. 2. თუ არსებობს არაკეთილსინდისიერი საქმიანობის მტკიცებულება, მათ შორის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო აკრედიტაციის ცენტრს განზრახ აწვდის ყალბ ინფორმაციას. ან ახორციელებს ინფორმაციის დამალვას, აკრედიტაციის ორგანომ უნდა დაიწყოს აკრედიტაციის შეჩერების პროცედურა. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით. ხოლო, სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის – სფეროს გაფართოების გზით. ორივე შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ და იხდის შესაბამის საფასურს. 3. თუ შეჩერების ვადა აღემატება განმეორებით აკრედიტაციაზე წარმოსადგენი განაცხადის ვადას, აკრედიტაციის ცენტრი არ განიხილავს განაცხადს განმეორებით აკრედიტაციაზე შეჩერების ვადის დასრულებამდე. 4. აკრედიტაციის შეჩერების შემთხვევაში პირმა: ა) არ უნდა განახორციელოს აქტივობა აკრედიტაციის მითითებით შეჩერებულ სფეროში; ბ) არ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის ნიშანი შეჩერებულ სფეროში; გ) უნდა გაანალიზოს შეუსაბამობები, განახორციელოს მაკორექტირებელი ღონისძიებები და აკრედიტაციის ცენტრში წარმოადგინოს მაკორექტირებელი ღონისძიებების იმპლემენტაციის მტკიცებულებები. 5. აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების, შემცირების, აღდგენის შესახებ გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, კეთდება შესაბამისი ცვლილება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და არგუმენტირებული მითითებით ეცნობება მეორე მხარეს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან წერილობით ჩაჰბარდება ხელზე. მუხლი 20. განმეორებითი აკრედიტაცია 1. განმეორებითი აკრედიტაციის განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმები და შესაბამისი დანართები იხ. საკ-ის ვებგვერდზე – „განმეორებითი აკრედიტაციის განაცხადის ელექტრონული ფორმა”. 2. განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევაში შეფასება მოიცავს აკრედიტაციის მაძიებელი პირის მენეჯმენტის სისტემისა და მისი საქმიანობის განმეორებით შეფასებას და ის თავდაპირველი შეფასების მსგავსია. განსხვავებულია შეფასების პროცესში შეუსაბამობებზე განსახორციელებელი მაკორექტირებელი ღონისძიებების ვადები. 3. შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებია: ა) მცირე – შეუსაბამობა შესაძლებელია გამოსწორდეს შეფასების პროცესში ან/და გამოსწორება გადამოწმდება საკ-ის მიერ, შემდეგ შეფასებამდე ან მისი განხორციელებისას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით; ბ) მნიშვნელოვანი შეუსაბამობის აღმოფხვრის მაქსიმალური ვადაა 1.5 თვე; გ) კრიტიკული შეუსაბამობის მაქსიმალური ვადაა 1 კვირა. 4. შშო-მ ადგილზე შეფასების დროს გამოვლენილ შეუსაბამოებებზე განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს საკ 1.1:2019 მუხლი 14. პ.9 და პ.10-ის შესაბამისად. 5. განმეორებითი აკრედიტაცია უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს აკრედიტაციის ციკლის პერიოდში მიღებული შეფასების შედეგების გათვალისწინებით. 6. რეკომენდებულია, რომ აკრედიტებულმა ორგანომ უწყვეტი აკრედიტაციის სტატუსის შესანარჩუნებლად აკრედიტაციის ცენტრში წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოწმობის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე. 7. თუ აკრედიტებული პირი საკ-ს არ მიმართავს აკრედიტაციის მოწმობის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, აკრედიტაციის მოწმობის ვადის მოქმედების ამოწურვის შემთხვევაში, აკრედიტაციის ვადა არ გაგრძელდება. 8. მაქსიმალური ნებადართული ინტერვალი პირველადი აკრედიტაციის და განმეორებითი აკრედიტაციის შეფასებებს შორის განისაზღვრება 48 თვით. განმეორებით აკრედიტაცია მოითხოვს შშო-ის განახლებულ განაცხადს აკრედიტაციაზე. განმეორებითი აკრედიტაციის პროცედურა პირველადი აკრედიტაციის პროცესის იდენტურია. 9. აკრედიტაციის მოქმედების ვადის ამოწურვისა და განმეორებითი აკრედიტაციის მინიჭებას შორის პერიოდში გაცემული ოქმების, სერტიფიკატების და ანგარიშების ვალიდურობას ამოწმებს აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ჯგუფი. აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლო არ უნდა იყოს გამოყენებული აკრედიტაციის მოწმობის ვადის ამოწურვის შემდეგ და ახალი აკრედიტაციის მოწმობის მინიჭებამდე პერიოდში. 10. თუ ორი წლის განმავლობაში აკრედიტებულ პირს არ განუხორციელებია საქმიანობა აკრედიტაციის სფეროს გარკვეულ ნაწილში, მას შეუჩერდება აკრედიტაცია შესაბამის სფეროში. მუხლი 21. აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემა 1. აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს შეუძლია აკრედიტებული საქმიანობა გადასცემს სხვა იურიდიულ პირს (ახალ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ შემთხვევაში აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემასთან დაკავშირებული განაცხადი და დოკუმენტები აკრედიტაციის ცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი იურიდიული პირის მიერ ან აკრედიტებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. 2. აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები: - ახალი შესაბამისობის შემფასებელი ორგანო სრულად აკმაყოფილებს აკრედიტაციის მოთხოვნებს; - მენეჯმენტის სისტემა რჩება უცვლელი; - მენეჯმენტი და ძირითადი პერსონალი რჩება უცვლელი; - პროცედურები რჩება უცვლელი; - ინფრასტრუქტურა; სამუშაო ადგილები, საიტები, ხელსაწყო-მოწყობილობები რჩება უცვლელი. 3. ახალმა იურიდიულმა პირმა, აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. 4. აკრედიტაციის ცენტრი შეაფასებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და თუ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები არ სრულდება, აკრედიტაციის ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური შეფასების ჩატარების თაობაზე. 5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას აკრედიტაციის გადაცემის თაობაზე იღებს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი. აკრედიტაციის გადაცემის შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები შედის აკრედიტაციის სფეროში და გამოიცემა ახალი მოწმობა, მაგრამ მოწმობის მოქმედების ვადა რჩება უცვლელი. 6. თუ აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემა ხდება უკვე აკრედიტებულ პირზე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით შესაბამისი ცვლილებები შედის აკრედიტაციის სფეროში და გამოიცემა ახალი მოწმობა, მაგრამ აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა რჩება უცვლელი. ასევე უცვლელი რჩება ყოველწლიური შეფასების და განმეორებითი აკრედიტაციის ჩატარების ვადები. 7. თუ აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემა ხდება აკრედიტაციის სხვა სქემით აკრედიტებულ პირზე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით გამოიცემა ორი აკრედიტაციის სფერო და მოწმობა შესაბამისი აკრედიტაციის სქემის მითითებით, მაგრამ ორივე აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა რჩება უცვლელი. ასევე უცვლელი რჩება ყოველწლიური შეფასების და განმეორებითი აკრედიტაციის ჩატარების ვადები. 8. თუ აკრედიტაციის ცენტრი უარს ამბობს აკრედიტაციის საქმიანობის გადაცემაზე, აკრედიტაციის საქმიანობის მიმღებმა ორგანომ განაცხადით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს. თავი V. კონფიდენციალური ინფორმაცია და საჯაროობა მუხლი 22. კონფიდენციალური ინფორმაცია 1. აკრედიტებულ პირთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე: - აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს დასახელება; - აკრედიტაციის მოწმობის ნომერი; - აკრედიტაციის სქემა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა შეფასება; - მისამართები; - აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია; - აკრედიტაციის სფერო; - აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა. 2. აკრედიტაციის ცენტრის პერსონალი და შემფასებლები ვალდებულებას იღებენ დაიცვან კონფიდენციალობა აკრედიტებულ პირებთან მიმართებაში. მუხლი 23. ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს აკრედიტებული პირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სსტ ისო/იეკ 17011:2017/20128 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს აკრედიტებულ პირთა რეესტრს და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას დაინტერესებულ პირებზე წერილობითი მომართვის საფუძველზე. ასევე საკუთარ ვებგვერდზე: www.gac.gov.ge განათავსებს აკრედიტაციის სქემების შესახებ სრულ ინფორმაციას, აკრედიტებული პირების ნუსხას (შესაბამისი სფეროების მითითებით) და იმ პირთა ნუსხას, რომლებსაც შეუმცირდა ან/და გაუუქმდა აკრედიტაცია. აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს საკუთარ პოლიტიკებს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში საკუთარ ვებგვერდზე: www.gac.gov.ge/ ჩვენს შესახებ/საკ-ის პოლიტიკა. საკ 1.2:2019 – აკრედიტაციის ციკლი – ყოველწლიური და არაგეგმური შეფასება მუხლი 1. აკრედიტაციის ციკლი 1. აკრედიტაციის ციკლი მოიცავს აკრედიტაციის მინიჭებიდან, აკრედიტაციის მოწმობის ვადის მოქმედების 4-წლიან პერიოდს. აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 2. აკრედიტაციის ცენტრი პირველადი/განმეორებითი აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, ახორციელებს აკრედიტებული პირების ყოველწლიურ შეფასებას შესაბამისი შეფასების პროგრამის მიხედვით. 3. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების 4-წლიანი პერიოდის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი განახორციელებს ყოველწლიურ შეფასებას. აკრედიტებული პირის ყოველწლიური შეფასების ჩატარების ინტერვალია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 16 თვეს. აკრედიტებულმა პირმა ყოველწლიური შეფასების მოთხოვნით წერილობით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს, აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე 2 თვით ადრე, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება და გადაიხადოს დადგენილი საფასური. 4. თუ აკრედიტებული პირი ასეთი განაცხადით არ მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლის თარიღამდე, მაშინ მას გენერალური დირექტორის განკარგულებით შეუჩერდება აკრედიტაცია, რის შესახებაც შესაბამისი მითითება გაკეთდება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური შეფასების გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს შეჩერებიდან არაუგვიანეს 3 თვის განმავლობაში და იხდის შესაბამის საფასურს. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება. 5. პირველადი ან განმეორებითი აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელი ამზადებს აკრედიტებული პირის საქმიანობის ყოველწლიურ შეფასების პროგრამას. შეფასების პროგრამა უნდა დაიგეგმოს ისე, რომ აკრედიტაციის მოწმობის ოთხ-წლიანი მოქმედების პერიოდში სრულად მოიცვას აკრედიტაციის სფერო. ყოველწლიურად ფასდება მიუკერძოებლობის და რისკების ანალიზი, დანერგილი მენეჯმენტის სისტემა, აკრედიტებული სფეროს გარკვეული ნაწილი, პერსონალი, სამუშაო უბანი/ფილიალები, ნიმუშის აღების საქმიანობას სადაც შესაძლებელია საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 6. შეფასების ოთხ-წლიანი პროგრამის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებულ პირთან წინასწარ შეთანხმებით გამოიყენებს შეფასების სხვადასხვა ტექნიკას: ა) ადგილზე შეფასება – გულისხმობს შეფასების ჯგუფის მიერ აკრედიტებული პირის სამუშაო ადგილზე, სამუშაო უბნებზე/ფილიალებში ვიზიტს; ბ) დისტანციური შეფასება/ვირტუალური შეფასება – გულისხმობს შეფასების ჯგუფის მიერ აკრედიტებული პირის სამუშაო ადგილის, სამუშაო უბნების/ფილიალების, ვირტუალური საიტების (ე.წ „cloud”) დისტანციურად შეფასებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; გ) პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვება – გულისხმობს მინიჭებული გაცხადებული და/ან მინიჭებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას; დ) დოკუმენტების გადახედვა – გულისხმობს აკრედიტებული პირის მიერ ხარისხის მართვის დოკუმენტაციის გადახედვას; ე) ფაილების გადახედვა – გულისხმობს აკრედიტებული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოქმების, ანგარიშების და დაკავშირებული დოკუმენტაციის შეფასებას; ვ) გაზომვების აუდიტი – აკრედიტებული პირის მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის გაზომვების შეფასებას; ზ) ლაბორატორიათშორისი შედარებების და საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების გადახედვა – გულისხმობს აკრედიტებული პირის მიერ მიღებული შედეგების შეფასებას; თ) ვალიდაციის აუდიტი – აკრედიტებული პირის მიერ განხორციელებული ვალიდაციის პროცესის შეფასებას; ი) ვიზიტი გაფრთხილების გარეშე – წარმოქმნილი გარემოებებიდან გამომდინარე; კ) ინტერვიუ – პერსონალის კომპეტენციის დადასტურება გასაუბრების გზით. 7. შეფასების დროს გამოყენებული კონკრეტული შეფასება ტექნიკა ან/და შეფასების ტექნიკის ერთობლიობა, დამოკიდებულია აკრედიტებული პირის საქმიანობის კომპლექსურობაზე და იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს საქმიანობასთან, პერსონალთან, ნიმუშების აღების, სამუშაო უბნების/ფილიალებთან მიმართებაში და ა.შ. 8. შეფასების ოთხ-წლიანი პროგრამის განმავლობაში სამუშაო უბნების /ფილიალების შერჩევა და შეფასება განხორციელდება მათი მნიშვნელობის და რისკების გათვალისწინებით. აკრედიტებულმა პირმა, აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობის და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება, ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება. აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი ყოველწლიური შეფასების პროგრამაში. 9. ყოველწლიური შეფასების დაგეგმვისას, ასევე, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) საჩივრები და აპელაციები; ბ) უკუკავშირი მომხმარებელთან; გ) შეუსაბამობების რაოდენობა და მათი დროულად აღმოფხვრის მენეჯმენტი; დ) შიდა აუდიტის და მენეჯმენტის გადახედვის ეფექტურობა; ე) ლაბორატორიათაშორის შედარებებში და საკვალიფიკაციო ტესტირებებში მონაწილეობის სიხშირე და დადებითი შედეგები. 10. ადგილზე შეფასება ხორციელდება შეთანხმებული ყოველწლიური შეფასების პროგრამის შესაბამისად, რომელიც მოიცავს შეფასებისათვის შესაბამის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და ასევე სხვა სავალდებულო დოკუმენტებს (EA, ILAC, IAF). თუ აკრედიტებულ პირს სურს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს შეფასების პროგრამაში, მაშინ მან არგუმენტირებული გარემოების საფუძველზე აკრედიტაციის ცენტრს წერილობით უნდა აცნობოს ყოველწლიური შეფასების თანხმობის წერილთან ერთად აკრედიტაციის მოწმობის გაცემის თარიღიდან ყოველი ერთი წლის გასვლამდე 2 თვით ადრე. 11. ადგილზე ან ვირტუალური სამუშაო უბნების შეფასება იწყება საწყისი შეკრებით, რომელშიც მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფი და განმცხადებლის წარმომადგენლები მენეჯმენტის ჩათვლით. შეფასების ჯგუფის წევრები განახორციელებენ შეფასებას პროგრამის შესაბამისად. აკრედიტებული პირი ვალდებულია შეუწყოს ხელი შეფასების ჯგუფის საქმიანობას. 12. თითოეული შეფასება სრულდება შემაჯამებელი შეხვედრით. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, წამყვანი შემფასებელი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს და აფორმებს მათ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგების, შეუსაბამობების შესახებ. შეფასების ჯგუფის წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები შეფასების თაობაზე და გასცენ რეკომენდაციები აკრედიტებული პირის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის. 13. შეფასების შეუსაბამობების ხარისხი მოიცავს: ა) მცირე – შეუსაბამობა შესაძლებელია გამოსწორდეს შეფასების პროცესში ან/და გამოსწორება გადამოწმდება საკ-ის მიერ შემდეგ შეფასებამდე ან მისი განხორციელებისას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით; ბ) მნიშვნელოვანი – შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 თვე. გ) კრიტიკული – გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. კრიტიკული შეუსაბამობა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი. კრიტიკული შეუსაბამობა არის: გ.ა) მიუკერძოებლობის რისკების იდენტიფიცირების, დოკუმენტირების, დემონსტრირების, მათი მინიმიზაციის და აღმოფხვრის მენეჯმენტის არარსებობა; გ.ბ) შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკურ საქმიანობასთან და რომელიც მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე ან არასწორ პრაქტიკაზე; გ.გ) ისეთი შეუსაბამობა მენეჯმენტში, რომელიც საფრთხეს უქმნის ხარისხის მენეჯმენტის მთელ სისტემას; გ.დ) მოქმედება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შესაბამისობის შეფასების შედეგზე და აქედან გამომდინარე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს. 14. განმცხადებელმა უნდა გაანალიზოს აღმოჩენილი შეუსაბამობები და წარმოადგინოს მაკორექტირებელი ღონისძიებები, ერთობლივი შეთანხმებით, დგინდება გონივრული ვადებში. 15. აღმოჩენილი შეუსაბამობებზე, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: ა) შეუსაბამობის მიზეზი; ბ) მაკორექტირებელი ღონისძიებები; გ) განახორციელოს გატარებული მაკორექტირებელი ღონისძიებების ანალიზი. 16. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, აკრედიტებული პირი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში წარუდგენს ჯგუფის ხელმძღვანელს განსახილველად. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ადეკვატურობა თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, ჯგუფის ხელმძღვანელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. 17. წამყვანი შემფასებლის მიერ, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ფორმდება „შეფასების ანგარიში“, ხელი მოეწერება შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ და განმცხადებელს მიეწოდება განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან ჩაჰბარდება ხელზე. 18. თუ „შეფასების ანგარიშში“ არსებობს განსხვავება ადგილზე გამოთქმულ შეუსაბამობების ფურცელში დაფიქსირებულ და ანგარიშში ასახულ შეუსაბამობებს შორის, ამის შესახებ ჯგუფის ხელმძღვანელმა წერილობითი უნდა აცნობოს აკრედიტებულ პირს და განმარტოს განსხვავების მიზეზი. 19. თუ ორი წლის განმავლობაში აკრედიტებულ პირს არ განუხორციელებია საქმიანობა აკრედიტაციის სფეროს გარკვეულ ნაწილში, მას შეუჩერდება აკრედიტაცია შესაბამის სფეროში. 20. თუ აკრედიტებული პირი უზრუნველყოფს ყოველწლიური შეფასების წარმატებით დასრულებას, მას გაუგრძელდება აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა. 21. აკრედიტაციის 4-წლიანი ციკლის დასრულებამდე განმეორებითი აკრედიტაცია უნდა დაიგეგმოს და გახორციელდეს წინა შეფასებების დროს მიღებული შედეგების გათვალისწინებით. განმეორებითმა შეფასებებმა უნდა დაადასტუროს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობა აკრედიტაციის სქემებით გათვალისწინებული საქმიანობასთან მიმართებაში. 22. რეკომენდებულია, რომ აკრედიტებულმა ორგანომ უწყვეტი აკრედიტაციის სტატუსის შესანარჩუნებლად აკრედიტაციის ცენტრში წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოწმობის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე. 23. განმეორებითი აკრედიტაციის დასრულების შემდეგ საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. განმეორებითი აკრედიტაციის წარმატებით დასრულების შემდეგ აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაიცემა აკრედიტაციის ახალი მოწმობა. მუხლი 2. არაგეგმური შეფასება 1. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმურ შეფასებას. არაგეგმური შეფასება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში: ა) საერთაშორისო სტანდარტების, ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში არსებითი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში; ბ) იმ პირების აკრედიტაციის აღდგენის მიზნით, რომლებსაც საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუჩერდათ აკრედიტაცია; გ) ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან არგუმენტირებული წერილობითი მომართვის, საჩივრის და ინფორმაციის საფუძველზე, სადაც ის გამოხატავს უკმაყოფილებას შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. 2. გენერალური დირექტორის დავალებით პასუხისმგებელი პირი ახორციელებს მომართვასთან, საჩივართან, ინფორმაციასთან დაკავშირებული მასალების შესწავლას საკ 1.11:2019 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურას“ შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირისაგან შესაძლოა გამოთხოვილი იქნეს დამატებითი ინფორმაცია. 3. პასუხისმგებელი პირის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზნით ადგილზე ვიზიტის შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება აკრედიტებულ პირს. 4. არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული შემფასებელთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასების სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს დაინტერესებული ადმინისტრაციული და სამოქალაქო ორგანოების წარმომადგენლებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს აკრედიტებულ პირს. 5. აკრედიტებული პირის მიერ არაგეგმურ შეფასების ჩატარებაზე უარს მოჰყვება აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება ან აკრედიტაციის სფეროს შემცირება. 6. არაგეგმური შეფასება ხორციელდება აკრედიტებულ პირთან წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. არაგეგმური შეფასების დროს შეფასებას ექვემდებარება ის საკითხები, რომლებიც გახდა არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი. 7. არაგეგმური შეფასების განხორციელების პროცედურები გეგმური შეფასების იდენტურია, გარდა საკ 1.2:2019-ის მუხლი 2-ის გ) ქვეპუნქტში მოცემულ შემთხვევაში, რა დროსაც აკრედიტაციის ცენტრი არაგეგმურ შეფასებას ახორციელებს საკუთარი ხარჯებით. 8. აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად აკრედიტებული პირებმა უნდა მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრული საქმიანობის შესახებ და ასევე, ინფორმაცია რომელიც მოცემულია საკ. 1.1:2019-ის, მუხლი 16-ის, მე-2 პუნქტში. 9. ინფორმაციის არმიწოდება/არასრულად მიწოდება ხდება არაგეგმური შეფასების ჩატარების მიზეზი, რასაც შესაძლოა მოჰყვეს აკრედიტაციის მოწმობის ვადის შეჩერება ან/და შემცირება ან/და გაუქმება. 10. არაგეგმური შეფასების შემდეგ, ჯგუფის ხელმძღვანელს ცვლილებები შეაქვს ყოველწლიური შეფასების პროგრამაში, რასაც ასევე აცნობებს აკრედიტებულ პირის. 11. არაგეგმური შეფასების შედეგები ფორმდება შესაბამის ანგარიშში, რომელშიც შეფასება ეძლევა აკრედიტებული პირის ფაქტობრივ მდგომარეობას. ანგარიში მიეწოდება აკრედიტებულ პირს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან ჩაჰბარდება ხელზე. 12. არაგეგმური შეფასების ანგარიში განსახილველად გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ), გაუქმების ან შემცირების, აქტუალიზაციის თაობაზე. 13. ჩატარებულ არაგეგმური შეფასების ფარგლებში აკრედიტებული პირის აკრედიტაციის შეჩერების და აღდგენის პროცედურა იხილეთ საკ 1.1:2019-ის თავი IV-ის 1-ლ მუხლში. მუხლი 3. აკრედიტაციის ციკლის ან არაგეგმური შეფასების შედეგების განხილვა. 1. აკრედიტაციის ციკლის ან არაგეგმური შეფასების შედეგად დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არგამოსწორების შემთხვევაში, საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტებულ პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით,ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია სფეროს შეჩერებიდან 3 თვის შემდეგ დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს. აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტებულმა პირმა სფეროს გაფართოების მიზნით შეუძლია მიმართოს 3 თვის შემდეგ. 2. თუ დაფიქსირდა იგივე კრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც დაფიქსირებული იყო წინა შეფასების დროს, პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ შეუსაბამობის ადეკვატურად. აკრედიტაციის სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება და აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია განმეორებითი აკრედიტაციის გზით. ხოლო სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია სფეროს შეჩერებიდან 3 თვის შემდეგ დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით. ორივე შემთხვევაში, აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს. 3. აკრედიტაციის შეჩერების, აკრედიტაციის სფეროს შემცირების, დამატებით სფეროში აკრედიტაციის მინიჭების, აკრედიტაციის გაუქმების და სფეროს აქტუალიზაციის შემთხვევაში საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე. კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად, გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის შესაბამისი განკარგულება. აკრედიტაციის განახლებული სფეროს და აკრედიტაციის განახლებული მოწმობის გაცემის შემთხვევაში, მოწმობის მოქმედების ვადა რჩება უცვლელი. გაკეთდება შესაბამისი მითითება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და არგუმენტირებული მითითებით ეცნობება მეორე მხარეს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელფოსტის მისამართზე ან წერილობით ჩაჰბარდება ხელზე. 4. თუ აკრედიტებული პირი არ ეთანხმება აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებას, მან აკრედიტაციის ცენტრიდან წერილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეიტანოს აკრედიტაციის ცენტრში აპელაცია. აპელაცია განიხილება აკრედიტაციის ცენტრის საკ 1.11:2019 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურას“ შესაბამისად. საკ 1.3:2019 – წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის[1] მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტთან – სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 „ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მიმართ“ შესაბამისობის შესაფასებლად. აკრედიტაციის პროცედურები ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019 – ში. 4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის: EA, ILAC, IAF და სხვა სექტორული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებს, აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). მუხლი 2 მოთხოვნები საგამოცდო და/ან საკალიბრო ლაბორატორიებს მიმართ 1. ლაბორატორია უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი. 2. განმცხადებელი, რომელიც გამოცდის ან დაკალიბრების გარდა ახორციელებს სხვა საქმიანობას (წარმოება, გაყიდვა, სერტიფიკაცია, ინსპექტირება, პროექტირება, და ა.შ.) სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოახდინოს საქმიანობის მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ობიექტურობის და არადისკრიმინაციული მიდგომის დემონსტრირება, იმისათვის, რომ სხვა საქმიანობამ ზიანი არ მიაყენოს გამოცდის და/ან დაკალიბრების შედეგებს. განმცხადებლის პროცედურები და პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიუკერძოებლობებზე და დამოუკიდებლობაზე (საკუთრება და ინტერესები, ორგანიზაციული ასპექტები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ფინანსური საკითხები, პერსონალი და სხვ.). 3. საგამოცდო და/ან საკალიბრო ლაბორატორია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, იმისათვის რომ მომსახურებამ დააკმაყოფილოს სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნები. მუხლი 3. საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიის აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის, რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ, შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას (იხ. საკ.1.1:2019 და საკ1.2:2019), რომლის მიზანია ლაბორატორიის საქმიანობაზე პრაქტიკული დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი ლაბორატორიის საქმიანობაზე დაკვირვებას/ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 5. პირველადი შეფასების დროს განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 6. თუ საგამოცდო ლაბორატორია თვითონ უზრუნველყოფს თავისი ხელსაწყო-მოწყობილობების დაკალიბრებას, მაშინ საგამოცდო ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მიკვლევადობა სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ის მოთხოვნების შესაბამისად. 7. საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საკვალიფიკაციო ტესტირებაში ან/და ლაბორატორიათშორის გამოცდებში, ისე, რომ აკრედიტაციის მთელი ციკლის განმავლობაში მოიცვან სრულად აკრედიტაციის სფერო. 8. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ლაბორატორიების მონიტორინგს – ყოველწლიური შეფასების გზით. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს, ასევე შეფასდება ლაბორატორიის შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 9. აკრედიტაციის ციკლის (ყოველწლიური შეფასება და განმეორებითი აკრედიტაცია) ფარგლებში, ყოველწლიური შეფასების დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩევის პროცედურების გამოყენებით შეფასდება ლაბორატორიის ყველა უბანი და ყველა მეთოდი ლაბორატორიის მოთხოვნების და მოცულობის გათვალიწინებით. 10. საკ 1.1:2019-ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 11. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება ლაბორატორიის განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასებების შედეგები. 12. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს ახალ გამოსაცდელ პროდუქტს ან/და დაკალიბრების ობიექტს, მეთოდებს, უკვე არსებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში ან ახალ სამუშაო უბანს. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 13. აკრედიტაციის ცენტრმა ლაბორატორიებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივრის შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. ლაბორატორია ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.11:2019). 14. აკრედიტებულმა საგამოცდო ლაბორატორიებმა აკრედიტაციის ცენტრში განაცხადი აკრედიტაციის მოქნილი სფეროს მინიჭების შესახებ უნდა გააკეთონ ყოველწლიური შეფასების ან განმეროებითი აკრედიტაციის სამუშაოების განხორციელებამდე 3 თვითი ადრე. თითოეული აკრედიტებული ლაბორატორია პასუხისმგებელია თავისი აკრედიტაციის სფეროს მოქნილობაზე, მოქნილი აკრედიტაციის სფეროსა და მოქნილობის განსაზღვრისათვის ISO/IEC 17025 მოთხოვნების შესაბამისად. ლაბორატორიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მათი მიდგომა კონტროლდება და შემოწმებულია შერჩეული ტიპის მოქნილობისთვის და დანერგილია ლაბორატორიის მენეჯმენტის სისტემაში. 15. საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის მოქნილი სფეროს მინიჭება: ა) 1 ტიპი განახლებული სტანდარტის და/ან ტექნიკურად ეკვივალენტური მეთოდის/პროცედურის ჩათვლით, რომელიც მოწოდებულია გაზომვის პრინციპების შენარჩუნების პირობით. მოთხოვნები: აკრედიტებული სტატუსი მინიმუმ 1 წელი შენიშვნა: საგამოცდო/სამედიცინო ლაბორატორიებმა შეიძლება მოითხოვონ ამ ტიპის აკრედიტაცია მოქნილი სფეროს შესაფასებლად ყოველწლიურ შეფასებამდე 3 თვით ადრე. ბ) 2 ტიპი აკრედიტებული მეთოდის/პროცედურის და ლაბორატორიის მიერ შემუშავებული მეთოდის/პროცედურის მოდიფიკაცია და/ან გამოცდის პარამეტრების გაფართოება იმ პირობით, რომ გაზომვის პრინციპი შენარჩუნდა. მოთხოვნები: აკრედიტებული სტატუსი მინიმუმ 3 წელი. გ) 3 ტიპი გამოცდის მეთოდების შემუშავება აკრედიტებული გამოცდების ფარგლებში, როდესაც გაზომვის პრინციპი შენარჩუნებულია. მოთხოვნები: ლაბორატორიამ უნდა მოახდინოს 2 ტიპის მოქნილობის წარმატებული დემონსტრირება. მუხლი 4. ნიმუშების აღება 1. ნიმუშის აღება უნდა იყოს დაკავშირებული შემდგომ გამოცდასთან და დაკალიბრებასთან. 2. თუ ლაბორატორია იღებს მასალების ან პროდუქტის ნიმუშებს შემდგომი გამოცდის ან დაკალიბრების მიზნით როგორც ადგილზე, ასევე ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ, მაშინ ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს ნიმუშების აღების პროცედურა და გეგმა, სადაც შესაძლებელია უნდა ეფუძნებოდეს სტატისტიკურ მეთოდებს. 3. შემფასებლები შეაფასებენ, არის თუ არა აღწერილი პროცედურა და გეგმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და განახორციელებენ ვიზიტებს შესაბამის სამუშაო უბნებზე/ფილიალებში, სადაც ხდება ნიმუშის აღება. საკ 1.4:2019 – წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პროდუქტის (მათ შორის მომსახურების და პროცესების) სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის პროცედურებს პროდუქტის, მომსახურების და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოების, სსტ ისო 15189:2012/2015 „სამედიცინო ლაბორატორიები – მოთხოვნები ხარისხსა და კომპეტენციასთან დაკავშირებით“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019 – ში. 4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის: EA და ILAC-ის დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). მუხლი 2 მოთხოვნები სამედიცინო ლაბორატორიებს მიმართ 1. ლაბორატორია უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ნაწილი. 2. სამედიცინო ლაბორატორია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, იმისათვის რომ მომსახურებამ დააკმაყოფილოს სსტ ისო 15189:2012/2015-ის მოთხოვნები. 3. განმცხადებელი, რომელიც სამედიცინო გამოცდის გარდა ახორციელებს სხვა საქმიანობას (წარმოება, გაყიდვა, სერტიფიკაცია, ინსპექტირება, პროექტირება, და ა.შ.) სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოახდინოს საქმიანობის მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ობიექტურობის და არადისკრიმინაციული მიდგომის დემონსტრირება, იმისათვის რომ სხვა საქმიანობამ ზიანი არ მიაყენოს შედეგებს. განმცხადებლის პროცედურები და პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიუკერძოებლობებზე და დამოუკიდებლობაზე (საკუთრება და ინტერესები, ორგანიზაციული ასპექტები, ფინანსური საკითხები, პერსონალი და სხვ.). 4. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სამედიცინო ლაბორატორიის თაობაზე. მათ შორის, შესაბამისი სტანდარტები და გამოცდის მეთოდები. მონაცემები და გეგმა-გრაფიკი საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შესახებ. 5. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს გაზომვის განუსაზღვრელობის გათვალისწინების პროცედურა და თავისი მიდგომა გაზომილი რაოდენობრივი მნიშვნელობების შედეგების ინტერპრეტაციისას. მუხლი 3. სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიის შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის, რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო 15189:2012/2015 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს – განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას (იხ. საკ 1.1:2019 და საკ 1.2:2019), რომლის მიზანია ლაბორატორიის საქმიანობაზე პრაქტიკული დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი ლაბორატორიის საქმიანობაზე დაკვირვებას/ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 5. პირველადი შეფასების დროს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 6. თუ სამედიცინო ლაბორატორია თვითონ უზრუნველყოფს თავისი ხელსაწყო-მოწყობილობების დაკალიბრებას, მაშინ საგამოცდო ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მიკვლევადობა სსტ ისო 15189:2012/2015-ის მოთხოვნების შესაბამისად. 7. სამედიცინო ლაბორატორიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საკვალიფიკაციო ტესტირებაში ან/და ლაბორატორიათშორის გამოცდებში, ისე, რომ აკრედიტაციის მთელი ციკლის განმავლობაში მოიცვან სრულად აკრედიტაციის სფერო. 8. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ლაბორატორიების ყოველწლიურ შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს ასევე შეფასდება ლაბორატორიის შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 9. აკრედიტაციის ციკლის (ყოველწლიური შეფასება და განმეორებითი აკრედიტაცია) ფარგლებში, ყოველწლიური შეფასების დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩევის პროცედურების გამოყენებით შეფასდება ლაბორატორიის ყველა უბანი და ყველა მეთოდი ლაბორატორიის მოთხოვნების და მოცულობის გათვალისწინებით. 10. საკ 1.1:2019-ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 11. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება ლაბორატორიის განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასების შედეგები. 12. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს ახალ საკვლევ მასალას, მეთოდებს, უკვე არსებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში ან ახალ სამუშაო უბანს. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 13. აკრედიტაციის ცენტრმა ლაბორატორიებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივარი შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. ლაბორატორია ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.11:2019). 14. აკრედიტებულმა საგამოცდო ლაბორატორიებმა აკრედიტაციის ცენტრში განაცხადი აკრედიტაციის მოქნილი სფეროს მინიჭების შესახებ უნდა გააკეთონ ყოველწლიური შეფასების ან განმეროებითი აკრედიტაციის სამუშაოების განხორციელებამდე 3 თვით ადრე. თითოეული აკრედიტებული ლაბორატორია პასუხისმგებელია თავისი აკრედიტაციის სფეროს მოქნილობაზე, მოქნილი აკრედიტაციის სფეროსა და მოქნილობის განსაზღვრისათვის ISO 15189 მოთხოვნების შესაბამისად. ლაბორატორიამ უნდა დაამტკიცოს, რომ მათი მიდგომა კონტროლდება და შემოწმებულია შერჩეული ტიპის მოქნილობისთვის და დანერგილია ლაბორატორიის მენეჯმენტის სისტემაში. 15. საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაციის მოქნილი სფეროს მინიჭება: ა) 1 ტიპი განახლებული სტანდარტის და/ან ტექნიკურად ეკვივალენტური მეთოდის/პროცედურის ჩათვლით, რომელიც მოწოდებულია გაზომვის პრინციპების შენარჩუნების პირობით. მოთხოვნები: აკრედიტებული სტატუსი მინიმუმ 1 წელი შენიშვნა: საგამოცდო/სამედიცინო ლაბორატორიებმა შეიძლება მოითხოვონ ამ ტიპის აკრედიტაცია მოქნილი სფეროს შესაფასებლად ყოველწლიურ შეფასებამდე 3 თვით ადრე. ბ) 2 ტიპი აკრედიტებული მეთოდის/პროცედურის და ლაბორატორიის მიერ შემუშავებული მეთოდის/პროცედურის მოდიფიკაცია და/ან გამოცდის პარამეტრების გაფართოება იმ პირობით, რომა გაზომვის პრინციპი შენარჩუნდა. მოთხოვნები: აკრედიტებული სტატუსი მინიმუმ 3 წელი. გ) 3 ტიპი გამოცდის მეთოდების შემუშავება აკრედიტებული გამოცდების ფარგლებში, როდესაც გაზომვის პრინციპი შენარჩუნებულია. მოთხოვნები: ლაბორატორიამ უნდა მოახდინოს 2 ტიპის მოქნილობის წარმატებული დემონსტრირება. მუხლი 4. სინჯის/ნიმუშის აღება 1. თუ ლაბორატორია იღებს სინჯებს/ნიმუშებს, როგორც ადგილზე ან ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ, მაშინ ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს ნიმუშების აღების პროცედურა და გეგმა, სადაც შესაძლებელია, შესაბამის შემთხვევაში, უნდა ეფუძნებოდეს სტატისტიკურ მეთოდებს. 2. შემფასებლები შეაფასებენ არის თუ არა აღწერილი პროცედურა და გეგმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და განახორციელებენ ვიზიტებს შესაბამის სამუშაო უბნებზე/ფილიალებში, სადაც ხდება სინჯის/ნიმუშის აღება. საკ 1.5:2019 – წესები და პროცედურები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, კომპეტენციის, თანმიმდევრული საქმიანობის მიმართ. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის პროცედურებს პროდუქტის, მომსახურების და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოების, სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019-ში. 4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის, EA და IAF-ის დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). მუხლი 2. მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოს მიმართ 1. სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული ორგანიზაციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ეკისრება იურიდიული პასუხისმგებლობა სერტიფიკაციის ყოველგვარ საქმიანობაზე 2. პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანო უნდა წარმოადგენდეს მესამე მხარეს – შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს, რომელიც ფუნქციონირებს სერტიფიკაციის სქემების შესაბამისად. 3. სერტიფიკაციის ორგანო შესაძლოა იყოს სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია (რომელსაც მინიჭებული აქვს (ან არა) რეგულირების უფლებამოსილება). 4. სერტიფიკაციის ორგანო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, იმისათვის რომ მომსახურებამ დააკმაყოფილოს სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-ის მოთხოვნები. 5. აკრედიტაციის ცენტრის მიერ სერტიფიკაციის ორგანოების შეფასება ხორციელდება ნებაყოფლობით და კანონით რეგულირებულ სფეროებში. 6. სერტიფიკაციის მთავარი მიზანია მისცეს გარანტია ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ პროდუქტები, პროცესები და მომსახურება აკმაყოფილებს სპეციფიკურ მოთხოვნებს. დამაჯერებლობის და ნდობის ხარისხი, რომელიც დგინდება მესამე მხარის მიერ გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუკერძოებლობის და კომპეტენტურობის დემონსტრირებით, განსაზღვრავს სერტიფიკაციის ფასეულობას. 7. სერტიფიკაციით დაინტერესებულ მხარეებად ითვლებიან: ა) სერტიფიკაციის ორგანოს მომხმარებლები; ბ) სერტიფიცირებული პროდუქტის მწარმოებელი ორგანიზაციების მომხმარებლები; გ) მთავრობის უფლებამოსილი პირები; დ ) არასამთავრობო ორგანიზაციები; ე) მომხმარებლები და საზოგადოების წარმომადგენლები. 8. სერტიფიკაციის ორგანო პასუხისმგებელია სერტიფიკაციის მინიჭების, შენარჩუნების, განმეორებითი სერტიფიკაციის, სერტიფიკაციის სფეროს შემცირება/გაფართოების, სერტიფიკაციის შეჩერება/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებაზე. 9. აკრედიტაციის ცენტრი მოითხოვს პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოსაგან, რომ აკრედიტაციის სფეროში პროდუქტის, სტანდარტის, ნორმატიული დოკუმენტების გარდა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება შესაბამისობის შეფასება, ასევე მითითებული იყოს სერტიფიკაციის სქემები ან მოდულები, სისტემები და პროცედურები, რომლებიც გამოიყენება აკრედიტებულ საქმიანობაში. მუხლი 3. სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის, რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ შემფასებელი ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას, რომლის მიზანია სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 5. სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია, საკუთარ მომხმარებელთან შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოს აკრედიტაციის შემფასებელთა ჯგუფის დაშვება პროდუქტის, პროცესისა და მომსახურების სერტიფიკაციის ადგილებზე. 6. პირველადი შეფასების დროს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის პროდუქტის, პროცესების და მომსახურების სერტიფიკაციის პროცესი, ასევე უნდა განხორციელდეს პროდუქტის, პროცესისა და მომსახურების სერტიფიკაციის პროცესზე დაკვირვება, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 7. სერტიფიკაციის ორგანომ სერტიფიკაციისთვის განსაზღვრული პროდუქტის, პროცესის და მომსახურების ნიმუშის აღებისას, სადაც შესაძლებელია უნდა უზრუნველყოს გაზომვის განუსაზღვრელობის განსაზღვრა. 8. სერტიფიკაციის ორგანომ უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის ცენტრს შესაფასებლად მისი კონტროლის ქვეშ მყოფი შიდა და გარე რესურსების შესაბამისობა საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული და სერტიფიკაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან: გამოცდისთვის – ISO/IEC 17025; ინსპექტირებისთვის – ISO/IEC 17020 და მენეჯმენტის სისტემის აუდიტისთვის – ISO/IEC 17021, მაშინ, როდესაც: ა) სერტიფიკაციის ორგანო ეყრდნობა შიდა ექსპერტიზას; ბ) სერტიფიკაციის ორგანოს კონტროლის დონე გამოცდაზე, ზედამხედველობაზე და მენეჯმენტის სისტემის შეფასებაზე შესაბამისია სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 სტანდარტის მოთხოვნებთან; გ) დადასტურებულია სერტიფიკაციაზე გადაწყვეტილების მიღების საიმედოობა. 9. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოების ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს ასევე შეფასდება სერტიფიკაციის ორგანოს შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 10. სერტიფიკაციის ორგანო შეფასდება იმგვარად, რომ აკრედიტაციის ციკლის (ყოველწლიური შეფასება და განმეორებითი აკრედიტაცია) ფარგლებში ყოველწლიური შეფასების დროს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩევის პროცედურების გამოყენებით, შეფასდება ყველა პროდუქტი, პროცესი, მომსახურება სერტიფიკაციის სქემებთან, მოთხოვნებთან და მოდულებთან მიმართებაში. 11. საკ 1.1:2019-ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 12. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება სერტიფიკაციის ორგანოს განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასებების შედეგები. 13. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს სერტიფიკაციის ახალ პროდუქტს, სქემას, მოდულს, მეთოდებს, სახეობას, პროცედურებს. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 14. აკრედიტაციის ცენტრი სერტიფიკაციის ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივრის შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. სერტიფიკაციის ორგანომ უნდა ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.11:2019). საკ 1.6:2019 – წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 -თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისათვის. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების – სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019-ში. 4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები, მათ შორის: EA და IAF დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, (www.gac.gov.ge), შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). მუხლი 2. მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს მიმართ 1. აკრედიტაციის ცენტრი შეფასების გზით ადასტურებს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს კომპეტენტურობას დადგენილი სერტიფიკაციის სქემის მიხედვით. თავის მხრივ, სერტიფიკაცია წარმოადგენს პერსონალის კომპეტენციის დადასტურებას სპეციფიკურ მოთხოვნებთან. 2. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის განსაზღვრული ნაწილი, რათა კანონიერად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ საქმიანობაზე. 3. სერტიფიკაციის ორგანო პასუხისმგებელია სერტიფიკაციის მინიჭების, შენარჩუნების, განმეორებითი სერტიფიკაციის, სერტიფიკაციის სფეროს შემცირება/გაფართოების, სერტიფიკაციის შეჩერება/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებაზე. 4. სერტიფიკაციის ორგანომ სერტიფიკაცია უნდა წარმართოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ შემფასებელი ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას, რომლის მიზანია პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 5. სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს აკრედიტაციის შემფასებელთა ჯგუფის დაშვება სერტიფიკაციის ადგილებზე. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოსათვის დასაკვირვებელი ღონისძიება შეიძლება იყოს ორგანიზაციის სერტიფიკაციის/საგამოცდო პროცესი თითოეული სერტიფიკაციის სქემისთვის აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად. 6. პირველადი შეფასების დროს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა შეფასდეს გაცხადებული ყველა სერტიფიკაციის სქემა, ასევე უნდა განხორციელდეს პერსონალის სერტიფიკაციის პროცესზე, სქემაზე და უბანზე/ფილიალზე დაკვირვება, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 7. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოების ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს ასევე შეფასდება სერტიფიკაციის ორგანოს შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 8. სერტიფიკაციის ორგანო შეფასდება იმგვარად, რომ აკრედიტაციის ციკლის (ყოველწლიური შეფასება და განმეორებითი აკრედიტაცია) ფარგლებში ყოველწლიური შეფასების დროს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩევის პროცედურების გამოყენებით, შეფასდება ყველა სერტიფიკაციის სქემა. 9. საკ 1.1:2019-ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 10. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა, განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასებების შედეგები. 11. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს სერტიფიკაციის ახალ, სქემას, ტიპს, სტანდარტს ნორმატიულ მოთხოვნას. აკრედიტაციის სფერო გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 12. აკრედიტაციის ცენტრი პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივარი შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანომ უნდა ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.11:2019). საკ 1.7:2019 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოების აკრედიტაციისათვის. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს მენეჯმენტის სისტემის აუდიტისა და სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოების – სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019-ში. 4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებული საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის, EA და IAF-ის დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). მუხლი 2. მოთხოვნები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს მიმართ 1. აკრედიტაციის ცენტრი შეფასების გზით ადასტურებს აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს კომპეტენტურობას დადგენილი სერტიფიკაციის სქემის მიხედვით. 2. აუდიტისა და მენეჯმენტის სერტიფიკაციის ორგანო უნდა იყოს იურიდიული პირი ან იურიდიული პირის განსაზღვრული ნაწილი, რათა კანონიერად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ საქმიანობაზე. 3. სერტიფიკაციის ორგანო პასუხისმგებელია სერტიფიკაციის მინიჭების, შენარჩუნების, განმეორებითი სერტიფიკაციის, სერტიფიკაციის სფეროს შემცირება/გაფართოების, სერტიფიკაციის შეჩერება/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებაზე. 4. სერტიფიკაციის ორგანომ სერტიფიკაცია უნდა წარმართოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3. აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ შემფასებელი ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას, რომლის მიზანია პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვებას ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 5. სერტიფიკაციის ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს აკრედიტაციის შემფასებელთა ჯგუფის დაშვება სერტიფიკაციის ადგილებზე. 6. პირველადი და განმეორებითი შეფასების დროს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა მოხდეს სერტიფიკაციის პროცესზე დაკვირვება IAF MD 17:2015-ში განსაზღვრულ ყველა კრიტიკულ IAF კოდზე, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 7. აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში, საკ-ი სხვა საქმიანობებთან ერთად ახორციელებს IAF-ის ყველა ტექნიკურ ჯგუფში ერთხელ მაინც დაკვირვებას. ასევე სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია დაკვირვების შერჩევის დროს: ა) გამოცემული სერტიფიკატების რაოდენობა; ბ) აუდიტორების რაოდენობა; გ) განსხვავებული აუდიტორები; დ) ზედამხედველობა და ხელახალი სერტიფიცირება; ე) კომპლექსური მომხმარებელი, კომბინირებული აუდიტები, აუდიტი რამდენიმე უბანზე. ვ) ქვეყნები, სადაც ტარდება სერტიფიკაციის პროცესის აუდიტი. 8. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოს ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს სერტიფიკაციის ორგანოს საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს, ასევე შეფასდება სერტიფიკაციის ორგანოს შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 9. სერტიფიკაციის ორგანო შეფასდება იმგვარად, რომ აკრედიტაციის ციკლის (ყოველწლიური შეფასება და განმეორებითი აკრედიტაცია) ფარგლებში ყოველწლიური შეფასების დროს, აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩევის პროცედურების გამოყენებით, შეფასდება ყველა პროდუქტი, პროცესი, მომსახურება სერტიფიკაციის სქემებთან, მოთხოვნებთან და მოდულებთან მიმართებაში. 10. საკ 1.1:2019-ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 11. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება სერტიფიკაციის ორგანოს განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა, განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასებების შედეგები. 12. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს სერტიფიკაციის ახალ, სქემას, სტანდარტს, ნორმატიულ მოთხოვნას. აკრედიტაციის სფერო გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 13. აკრედიტაციის ცენტრი პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივარი შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანომ უნდა ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.11:2019). საკ 1.8:2019 – წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის პროცედურებს, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო აკრედიტაციის პრაქტიკის საფუძველზე და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმნეტს ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციისთვის. 2. დოკუმენტი ადგენს პროცედურას სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019–ში. 4. აკრედიტაციის მაძიებელმა ინსპექტირების ორგანოებმა უნდა დააკმაყოფილონ EA, ILAC საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნები, ასევე აკრედიტაციის ცენტრის საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წესების, პროცედურების და პოლიტიკის მოთხოვნები. აღნიშნულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს და აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემუშავებულ წესებს, პროცედურებს და პოლიტიკებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე www.gac.gov.ge. მუხლი 2. ინსპექტირების ორგანოს ტიპები 1. ინსპექტირების ორგანოები მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესაბამისად არის სამი ტიპის A, B, C: • A ტიპი – ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორციელებს მესამე მხარის ინსპექტირებას (მესამე მხარის ინსპექტირების ორგანო); • B ტიპი – ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორცილებს პირველი მხარის ინსპექტირებას, მეორე მხარის ინსპექტირებას ან ორივეს ერთად, რომელიც ქმნის ორგანიზაციის ცალკეულ, იდენტიფიცირებულ ნაწილს და ჩართულია ინსპექტირების ობიექტის დიზაინის, წარმოების, მიწოდების, ინსტალაციის, გამოყენების, შენახვის, მომსახურების პროცესში და ინსპექტირების სერვის ახორციელებს მხოლოდ შიდა ორგანიზაციული მოთხოვნებისათვის; • C ტიპი – ინსპექტირების ორგანო, რომელიც ახორცილებს პირველი მხარის ინსპექტირებას, მეორე მხარის ინსპექტირებას ან ორივეს ერთად, ქმნის იდენტიფიცირებულ მაგრამ არა აუცილებლად ორგანიზაციის ცალკეულ ნაწილს და ჩართულია ინსპექტირების ობიექტის დიზაინის, წარმოების, მიწოდების, ინსტალაციის, გამოყენების, შენახვის, მომსახურების პროცესში და ინსპექტირების სერვის ახორციელებს როგორც შიდა ორგანიზაციული მოთხოვნებისათვის, სხვა ორგანიზაციისათვის ან ორივესთვის ერთად. 2. ინსპექტირების ორგანოები ვალდებულნი არიან შექმნან მათ მიერ განხორციელებული ინსპექტირების ობიექტის ამსახველი ფოტოან ვიდეო მასალა, ასევე შეინახონ ინსპექტირებულ კვანძებზე, აგრეგატებზე და დეტალებზე. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები და წარუდგინონ აკრედიტაციის ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში და მათ შორის ყოველწლიური შეფასების დროს. 3. ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა ავტომობილების პირველადი და განმეორებითი ტესტირების ფოტოფიქსირება უნდა აწარმოონ უშუალოდ ინსპექტირების ხაზზე. მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების და სამშენებლო სფერო ინსპექტირების ორგანოებმა ინსპექტირების ობიექტის (ლიფტი, ესკალატორი, საბაგირო, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი, სამშენებლო ზედამხედველობის პროცესი და ა.შ.) ფოტოფიქსირება უნდა აწარმოონ უშუალოდ ობიექტის ინსპექტირების პროცესში და მოახდინონ ფოტოზე ინსპექტირების თარიღის და დროის ფიქსირება. 4. ინსპექტირების ორგანო, რომლისსაქმიანობა მოიცავს გამოცდის ჩატარებას, როგორც ინსპექტირების ნაწილს, მაშინ ასეთი ინსპექტირების ორგანო უნდა შეფასდეს სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „შესაბამისობის შეფასება-მოთხოვნების ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისადმი“ სტანდარტის შესაბამისად და დააკმაყოფილოს „სსტ ისო/იეკ 17025:2010-საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმის“ სტანდარტის შესაბამისი მოთხოვნები. 5. განმცხადებელი, რომელიც ინსპექტირების გარდა ახორციელებს სხვა საქმიანობას (წარმოება, გაყიდვა, სერტიფიკაცია, გამოცდა, დაკალიბრება, პროექტირება, და ა.შ.) სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად უნდა მოახდინოს საქმიანობის მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ობიექტურობის და არადისკრიმინაციული მიდგომის დემონსტრირება, იმისათვის, რომ სხვა საქმიანობამ ზიანი არ მიაყენოს ინსპექტირების შედეგებს. განმცხადებლის პროცედურები და პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ყველა იმ ასპექტს, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის მიუკერძოებლობებზე და დამოუკიდებლობაზე (საკუთრება და ინტერესები, ორგანიზაციული ასპექტები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, ფინანსური საკითხები, პერსონალი და სხვ.). 6. ინსპექციის ორგანო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, იმისათვის რომ მომსახურებამ დააკმაყოფილოს სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 და ILAC P-15/07:2016 „ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციისათვის ისო/იეკ 17020-ის გამოყენება“ მოთხოვნები. კერძოდ: - A ტიპის ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა მონაწილეობდეს ინსპექტირებული პროდუქტის/ობიექტების პროექტირების, წარმოების, მიწოდების, დამონტაჟების, შეძენის, საკუთრების, გამოყენების ან ტექნიკური უზრუნველყოფის საქმეში. პროდუქტი/ობიექტები ამ შემთხვევაში გულისხმობს პროდუქტს/ობიექტებს, რომლებიც მითითებულია ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის სფეროში (მაგ.: წნევის ჭურჭლები). მუხლი 3. ინსპექტირების ორგანოების დაზღვევა 1. ინსპექტირების ორგანოს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის ადეკვატური დაზღვევა/მარაგი, რათა დაფაროს თავისი საქმიანობით გამოწვეული ფულადი ვალდებულებები. 2. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ განსაზღვრული ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს საქართველოს ტერიტორიასაც. მუხლი 4. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ინსპექტირების ორგანოს შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის, რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას (იხ.საკ 1.1:2019 და საკ 1.2:2019), რომლის მიზანია ინსპექტირების ორგანოს საქმიანობაზე პრაქტიკული დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი ინსპექტირების ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვებას /ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 5. პირველადი შეფასების დროს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები უნდა მოხდეს რისკის გათვალისწინება, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 6. თუ ინსპექტირების ორგანო ახორცილებს ლაბორატორიულ გამოცდას, მაშინ ის იქ, სადაც რელევანტურია მონაწილეობას უნდა იღებდეს შესაბამის პროფესიულ ტესტირებებში. 7. ინსპექტირების ორგანოებმა, იქ სადაც შესაძლებელია უნდა დააკმაყოფილონ მიკვლევადობის კრიტერიუმი, უზრუნველყონ გაზომვის განუსაზღვრელობა და მონაწილეობა მიიღონ საკვალიფიკაციო ტესტირებაში და/ან ლაბორატორიათშორის გამოცდებში, ISO/IEC 17025-ის და ILAC-G27:2017 „სახელმძღვანელო გაზომვების შესრულება როგორც ინსპექტირების ორგანოს ნაწილი“ მოთხოვნების შესაბამისად. 8. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ინსპექტირების ორგანოების ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს, ასევე შეფასდება ინსპექტირების ორგანოს შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 9. აკრედიტაციის ციკლის (ყოველწლიური შეფასება და განმეორებითი აკრედიტაცია) ფარგლებში, ყოველწლიური შეფასების დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ შერჩევის პროცედურების გამოყენებით შეფასდება ყველა უბანი და ინსპექტირების ობიექტი ინსპექტირების ტიპის და მოცულობის გათვალისწინებით. 10. საკ 1.1:2019 -ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 11. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება ინსპექტირების ორგანოს განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა, განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასებების შედეგები. 12. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს ინსპექტირების ახალ ობიექტს, ტიპს, მეთოდებს, სახეობას, პროცედურებს უკვე არსებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში ან ახალ სამუშაო უბანს. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 13. აკრედიტაციის ცენტრმა ინსპექტირების ორგანოებთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივარი შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.1:2019-ში). საკ 1.9:2019 – წესები და პროცედურები საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელთა აკრედიტაციისათვის. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელთათვის – სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 „შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის“ სტანდარტთან შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაციის პროცედურები ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში. 3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1:2019-ში. 4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის: EA და ILAC-ის, სხვა სექტორული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებს, და აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური კომიტეტის მიერ მიღებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს, აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე (www.gac.gov.ge), შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს. მუხლი 2 მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების მიმართ 1. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლებს უნდა ჰქონდეთ განმსაზღვრელი თვისებების გაზომვის კომპეტენცია. 2. საერთაშორისო სტანდარტები ისო/იეკ 17025 ან ისო 15189 შეიძლება გამოიყენებოდეს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლის ან ქვეკონტრაქტორის ლაბორატორიის მიერ საკვალიფიკაციო ტესტირების სქემებთან დაკავშირებული გამოცდებისა და გაზომვების განხორციელების კომპეტენციის საჩვენებლად. 3. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თავისი პერსონალის კომპეტენტურობა, მის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული პროგრამების, სტატისტიკური მეთოდების სრულყოფილად ფლობა. 4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას. ასევე ამოწმებს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სტატისტიკურ გამოთვლებში, შედეგების გრაფიკულ გამოსახულებაში და შედეგების ანგარიშგების პროცესში. 5. შეფასდება პროვაიდერის მიერ წარმოდგენილი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის (თუ ასეთი გამოყენებულია) საკვალიფიკაციო ტესტირების პროგრამებში მონაწილეობის მიზანი. 6. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ შედეგებს. ასევე შეფასდება საკვალიფიკაციო ტესტირების სქემები, რომელიც მიეკუთვნება აკრედიტაციის სფეროს. 7. შეფასების ჯგუფი დააკვირდება საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის პროვაიდერის პერსონალის მიერ სქემით განხორციელებულ კონკრეტულ სამუშაოებს. 8. საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის მომწოდებლის სამუშაოების შეფასებისას, შეფასების ჯგუფმა უნდა დაადგინოს პროვაიდერის და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის (თუ ასეთი გამოყენებულია) შესაძლებლობები, განახორციელოს სამუშაოები სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-ის მოთხოვნების და საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესაბამისად. 3. საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელთა აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). 2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო ტესტირების სქემების შესახებ, თავისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე. მათ შორის, დოკუმენტაცია ხარისხის მენეჯმენტის, მიუკერძოებლობის, კონფიდენციალობის და რისკების მენეჯმენტის შესახებ, შიდა აუდიტის და მენეჯმენტის განხილვის დოკუმენტები. 3. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, ჯგუფის ხელმძღვანელის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს – განცხადებული აკრედიტაციის სფერო. 4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას, სტატისტიკურ გამოთვლებს, შედეგების გრაფიკულ გამოსახულებას და შედეგების ანგარიშგების პროცესს. 5. საკვალიფიკაიო ტესტირების მომწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის გამოყენებისას, მომწოდებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქვეკონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016-ის მოთხოვნებს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების მიერ წარმოდგენლი პროგრამების შესაბამისად. 6. დოკუმენტაციის ანალიზის დასრულების შემდეგ, შემფასებელთა ჯგუფი ახორციელებს ადგილზე შეფასებას (იხ. საკ 1.1:2019 და საკ 1.2:2019), რომლის მიზანია მომწოდებლის საქმიანობაზე პრაქტიკული დაკვირვება. შემფასებელთა ჯგუფი მომწოდებლის საქმიანობაზე დაკვირვებას /ახორციელებს ადგილზე ან დისტანციურად ან/და შეფასების ორივე ტექნიკის ერთობლიობის გამოყენებით, რაც დაფუძნებულია აკრედიტებული პირის შეფასების დროს გამოვლენილ რისკებზე. 7. შესაბამისობის შეფასების ორგანომ უნდა უზრუნველყოს პერსონალის, ადგილმდებარეობის, აღჭურვილობის, ინფორმაციის, დოკუმენტების და ჩანაწერების ხელმისაწვდომობა აკრედიტაციის მოთხოვნების შესამოწმებლად. 8. პირველადი შეფასების დროს, განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის საკვალიფიკაციო ტესტირების სქემა და საკვალიფიკაციო ტესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობა, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება. 9. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის მოწმობის 4-წლიანი ვადის მოქმედების განმავლობაში, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების ყოველწლიური შეფასებას. ყოველწლიური შეფასების მიზანია დაადგინოს მომწოდებლების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. ყოველწლიური შეფასების დროს, ასევე შეფასდება საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების შიდა აუდიტის, მენეჯმენტის გადახედვის ანგარიშები, საჩივრების და აპელაციების სტატუსი. 10. საკ 1.1:2019-ში მოცემულია აკრედიტაციის შეჩერებისა, გაუქმებისა, სფეროს შემცირების პროცედურები. 11. პირველად შეფასებასთან დაკავშირებული პროცედურები ასევე ვრცელდება ლაბორატორიის განმეორებით აკრედიტაციაზეც. თუმცა, განმეორებითი აკრედიტაციის დროს აკრედიტაციის ცენტრის მიერ მხედველობაში მიიღება აკრედიტაციის ციკლის განმავლობაში განხორციელებული შეფასებების შედეგები. 12. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლების აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას განაცხადით მომართვის საფუძველზე. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა მოიცავდეს საკვალიფიკაციო ტესტირების მატრიცას ან/და საკვალიფიკაციო ტესტირების სქემას, უკვე არსებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში ან ახალ სამუშაო უბანს. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლოა ასევე ყოველწლიური შეფასების ფარგლებში. 13. აკრედიტაციის ცენტრმა შშო-სთან მიმართებაში შესაძლოა განახორციელოს არაგეგმური შეფასება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვის/საჩივარი შემთხვევაში, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. ლაბორატორია ვალდებულია ითანამშრომლოს აკრედიტაციის ცენტრთან და დაეხმაროს წარმოქმნილი დავების მოგვარებაში (იხ. საკ 1.11:2019). მუხლი 4. ნიმუშების მომზადება 1. თუ საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებელი ან ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია ამზადებს მატრიცას ან პროდუქტის ნიმუშებს შემდგომი საკვალიფიკაციო ტესტირების მიზნით, მაშინ პროვაიდერს უნდა გააჩნდეს მატრიცის/ნიმუშების მომზადების პროცედურები. 2. შემფასებლები შეაფასებენ, არის თუ არა აღწერილი პროცედურა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და განახორციელებენ ვიზიტებს შესაბამის სამუშაო უბნებზე/ფილიალებში, სადაც ხდება მატრიცის/ნიმუშის მომზადება. საკ 1.10 :2019- აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები თავი I. საერთო დებულებები მუხლი 1. გამოყენების სფერო წინამდებარე წესი ადგენს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის კომიტეტის (შემდგომში – კომიტეტი) სტრუქტურას, ფუნქციებსა და მუშაობის ორგანიზების წესს. მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები 1. კომიტეტი წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც განიხილავს აკრედიტაციის სფეროში მიმდინარე, ასევე პერიოდულ საკითხებს და მათზე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 2. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, აკრედიტაციის ცენტრის დებულებით, წინამდებარე წესით, აკრედიტაციის სისტემის წესებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. მუხლი 3. კომიტეტის შემადგენლობა და სტრუქტურა 1. კომიტეტის მუდმივი შემადგენლობა ყალიბდება აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით. 2. კომიტეტის მუდმივ წევრებს აქვთ ხმის უფლება, როდესაც საკითხი დგება კენჭისყრაზე. 3. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტში ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, განსახილველ საკითხთან მიმართებაში განმარტებების მისაცემად ან/და მეთვალყურის სტატუსით. ამ დროს მოწვეული მხარეების მიერ დაცული უნდა იყოს მიუკერძოებლობისა და ინფორმაციის კონფიდენციალობის პრინციპები. თავი II. კომიტეტის ფუნქციები და მუშაობის წესი მუხლი 4. კომიტეტის ფუნქციები 1. აკრედიტაციის კომიტეტის ფუნქციებია: ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირების შეფასების შედეგების განხილვა და მათთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე ან უარის თქმაზე რეკომენდაციის მიღება; ბ) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაციები, საჩივრები) განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება საკ: 1.11:2019 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურის“ შესაბამისად. გ) შეფასების (მათ შორის არაგეგმური) საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების (აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, შემცირების, აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების) მიღება; დ) აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების, პროგრამების, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებისა და ინფორმაციის განხილვა შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის ჩათვლით; ე) წინადადებების შემუშავება აკრედიტებული პირების საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად. 2. კომიტეტი თავის ფუნქციების განხორციელებისას პასუხისმგებელია: ა) მასზე დაკისრებული უფლებების და მოვალეობების შესრულების სისრულეზე და სისწორეზე; ბ) მიღებული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების ობიექტურობაზე; გ) კომიტეტის შემადგენლობაში თავიანთი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვაზე. მუხლი 5. გადაწყვეტილება აკრედიტაციის მინიჭებაზე 1. შეფასების ანგარიშს, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციასა და სხვა თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე განსახილველად და აკრედიტაციის მინიჭებაზე ან უარის თქმაზე რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში და რომლებიც 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენენ თავიანთ რეკომენდაციას გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს დადგენილი ფორმით. 2. რეკომენდაცია ფორმდება დოკუმენტურად და გადაეცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს, რომელიც 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე. 3. გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია საქმეში აღმოჩენილი უზუსტობის ან/და შეუსაბამობის ან/და საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საკითხი უკან გადაუგზავნოს აკრედიტაციის კომიტეტს და ჯგუფის ხელმძღვანელს ან/და გადააგზავნოს აღნიშნული საკითხი აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკურ კომიტეტში. 4. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულების საფუძველზე გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა. მუხლი 6. ყოველწლიური შეფასების და არაგეგმური შეფასების შედეგების განხილვა 1. აკრედიტებული პირების შეფასების (მათ შორის, არაგეგმური) ანგარიშს და თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის სამსახურის უფროსი განსახილველად და რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში. 2. რეკომენდაცია 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინება გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს წერილობით ფორმაში. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და გამოსცემს შესაბამის განკარგულებას. 3. შეფასების შედეგად კომიტეტს შეუძლია რეკომენდაციების მიღება აკრედიტაციის შეჩერებაზე, გაუქმებაზე, გაფართოებაზე, აქტუალიზაციასა და შემცირებაზე. 4. შეფასების შედეგად კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აკრედიტაციის გაგრძელების, შეჩერების, გაუქმების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან შემცირების თაობაზე. 5. საკითხები, რომლებიც არ საჭიროებენ აკრედიტაციის სფეროს გაფართოებას, შემცირებას, აკრედიტაციის შეჩერებას, გაუქმებას გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მოწმობის ვადის გაგრძელებაზე იღებს ჯგუფის ხელმძღვანელი. მუხლი 7. კომიტეტის სხდომა 1. კომიტეტის სხდომა განიხილავს: ა) აკრედიტებული პირის შეფასების შედეგებს; ბ) აპელაციებს და საჩივრებს; გ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს, წესებს და პროცედურებს, პროგრამებს, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა ინფორმაციას და შეიმუშავებს წინადადებებს; დ) აკრედიტებული პირების საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებელ ღონისძიებებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს. 2. აკრედიტებული პირის შეფასების შედეგები, ასევე აპელაციები და საჩივრები განიხილება კომიტეტის სხდომაზე რომელშიც მონაწილეობს მუდმივ წევრთა ნახევარზე მეტი. ხმის უფლებით ისარგებლებს კომიტეტის მხოლოდ ის წევრი, რომელიც განსახილველ აკრედიტებული პირის შეფასებაში არ იყო ჩართული. 3. კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს ცენტრის გენერალური დირექტორი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე. 4. კომიტეტის სხდომების ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია შემოსული საკითხების რაოდენობაზე. კომიტეტზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია და მასალები კომიტეტის წევრებს გადაეცემათ სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე. 5. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხი გამოაქვს ჯგუფის ხელმძღვანელს ან ცენტრის კომიტეტის სხდომის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს. პასუხისმგებლობა მასალების სრულყოფილად წარმოდგენასა და მის უტყუარობაზე ეკისრება საკითხის გადმომტანს. 6. გამონაკლის შემთხვევებში, თუ საკითხი არ მოითხოვს მის აუცილებლად სხდომაზე განხილვას, საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება კომიტეტის წევრთა გამოკითხვის გზით. ამისათვის საკითხი ეგზავნება კომიტეტის ყველა მუდმივ წევრს. 7. კომიტეტი უფლებამოსილია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მოიწვიოს სპეციალისტები და დაინტერესებული ორგანიზაციების ან/და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომის გამართვამდე სამი დღით ადრე. 8. კომიტეტის სხდომის შედეგები ათი სამუშაო დღის განმავლობაში ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ოქმის რიგითი ნომერი, სხდომის ჩატარების თარიღი, განხილული საკითხის შინაარსი, დამსწრე წევრთა გვარები და საბოლოო დადგენილება. ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის მუდმივი წევრები და მდივანი. საკ 1.11:2019 - აპელაციების და საჩივრების მართვის პროცედურა 1. ტერმინები და განმარტებები 1. აპელაცია – შესაბამისობის შეფასების ობიექტის წარმომადგენლის მოთხოვნა აკრედიტაციის ცენტრის მიმართ ამ ორგანოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ. 2. გადაწყვეტილება შეიძლება მოიცავდეს: ა) უარს განაცხადის მიღებაზე; ბ) უარს შეფასების განხორციელებაზე; გ) მაკორექტირებელი ქმედებების მოთხოვნებს; დ) ცვლილებებს აკრედიტაციის სფეროში; ე) გადაწყვეტილებას აკრედიტაციაზე უარის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ, და ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც ხელის შემშლელია აკრედიტაციის მიღებისათვის. 3. საჩივარი – ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მხრიდან მომართვა/საჩივარი, სადაც გამოხატულია უკმაყოფილება შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საქმიანობის მიმართ. 2. აპელაციები და საჩივრები 1. აპელაცია ან/და საჩივარი გაგზავნილი უნდა იქნეს აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში. 2. აპელაცია უნდა დარეგისტრირდეს აკრედიტაციის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში, დღიდან, როდესაც წარმომდგენ მხარეს გადაეცა დოკუმენტი, რომელიც არის აპელაციის საგანი. 3. საჩივარი აკრედიტაციის ცენტრში წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში, დღიდან, როდესაც მოხდა საჩივრის მიზეზის იდენტიფიკაცია. 3. აპელაციების და საჩივრების შინაარსი 1. წარმოდგენილი აპელაცია ან საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) აპელაციის ან საჩივრის წარმომდგენი ორგანოს/პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) აპელაციის ან საჩივრის საგანს; გ) აპელაციის ან საჩივრის მიზეზებს; დ) საკითხის გადაწყვეტის შესაძლო გზებს. 2. აპელაციის ან საჩივრის განხილვისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი წერილობითი სახის მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 3. თუ წარმოდგენილი აპელაცია ან საჩივარი არ აკმაყოფილებს ზემოთ აღწერილ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ორგანომ/პირმა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია, რომლის წარმოდგენამდე აკრედიტაციის ცენტრი შეაჩერებს აპელაციის ან საჩივრის განხილვას. 4. ხარჯების ანაზღაურება 1. ხარჯები აპელაციაზე ან საჩივარზე, რომლებიც წარმოიშვება წარმომდგენი ორგანოს/პირის მიზეზით, ანაზღაურებულ უნდა იქნეს წარმომდგენი ორგანოს/პირის მიერ. 2. ხარჯები აპელაციებზე ან საჩივრებზე, რომლებიც წარმოიშვება აკრედიტაციის ცენტრის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ანაზღაურებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ. 5. აპელაციებზე რეაგირება 1. დაუშვებელია აპელაციის ან საჩივრის საგანს წარმოადგენდეს საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოთხოვნების, შესაბამისი ისო/იეკ-ის სტანდარტებსა და რეგიონალური ორგანიზაციების სახელმძღვანელო დოკუმენტებში დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები. 2. შესაძლებელია აპელაციის წარდგენა აკრედიტაციის, აკრედიტაციის ციკლის ან განმეორებითი აკრედიტაციის დროს, თუ ორგანო/პირი არგუმენტირებულად თვლის, რომ შეფასების ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრის შეფასება არასწორი, არაკვალიფიციური ან დისკრიმინაციულია. 3. აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით აპელაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ საკითხებზე: ა) უარი აკრედიტაციის მინიჭებაზე; ბ) აკრედიტაციის შეჩერებაზე; გ) მინიჭებული აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ ან/და სრულ გაუქმებაზე; დ) მოთხოვნა შემდგომ მაკორექტირებელ ქმედებებზე, უარი განაცხადის მიღებაზე ან აკრედიტაციის პროცედურის გაგრძელებაზე. 4. აკრედიტაციის ცენტრი პასუხისმგებელია აპელაციის მიღებაზე, ინფორმაციის შეგროვებაზე და გადამოწმებაზე - აპელაციის მართვის პროცესი წარმოადგენს: ა) მიღების, შემოწმების, განხილვის, გადაწყვეტილების მიღების და საპასუხო ქმედებებს; ბ) ყველა განხორციელებული ქმედების თვალყურის დევნება და ჩანაწერების წარმოებას; გ) შესაბამისი ქმედებების დროულად განხორციელებას. - გადაწყვეტილება აპელაციაზე ემყარება: დ) წინადადებას, რომელიც მოიცავს აპელაციაზე რეაგირებას წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე; ე) მტკიცებულება და რეკომენდაცია აპელაციაზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან; ვ) აკრედიტაციის კომიტეტის წინადადებები; ზ) საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მრჩეველთა კომიტეტის მიერ გასაჩივრების გადასინჯვის შედეგები. 5. აპელაციის დარეგისტრირებისას გენერალური დირექტორის მიერ ინიშნება აპელაციაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც შეისწავლის საკითხს და წარუდგენს წინადადებებს აკრედიტაციის კომიტეტს განსახილველად. აპელაციაზე პასუხისმგებელი პირი დამოუკიდებელი უნდა იყოს აპელაციის საქმიანობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან. აპელაციის განხილვის შემდგომ პასუხსიმეგბელმა პირმა შესაბამისი წინადადებები აპელაციაზე უნდა წარუდგენოს აკრედიტაციის კომიტეტს განსახილველად. 6. აკრედიტაციის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ აპელაცია არ იქნეს განხილული იმ სტრუქტურული ერთეულის ან პიროვნების მიერ, რომელზეც წარმოდგენილია აპელაცია. 7. აპელაციის განხილვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აპელაციის დამადასტურებელი ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე, გადამოწმებაზე, შესაბამისი ქმედებების წარმოდგენაზე და დოკუმენტირებაზე 8. დაინერესებული მხარეების მოთხოვნისას აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, აპელაციის განხილვის პროცესის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული მხარეებისთვის. 9. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს აპელანტის წერილობით ინფორმირებას აპელაციის მიღების შესახებ და წარუდგენს აპელაციაზე განხორციელებული სამუშაოების ანგარიშს და შედეგს. 10. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ აპელაციის განხილვასთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა და გადაწყვეტილებამ, არ გამოიწვიოს რაიმე დისკრიმინაციული ქმედება აპელანტის მიმართ. 11. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განმარტებების მიღების მიზნით, აპელაციაზე პასუხისმგებელმა პირმა შესაძლებელია აპელაციის დოკუმენტაცია გადააგზავნოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის ტექნიკურ კომიტეტში. 12. აკრედიტაციის ცენტრი აპელაციის განხილვის საქმიანობას გადასცემს დაინტერესებულ მხარეებს 13. საჭიროების შემთხვევაში, აპელაციის წარმომდგენი ორგანოს უფლებამოსილი პირი შეიძლება მოწვეული იქნეს აკრედიტაციის კომიტეტზე, შესაბამისი საკითხის განხილვისას. 14. აპელაციის განხილვისას კომიტეტზე კეთდება ჩანაწერები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ თარიღს, მონაწილეების სახელებსა და გვარებს, ხელმოწერებს, საქმის მოკლე აღწერილობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 15. აკრედიტაციის ცენტრმა აპელაციაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი დარეგისტრირებიდან 25 დღის განმავლობაში. 16. აკრედიტაციის ცენტრმა, აპელაციაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში, წერილობით უნდა აცნობოს აპელაციის წარმომდგენს საბოლოო გადაწყვეტილება. 17. აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორს არ აქვს უფლება მიიღოს აპელაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება, იგი მხოლოდ ეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც, ეფუძნება: ა) წინადადებას, რომელიც მოიცავს შესაბამის აპელაციაზე რეაგირებას, გამომდინარე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მოპოვებული ინფორმაციიდან; ბ) აკრედიტაციის კომიტეტის წინადადებებს; გ) ტექნიკურ კომიტეტზე აპელაციის განხილვის შედეგებს. 18. თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი აპელაციის განსახილველად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელაციის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება აპელაციის დარეგისტრირებიდან 7 დღის განმავლობაში, რაზედაც უნდა ეცნობოს აპელაციის წარმომდგენ ორგანოს. 6. აპელაციაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული აპელაციები დაუშვებელია აპელაციის გადაწყვეტილებაზე ახალი აპელაციის შემოტანა. თუ აპელანტი უკმაყოფილოა საკ-ის მიერ აპელაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მას შეუძლია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 7. საჩივრებზე რეაგირება 1. საჩივარი, რომელიც არ ეხება აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, უნდა დარეგისტრირდეს აკრედიტაციის ცენტრის საჯარო საინფორმაციო სამსახურის მიერ წარმომდგენ ორგანოს მიზეზების მითითებით, 10 დღის ვადაში. 2. საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობასთან, უნდა დარეგისტრირდეს და დაიწყოს საჩივრის განხილვის პროცედურა. 3. გადაწყვეტილება საჩივრებზე, რომლებიც ეხება აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ აკრედიტაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობას, მიიღება აკრედიტაციის ცენტრის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. 4. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ საჩივრის ასლი, რომელიც ეხება აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს საქმიანობას გადააგზავნოს ელფოსტით შშო-სთან და მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია. საჩივრის განხლივის პროცესი ემყარება: ა) მიღების, შემოწმების, განხილვის პროცესის აღწერილობას და შესაბამისი საპასუხო ქმედებების განსაზღვრას; ბ) განხორციელებული შესაბამისი ქმედებების გააკონტროლებას და აღრიცხვას; გ) შესაბამისი ქმედებების ვადაში განხორციელებას; 5. მოთხოვნისას აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, საჩივრის განხილვის პროცესის ხელმისაწვდომობას დაინტერესებული მხარეებისთვის. 6. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს მომჩივანის წერილობით ინფორმირებას საჩივრის მიღების შესახებ და წარუდგენს საჩივარზე განხორციელებული სამუშაოების ანგარიშს და შედეგს. 7. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა და გადაწყვეტილებამ, არ გამოიწვიოს რაიმე დისკრიმინაციული ქმედება მომჩივანის მიმართ. 8. აკრედიტაციის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჩივარი არ იქნეს განხილული იმ სტრუქტურული ერთეულის ან პიროვნების მიერ, რომელზეც წარმოდგენილია საჩივარი. 9. საჩივრის დარეგისტრირებისას გენერალური დირექტორის მიერ ინიშნება საჩივარზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც განიხილავს საკითხს და წარუდგენს წინადადებებს აკრედიტაციის კომიტეტს განსახილველად. 10. საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მიერ დამატებითი განმარტებების მოპოვების მიზნით, აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის ტექნიკურ კომიტეტში აგზავნის საჩივრის დოკუმენტაციას. 11. საჭიროების შემთხვევაში საჩივრის წარმომდგენი ორგანოს უფლებამოსილი პირი შეიძლება მოწვეული იქნეს აკრედიტაციის კომიტეტზე, შესაბამისი საკითხის განხილვისას. 12. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს საკითხზე დაინტერესებული მხარეები დამკვირვებლის სტატუსით. 13. საჩივარში მონაწილე ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს საჩივარში დაფიქსირებული მიზეზების აღმოფხვრას. 14. საჩივარზე რეაგირებისას, მისი შესწავლა უნდა გამომდინარეობდეს მისი შინაარსიდან და არა იქიდან, თუ რა სურს წარმომდგენ ორგანოს და ვის მიმართ და რა მიზნით არის წარმოდგენილი საჩივარი. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რეალობა უნდა იქნეს განხილული სრულად და ობიექტურად. 15. საჩივრების განხილვისას კომიტეტზე კეთდება ჩანაწერები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ თარიღს, მონაწილეების სახელებსა და გვარებს, საქმის მოკლე აღწერილობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. 16. აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორს არ აქვს უფლება მიიღოს საჩივარზე გადაწყვეტილები, იგი მხოლოდ ეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილებას რომელიც, ეფუძნება: ა) საჩივარზე რეაგირებასას წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მიღებული ინფორმაციას; ბ) აკრედიტაციის კომიტეტების წინადადებას; გ) ტექნიკური მრჩეველთა კომიტეტის მიერ გასაჩივრების გადასინჯვის შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში. 17. აკრედიტაციის ცენტრმა საჩივარზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი დარეგისტრირებიდან 25 დღის განმავლობაში. 18. აკრედიტაციის ცენტრმა საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში წერილობით უნდა აცნობოს საჩივრის წარმომდგენს აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილება. 19. თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი საჩივრის განსახილველად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება საჩივრის დარეგისტრირებიდან 7 დღის განმავლობაში, რაზედაც უნდა ეცნობოს საჩივრის წარმომდგენ ორგანოს. 8. განმეორებითი საჩივარი აკრედიტაციის კომიტეტი განიხილავს განმეორებით საჩივარს, თუ მასზე წარმოდგენილი იქნება ახალი გარემოებები. საკ 1.12:2019 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესები მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე წესი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს ფორმას, შინაარსსა და პირობებს. იგი ასევე განსაზღვრავს აკრედიტაციის სიმბოლოების გამოყენებას აკრედიტებული სტატუსის დროს შესაბამისი პირების და მათი კლიენტების მიერ ტექსტური მითითების გამოყენებაზე, ასეთი პირები შეიძება იყოს: აკრედიტებული საგამოცდო, საკალიბრებელი და სამედიცინო ლაბორატორიები, სერტიფიკაციისა და ინსპექტირების ორგანოები. 2. წინამდებარე წესის შემუშავებისას გათვალისწინებულია სსტ ისო/იეკ 17011:2017/2018-ის მოთხოვნები. 3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირები იყენებენ აკრედიტაციის სიმბოლოს, იმის დემონსტრირებისათვის, რომ მათი კომპეტენტურობა აღიარებულია მესამე მხარის მიერ. მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები 1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო – გამოიყენება მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ, მისი იდენტიფიცირებისათვის. 2. აკრედიტაციის სიმბოლო – გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებზე, აკრედიტებული სტატუსის დემონსტრირებისათვის. მუხლი 3. EA-ს ლოგოტიპის გამოყენების წესი 1. EA-ს დოკუმენტის EA-1/19-ის შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს EA-ს ლოგოტიპის გამოყენება შეუძლია აკრედიტაციის მხრიდან წერილობითი მიმართვის და მხოლოდ EA-ს მხრიდან წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 2. აკრედიტაციის ცენტრი, როგორც EA-სთან ორმხრივი ხელშეკრულების (EA BLA) ხელმომწერი, აკრედიტაციის მოწმობაზე უთითებს შემდეგ ინფორმაციას: • აკრედიტაციის ცენტრი EA BLA ხელმომწერი (საგამოცდო, საკალიბრებელი, სამედიცინო, საგამოცდო, პროდუქტის, პერსონალი სერტიფიკაციის, ინსპექტირების ორგანოებს). მუხლი 4. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო 1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო დგინდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ. 2. აკრედიტაციის ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ოფიციალურ სიმბოლოს, რათა შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა წარმოაჩინონ თავიანთი აკრედიტებული სტატუსი. მუხლი 5. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო 1. აკრედიტაციის ლოგო წარმოადგენს რეგისტრირებულ სიმბოლოს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ – საქპატენტში. 2. აკრედიტაციის ლოგოს აღწერა: • 9 ვერცხლისფერ ვარსკლავს შორის მოთავსებულა ლურჯი ფარგალი, რომელიც ასოცირდება სიზუსტესთან. ფარგლის შუაში დატანილია აკრედიტაციის ცენტრის ქართული და ინგლისური შემოკლებები „საკ“ და „GAC” 3. აკრედიტაციის ცენტრი იყენებს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს; 4. აკრედიტაციის ცენტრის პერსონალი იყენებს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს. 5. აკრედიტაციის მოწმობები, გამოყენებული ბლანკები, ფორმები და შეფასების ანგარიშები ნიშანდებულია აღნიშნული ლოგოთი. 6. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს ფორმა და ზომები თავსდება მის ვებგვერდზე. მუხლი 6. აკრედიტაციის სიმბოლოს და ლოგოდ აღწარმოება 1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოსა და აკრედიტაციის სიმბოლოს ფორმა და განზომილებიანი პროპორციები მოცემულია დანართ №1. 2. ლოგოები და სიმბოლოები ექსპლოატაციაში მიღებული უნდა იყოს დანართში მოცემული ფორმით და პროპორციებით. ნებადართულია მხოლოდ ისეთი ტიპის აღწარმოება, რომელიც საიმედოდ უზრუნველყოფს ფორმას და ფერს. იკრძალება ლოგოებისა და სიმბოლოების დამახინჯება ან მათი გამოყენება აკრედიტებული სტატუსის გარეშე. უნდა შენარჩუნდეს სიმბოლოების პროპორციები (მხარეების თანაფარდობა და ინდივიდუალური ნაწილები). 3. დანართში ჩამოთვლილი საკ-ის ლოგოს და აკრედიტაციის სიმბოლოების ყველა ვერსია წარმოადგენს მხოლოდ სახელმძღვანელოს და არ არის განკუთვნილი კოპირებისა და სკანირებისათვის. აკრედიტაციის სიმბოლოების აღწარმოების შაბლონები და აღნიშნული სიმბოლოების ელექტრონული ფორმები ინახება აკრედიტაციის ცენტრში. 4. თუ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შშო ასევე არის სხვა (უცხოური) აკრედიტაციის ორგანოს წევრი, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო: - საკ-ის აკრედიტაციის სიმბოლოს შემდეგ; - აკრედიტებული ორგანოს კომბინირებული ILAC MRA/IAF MLA ნიშნის შემდეგ, რომელიც მიუთითებს შესაბამის MRA/MLA პროგრამას და ასეთ აკრედიტაციის ორგანოს მიერ მინიჭებულ სერტიფიკატს. ყველა აკრედიტაციის ორგანო უნდა იყოს მემორანდუმის ILAC MRA/IAF MLA- ს ხელმომწერი იმ სფეროში, რომელიც მოხსენიებულია ანგარიშში/მოწმობაში ს და ამავე დროს უნდა ჰქონდეს ლიცენზია კომბინირებული ILAC MRA/IAF აკრედიტებული ორგანოს MLA ნიშანი. 5. საკ-ის ლოგოს და ყველა სიმბოლოს ზომა უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი იყოს აღწარმოებული ლოგოს და სიმბოლოს წაკითხვა და შენარჩუნდეს სიზუსტე. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აკრედიტაციის სიმბოლოების ლეგალიზაცია. გამოყენებული უნდა იყოს საკ-ის ლოგოს ან სიმბოლოების ფონი ან შემოგარენი. ფონი ნათლად კონტრასტული უნდა იყოს. 6. საკ-ის ლოგოსთვის გამოყენებული შრიფტის ტიპია Times New Roman. აკრედიტაციის სიმბოლოში გამოყენებული შრიფტის ტიპი არის Arial. 7. საკ-ის ლოგო, საკ-ის აკრედიტაციის სიმბოლოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს: - ფერადი, - მონოქრომული – მონოქრომული ვერსიის გამოყენებისას რეკომენდებულია შავი და თეთრის გამოყენება. 8. საკ-ის ლოგო ფერის ვერსია: - საკ-ის ემბლემა არის ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი ვარსკვლავით. - საკ- ის ლოგოს სახელის აბრივიატურა „საკ GAC“ არის ლურჯი. 9. საკ-ის ლოგოს მონოქრომული ვერსია: - საკ-ის ემბლემა კონტურის (ხაზის) ფორმაშია, - ტრიკოლორი დამზადებულია კონტურული ხაზებით, ქვედა ზოლის შევსება მონოქრომული ფერისაა. 10. აკრედიტაციის სიმბოლოების ფერადი ვერსია: - სიმბოლო არის ლურჯი ფერის ვერცხლისფერი ვარსკვლავებით, - საკ-ის ლოგოს სახელის აბრივიატურა „საკ GAC“ არის ლურჯი, - სარეგისტრაციო ნომერი შავი ფერისა, - სარეგისტრაციო სტანდარტი შავი ფერისა. | |CMYK |RGB |PANTONE | |თეთრი |0-0-0-0 |255-255-255 |გამჭვ, თეთრი | |ლურჯი |100-80-0-0 |0-49-131 |288 C | |ვერცხლისფერი |2-1-0-33 |167-169-171 |413 C | |შავი |100-100-100-100 |0-0-0 |შავი C | 11. აკრედიტაციის სიმბოლოების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს აკრედიტებული ორგანოს ლოგოს სიმაღლეს. აკრედიტებული ორგანოს აკრედიტაციის სიმბოლო და ლოგო ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს იმავე სახით, ორივე შავში და თეთრში ან ორივე ფერადში. 12. საკ-ის ლოგო და სიმბოლო ყველა დოკუმენტში შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საკ-ის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო განუყოფელია, მათი აღწარმოება უნდა მოხდეს მთლიანად. საკ-ის ლოგოს და სიმბოლოს ირგვლივ მინიმალური დაცული ზონა არის 5 მილიმეტრი. მუხლი 7. აკრედიტაციის სიმბოლოს და ლოგოს გამოყენების პირობები. 1. აკრედიტებულმა შესაბამისმა შემფასებელმა ორგანომ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლო. საკ-ი აკრედიტაციის სიმბოლოებს აქვეყნებს თავის ვებგვერდზე www.gac.gov.ge. 2. აკრედიტებულმა პირებმა აკრედიტაციის სიმბოლო უნდა გამოიყენონ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათ აკრედიტებულ მომსახურებასთან, კერძოდ, გამოცდის/დაკალიბრების სერტიფიკატები და ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები და ა.შ. 3. რეკომენდებულია აკრედიტაციის სიმბოლო დატანილი იყოს დოკუმენტის მარჯვენა ზედა კუთხეში. 4. აკრედიტაციის სიმბოლო არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს კლიენტი აკრედიტებული სტატუსის შესახებ. 5. აკრედიტებული პირები პასუხისმგებელნი არიან აკრედიტაციის სიმბოლოს მართებულ გამოყენებაზე. 6. აკრედიტებულ პირს შეუძლია აკრედიტაციის სიმბოლო დაიტანოს ოფიციალურ ბლანკზე ან სარეკლამო მასალაზე. 7. აკრედიტაციის სიმბოლოს და აკრედიტაციის შესახებ ტექსტური მითითებების გამოყენება დაშვებულია სარეკლამო მასალებსა და პუბლიკაციებში, რომლებიც მინიმუმ ნაწილობრივ მაინც უკავშირდება აკრედიტებულ საქმიანობას. 8. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება კომერციულ დოკუმენტებზე, როგორებიცაა ფასები და წინადადებები (მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ჩათვლით), დაკავშირებული მომსახურებასთან, რომელიც არ განეკუთვნება აკრედიტებული ორგანოს აკრედიტაციის სფეროს, უნდა იყოს ნათლად და ერთმნიშვნელოვად იდენტიფიცირებადი, თუ რომელი მომსახურება არის აკრედიტებული და რომელი არა. 9. თუ შეთავაზება ეხება მხოლოდ არააკრედიტებულ მომსახურებას და აღნიშნილი წარმოდგენილია ბლანკიან ფურცელზე, რომელზეც დატანილია „აკრედიტაციის სიმბოლო“ ასეთი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მკაფიო და გარკვევით მოცემულ გაფრთხილებას განცხადების სახით, რომ „ეს შეთავაზება ეხება მომსახურებას, რომელსაც არ მოიცავს აკრედიტაციის სფერო“. 10. თუ ანგარიშებში, სეტიფიკატებში და ა.შ., რომლებიც მოიცავენ არააკრედიტებულ შედეგებს და მათ თანმხლებ წერილზე დატანილია აკრედიტაციის სიმბოლო, ან მითითება აკრედიტაციაზე, ასეთი წერილი უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას განცხადების სახით, რომ „თანდართული შედეგები/ანგარიშები/დაკალიბრების ცხრილები/სერტიფიკატები და ა.შ არ არის აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში“. 11. საკ-ის აკრედიტაციის სიმბოლო ან მითითება მის აკრედიტებულ სტატუსზე არ უნდა იყოს გამოყენებული აკრედიტებული ორგანოს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე. 12. თუ აკრედიტებულ ორგანოს სურს გამოიყენოს საკ-ის აკრედიტაციის სიმბოლო, ან ტექსტობრივი მითითება აკრედიტაციაზე, სხვა გზით, ვიდრე წინამდებარე წესშია მოცემული, ასეთი მიდგომის დანერგვამდე მან უნდა მიმართოს საკ-ს და მიიღოს მისგან წერილობითი დასტური. მუხლი 8. აკრედიტაციის სიმბოლოს აღწერა 1. აკრედიტაციის სიმბოლო შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: |GAC – XX – XXXX | |სსტ ისო/იეკ XXXX:XXXX | ა) აკრედიტაციის ცენტრის ლოგო; ბ) აკრედიტებული პირის ტიპის აღნიშვნა: გ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL; გ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL; გ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML; გ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC; გ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC; გ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC; გ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB; გ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლები – PTP; გ) აკრედიტაციის მოწმობის ნომერი. დ) სტანდარტზე მითითება, რომელთან შესაბამისობაზეც აკრედიტებულია პირი; 2. აკრედიტებულმა შშო-მ ერთდროულად რამდენიმე აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, უნდა გამოიყენოს ერთი სიმბოლო თითოეული საქმიანობისთვის. მუხლი 9. ტექსტის გამოყენება სიმბოლოს ნაცვლად 1. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელ პირებს აკრედიტებული სტატუსის დემონსტრირებისათვის სიმბოლოს ნაცვლად შეუძლიათ გამოიყენონ ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე, რომელიც შეიცავს: ა) შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას; ბ)აკრედიტაციის ცენტრის დასახელებას; გ) სტანდარტზე მითითებას, რომელთან შესაბამისობაზეც აკრედიტებულია პირი. 2. საკ-ი იძლევა რეკომენდაციას ტექსტური მითითებისას გამოყენებული იქნეს სიტყვების შემდეგნაირი კომბინაცია („შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელება“ აკრედიტებულია საკ-ის მიერ xxxx სტანდარტთან შესაბამისობაზე, აკრედიტაციის მოწმობის №GAC-XX-XXXX). მუხლი 10. აკრედიტებული ორგანოების მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს და აკრედიტებულ სტატუსზე მითითების გამოყენების წესები 1. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება შეუძლია მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს/პირს. 2. აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს/პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო იმ დოკუმენტებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია აკრედიტებულ მომსახურებასთან, როგორიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები. 3. აკრედიტებული ორგანოები პასუხისმგებელნი არიან თავიანთი მომხმარებლის წინაშე აკრედიტაციის სიმბოლოსა და ტექსტური მითითებების სწორ გამოყენებაზე. 4. თუ აკრედიტებული ორგანო საქმიანობს რამდენიმე სამუშაო უბანზე/ფილიალში, რომელთაგან ერთი მაინც არ არის აკრედიტებული, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება გამოიყენება მხოლოდ აკრედიტებულ სამუშაო უბანზე/ფილიალში. 5. თუ პირი აკრედიტებულია თავისი საქმიანობის მხოლოდ ნაწილში, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმიანობაზე. 6. სერტიფიკატებსა და გამოცდის ოქმებში, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებში, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება/შენიშვნა/ „ამ შედეგებზე აკრედიტაცია არ ვრცელდება.“. მუხლი 11. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების შეჩერება, გაუქმება 1. აკრედიტებულმა პირმა, რომელსაც შეუჩერდა აკრედიტაცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მუშაობა იმ დოკუმენტებით, რომლებიც დაკავშირებულია აკრედიტაციასთან და რომლებზეც აღნიშნულია აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება. 2. აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მტკიცება, რომ ის არის აკრედიტებული, ასევე შეწყვიტოს სარეკლამო დოკუმენტაციის გამოყენება, რომელიც მოიცავს აკრედიტაციის სიმბოლოსა და ტექსტობრივ მითითებას. 3. შესაბამისობის შემფასებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საკუთარ მომხმარებელს აკრედიტაციის შეჩერების, შემცირების, გაუქმების შესახებ და მოსთხოვოს თავის მომხმარებელს, არ გამოიყენოს მითითება აკრედიტაციის სტატუსზე. მუხლი 12. არააკრედიტებული საქმიანობა ტერმინი „აკრედიტაცია“ არ უნდა იქნეს მითითებული, გამოყენებული ან ნაგულისხმევი არააკრედიტებულ საქმიანობაში. მუხლი 13. დოკუმენტები და მედია 1. აკრედიტებული პირების მიერ აკრედიტაციაზე ტექსტური მითითება უნდა იქნეს გამოყენებული ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. 2. აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეკლამო და საჯარო მასალებზე, ასევე საკომუნიკაციო მედიის საშუალებებით, თუ ინფორმაციის ნაწილი მაინც ეხება აკრედიტებულ საქმიანობას. მუხლი 14. აკრედიტაციის შედეგების შემცველი დოკუმენტი 1. აკრედიტებულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი აკრედიტებულ მომსახურებასთან, როგორებიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები. 2. აკრედიტაციის სიმბოლოს ან ტექსტური მითითების გამოყენება არნიშნავს, რომ აკრედიტაციის ცენტრი პასუხს აგებს სერტიფიკაციის, დაკალიბრების, ინსპექტირებისა და გამოცდის შედეგების სიზუსტეზე. 3. აკრედიტაციის სიმბოლოს ან ტექსტური მითითების გამოყენება არ გულისხმობს, რომ პროდუქტის, პროცესის, მომსახურების, მენეჯმენტის სისტემის, პერსონალის კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ. 4. იმ ოქმებში ან სერტიფიკატებში, რომლებიც შეიცავენ არააკრედიტებულ შედეგებს, არ უნდა იქნეს გამოყენებული აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტებულ სტატუსზე. მუხლი 15. საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები თუ ლაბორატორიის გამოცდის ოქმი მოიცავს მოსაზრებებს, ახსნა-განმარტებებს, რომლებიც გაკეთებულია საგამოძიებო საქმიანობის მოთხოვნის თანახმად, რომლის დროსაც ლაბორატორიის მსჯელობები სცდება აკრედიტაციის ფარგლებს, აკრედიტაციის სიმბოლოსთან დატანილი უნდა იყოს მინიშნება: „ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები სცილდება აკრედიტაციის ფარგლებს“. მუხლი 16. აკრედიტებული მომსახურების მომხმარებელი 1. აკრედიტებული მენეჯმენტის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულმა ორგანიზაციებმა შეიძლება გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოსთან ერთად, მხოლოდ სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში. 2. აკრედიტებული პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოს მომხმარებლებს შეუძლიათ გამოსახონ აკრედიტაციის სიმბოლო თავად პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე, აუცილებლად სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოსთან ერთად. 3. აკრედიტებული ლაბორატორიების მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ ლაბორატორიის აკრედიტებულ სტატუსზე მხოლოდ მათ სარეკლამო მასალებზე. ასეთ შემთხვევაში, აკრედიტებულ ლაბორატორიებს უნდა გააჩნდეთ შიდა პოლიტიკა და პროცედურები მომხმარებლის მიერ მათი ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოსა და აკრედიტაციაზე ტექსტური მითითების გამოყენებასთან დაკავშირებით. აკრედიტებული ლაბორატორიების მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე მხოლოდ ლაბორატორიის ლოგოსთან ერთად. 4. აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მომხმარებლებს არ აქვთ აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლოს გამოყენების უფლება. თუმცა, მათ შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი სტატუსის დემონსტრირება სერტიფიკატით, რომელსაც გასცემს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო. მუხლი 16. არაკეთილსინდისიერი ქცევა აკრედიტაციის სიმბოლოს ან აკრედიტაციაზე ტექსტური მითითების ან აკრედიტაციის ლოგოს უკანონოდ გამოყენების გამოაშკარავების შემთხვევაში, ასეთი პირის მიმართ აკრედიტაციის ცენტრს შეუძლია გაატაროს შესაბამისი ქმედებები, საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს აკრედიტაცია ან/და პირს დააკისროს სამართლებრივი და სხვა სანქციები. დანართი №1 [pic] აკრედიტაციის სიმბოლოები • აკრედიტაციის სიმბოლო საგამოცდო ლაბორატორიებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი" შესაბამისად [pic] GAC – TL – XXXX სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 • აკრედიტაციის სიმბოლო საკალიბრებელი ლაბორატორიებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი" შესაბამისად [pic] GAC – CL – XXXX სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 • აკრედიტაციის სიმბოლო სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო 15189 : 2012/2015 „სამედიცინო ლაბორატორიები – კერძო მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენტურობის მიმართ" შესაბამისად [pic] GAC – ML – XXXX სსტ ისო 15189:2012/2015 • აკრედიტაციის სიმბოლო პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება. მოთხოვნები პროდუქტების, პროცესებისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების მიმართ" შესაბამისად [pic] GAC – PRC – XXXX სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014 • აკრედიტაციის სიმბოლო პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 „შესაბამისობის შეფასება. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოებისადმი" შესაბამისად [pic] GAC – PC – XXXX სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014 • აკრედიტაციის სიმბოლო მენეჯმენტის სისტემების აუდიტისა და სერტიფიკაციის ორგანოებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან ისო/იეკ 17021-1:2015/2016 „შესაბამისობის შეფასება – მოთხოვნები ორგანოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ მენეჯმენტის სისტემების აუდიტსა და სერტიფიკაციას" შესაბამისად [pic] GAC – MSC – XXXX სსტ ისო/იეკ 17021-1:2015/2016 • აკრედიტაციის სიმბოლო ინსპექტირების ორგანოებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 „საერთო კრიტერიუმები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის" შესაბამისად [pic] GAC – IB – XXXX სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013 • აკრედიტაციის სიმბოლო პროფესიული ტესტირების მომწოდებელი ორგანოებისათვის, რომლებიც აკრედიტებულნი არიან სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 „შესაბამისობის შეფასება – ზოგადი მოთხოვნები საკვალიფიკაციო ტესტირებისათვის" შესაბამისად [pic] GAC – PTP – XXXX სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 საკ 1.13:2019 - აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე რეესტრის წარმოების წესი განსაზღვრავს აკრედიტაციის სისტემის რეესტრის სტრუქტურას, შინაარსსა და წარმოების წესებს. 2. აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს აკრედიტაციის სისტემის რეესტრის წარმოება წინამდებარე წესის თანახმად. მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები 1. აკრედიტაციის სისტემის რეესტრი – (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს აკრედიტაციის სისტემის საკონტროლო-სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ოფიციალურ/საჯარო ინფორმაციას აკრედიტებული პირების შესახებ. 2. რეგისტრაცია – აკრედიტებული პირის შესახებ ინფორმაციის შეტანა რეესტრში და აკრედიტებული პირისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება (რეგისტრაციის ნომერი იგივეა, რაც აკრედიტაციის მოწმობის ნომერი). მუხლი 3. რეესტრის წარმოება და გამოყენება 1. რეესტრში აკრედიტებული პირების რეგისტრაციას, ამოღებას, ცვლილებების შეტანასა და სხვა პროცედურებს აწარმოებს აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური. 2. რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციით აკრედიტებული პირების შესახებ. 3. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების გამოქვეყნებას აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე. 4. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციისა და შეფასების სამუშაოების ორგანიზებისათვის ხელმძღვანელობს რეესტრის მონაცემებით; 5. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული სახით (დანართი 2). 6. შენიშვნის გრაფაში მითითება აკრედიტებულ პირთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მაგ: აკრედიტაციის ნაწილობრივ ან მთლიანი შეჩერება, გაუქმება, გაფართოება (დამატებით სფეროში აკრედიტაცია), შემცირება, ასევე აკრედიტაციის ვადის ამოწურვა, აკრედიტაციის მოწმობის ნომრის შეცვლა. მუხლი 4. აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და სტრუქტურა 1. აკრედიტაციის მოწმობის ნომერს აქვს შემდეგი სტრუქტურა: GAC – XX – XXXX, სადაც: ა) GAC – არის აკრედიტაციის ცენტრის შემოკლებული ლათინური დასახელება; ბ) XX – არის აკრედიტებული პირის ტიპის კოდური აღნიშვნა: გ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL გ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL გ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML გ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC გ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC გ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC გ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB გ.თ) საკვალიფიკაციო ტესტირების მომწოდებლები – PTP გ) XXXX – არის რეგისტრაციის რიგითი ნომერი (ოთხნიშნა რიცხვი). მაგალითად: საგამოცდო ლაბორატორიისათვის – GAC – TL – 0001. 2. თუ ერთ იურიდიულ პირს გააჩნია რამდენიმე სამუშაო უბანი/ფილიალი, აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა ცენტრალური ორგანიზაციის მისამართის მითითებით, ხოლო მის დანართში-აკრედიტაციის სფეროში მითითება უბნის/ფილიალის მისამართი და შესაბამისი სფერო. დანართი №2 |№ |ორგანიზაციის |შესაბამისობის |აკრედიტაციის სფერო |აკრედიტაციის მოწმობის მონაცემები |შენიშვნა | | |დასახელება, |შემფასებელი პირის | | | | | |მისამართი, ტელეფონის |სახეობა | | | | | |ნომერი, ელ. ფოსტა, | | | | | | |ხელმძღვანელის სახელი, | | | | | | |გვარი | | | | | | | | | |აკრედიტაციის |აკრედიტაციის მოწმობის |რეგისტრაციის ნომერი | | | | | | |მოწმობის მიღების |მოქმედების |(აკრედიტაციის მოწმობის| | | | | | |თარიღი |ვადის |ნომერი) | | | | | | | |დასრულების | | | | | | | | |თარიღი | | | |1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |8 | ----------------------- [1] აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2020 წლის 1 დეკემბრამდე საგამოცდო და საკალიბრო ლაბორატორიებმა აკრედიტებული სტატუსის შესანარჩუნებლად უნდა უზრუნველყონ სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-სტანდარტთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია. აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის პირობები ქვეყნდება აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე/სიახლეში. ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია |