საკ 1.1 : 2012 - აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. შესავალი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“ (შემდგომში – „აკრედიტაციის ცენტრი“, შემოკლებული დასახელება ქართულად – „საკ“, ლათინურად – „GAC“) ფუნქციონირებს საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს საფუძველზე და შესაბამის საერთაშორისო მოთხოვნათა მიხედვით ქმნის აკრედიტაციის სისტემას.
2. აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის.
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო/იეკ 17011:2010 ტერმინები და განმარტებები.
მუხლი 3. ცენტრის მიერ გამოყენებული აკრედიტაციის სქემები
1. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციისა და ინსპექტირების ორგანოების, საკვალიფიკაციო ტესტირების ჩამტარებელთა და სხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაციას;
2. აკრედიტაციის ცენტრი ქმნის შესაბამის აკრედიტაციის სქემას ცალკეული საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია. აკრედიტაციის თითოეული სქემა მოიცავს:
ა) შეფასების კრიტერიუმს (სტანდარტი რომლის შესაბამისობაზეც ტარდება აკრედიტაცია);
ბ) აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის წესს/პროცედურას განმცხადებელთან ურთიერთობის რეგულირებისათვის;
გ) აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს. აკრედიტაციის დროს გამოიყენება საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები აკრედიტაციის სფეროში, მათ შორის: ევროპის აკრედიტაციის თანამშრომლობის (EA – European Cooperation For Accreditation), ლაბორატორიის აკრედიტაციის საერთაშორისო თანამშრომლობის (ILAC – International Laboratory Accreditation Cooperation), საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF – International Accreditation Forum) და სხვა სექტორული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები. ასეთ დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, www.gac.gov.ge შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული). იქვე შეიძლება მითითებული იქნეს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი ტექნკური კომიტეტის მიერ მიღებული სარეკომენდაციო/განმარტებითი ხასიათის დოკუმენტი.
3. აკრედიტაციის მაძიებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
4. აკრედიტაციის სქემები გამოიყენება, როგორც კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროებში, ასევე იმ სფეროებში სადაც შესაბამისობის შეფასება ნებაყოფლობითია.
5. კანონმდებლობით რეგულირებულ სფეროში პირის აკრედიტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული დოკუმენტები.
6. აკრედიტაციის ცენტრის მიერ გამოიყენება შემდეგი აკრედიტაციის სქემები:
ა) საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა:
|აკრედიტაციის კრიტერიუმი |სსტ ისო/იეკ 17025 : 2010 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების |
|(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |კომპეტენტურობისადმი“. |
|აკრედიტაცია) | |
| | |
|აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა |საკ 1.3:2012 – „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ |
| |17025:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“. |
| | |
|აკრედიტაციაში |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge |
|გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი | |
ბ) სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემა:
|აკრედიტაციის კრიტერიუმი |სსტ ისო 15189 : 2011 „სამედიცინო ლაბორატორიები - კერძო მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენტურობის |
|(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |მიმართ“. |
|აკრედიტაცია) | |
| | |
|აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა |საკ 1.4:2012 – „წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო 15189:2011-თან |
| |შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“. |
| | |
|აკრედიტაციაში |იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge |
|გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი | |
გ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:
|აკრედიტაციის კრიტერიუმი |სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010 „ზოგადი მოთხოვნები პროდუქტის სერტიფიკაციის სისტემაში მოქმედი |
|(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |ორგანოებისადმი“. |
|აკრედიტაცია) | |
|აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა |საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოებისსსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო |
| |65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“. |
|აკრედიტაციაში | იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge |
|გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი | |
დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის ს ქემა:
|აკრედიტაციის კრიტერიუმი |სსტ ისო/იეკ 17024:2010 „შესაბამისობის შეფასება. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის |
|(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |ჩამტარებელი ორგანოებისადმი“. |
|აკრედიტაცია) | |
|აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა |საკ 1.6:2012 – „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ |
| |17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“. |
|აკრედიტაციაში | იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge |
|გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი | |
ე) მენეჯმენტის სისტემის აუდიტის და სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემა:
|აკრედიტაციის კრიტერიუმი |ისო/იეკ 17021:2011 „შესაბამისობის შეფასება. მოთხოვნები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების |
|(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების მიმართ“. |
|აკრედიტაცია) | |
|აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა |საკ 1.7:2012 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის |
| |განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“. |
|აკრედიტაციაში | იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge |
|გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი | |
ზ) ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემა:
|აკრედიტაციის კრიტერიუმი |სსტ ისო/იეკ 17020:2010 „საერთო კრიტერიუმები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების |
|(დოკუმენტი, რომლის შესაბამისობაზეც ტარდება |საქმიანობისათვის“. |
|აკრედიტაცია) | |
|აკრედიტაციის ცენტრის წესი/პროცედურა |საკ 1.8:2012 - წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010–თან |
| |შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის. |
|აკრედიტაციაში | იხილეთ აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე: www.gac.gov.ge |
|გამოყენებული სახელმძღვანელო დოკუმენტი | |
7. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
8. გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის მინიჭებაზე, შეჩერებაზე, აღდგენაზე, გაუქმებაზე, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, შემცირების და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე წარმოებს საკ 1.9:2012 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“-ს თანახმად;
9. აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტებულ პირთა რეესტრს აწარმოებს საკ1.10:2012 – „აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი“-ს შესაბამისად.
10. აკრედიტაციის ცენტრში შემოსული საჩივრების და აპელაციების განხილვა წარმოებს - საკ 1.11:2012 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად.
11. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს და აკრედიტაციის ნიშნის გამოყენება რეგულირდება: საკ 1.12:2012 – „აკრედიტაციის ლოგო, აკრედიტაციის ნიშანი და მათი გამოყენების წესები“-ს თანახმად.
12. აკრედიტაციის ცენტრი შეიმუშავებს და თავის ვებგვერდზე აქვეყნებს საკუთარ მიდგომას გაზომვების მიკვლევადობის მიმართ.
13. აკრედიტაციის ცენტრი, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით შეიმუშავებს და თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს საკუთარ მიდგომას ლაბორატორიების და ინსპექტირების ორგანოების საკვალიფიკაციო ტესტირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
თავი II. აკრედიტაციის პროცესი
მუხლი 4. ძირითადი დებულებანი
1. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის ნებისმიერ სქემასთან მიმართებაში ახორციელებს შემდეგ პროცედურებს:
ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირის კომპეტენტურობის შეფასებას პირველადი აკრედიტაციის მიზნით;
ბ) აკრედიტებული პირის კომპეტენტურობის განმეორებით შეფასებას ხელახალი აკრედიტაციის მიზნით;
გ) აკრედიტაციის მინიჭებას, შეჩერებას, აღდგენას, გაუქმებას, გაფართოებას და შემცირებას;
დ) აკრედიტაციასთან დაკავშირებული აპელაციების განხილვას;
ე) აკრედიტებული პირის აკრედიტაციის სფეროს აქტუალიზაციას აკრედიტაციის სფეროში ტექნიკური ცვლილებების შეტანის მიზნით;
ვ) აკრედიტებული პირის პერიოდულ მონიტორინგს აკრედიტაციის მოთხოვნების შესრულების მიზნით.
2. კომპეტენტურობის შეფასება აკრედიტაციის ცენტრის მხრიდან მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) აკრედიტაციაზე განაცხადის მიღებასა და რეგისტრაციას;
ბ) საკუთარი რესურსების ანალიზს, განაცხადზე გადაწყვეტილების მიღებას;
გ) ხელშეკრულების მომზადებასა და განმცხადებელთან მის გაფორმებას;
დ) აკრედიტაციაზე განაცხადთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომპლექტის განხილვას;
ე) წინასწარ ვიზიტს (განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში);
ვ) შეფასებისათვის მომზადებას;
ზ) ადგილზე შეფასებას;
თ) მიღებული მონაცემების ანალიზსა და შეფასების ანგარიშის მომზადებას;
ი) აკრედიტაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებას.
3. მოთხოვნები აკრედიტაციის მაძიებელი პირებისათვის და აკრედიტებული პირებისათვის დადგენილია შესაბამისი აკრედიტაციის სქემებით. ცალკეული აკრედიტაციის სქემა აკონკრეტებს აკრედიტაციის პროცესის სპეციფიკურ პროცედურებს, აკრედიტაციის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით.
4. აკრედიტაციის პროცესში აკრედიტაციის ცენტრის მიერ ასევე შეფასდება იმ დოკუმენტების მიხედვით მუშაობის უნარები, რომელიც განცხადებულია აკრედიტაციის სფეროთი.
მუხლი 5. განაცხადი აკრედიტაციაზე
1. აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. განაცხადს თან უნდა დაერთოს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად მომზადებული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით CD–ზე (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმები მითითებულია აკრედიტაციის სქემებში, ასევე ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში და აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე: www.gac.gov.ge.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში თუ, თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
მუხლი 6. რესურსების ანალიზი
1. განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს:
ა) არის თუ არა განაცხადით წარმოდგენილი საკითხი აკრედიტაციის საგანი;
ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხადი კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებს.
2. თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები არ სრულდება აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის შემდგომ პროცედურებს, რის შესახებაც წერილობით განმარტებას აწვდის განმცხადებელს.
3. თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები სრულდება, მაშინ აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება აკრედიტაციაზე. აკრედიტაციის საფასური იანგარიშება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურეობის საფასურის განსაზღვრის წესი“-ს შესაბამისად.
4. აკრედიტაციის შედეგების მიუხედავად, განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს აკრედიტაციის სამუშაოებთან დაკავშირებული საფასური დადგენილი ოდენობით.
5. განმცხადებელს შეუძლია ცალ-ცალკე გადაიხადოს განაცხადის განხილვისა და ძირითადი სამუშაოების (ადგილზე შეფასების) საფასური.
6. აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის -დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი, რომელსაც აკრედიტაციის ცენტრის პროცედურის თანახმად მინიჭებული აქვს წამყვანი შემფასებლის სტატუსი. ამ შემთხვევაში მოწვეულ წამყვან შემფასებელთან ფორმდება ხელშეკრულება და გადაეცემა განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტების კომპლექტი განხილვისათვის. იგი ვალდებულია მიაწოდოს საქმის მენეჯერს მის მიერ წარმოებული სამუშაოს შესახებ სრული ინფორმაცია (მათ შორის: მის მიერ მომზადებული ანგარიშები, განმცხადებელთან მიმოწერა, და ა.შ.)
მუხლი 7. ქვეკონტრაქტორი შეფასების ჩასატარებლად
სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს წარმომადგენელი თვითონ ატარებს შეფასებას, რის საფუძველზეც ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭებაზე.
მუხლი 8. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმი, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
2. წინასწარი ვიზიტი მოიცავს:
ა) აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებლის მხრიდან განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მიმოხილვას და ადგილზე ვიზიტს, რომლის მიზანია განსაზღვროს აკრედიტაციის მაძიებელი პირის მზადყოფნა აკრედიტაციის პროცედურების გასავლელად. წინასწარი ვიზიტისას წამყვანი შემფასებელი ზოგადად მიმოიხილავს აკრედიტაციის განცხადებულ სფეროში შესაბამის სტანდარტებს, მენეჯმენტის სისტემას და არსებულ მდგომარეობას;
ბ) წინასწარი ვიზიტის დასრულების შემდეგ წამყვანი შემფასებლის მიერ მზადდება „წინასწარი ვიზიტის ანგარიში“ და მიეწოდება განმცხადებელს ხელზე, ფოსტით ან/და ელ-ფოსტის საშუალებით, ადგილზე ვიზიტის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. წინასწარი ვიზიტი არ მოიცავს რაიმე დოკუმენტაციის მომზადებას და კონსულტაციას;
4. წინასწარი ვიზიტის ანგარიშში დაფიქსირებული შედეგები გავლენას არ ახდენს აკრედიტაციის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
მუხლი 9. შეფასებისათვის მომზადება
1. შეფასების მომზადებისას აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) საქმის მენეჯერი ორგანიზებას უკეთებს შეფასების ჯგუფს, რომელშიც გარდა წამყვანი შემფასებლისა შედიან ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტები (ტექნიკური შემფასებელი ან/და ექსპერტი) განცხადებული აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი და სხვა პირი დამკვირვებლის სტატუსით;
ბ) საქმის მენეჯერი შეფასების ჯგუფის შემადგენლობას აცნობს განმცხადებელს ელ-ფოსტის საშუალებით ან პირადად. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს შეფასების ჯგუფის რომელიმე წევრის აცილება არგუმენტირებული წერილობითი მომართვის შემთხვევაში, რასაც აკრედიტაციის ცენტრი განიხილავს და განმცხადებელს აცნობებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
გ) აკრედიტაციის ცენტრი მოითხოვს შემფასებლებისგან და ექსპერტებისაგან, რომ მათ დაიცვან კონფიდენციალობა და მიუკერძოებლობა, რაზედაც აკრედიტაციის ცენტრსა და მოწვეულ სპეციალისტებს შორის ფორმდება ხელშეკრულება აღნიშნული პირობების გათვალისწინებით. ასევე, დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე სხვა პირი ხელს აწერს კონფიდენციალურობის და მიუკერძოებლობის დაცვის დეკლარაციას;
დ) წამყვანი შემფასებელი განცხადებული სფეროს შესაბამისად განსაზღვრავს და მოწვეულ სპეციალისტებთან ათანხმებს მათ კონკრეტულ ფუნქციებს შეფასებაში, რათა მათ მთლიანად მოიცვან განცხადებული აკრედიტაციის სფერო.
ე) აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლების დაშვების ვალდებულება შესაბამისობის შეფასების პროცესზე დაკვირვების ჩატარების მიზნით, აკრედიტებულმა (აკრედიტაციის მაძიებელმა) პირმა უნდა გაითვალისწინოს კლიენტთან დადებულ შესაბამის ხელშეკრულებაში.
მუხლი 10. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი
1. შეფასების ჯგუფი ახორციელებს განაცხადის განხილვასა და დოკუმენტების ანალიზს წამყვანი შემფასებლის კოორდინირებით.
2. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადასცემს ხელზე, რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. განაცხადთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოსწორების შესახებ გამცხადებელმა უნდა მიაწოდოს კორექტირებული დოკუმენტები წამყვან შემფასებელს განსახილველად.
4. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებლის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არარსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაეცემა ხელზე.
5. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 11. ადგილზე შეფასება
1. საქმის მენეჯერი ადგილზე შეფასების პროგრამას აცნობს განმცხადებელს ელ-ფოსტის საშუალებით ან პირადად, ადგილზე შეფასების დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
2. განმცხადებლის კომპეტენტურობის ადგილზე შეფასება ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფის განმცხადებელთან ვიზიტის გზით. შეფასება იწყება საწყისი შეკრებით, რომელშიც მონაწილეობას იღებს შეფასების ჯგუფი და განმცხადებლის წარმომადგენლები მენეჯმენტის ჩათვლით.
3. საწყისი შეკრების დროს წამყვანი შემფასებელი განმარტავს შეფასების მიზანსა და კრიტერიუმებს, იგი განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას.
4. მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შეფასების ჯგუფისათვის გარეშე პირთაგან იზოლირებული სამუშაო გარემო.
5. შეფასების ჯგუფი აფასებს განმცხადებელს აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე. პირველადი შეფასების დროს უნდა შეფასდეს საკმარისი რაოდენობის სფეროები განცხადებული აკრედიტაციის სფეროდან, რათა მოხდეს ობიექტური და სანდო შეფასების ანგარიშის ჩამოყალიბება.
6. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში ლაბორატორიის მონაწილეობის შედეგების შესახებ და შემდგომი მონაწილეობის გეგმა-გრაფიკი.
7. აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს დაკვირვებას აკრედიტებული (აკრედიტაციის მაძიებელი) პირის პრაქტიკულ მოქმედებებზე. გამცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის დაშვება ყველა სამუშაო უბანზე/ფილიალში. ასევე, მოთხოვნის თანახმად უზრუნველყოს შეფასების ჯგუფის მიერ დაკვირვებების ჩატარება, რაც გულისხმობს გაცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას. თუ ვერ ხერხდება მსგავსი მოქმედებების განხორციელება, წამყვანი შემფასებელი ამის შესახებ უთითებს შეფასების ანგარიშში. დაკვირვების შინაარსის და მოცულობის შესახებ ინფორმაცია იხ. დანართი №2.
8. თუ შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესსა და დანერგილ ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადახედავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროის ხანგრძლივობას.
9. ადგილზე შეფასება უნდა დასრულდეს განმცხადებელთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში. გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნეს ტექნიკური ან საკანონმდებლო მიზეზების გათვალისწინებით, რაც არ აძლევს საშუალებას აკრედიტაციის ცენტრს ან/და განმცხადებელს აკრედიტაცია ჩატარდეს აღნიშნულ ვადებში.
მუხლი 12. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ, შეფასების ჯგუფი ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს განცხადებული სფეროს შესაბამისობას სტანდარტებთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან, რასაც აცნობს განმცხადებლის მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
2. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, წამყვანი შემფასებელი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს და აფორმებს მათ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ.
3. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია მოიცავს:
ა) მცირე – შეუსაბამობა შესაძლებელია გამოსწორდეს შეფასების პროცესში ან/და გამოსწორება გადამოწმდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ, შემდეგ გეგმიურ მონიტორინგამდე ან მისი განხორციელებისას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით;
ბ) მნიშვნელოვანი – პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. პირველადი შეფასების შემთხვევაში, ერთობლივი შეთანხმებით დგინდება გონივრული ვადა (არა უმეტეს 6 თვისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად. შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. მონიტორინგის დროს, ასეთი შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 თვე.
გ) კრიტიკული – პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე და ერთობლივი შეთანხმებით შეუსაბამობის გამოსასწორებლად დგინდება გონივრული ვადა (არა უმეტეს 6 თვისა). შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს ობიექტის ხელახალი შეფასება (ნაწილობრივ ან მთლიანად, შეუსაბამობის ადეკვატურად), რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად). მონიტორინგის დროს, შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. კრიტიკული შეუსაბამობის არ აღმოფხვრა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი.
4. კრიტიკული შეუსაბამობა არის:
ა) შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკურ საქმიანობასთან და რომელიც მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე ან არასწორ პრაქტიკაზე;
ბ) ისეთი შეუსაბამობა მენეჯმენტში, რომელიც საფრთხეს უქმნის ხარისხის მენეჯმენტის მთელ სისტემას;
გ) მოქმედება, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს შესაბამისობის შეფასების შედეგზე და აქედან გამომდინარე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს.
5. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიში“-ს სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, განსახილველად. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ადეკვატურობა თუ მაკორეტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
6. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოს დამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობის და ეფექტურობის შესასწავლად ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების შესაბამისად.
7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.
8. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 13. აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1. შეფასების ანგარიშის, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციისა და სხვა თანდართული მასალების განხილვის შედეგად, აკრედიტაციის კომიტეტი თავისი პროცედურის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებაs განსაზღვრულ სფეროში აკრედიტაციის მინიჭებაზე ან აკრედიტაციაზე უარის თქმაზე. გადაწყვეტილება ფoრმდება აკრედიტაციის კომიტეტის ოქმის სახით. აკრედიტაციის კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საკ 1.9 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“-ს შესაბამისად.
2. აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების ან უარის თაობაზე. ცენტრის მიერ გაიცემა „აკრედიტებულ პირთა რეესტრში“ რეგისტრირებული აკრედიტაციის მოწმობა და მისი დანართი - აკრედიტაციის სფერო. აკრედიტაციის ცენტრი განათავსებს თავის ვებგვერდზე -www.gac.gov.ge ინფორმაციას აკრედიტებული პირის შესახებ მისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით.
3. აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა 4 წლის ვადით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
4. აკრედიტაციის მოწმობის ნომერს აქვს შემდეგი სტრუქტურა: GAC – XX – XXXX, სადაც:
ა) GAC – არის აკრედიტაციის ცენტრის შემოკლებული ლათინური დასახელება;
ბ) XX – არის აკრედიტებული პირის ტიპის კოდური აღნიშვნა:
ბ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL
ბ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL
ბ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML
ბ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC
ბ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC
ბ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC
ბ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB
გ) XXXX - არის რეგისტრაციის რიგითი ნომერი (ოთხნიშნა რიცხვი).
მაგალითად: საგამოცდო ლაბორატორიისათვის – GAC – TL – 0001.
5. თუ ერთ იურიდიულ პირს გააჩნია რამდენიმე სამუშაო უბანი/ფილიალი, აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა სათაო ორგანიზაციის მისამართის მითითებით, ხოლო მის დანართში-აკრედიტაციის სფეროში მიეთითება უბნის/ფილიალის მისამართი და შესაბამისი სფერო.
6. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში, საქმის მენეჯერი ამზადებს აკრედიტებული პირის ყოველწლიური მონიტორინგის გეგმას და ათანხმებს მას აკრედიტებულ პირთან.
7. აკრედიტებული პირის მიერ ადგილმდებარეობის ან/და სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში ახალი აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა ახალი სარეგისტრაციო ნომრით და გაცემის თარიღით, ხოლო აკრედიტაციის მოქმედების ვადა რჩება იგივე.
8. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის, აკრედიტაციის მთლიანად შეჩერების ან გაუქმების შემთხვევაში, აკრედიტებულ სტატუსზე მითითება დაუშვებელია.
მუხლი 14. აპელაციები
თუ, განმცხადებელი არ ეთანხმება აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებას, მან აკრედიტაციის ცენტრიდან წერილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეიტანოს აკრედიტაციის ცენტრში აპელაცია. აპელაცია განიხილება აკრედიტაციის ცენტრის საკ 1.11 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად.
თავი III. მონიტორინგი და ზედამხედველობა
მუხლი 15. მონიტორინგი და ზედამხედველობა
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს მონიტორინგის გზით. მონიტორინგის მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. მონიტორინგის ფარგლებში:
ა) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირის ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს შეფასების გზით;
ბ) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმიურ მონიტორინგს დამატებით სფეროში აკრედიტაციის (სფეროს გაფართოების) მიზნით, აგრეთვე ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, შეფასების გზით;
გ) აკრედიტებული პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნისამებრ.
3. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე.
4. ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მომართვის/საჩივარის საფუძველზე, აკრედიტაციის მოთხოვნების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე აკრედიტაციის მხრიდან ხორციელდება აკრედიტებული პირის ზედამხედველობა. ზედამხედველობა ხორციელდება არგუმენტირებული და გადამოწმებული ინფორმაციის შემთხვევაში.
5. მონიტორინგი და ზედამხედველობა ხორციელდება საკ 1:2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
თავი IV. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, სფეროს შემცირება, განმეორებითი აკრედიტაცია
მუხლი 16. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება
1. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება ხორციელდება დამატებით სფეროში აკრედიტაციის გზით, რისთვისაც აკრედიტებულმა პირმა განაცხადით უნდა მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს.
2. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შეიძლება განხორციელდეს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვის და არაგეგმური მონიტორინგის ჩატარების შედეგად, აკრედიტაციის კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე. განმცხადებელი იხდის შესაბამის საფასურს დადგენილი წესით.
3. აკრედიტაციის სფეროს გაფართოების მიზნით ჩატარებული არაგეგმური მონიტორინგი, აკრედიტაციის მიზნით ჩატარებული შეფასების პროცესის იდენტურია. აკრედიტაციის სფეროს გაფართოება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს გეგმური მონიტორინგის პარალელურად.
4. საბოლოო შედეგები ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეფასების აქტით და გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს გადაწყვეტილების მისაღებად.
5. აკრედიტაციის სფეროს გაფართოების შესახებ გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, შედის ცვლილება აკრედიტაციის მოწმობის დანართში – აკრედიტაციის სფეროში და გაკეთდება შესაბამისი მითითება აკრედიტებულ პირთა რეესტრში.
მუხლი 17. აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, სფეროს შემცირება
1. აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, შემცირება შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს მითითებით ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემდეგ შემთხვევებში:
ა) აკრედიტებული პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური მონიტორინგის გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
ბ) თუ აკრედიტებული პირი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი მონიტორინგის დადგენილ ვადებში (აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ±2თვე) განხორციელებას მას შეუჩერდება აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური მონიტორინგის გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
გ) მონიტორინგის ან ზედამხედველობის დროს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არ გამოსწორების შემთხვევაში საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტებულ პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად. ამ შემთხვევებში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის - სფეროს გაფართოების გზით (სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში) ან განმეორებითი აკრედიტაციის გზით (სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში), რისთვისაც აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.
2. აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების, შემცირების, აღდგენის შესახებ გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, კეთდება შესაბამისი ცვლილება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და არგუმენტირებული მითითებით ეცნობება მეორე მხარეს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით ჩაბარდება ხელზე.
მუხლი 18. განმეორებითი აკრედიტაცია
განმეორებითი აკრედიტაციის შემთხვევაში შეფასება მოიცავს აკრედიტაციის მაძიებელი პირის მენეჯმენტის სისტემისა და მისი საქმიანობის განმეორებით შემოწმებას და ის თავდაპირველი შეფასების მსგავსია.
თავი V. საჯაროობა
მუხლი 19. ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა
1. აკრედიტაციის ცენტრი აწარმოებს აკრედიტებულ პირთა რეესტრს და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას დაინტერესებულ პირებზე წერილობითი მომართვის საფუძველზე. ასევე განათავსებს აკრედიტაციის სქემების შესახებ სრულ ინფორმაციას და აკრედიტებული პირების ნუსხას (შესაბამისი სფეროების მითითებით) საკუთარ ვებ-გვერდზე: www.gac.gov.ge
2. აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნისამებრ, აკრედიტებული პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ.
3. აკრედიტაციის ცენტრი ვებგვერდზე აქვეყნებს საკუთარ მიდგომას გაზომვების მიკვლევადობის მიმართ.
4. აკრედიტაციის ცენტრი ვებგვერდზე აქვეყნებს საკუთარ მიდგომას ლაბორატორიების საკვალიფიკაციო ტესტირებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
დანართი 1
აკრედიტაციის ბლოკ-სქემა
I. განაცხადის განხილვა. ბლოკ-სქემა „ა“
II. ადგილზე შეფასება. ბლოკ-სქემა „ბ“
III. აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღება. ბლოკ-სქემა „გ“
დანართი №2
შესაბამისობის შემფასებელ პირებზე დაკვირვების პროცედურა
აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებულ (აკრედიტაციის მაძიებელ) პირთა პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას. დაკვირვება წარმოადგენს ამ პირთა კომპეტენტურობის შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტს. დაკვირვებისთვის შეიძლება შერჩეული იქნეს აკრედიტებულ (აკრედიტაციის მაძიებელ) პირთა მიერ გამოყენებული მეთოდები ან/და შესაფასებელი პროდუქტები.
დაკვირვება არის თითოეული შეფასების და მონიტორინგის შემადგენელი ნაწილი. დაკვირვების მოცულობა და დეტალები თანხმდება აკრედიტებულ (აკრედიტაციის მაძიებელ) პირთან და მიეთითება შეფასების პროგრამაში. დაკვირვება ყველაზე მეტი მოცულობით ტარდება პირველადი შეფასების დროს, რათა მოპოვებული იქნეს საკმარისი მტკიცებულება, პირის კომპეტენტურობის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, თუ ლაბორატორიას უნდა აკრედიტაციის მიღება ნიმუშების აღების სფეროში, ისეთი როგორიცაა: ჩამდინარე წყლების, ნიადაგის, სასმელი წყლის, გამონაბოლქვის ან ჰაერის ნიმუშების აღება, მაშინ ამ მოქმედებებზე დაკვირვების ჩატარება აუცილებელია. თუ ნიმუშების აღების პრინციპები და პირობები მსგავსია ორი ან მეტი ნიმუშისათვის, მაშინ შესაძლოა ერთი ნიმუშის აღების პროცედურაზე დაკვირვება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ნიმუშების ტრანსპორტირებას და შემთხვევებს, როდესაც ისინი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს გამოცდისათვის/დაკალიბრებისთვის. დაკვირვებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაღალი რისკის შემცველ მეთოდებსა და პროდუქტებს, დიდი მოცულობის სამუშაოებს, მგრძნობიარე ლაბორატორიათაშორის შედარების შედეგებს, ახალ სფეროს და ა.შ. ინსპექტირებისა და სერტიფიკაციისთვის გამოიყენება ანალოგიური მიდგომა.
დაკვირვებების მინიმალური რაოდენობა აკრედიტაციის სხვადასვა სფეროში მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში.
ა) საგამოცდო/საკალიბრებელი ლაბორატორია
|ტესტირების რაოდენობა N, საკალიბრებელი და ნიმუშების აღება |ჩასატარებელი დაკვირვების მინიმალური რაოდენობა - გამოცდა, |
| |საკალიბრებელი ნიმუშის აღება |
|≤ 5 |სრულად |
|6 ÷ 10 |5 |
|11 ÷ 25 |6 |
|26 ÷ 50 |7 |
|50 ÷ 100 |12 |
|> 100 |15 |
ბ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანო
პროდუქტის (მომსახურეობის, პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოს შეფასების და მონიტორინგის დროს ჩასატარებელი დაკვირვების მინიმალური რაოდენობა არის ერთი. დაკვირვების საერთო რაოდენობა შეიძლება შეიცავალოს რისკების და საქმიანობის სირთულის შესაბამისად.
გ) მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანო
|No. |სერტიფიკაციის ტიპი/სერტიფიკაციის სქემის ტიპი- სერტიფიკაცია სტანდარტის შესაბამისად |ჩასატარებელი დაკვირვების |
| | |მინიმალური რაოდენობა |
| | | |
|1 |სსტ ისო 9001 : 2008 | |
| | |1 |
|2 |ისო 14001:2004 | |
| | |1 |
|3 |OHSAS 18001 |2 1 |
|4 |ISO 22000 |2 2 |
|5 |ISO/IEC 27001:2005 |1 |
ცხრილში მოცემულია დაკვირვების რაოდენობა პირველადი და განმეორებითი აკრედიტაციის დროს.
აკრედიტაციის მოქმედების პერიოდში, გეგმური მონიტორინგების დროს, ჯამში უნდა განხორციელდეს მინიმუმ 2 დაკვირვება.
დაკვირვების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობები:
ხელახალი აკრედიტაციის დროს შესაძლებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის ციკლის დროს მიღებეული დაკვირვების შედეგების გამოყენება.
1 ხელახალი შეფასების დროს შესაძლებელია ერთი დაკვირვების ჩატარება.
2 სავალდებულოა, ერთი დაკვირვების ჩატარება მაღალი რისკის სფეროში და ერთი დაკვირვების ჩატარება დაბალი რისკის სფეროში. მხოლოდ ერთი დაკვირვების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილია მხოლოდ ის სფეროები, რომლებიც მოიცავს დაბალი რისკის დონეს ან როცა ადგილი აქვს ხელახალ აკრედიტაციას, რომლის დროსაც დაკვირვება უნდა შესრულდეს უფრო მაღალი დონის რისკების შემცველ სფეროში.
დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო
|სფეროების რაოდენობა |ჩასატარებელი დაკვირვების მინიმალური რაოდენობა |
|(N) | |
|1 ÷ 2 |1 |
|3 ÷ 5 |2 |
|6 ÷ 10 |3 |
|> 10 |√N , |
| |მინიმუმ 4 |
ცხრილში მოცემულია დაკვირვების რაოდენობა პირველადი და განმეორებითი აკრედიტაციის დროს.
აკრედიტაციის მოქმედების პერიოდში, გეგმური მონიტორინგების დროს, ჯამში უნდა განხორციელდეს მინიმუმ 2 დაკვირვება.
ე) ინსპექტირების ორგანოები
|ინსპექტირების პროცედურების რაოდენობა (N) |ჩასატარებელი დაკვირვების მინიმალური რაოდენობა |
|1 ÷ 5 |სრულად |
|6÷ 25 |2 √N, მინიმუმ 5 |
|> 25 |√N, მინიმუმ 10 |
ცხრილში მოცემულია დაკვირვების რაოდენობა პირველადი და განმეორებითი აკრედიტაციის დროს.
აკრედიტაციის მოქმედების პერიოდში განხორციელებული გეგმური მონიტორინგებისას, ჯამში უნდა განხორციელდეს იმდენივე დაკვირვება, რაც პირველადი და განმეორებითი აკრედიტაციისას.
საკ 1.2 : 2012 - აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე წესი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების საქმიანობის კონტროლის მექანიზმებს - მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების გზით.
2. აკრედიტებული პირების მონიტორინგი და ზედამხედველობა, როგორც შესაბამისობის შეფასების საქმიანობაზე სისტემატური დაკვირვება ტარდება შესაბამისობის შესახებ განაცხადის საფუძვლიანობის უზრუნველყოფის მიზნით.
3. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს მონიტორინგის გზით. მონიტორინგის მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
4. მონიტორინგის ფარგლებში:
ა) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირის ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს შეფასების გზით;
ბ) აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს არაგეგმიურ მონიტორინგს დამატებით სფეროში აკრედიტაციის (სფეროს გაფართოების) მიზნით, აგრეთვე ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემთხვევაში, შეფასების გზით;
გ) აკრედიტებული პირები ვალდებულნი არიან მიაწოდონ აკრედიტაციის ცენტრს ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ აკრედიტაციის ცენტრის მოთხოვნისამებრ.
5. წინამდებარე წესის მოთხოვნები სავალდებულოა აკრედიტებული პირებისათვის.
მუხლი 2. გეგმური მონიტორინგი
1. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს – ყოველწლიური მონიტორინგის სახით.
2. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე.
3. მონიტორინგის მიზანია დაადგინოს აკრედიტებული პირების საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
4. მონიტორინგის ჩატარების საწყის ვადამდე, აკრედიტებულმა პირმა წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს თანხმობა ან უარი მონიტორინგის განხორციელების თაობაზე აკრედიტაციის ცენტრს. მონიტორინგის ჩატარების მიზნით, აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
5. თუ აკრედიტებული პირი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი მონიტორინგის დადგენილ ვადებში განხორციელებას, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულების საფუძველზე მას სრულად შეუჩერდება აკრედიტაცია, რის შესახებაც შესაბამისი მითითება გაკეთდება აკრედიტებულ პირთა რეესტრში.
6. მონიტორინგი უნდა დაიგეგმოს ისე, რომ აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ხუთწლიან პერიოდში მოიცვას აკრედიტაციის სფერო სრულად. ყოველწლიურად შეფასდება აკრედიტებული სფეროს გარკვეული ნაწილი, რომლის გეგმაც წინასწარ თანხმდება საქმის მენეჯერსა და აკრედიტებულ პირს შორის აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ.
7. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა დაწესებულ მოთხოვნებსა და შესაბამისობის შეფასების პროცესს შორის. დაკვირვება გულისხმობს განცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე დასწრებას და მის შეფასებას.
8. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, წამყვანი შემფასებელი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს და აფორმებს მათ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ.
9. მონიტორინგის შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია მოიცავს:
ა) მცირე – შეუსაბამობა შესაძლებელია გამოსწორდეს შეფასების პროცესში ან/და გამოსწორება გადამოწმდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ, შემდეგ გეგმიურ მონიტორინგამდე ან მისი განხორციელებისას, მხარეთა შეთანხმების მიხედვით;
ბ) მნიშვნელოვანი – პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. პირველადი შეფასების შემთხვევაში, ერთობლივი შეთანხმებით დგინდება გონივრული ვადა (არა უმეტეს 6 თვისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად. შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. მონიტორინგის დროს, ასეთი შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 თვე.
გ) კრიტიკული - პირველადი შეფასების შემთხვევაში, აკრედიტაცია არ გაიცემა ამ შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. პირველადი შეფასების შემთხვევაში, ერთობლივი შეთანხმებით დგინდება გონივრული ვადა (არა უმეტეს 6 თვისა) შეუსაბამობის გამოსასწორებლად. შეუსაბამობის აღმოფხვრა დამოკიდებულია განმცხადებელზე. კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, შეფასების ჯგუფმა შესაძლოა მოითხოვოს ობიექტის ხელახალი შეფასება (ნაწილობრივ ან მთლიანად, შეუსაბამობის ადეკვატურად), რის შესახებაც მიეთითება შეუსაბამობის ფურცელში და შეფასების ანგარიშში. განმცხადებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად). მონიტორინგის დროს, შეუსაბამობის გამოსწორების მაქსიმალური ვადა შეიძლება იყოს 1 კვირა. კრიტიკული შეუსაბამობა ხდება აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივი ან მთლიანი შეჩერების მიზეზი.
10. კრიტიკული შეუსაბამობა არის:
ა) შეუსაბამობა, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკურ საქმიანობასთან და რომელიც მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე ან არასწორ პრაქტიკაზე;
ბ) ისეთი შეუსაბამობა მენეჯმენტში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ხარისხის მენეჯმენტის მთელ სისტემას;
გ) მოქმედებები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ შესაბამისობის შეფასების შედეგებზე და აქედან გამომდინარე საფრთხეს უქმნიან ადამიანების ჯანმრთელობას, ქონებას ან გარემოს.
11. წამყვანი შემფასებლის მიერ, მონიტორინგის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ფორმდება „მონიტორინგის ანგარიში“, ხელი მოეწერება შეფასების ჯგუფის წევრების მიერ და განმცხადებელს მიეწოდება განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება ხელზე.
12. თუ აკრედიტებული პირი ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი მონიტორინგის დადგენილ ვადებში (აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ±2თვე) განხორციელებას მას შეუჩერდება აკრედიტაცია. ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია არაგეგმური მონიტორინგის გზით, რისთვისაც განმცხადებელი წერილობით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს შეჩერებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
13. მონიტორინგის ან ზედამხედველობის დროს დაფიქსირებული კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ან შეუსაბამობის ფურცელში მითითებულ ვადებში შეუსაბამობების არ გამოსწორების შემთხვევაში საკითხი განიხილება აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტებულ პირს შეუჩერდება აკრედიტაცია ნაწილობრივ ან სრულად შეუსაბამობების ადეკვატურად. ამ შემთხვევებში აკრედიტაციის აღდგენა შესაძლებელია დამატებით სფეროში აკრედიტაციის –სფეროს გაფართოების გზით (სფეროს ნაწილობრივ შეჩერების შემთხვევაში) ან განმეორებითი აკრედიტაციის გზით (სფეროს სრულად შეჩერების შემთხვევაში), რისთვისაც აკრედიტაციის მაძიებელი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს და იხდის შესაბამის საფასურს.
14. აკრედიტებული პირის შეჩერების შემთხვევაში გამოიცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულება, გაკეთდება შესაბამისი მითითება აკრედიტებულ პირთა რეესტრში და არგუმენტირებული მითითებით ეცნობება მეორე მხარეს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით ჩაბარდება ხელზე.
15. თუ აკრედიტებული პირი არ ეთანხმება აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილებას, მან აკრედიტაციის ცენტრიდან წერილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეიტანოს აკრედიტაციის ცენტრში აპელაცია. აპელაცია განიხილება აკრედიტაციის ცენტრის საკ 1.11 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად.
მუხლი 3. არაგეგმური მონიტორინგი
1. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება დამატებით სფეროში აკრედიტაციის (სფეროს გაფართოების) მიზნით, აგრეთვე ნორმატიულ აქტებში და აკრედიტაციის კრიტერიუმებში ცვლილებების და დამატებების შეტანის შემთხვევაში.
2. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
3. არაგეგმური მონიტორინგის დროს შეფასებას ექვემდებარება ის საკითხები, რომლებიც გახდა არაგეგმური მონიტორინგის ჩატარების მიზეზი.
4. არაგეგმური მონიტორინგის განხორცილების პროცედურები გეგმური მონიტორინგის იდენტურია.
მუხლი 4. აკრედიტებული პირის ზედამხედველობა
1. ადმინისტრაციული, სამოქალაქო ორგანოების ან სხვა პირის მომართვის/საჩივარის საფუძველზე, აკრედიტაციის მოთხოვნების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევაზე აკრედიტაციის მხრიდან ხორციელდება აკრედიტებული პირის ზედამხედველობა. ზედამხედველობა ხორციელდება არგუმენტირებული და გადამოწმებული ინფორმაციის შემთხვევაში.
2. გენერალური დირექტორის დავალებით პასუხისმგებელი პირი ახორციელებს საჩივართან დაკავშირებული მასალების შესწავლას. საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ზედამხედველობის ჩატარების მიზნით ადგილზე ვიზიტის შესახებ, რის თაობაზეც ეცნობება აკრედიტებულ პირს.
3. ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული წამყვანი შემფასებელი და მოწვეული სპეციალისტი. საჭიროების შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ზედამხედველობის სამუშაოებში მეთვალყურის სტატუსით რთავს დაინტერესებული ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ორგანოების წარმომადგენლებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს აკრედიტირებულ პირს. აკრედიტირებული პირის მიერ ზედამხედველობის ჩატარებაზე უარს შესაძლოა მოჰყვეს აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება ან შემცირება.
4. ზედამხედველობის შედეგები ფორმდება შესაბამის ანგარიშში, რომელშიც შეფასება ეძლევა აკრედიტებული პირის ფაქტობრივ მდგომარეობას. ანგარიში მიეწოდება აკრედიტებულ პირს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება ხელზე.
5. ზედამხედველობის ანგარიში განსახილველად გადაეცემა აკრედიტაციის კომიტეტს, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის შეჩერების (სრულად ან ნაწილობრივ), გაუქმების ან შემცირების თაობაზე.
6. ზედამხედველობის ფარგლებში აკრედიტებული პირის აკრედიტაციის შეჩერების და აღდგენის პროცედურა იხილეთ მე-2 მუხლის, მე-13 პუნქტში.
7. აკრედიტებული პირების ზედამხედველობას აკრედიტაციის ცენტრი ატარებს მხოლოდ საკუთარი ხარჯებით.
საკ 1.3:2012 - წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის.
2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტთან – სსტ ისო/იეკ 17025:2010 „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“ * შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაციის პროცედურები ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012 – ში.
4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მათ შორის: EA, ILAC, IAF და სხვა სექტორული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებს, აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული).
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო/იეკ 17011:2010 ტერმინები და განმარტებები.
თავი II. საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიის აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცედურები
მუხლი 3. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი საგამოცდო/საკალიბრებელი ლაბორატორიის აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით - შრიფტი - Sylfaen), იხ. დანართები.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოცდის/დაკალიბრების თაობაზე. მათ შორის, შესაბამისი სტანდარტები და დაკალიბრების მეთოდიკები. ასევე, საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში ლაბორატორიის მონაწილეობის შედეგები და შემდგომი მონაწილეობის გეგმა-გრაფიკი.
4. თუ, განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის – დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 4. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას.
2. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
მუხლი 5. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.
2. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაეცემა ხელზე.
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 6. ლაბორატორიის ადგილზე შეფასება
1. ლაბორატორიის ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფის და განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვედრით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანს და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. ლაბორატორიის ადგილზე შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან მოქმედებას, რომლის დროსაც შემფასებლები უნდა დარწმუნდნენ ლაბორატორიის პერსონალის კომპეტენტურობაში, ლაბორატორიის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული სტანდარტების, მეთოდების ცოდნაში, ხელსაწყოების შესაბამისობაში, რომელიც მოიცავს ხელსაწყოების დაკალიბრებას და უზრუნველყოფა/მომსახურეობას.
3. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება გამოცდების ჩანაწერებში და ოქმების გაფორმების პროცესში.
4. შეფასდება ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ტესტირებებში მონაწილეობის გეგმის სისწორე და მონაწილეობის სიხშირის მიზანშეწონილობა. შეფასდება ასევე ლაბორატორიათაშორის შედარებებში მიღებული შედეგები.
5. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ გამოცდის ოქმებს/დაკალიბრების სერტიფიკატებს,. ასევე შეფასდება თითოეული გამოცდის/დაკალიბრების მეთოდი, რომელიც მიეკუთვნება აკრედიტაციის სფეროს.
6. შეფასების ჯგუფი დააკვირდება ლაბორატორიის პერსონალის მიერ განხორციელებულ გამოცდის/დაკალიბრების კონკრეტულ სამუშაოს. ჩასატარებელი დაკვირვებების მოცულობა იხილეთ საკ 1.1 : 2012 -ის, დანართი 2-ში.
7. გამოცდების/დაკალიბრების სამუშაოების შეფასებისას, შეფასების ჯგუფმა უნდა დაადგინოს ლაბორატორიის შესაძლებლობა განახორციელოს გაზომვები იმ განუსაზღვრელობის შესაბამისად, რომელიც დადგენილია თითოეული საკვლევი პარამეტრისათვის.
8. დაკალიბრების ჩამტარებელი პერსონალის კომპეტენტურობის დასადგენად შესაძლებელია შეფასდეს მათ მიერ ჩატარებული სპეციფიკური დაკალიბრების სამუშაოები, რომლებიც შერჩეული იქნება შემფასებლების მიერ.
9. თუ აკრედიტაციის სფერო მოიცავს გამოცდის ოქმში შესატან მოსაზრებებს და ახსნა-განმარტებებს, შემფასებლები შეაფასებენ შესაბამის პროცედურას და რამდენად არის ის დანერგილი ლაბორატორიის პრაქტიკულ საქმიანობაში. ასევე შესაბამისი პასუხისმგებელი პერსონალის კომპეტენტურობას, ტრეინინგებს, გამოცდილებას და ცოდნას. შეფასების ჯგუფმა უნდა შეაფასოს გამოცდის ოქმში შეტანილი მოსაზრებების და ახსნა-განმარტებების შესაბამისობა აკრედიტაციის მოთხოვნებთან.
10. ადგილზე შეფასებისას მიღებული მონაცემები, რომლებიც მყისიერ და სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს, კლიენტისათვის ადგილზე უნდა იყოს განმარტებული შეფასების ჯგუფის მხრიდან.
11. თუ შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადასინჯავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროის ხანგრძლივობას.
მუხლი 7. რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში ლაბორატორიამ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.
2. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.
3. ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობის და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება, ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება. აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8. ნიმუშების აღება
1. თუ ლაბორატორია იღებს მასალების ან პროდუქტის ნიმუშებს შემდგომი გამოცდის ან დაკალიბრების მიზნით, როგორც ადგილზე, ასევე ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ, მაშინ ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს ნიმუშების აღების პროცედურა და გეგმა.
2. შემფასებლები შეაფასებენ არის თუ არა აღწერილი პროცედურა და გეგმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და განახორციელებენ ვიზიტებს შესაბამის სამუშაო უბნებზე/ფილიალებში სადაც ხდება ნიმუშის აღება.
მუხლი 9. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი, ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს განცხადებული სფეროს შესაბამისობას სტანდარტებთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან, რასაც აცნობს ლაბორატორიის მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ.
2. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიში“-ს სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
3. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია იხილეთ საკ 1.1:2012-ის, მე-12 მუხლის, მე-3 პუნქტში.
4. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არა უგვიანეს 6 თვე.
5. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოს დამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობის და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება(ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
6. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის 4-ე პუნქტი მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.
7. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობითა და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 10. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
დანართები
განაცხადი აკრედიტაციაზე
ამ განაცხადით ვადასტურებთ, რომ:
1) გვსურს გავიაროთ შესაბამისი პროცედურები ტესტირების და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემის თანახმად – სსტ ისო/იეკ 17025:2010 სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის.
2) ჩვენ გავეცანით აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, მის უფლებებს, მოვალეობებს და შესაბამის კანონმდებლობას.
3) მიუხედავად შეფასების შედეგებისა, ჩვენ თანახმა ვართ გავწიოთ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნული განაცხადის განხილვასთან და აკრედიტაციის პროცედურების შესრულებასთან, მათ შორის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგთან.
4) გავეცანით აკრედიტაციის სქემას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აკრედიტაციის მიღებასთან.
5) თანხმა ვართ, მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფი და ვუზრუნველვყოთ მათი დაშვება შესაბამის სამუშაო ადგილზე, უბანზე/ფილიალში. შესაძლებლობა მივცეთ შეაფასონ ჩვენს მიერ განხადებული აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები (ქაღალდი და ელ-ვერსია) და შეასრულონ აკრედიტაციის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
6) აკრედიტაციის მოქმედების განმავლობაში ჩვენ ვუზრუნველვყოფთ აკრედიტაციის შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოვალეობების დაცვას. ასევე ვაცხადებთ, რომ განვახორციელებთ ყველა შესაბამის ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება აკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვისათვის.
7) ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აკრედიტაციის კრიტერიუმების და მოვალეობების შეუსრულებლობამ.
განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
( – ინფორმაცია განმცხადებლის და ლაბორატორიის თაობაზე (დანართი №1);
( – აკრედიტაციის სფერო (დანართი №2);
( – ინფორმაცია ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე (დანართი №3)
( – მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შესახებ და შემდგომ მონაწილეობის გეგმა (დანართი №4)
( – სსტ ისო/იეკ 17025:2005/2010-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი შევსებული სახით. (კითხვარი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრში და ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge )
( – ლაბორატორიის ხარისხის სახელმძღვანელო;
( – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
( – პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები.
( – იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ითხოვს აკრედიტაციას მხოლოდ ნიმუშების აღების სფეროში, წარმოდგენილი უნდა იქნეს კონტრაქტორების ჩამონათვალი (ტესტირების ლაბორატორიებისათვის).
ვაცხადებთ, რომ განაცხადში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი და მოწოდებულია აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.
განმცხადებლის სახელი, გვარი,______________________ განმცხადებლის ხელმოწერა:
თანამდებობა:_________________________________________________________
თარიღი:__________________ ბეჭდის ადგილი
დანართი №1
ინფორმაცია განმცხადებელის და ლაბორატორიის თაობაზე:
| |ლაბორატორიის დასახელება: | |
| | | |
| |მისამართი, საფოსტო ინდექსი: | |
| | | |
| |საიდენტიფიკაციო კოდი (ამონაწერი რეესტრიდან): | |მობილური: | |
| | | | | |
| |ტელეფონი: | |ფაქსი: | |
| | | | | |
| |ელ-ფოსტა: | |ინტერნეტ მისამართი/ვებ-გვერდი: | |
| | | | | |
| | | |
განაცხადზე უფლებამოსილი პირი:
| |სახელი გვარი: | |თანამდებობა: | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური: | |ელ-ფოსტა: | |
| | | | | |
| | | |
განმცხადებლის საბანკო მონაცემები:
| | | |
| |ბანკი: | | |
| | | |
| |ბანკის კოდი | | |
| | | |
| |ანგარიშის ნომერი: | | |
| |ტელეფონი: | |
აკრედიტაციის ცენტრთან საკონტაქტო პირი განმცხადებელის მხრიდან:
| | სახელი, გვარი: | |თანამდებობა: | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური: | |
მონაცემები ლაბორატორიის პერსონალის შესახებ
ლაბორატორიის ხელმძღვანელი
| |თანამდებობა, სახელი, გვარი: | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია: | |
| | | |
| | | |
პირი, რომელიც პასუხისგებელია ხარისხის მენეჯმენტზე
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები): | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია: | |
| | | |
| | | |
ლაბორატორიის პერსონალი
|№ |სახელი, გვარი |თანამდებობა |კვალიფიკაცია |სამუშაო გამოცდილება (წლები) |
|1 | | | | |
|2 | | | | |
პერსონალი, რომელსაც გააჩნია უფლება ხელი მოაწეროს გამოცდის ოქმებს/დაკალიბრების სერტიფიკატებს
|№ |სახელი, გვარი: |თანამდებობა: |
|1 | | |
|2 | | |
პერსონალის/თანამშრომლების რაოდენობა
|სულ | |
რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ლაბორატორია
| |უბანი/ფილიალი No.: | |უბნის/ფილიალის დასახელება: | |
| | | | | |
| |მისამართი: | |
| | | |
| |უბნის/ფილიალის ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი): | |ტელეფონი/მობილური: | |
| | | | | |
| |ფაქსი: | |ელ-ფოსტა: | |
| | | | | |
| | | |
დანართი №2
| |
|საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო |
|გამოცდა |
|ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|(ის გამოცდები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სამუშაო უბნებზე ვარსკლავით უნდა იყოს მარკირებული) |
|№ |გამოსაცდელი პროდუქტი/მასალა |გამოცდების სახეობა |საკვლევი პარამეტრები |გამოცდის მეთოდის იდენტიფიკაცია და |
| | | | |დასახელება |
|1 | | | | |
განმარტება:
- საგამოცდო პროდუქტი/მასალა : ის რაც კვლევის ობიექტს წარმოადგენს;
- გამოცდების სახეობის მაგალითებია: ქრომატოგრაფია, სპექტროფოტომეტრია, ტესტი გაგლეჯაზე, რენტგენოსკოპია, ულტაბგერითი გამოცდა, ელეტრული გაზომვები და სხვ.
- საკვლევი პარამეტრებია მაგ: სიმკვრივე, წყალბადის მაჩვენებელი, სიხისტე, მძიმე მეტალები შემცველობა, განათებულობა, ძალა, სიმძლავრე, სიჩქარე და სხვ;
– გამოცდის მეთოდები: აქ უნდა მიეთითოს სტანდარტული მეთოდი ან შემუშავებული საკუთრივ ლაბორატორიის მიერ;
ნიმუშის აღების სფერო
| |საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო |
| |ნიმუშის აღება |
| |ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|№ |ნიმუშის აღების ობიექტი |ნიმუშის აღების პროცედურის/მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება |
|1 | | |
| |საკალიბრებელი ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო |
| |დაკალიბრება |
| |ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
| |(ის გამოცდები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სამუშაო უბნებზე ვარსკლავით უნდა იყოს მარკირებული) |
|№ |დაკალიბრების ობიექტი |გაზომვის სახეობა |გასაზომი |დაკალიბრების და |მეთოდის იდენტიფიკაცია და |
| |(კოდი) | |სიდიდე/მახასიათებელი |გაზომვის შესაძლებლობა |დასახელება |
|1 | | | | | |
განმარტება:
- დაკალიბრების ობიექტი : ის გამზომი საშუალება რომლის დაკალიბრებაც ხდება
- გაზომვის სახეობა : გაზომვის სფერო, რომელშიაც გამოიყენება დაკლიბრების ობიექტი, მაგ: მექანიკური სიდიდეების გაზომვები, გეომეტრიული სიდიდეების გაზომვები, ნაკადის, ხარჯის, მოცულობის პარამეტრების გაზომვები, ნივთიერებათა ფიზიკურ-ქიმიური შემდგენლობის და თვისებებათა გაზომვები, ელექტროტექნიკური და მაგნიტური სიდიდეების გაზომვა და სხვ.
- გასაზომი სიდიდე/მახასიათებელი: მაგ. სიგრძე, მოცულობა, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა, ხმაური, სიხშირე, დენის ძალა, ინდუქტიურობა და სხვ.
- დაკალიბრების და გაზომვის შესაძლებლობა : დაკალიბრების საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც ლაბორატორიას შეუძლია რომ შესთავაზოს კლიენტს.
- მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება: უნდა მიეთითოს სტანდარტული მეთოდი ან შემუშავებული საკუთრივ ლაბორატორიის მიერ;
ნიმუშის აღების სფერო
| |საკალიბრებელი ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო |
| |ნიმუშის აღება |
| |ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
| |(ის გამოცდები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სამუშაო უბნებზე ვარსკლავით უნდა იყოს მარკირებული) |
|№ |ნიმუშის აღების ობიექტი |ნიმუშის აღების პროცედურის/მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება |
|1 | | |
დანართი №3
|ინფორმაცია ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე |
|ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|№ |საგამოცდო/საკალიბრებელი ხელსაწყო-მოწყობილობის აღწერა |ხელსაწყო-მოწყობილობების დაკალიბრების უზრუნველყოფა |ხელსაწყო-მოწყობილობების სერიული ნომერი |
| | |(როდის, ვის მიერ, სერტიფიკატი) | |
|1 | | | |
დანართი №4
მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის
შედარებებში მონაწილეობის შესახებ
|ლაბორატორიის დასახელება: |
|მონაწილეობის დრო |საკვალიფიკაციო ტესტირების | პარამეტრების/ |საკვალიფიკაციო ტესტირებაში |მაკორექტირებელი ღონისძიებები ასეთის |
| |სქემის იდენტიფიკაცია და |გაზომვების სფერო |მონაწილეობის შედეგი/ |არსებობის შემთხევაში |
| |ჩამტარებელი | |წარმატებულობა | |
| | | | | |
საკ 1.4 :2012 - „წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 15189:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციისათვის.
2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს სამედიცინო ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტთან – სსტ ისო 15189:2011 „სამედიცინო ლაბორატორიები – კერძო მოთხოვნები ხარისხისა და კომპეტენტურობის მიმართ“ შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაციის პროცედურები ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012 – ში.
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო 15189:2011 ტერმინები და განმარტებები.
თავი II. სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაციასთან დაკავშირებული
პროცედურები
მუხლი 3. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით –შრიფტი – Sylfaen), იხ. დანართები.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია სამედიცინო ლაბორატორიის თაობაზე. მათ შორის, შესაბამისი სტანდარტები და გამოცდის მეთოდები. ასევე, საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში ლაბორატორიის მონაწილეობის შედეგები და შემდგომი მონაწილეობის გეგმა-გრაფიკი.
4. თუ, განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი - საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის - დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 4. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას.
2. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
მუხლი 5. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო 15189:2011 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.
2. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი თავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით(შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაცემა ხელზე.
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 6. ლაბორატორიის ადგილზე შეფასება
1. ლაბორატორიის ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფის და განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვედრით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანს და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. ლაბორატორიის ადგილზე შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან მოქმედებას, რომლის დროსაც შემფასებელები უნდა დარწმუნდნენ ლაბორატორიის მატერიალური, ინფორმაციული რესურსების, პერსონალის შესაძლებლობების შესაბამისობაში წარმოდგენილ სავარაუდო გამოკვლევებთან მიმართებით.
3. შეფასდება ლაბორატორიის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული მეთოდების ცოდნა, ხელსაწყობის სიზუტე, რომელიც მოიცავს ხელსაწყოების დაკალიბრებას და უზრუნველყოფა/მომსახურეობას. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გამოკვლევების წინა და შემდგომ პროცედურებს და გადახედავენ ლაბორატორიის მიერ შერჩეული დამხმარე (ქვემოიჯარე) ლაბორატორიების ნუსხას.
4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას და პერსონალის მიერ კონსულტაციების წარმართვას, რათა დარწმუნდნენ, რომ შეცდომები და ორაზროვანება არ წარმოიშვება გამოცდების ჩანაწერებში, ანალიზის და ოქმის გაფორმების პროცესში. ასევე შეფასდება ანალიტიკური პროცედურები.
5. შეფასდება ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის გეგმის სისწორე და მონაწლეობის სიხშირის მიზანშეწონილობა. შეფასდება ასევე ლაბორატორიათაშორის შედარებებში მიღებული შედეგები.
6. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ გამოცდის ოქმებს და მათ სისწორეს ჩანაწერებთან. ასევე შეფასდება თითოეული გამოცდის მეთოდი, რომელიც მიეკუთვნება აკრედიტაციის სფეროს.
7. შეფასების ჯგუფი დააკვირდება ლაბორატორიის პერსონალის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ გამოცდებს. ჩასატარებელი დაკვირვებების მოცულობა იხილეთ საკ 1.1 : 2012 -ის დანართი 2-ში.
8. ადგილზე შეფასებისას მიღებული მონაცემები, რომლებიც მყისიერ და სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს, კლიენტისათვის ადგილზე უნდა იყოს განმარტებული შეფასების ჯგუფის მხრიდან.
მუხლი 7. რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში ლაბორატორიამ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.
2. თუ უბნის/ფილიალის შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადახედავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროს.
3. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.
4. ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობის და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება, ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება. აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8. სინჯის/ნიმუშის აღება
1. თუ ლაბორატორია იღებს სინჯებს/ნიმუშებს, როგორც ადგილზე ან ლაბორატორიის ფარგლებს გარეთ, მაშინ ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს ნიმუშების აღების პროცედურა და გეგმა.
2. შემფასებლები შეაფასებენ არის თუ არა აღწერილის პროცედურა და გეგმა ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში და განახორციელებენ ვიზიტებს შესაბამის სამუშაო უბნებზე/ფილიალებში სადაც ხდება სინჯის/ნიმუშის აღება.
მუხლი 9. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი, ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს განცხადებული სფეროს შესაბამისობას სტანდარტებთან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან, რასაც აცნობს ლაბორატორიის მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
2. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შეფასების ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამობის ფურცელში.
3. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება შესაბამისი „შეფასების ანგარიში“-ს სახით შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორეტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
4. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია იხილეთ საკ 1.1:2012-ის, მე-12 მუხლის, მე-3 პუნქტში.
5. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არა უგვიანეს 6 თვე.
6. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოს დამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობის და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის 4-ე პუნქტი მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.
8. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 10. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს - ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
დანართები
განაცხადი აკრედიტაციაზე
ამ განაცხადით ვადასტურებთ, რომ:
1) გვსურს გავიაროთ შესაბამისი პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის სქემის თანახმად – სსტ ისო 15189 : 2011 სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის. 2) ჩვენ გავეცანით აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, მის უფლებებს, მოვალეობებს და შესაბამის კანონმდებლობას.
3) მიუხედავად შეფასების შედეგებისა, ჩვენ თანახმა ვართ გავწიოთ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნული განაცხადის განხილვასთან და აკრედიტაციის პროცედურების შესრულებასთან, მათ შორის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგთან.
4) გავეცანით აკრედიტაციის სქემას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აკრედიტაციის მიღებასთან.
5) თანხმა ვართ, მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფი და ვუზრუნველვყოთ მათი დაშვება შესაბამის სამუშაო ადგილზე, უბანზე/ფილიალში. შესაძლებლობა მივცეთ შეაფასონ ჩვენს მიერ განხადებული აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები (ქაღალდი და ელ-ვერსია) და შეასრულონ აკრედიტაციის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
6) აკრედიტაციის მოქმედების განმავლობაში ჩვენ ვუზრუნველვყოფთ აკრედიტაციის შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოვალეობების დაცვას. ასევე ვაცხადებთ, რომ განვახორციელებთ ყველა შესაბამის ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება აკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვისათვის. 7) ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აკრედიტაციის კრიტერიუმების და მოვალეობების შეუსრულებლობამ.
განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
( – ინფორმაცია განმცხადებლის და ლაბორატორიის თაობაზე (დანართი №1);
( – აკრედიტაციის სფერო (დანართი №2);
( – სინჯის/ნიმუშის აღების სფერო (დანართი №3)
( – ინფორმაცია ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე (დანართი №4)
( – მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შესახებ და შემდგომი მონაწილეობის გეგმა (დანართი №5)
( – სსტ ისო 15189-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი შევსებული სახით. (კითხვარი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრში და ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge )
( – ლაბორატორიის ხარისხის სახელმძღვანელო;
( – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
ვაცხადებთ, რომ განაცხადში ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი და მოწოდებულია აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.
განმცხადებლის სახელი, გვარი,______________________ განმცხადებლის ხელმოწერა:
თანამდებობა:_________________________________________________________
თარიღი:__________________ ბეჭდის ადგილი
დანართი №1
ინფორმაცია განმცხადებელის და ლაბორატორიის თაობაზე:
| |ლაბორატორიის დასახელება: | |
| | | |
| |მისამართი, საფოსტო ინდექსი: | |
| | | |
| |საიდენტიფიკაციო კოდი (ამონაწერი რეესტრიდან): | |მობილური: | |
| | | | | |
| |ტელეფონი: | |ფაქსი: | |
| | | | | |
| |ელ-ფოსტა: | |ინტერნეტ მისამართი/ვებ-გვერდი: | |
| | | | | |
| | | |
განაცხადზე უფლებამოსილი პირი:
| |სახელი გვარი: | |თანამდებობა: | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური: | |ელ-ფოსტა: | |
| | | | | |
| | | |
განმცხადებლის საბანკო მონაცემები:
| | | |
| |ბანკი: | | |
| | | |
| |ბანკის კოდი | | |
| | | |
| |ანგარიშის ნომერი: | | |
| |ტელეფონი: | |
აკრედიტაციის ცენტრთან საკონტაქტო პირი განმცხადებელის მხრიდან:
| | სახელი, გვარი: | |თანამდებობა: | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური: | |
მონაცემები ლაბორატორიის პერსონალის შესახებ
ლაბორატორიის ხელმძღვანელი
| |თანამდებობა, სახელი, გვარი: | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია: | |
| | | |
| | | |
პირი, რომელიც პასუხისგებელია ხარისხის მენეჯმენტზე
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები): | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია: | |
| | | |
| | | |
ლაბორატორიის პერსონალი
|№ |სახელი, გვარი |თანამდებობა |კვალიფიკაცია |სამუშაო გამოცდილება (წლები) |
|1 | | | | |
|2 | | | | |
პერსონალი, რომელსაც გააჩნია უფლება ხელი მოაწეროს გამოცდის ოქმებს
|№ |სახელი, გვარი: |თანამდებობა: |
|1 | | |
|2 | | |
პერსონალის/თანამშრომლების რაოდენობა
|სულ | |
რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ლაბორატორია
| |უბანი/ფილიალი No.: | |უბნის/ფილიალის დასახელება: | |
| | | | | |
| |მისამართი: | |
| | | |
| |უბნის/ფილიალის ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი): | |ტელეფონი/მობილური: | |
| | | | | |
| |ფაქსი: | |ელ-ფოსტა: | |
| | | | | |
| | | |
დანართი №2
| |
|სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო |
|გამოცდა |
|ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|(ის გამოცდები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სამუშაო უბნებზე ვარსკლავით უნდა იყოს მარკირებული) |
|№ |საკვლევი მასალა(ობიექტი) |სამედიცინო სფერო |გამოცდების სახეობა |გამოცდის მეთოდის იდენტიფიკაცია და |
| | | | |დასახელება |
|1 | | | | |
განმარტება:
- საკვლევი მასალა(ობიექტი): მაგ. სისხლი, შრატი, შარდი, პლაზმა და სხვ.
- სამედიცინო სფერო: მაგ. კლინიკური ქიმია, ჰემატოლოგია, ბაქტერიოლოგია, მიკობაქტერიოლოგია, მიკოლოგია, პარაზიტოლოგია და სხვ.
- გამოცდების სახეობა: მაგ. ქრომატოგრაფია, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, ციტომეტრია, სისხლის უჯრედების დათვლა, ნაწილაკების იმუნური ანალიზი, მიკროსკოპია და სხვ.
- გამოცდის მეთოდი: აქ უნდა მიეთითოს სტანდარტული მეთოდი ან შემუშავებული საკუთრივ ლაბორატორიის მიერ;
დანართი №3
სინჯის/ნიმუშის აღების სფერო
| |სამედიცინო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო |
| |სინჯის აღება |
| |ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|№ |სინჯის აღების ობიექტი/საკვლევი მასალა |ნიმუშის აღების პროცედურის/მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება |
|1 | | |
დანართი №4
|ინფორმაცია ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე |
|ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|№ |ხელსაწყო-მოწყობილობის აღწერა |ხელსაწყო-მოწყობილობების დაკალიბრების უზრუნველყოფა |ხელსაწყო-მოწყობილობების სერიული ნომერი |
| | |(როდის, ვის მიერ, სერტიფიკატი) | |
|1 | | | |
დანართი №5
მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის
შედარებებში მონაწილეობის შესახებ
|ლაბორატორიის დასახელება: |
|მონაწილეობის დრო |საკვალიფიკაციო ტესტირების | პარამეტრების/ |საკვალიფიკაციო ტესტირებაში |მაკორექტირებელი ღონისძიებები |
| |სქემის იდენტიფიკაცია და |გაზომვების სფერო |მონაწილეობის შედეგი/ |ასეთის არსებობის შემთხვევაში |
| |ჩამტარებელი | |წარმატებულობა | |
| | | | | |
საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების
სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პროდუქტის (მათ შორის მომსახურების და პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისათვის.
2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს პროდუქტის, მომსახურების და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოების საერთაშორისო სახელმძღვანელო – სსტ ისო/იეკ 65 : 2010 „ზოგადი მოთხოვნები პროდუქტის სერტიფიკაციის სისტემაში მოქმედი ორგანოებისადმი“ – შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012 – ში.
4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებულ საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებს მათ შორის: EA და IAF-ის დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებ-გვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული).
თავი II. ტერმინები და განმარტებები
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს, ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-ის ტერმინები და განმარტებები.
თავი III. სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული
პროცედურები
მუხლი 3. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი პროდუქტის, მომსახურებისა და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). ქვემოთ იხ. დანართები.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტის (მომსახურების, პროცესების) სერტიფიკაციის ორგანოზე. მათ შორის, ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაცია, მისი საქმიანობის, სტრუქტურის, პროდუქციისა და მომსახურების, გამოყენებული სერტიფიკაციის სქემებისა და პროცედურების თაობაზე.
4. თუ განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის – დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 4. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას.
2. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
მუხლი 5. დოკუმენტების და ჩანაწერების ანალიზი
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს, წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოსა და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65 : 2010-თან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განმცხადებლის აკრედიტაციის სფერო.
2. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაცემა ხელზე. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 6. პროდუქტის, მომსახურებისა და პროცესების სერტიფიკაციის ორგანოს ადგილზე შეფასება
1. ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფისა და განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვერდით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანსა და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. ადგილზე ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოქმედებას, რომლის დროსაც შეფასების ჯგუფი უნდა დარწმუნდეს სერტიფიკაციის ორგანოს კომპეტენტურობაში, მის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული/შემუშავებული სერტიფიკაციის სქემების, სტანდარტების ცოდნაში.
3. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის. ჩასატარებელი დაკვირვებების მოცულობა იხილეთ საკ 1.1 : 2012 -ის დანართი 2-ში.
4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ სერტიფიკატებს, და მათ სისწორეს ჩანაწერებთან.
5. თუ შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადასინჯავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროს.
მუხლი 7. რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში სერტიფიკაციის ორგანომ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.
2. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.
3. სერტიფიკაციის ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება, ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ, შეფასების ჯგუფი ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს შესაბამისობას აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და აკრედიტაციის სფეროთი განცხადებულ სერტიფიკაციის სქემებთან, რასაც აცნობს სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
2. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ.
3. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიში“-ს სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორეტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
4. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია იხილეთ საკ 1.1:2012-ის, მე-12 მუხლის, მე-3 პუნქტში. 5. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არა უგვიანეს 6 თვე.
6. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოს დამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობისა და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.
8. ადგილზე შეფასების დასრულების და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 9. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ± 2 თვე.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:201 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
დანართები
განაცხადი აკრედიტაციაზე
ამ განაცხადით ვადასტურებთ, რომ:
1) გვსურს გავიაროთ შესაბამისი პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემის თანახმად – სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის.
2) ჩვენ გავეცანით აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, მის უფლებებს, მოვალეობებს და შესაბამის კანონმდებლობას.
3) მიუხედავად შეფასების შედეგებისა, ჩვენ თანახმა ვართ გავწიოთ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნული განაცხადის განხილვასთან და აკრედიტაციის პროცედურების შესრულებასთან, მათ შორის ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგთან.
4) გავეცანით აკრედიტაციის სქემას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აკრედიტაციის მიღებასთან.
5) თანხმა ვართ, მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფი და ვუზრუნველყოთ მათი დაშვება შესაბამის სამუშაო ადგილზე, უბანზე/ფილიალში. შესაძლებლობა მივცეთ შეაფასონ ჩვენს მიერ განცხადებული აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები (ქაღალდი და ელ-ვერსია) და შეასრულონ აკრედიტაციის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
6) აკრედიტაციის მოქმედების განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ აკრედიტაციის შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოვალეობების დაცვას. ასევე ვაცხადებთ, რომ განვახორციელებთ ყველა შესაბამის ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება აკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვისათვის.
7) ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აკრედიტაციის კრიტერიუმების და მოვალეობების შეუსრულებლობამ.
განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
( –ინფორმაცია განმცხადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს თაობაზე (დანართი №1);
( – აკრედიტაციის სფერო (დანართი №2);
( – სერტიფიკაციის ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელო;
( – სერტიფიკაციის სქემები;
( –სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი – შევსებული სახით. (კითხვარი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრში და ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge )
( – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
( – პროდუქციის და მომსახურების თანამდებობრივი ინსტრუქციები.
განმცხადებლის სახელი, გვარი,______________________ განმცხადებლის ხელმოწერა:
თანამდებობა:_________________________________________________________
თარიღი:__________________ ბეჭდის ადგილი
ინფორმაცია განმცხადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს თაობაზე;
| |სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება | |
| | | |
| |მისამართი, საფოსტო ინდექსი | |
| | | |
| |საიდენტიფიკაციო კოდი (ამონაწერი რეესტრიდან) | |მობილური | |
| | | | | |
| |ტელეფონი | |ფაქსი | |
| | | | | |
| |ელ-ფოსტა | |ინტერნეტ მისამართი/ვებგვერდი | |
| | | | | |
| | | |
განაცხადზე უფლებამოსილი პირი:
| |სახელი, გვარი | |თანამდებობა | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
განმცხადებლის საბანკო მონაცემები:
| | | |
| |ბანკი | | |
| | | |
| |ბანკის კოდი | | |
| | | |
| |ანგარიშის ნომერი | | |
| | | | | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |
მონაცემები სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომლების შესახებ
ორგანოს ხელმძღვანელი:
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
პირი, რომელიც პასუხისგებელია ხარისხის მენეჯმენტზე:
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
სერტიფიკაციის სამუშაობის ჩამტარებელი პირების ნუსხა:
|№ |სერტიფიკაციის სამუშაობის |შესასრულებელი ფუნქცია |განათლება, სპეციალობა |კომპეტენტურობის/ტრენინგების |
| |ჩამტარებელი პირები | | |დამადასტურებელი დოკუმენტი |
| |(სახელი, გვარი) | | | |
|1 | | | | |
პერსონალი, რომელსაც გააჩნია უფლება ხელი მოაწეროს სერტიფიკატს:
|№ |სახელი, გვარი |თანამდებობა |
|1 | | |
პერსონალის რაოდენობა:
|სულ | |
რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია (ასეთის ქონის შემთხვევაში):
| |უბანი No. | |სამუშაო უბნის დასახელება | |
| | | | | |
| |მისამართი | |
| | | |
| |უბნის ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი) | |ტელეფონი/მობილური | |
| | | | | |
| |ფაქსი | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
დანართი №2
პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო
სერტიფიკაციის ორგანოს სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №
|№ |პროდუქტი |დოკუმენტი რომლის შესაბამისობაზეც |სერტიფიკაციის სქემა |
| |(მომსახურება, პროცესი) |ტარდება სერტიფიკაცია | |
| | | | |
განმარტება:
განმარტება:
პროდუქტი (მომსახურება, პროცესი) - სერტიფიკაციის ობიექტი
- დოკუმენტი რომლის შესაბამისობაზეც ტარდება სერტიფიკაცია - ტექნიკური რეგლამენტი, ნორმატიული აქტი, სტანდარტი, რომელიც აწესებს მოთხოვნებს პროდუქტზე (მომსახურებაზე, პროცესზე) და რომელთან შესაბამისობაზეც ტარდება სერტიფიკაცია
- სერტიფიკაციის სქემა - სერტიფიკაციის სისტემა, რომელიც ეხება განსაზღვრულ პროდუქტებს (მომსახურებას, პროცესს), რომელთა მიმართაც გამოიყენება ერთი და იგივე დადგენილი მოთხოვნები, განსაზღვრული წესები და პროცედურები. სერტიფიკაციის სქემა შეიძლება მოქმედებდეს საერთაშორისო, რეგიონულ, ეროვნულ დონეზე.
საკ 1.6 : 2012 - წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისათვის.
2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების საერთაშორისო სტანდარტთან – სსტ ისო/იეკ 17024 : 2010 „შესაბამისობის შეფასება. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოებისადმი“ შესაბამისობაზე შესაფასებლად (მათ შორის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციების აკრედიტაციისათვის). აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012 –ში.
4. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებული საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები მათ შორის: EA და IAF დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებ-გვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული).
თავი II ტერმინები და განმარტებები
მუხლი 2.ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო/იეკ 17024:2010 ტერმინები და განმარტებები.
თავი III. სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციასთან დაკავშირებული
პროცედურები
მუხლი 3. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). ქვემოთ იხ. დანართი.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოზე. მათ შორის, ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაცია, მისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალის, გამოყენებული სერტიფიკაციის სქემების და პროცედურების თაობაზე.
4. თუ, განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის -დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 4. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას.
2. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
მუხლი 5. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოსა და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17024:2010 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.
2. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზედაც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაცემა ხელზე.
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 6. პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ადგილზე შეფასება
1. ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფისა და განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვედრით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანს და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. ადგილზე ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოქმედებას, რომლის დროსაც შეფასების ჯგუფი უნდა დარწმუნდეს სერტიფიკაციის ორგანოს პერსონალის კომპეტენტურობაში, მის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული/შემუშავებული სერტიფიკაციის სქემების, სტანდარტების ცოდნაში.
3. ადგილზე შეფასება მოიცავს შეფასების ჯგუფის მხრიდან, განმცხადებლის მიერ ჩატარებულ სერტიფიკაციის სამუშაოებს პრაქტიკაში დაკვირვებას სერტიფიკაციის თითოეული სქემის მიხედვით, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის. ჩასატარებელი დაკვირვებების მოცულობა იხილეთ საკ 1.1 : 2012 -ის დანართი 2-ში.
4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ სერტიფიკატებს და მათ სისწორეს არსებულ ჩანაწერებთან. თუ შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადასინჯავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობას და დროს.
მუხლი 7.რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში სერტიფიკაციის ორგანომ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.
2. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო, ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.
3. სერტიფიკაციის ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება. ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნების შესახებ აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი, ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს შესაბამისობას აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და აკრედიტაციის სფეროთი განცხადებულ სერტიფიკაციის სქემებთან, რასაც აცნობს სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
2. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ.
3. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიში“-ს სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორექტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
4. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არა უგვიანეს 6 თვე.
5. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოსდამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობისა და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
6. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის 4-ეპუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციაზე განაცხადი თავიდან.
7. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 9. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ±2თვე.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
დანართები
განაცხადი აკრედიტაციაზე
ამ განაცხადით ვადასტურებთ, რომ:
1. გვსურს გავიაროთ შესაბამისი პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემის თანახმად – სსტ ისო/იეკ 17024:2010 სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის.
2. ჩვენ გავეცანით აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, მის უფლებებს, მოვალეობებს და შესაბამის კანონმდებლობას.
3. მიუხედავად შეფასების შედეგებისა, ჩვენ თანახმა ვართ გავწიოთ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნული განაცხადის განხილვასთან და აკრედიტაციის პროცედურების შესრულებასთან, მათ შორის ყოველწლიური გეგმიურ მონიტორინგთან.
4. გავეცანით აკრედიტაციის სქემას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აკრედიტაციის მიღებასთან.
5. თანხმა ვართ, მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფი და ვუზრუნველვყოთ მათი დაშვება შესაბამის სამუშაო ადგილზე, უბანზე/ფილიალში. შესაძლებლობა მივცეთ შეაფასონ ჩვენს მიერ განმცხადებული აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები (ქაღალდი და ელ-ვერსია) და შეასრულონ აკრედიტაციის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
6. აკრედიტაციის მოქმედების განმავლობაში ჩვენ ვუზრუნველვყოფთ აკრედიტაციის შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოვალეობების დაცვას. ასევე ვაცხადებთ, რომ განვახორციელებთ ყველა შესაბამის ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება აკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვისათვის.
7. ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აკრედიტაციის კრიტერიუმების და მოვალეობების შეუსრულებლობამ.
განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
( – ინფორმაცია განმცხადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს თაობაზე (დანართი №1);
( – აკრედიტაციის სფერო (დანართი №2);
( –სერტიფიკაციის ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელო;
( – სერტიფიკაციის სქემები (სერტიფიკაციის ჩატარების პროცედურა);
( – სსტ ისო/იეკ 17024:2010-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი – შევსებული სახით.(კითხვარი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრში და ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge)
( – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
( – პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები.
განმცხადებლის სახელი, გვარი,______________________ განმცხადებლის ხელმოწერა:
თანამდებობა:_________________________________________________________
თარიღი:__________________ ბეჭდის ადგილი
დანართი №1
ინფორმაცია განმცხადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს თაობაზე;
| |სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება | |
| | | |
| |მისამართი, საფოსტო ინდექსი | |
| | | |
| |საიდენტიფიკაციო კოდი (ამონაწერი რეესტრიდან) | |მობილური | |
| | | | | |
| |ტელეფონი | |ფაქსი | |
| | | | | |
| |ელ-ფოსტა | |ინტერნეტ მისამართი/ვებ-გვერდი | |
| | | | | |
| | | |
განაცხადზე უფლებამოსილი პირი:
| |სახელი, გვარი | |თანამდებობა | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
განმცხადებლის საბანკო მონაცემები:
| | | |
| |ბანკი | | |
| | | |
| |ბანკის კოდი | | |
| | | |
| |ანგარიშის ნომერი | | |
| | | | | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |
მონაცემები სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომლების შესახებ
ორგანოს ხელმძღვანელი:
| |თანამდებობა,სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
პირი, რომელიც პასუხისგებელია ხარისხის მენეჯმენტზე:
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
სერტიფიკაციის სამუშაობის ჩამტარებელი პირების ნუსხა:
|№ |სერტიფიკაციის სამუშაობის |შესასრულებელი ფუნქცია |განათლება, სპეციალობა |კომპეტენტურობის/ტრენინგების |
| |ჩამტარებელი პირები | | |დამადასტურებელი დოკუმენტი |
| |(სახელი, გვარი) | | | |
|1 | | | | |
პერსონალი, რომელსაც გააჩნია უფლება ხელი მოაწეროს სერტიფიკატს:
|№ |სახელი, გვარი |თანამდებობა |
|1 | | |
პერსონალის რაოდენობა:
|სულ | |
რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია (ასეთის ქონის შემთხვევაში):
| |უბანი No. | |სამუშაო უბნის დასახელება | |
| | | | | |
| |მისამართი | |
| | | |
| |უბნის ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი) | |ტელეფონი/მობილური | |
| | | | | |
| |ფაქსი | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
დანართი №2
პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო
სერტიფიკაციის ორგანოს სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №
|# |პერსონალის პროფესიული საქმიანობის სფერო |ნორმატიული დოკუმენტები, რომელიც აწესებს მოთხოვნებს პროფესიული საქმიანობის|
| | |მიმართ |
| | | |
განმარტება:
პერსონალის პროფესიული საქმიანობის სფერო: მაგ. შედუღება, ურღვევი მეთოდით გამოცდა, ქონების შეფასება, ბუღალტრული/აუდიტორული საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს სერტიფიკაციის ობიექტს.
ნორმატიული დოკუმენტები, რომელიც აწესებს მოთხოვნებს პროფესიული საქმიანობის მიმართ: ტექნიკური რეგლამენტი, ნორმატიული აქტი, სტანდარტი, რომელიც აწესებს მოთხოვნებს პროდუქტზე (მომსახურებაზე, პროცესზე) და რომელთან შესაბამისობაზეც ტარდება სერტიფიკაცია.
საკ 1.7:2012 –„წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოების აკრედიტაციისათვის. 2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს მენეჯმენტის სისტემის აუდიტისა და სერტიფიკაციის ჩამტარებელი ორგანოების საერთაშორისო სტანდარტთან – ისო/იეკ 17021:2011 „შესაბამისობის შეფასება. მოთხოვნები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების მიმართ“ -შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012 –ში.
3. აკრედიტაციის პროცესში გამოყენებული საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტები მათ შორის: EA და IAF-ის დოკუმენტებს აკრედიტაციის ცენტრი აქვეყნებს თავის ვებ-გვერდზე, (www.gac.gov.ge) შესაბამისი აკრედიტაციის სქემის სრულ აღწერაში და იქვე უთითებს ამ დოკუმენტების სტატუსს (სავალდებულო, სარეკომენდაციო, ინფორმაციული).
თავი II.ტერმინები და განმარტებები
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება, საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, ისო/იეკ 17021:2011 ტერმინები და განმარტებები.
მუხლი 3. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი –Sylfaen). ქვემოთ იხ. დანართები.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ორგანოს სერტიფიკაციის ორგანოზე. მათ შორის, ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაცია, მისი საქმიანობის, სტრუქტურის, ორგანოს, მიერ გამოყენებული სერტიფიკაციის სტანდარტის და პროცედურების თაობაზე. სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციისას გამოიყენება EA-ს შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი.
4. თუ, განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის -დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 4. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას.
2. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
მუხლი 5. დოკუმენტების და ჩანაწერების ანალიზი
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოსა და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას ისო/იეკ 17021:2011 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.
2. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
3. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაზეც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაცემა ხელზე.
4. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 6. მენეჯმენტის სისტემის აუდიტისა და სერტიფიკაციის ჩამტარებელი
ორგანოების მიერ სერტიფიკაციის ორგანოს ადგილზე შეფასება
1. ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფისა და განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვერდით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანს და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. ადგილზე ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ქმედებას, რომლის დროსაც შეფასების ჯგუფი უნდა დარწმუნდეს სერტიფიკაციის ორგანოს კომპეტენტურობაში, მის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის შერჩეული/შემუშავებული სერტიფიკაციის სტანდარტების ცოდნაში. შეფასების ჯგუფის მიერ უნდა შეფასდეს სფეროთი განსაზღვრული ყველა მიმართულება.
3. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სერტიფიკაციის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სერტიფიკაციის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის. ჩასატარებელი დაკვირვებების მოცულობა იხილეთ საკ 1.1 : 2012 -ის დანართი 2-ში.
4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს გაცემულ სერტიფიკატებს და მათ სისწორეს ჩანაწერებთან.
მუხლი 7. რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში სერტიფიკაციის ორგანომ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. შეფასების ჯგუფი პირველად შეფასებას ჩაატარებს – რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაციის სერტიფიკაციისათვის შერჩევითობის შესახებ IAF-ის დოკუმენტის გამოყენებით.
2. თუ უბნის/ფილიალის შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადახედავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობასა და დროს.
3. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს და ცენტრალურ ოფისს, რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაციის სერტიფიკაციისათვის შერჩევითობის შესახებ IAF-ის დოკუმენტის გამოყენებით.
4. სერტიფიკაციის ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება. ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 8. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი, ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს შესაბამისობას აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და აკრედიტაციის სფეროთი განცხადებულ სერტიფიკაციის სტანდარტებთან რასაც აცნობს სერტიფიკაციის ორგანოს მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
2. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამობის ფურცელში.
3. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება შესაბამისი „შეფასების ანგარიში“-ს სახით შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და მიეწოდება განმცხადებელს, განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება მას ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორეტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. 4. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია იხილეთ საკ 1.1:2012-ის, მე-12 მუხლის, მე-3 პუნქტში.
5. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არა უგვიანეს 6 თვე.
6. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოსდამატებითი ვიზიტი ადგილზე, თუკი ეს საჭიროა შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობისა და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის 4-ე პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადია კრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.
8. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 9. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ±2თვე.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
დანართები
განაცხადი აკრედიტაციაზე
ამ განაცხადით ვადასტურებთ, რომ:
1) გვსურს გავიაროთ შესაბამისი პროცედურები აუდიტის და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაციის სქემის თანახმად - ისო/იეკ 17021:2011 სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის.
2) ჩვენ გავეცანით აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, მის უფლებებს, მოვალეობებს და შესაბამის კანონმდებლობას.
3) მიუხედავად შეფასების შედეგებისა, ჩვენ თანახმა ვართ გავწიოთ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნული განაცხადის განხილვასთან და აკრედიტაციის პროცედურების შესრულებასთან, მათ შორის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგთან.
4) გავეცანით აკრედიტაციის სქემას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აკრედიტაციის მიღებასთან.
5) თანხმა ვართ, მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფი და ვუზრუნველვყოთ მათი დაშვება შესაბამის სამუშაო ადგილზე, უბანზე/ფილიალში. შესაძლებლობა მივცეთ შეაფასონ ჩვენს მიერ განხადებული აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები (ქაღალდი და ელ-ვერსია) და შეასრულონ აკრედიტაციის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
6) აკრედიტაციის მოქმედების განმავლობაში ჩვენ ვუზრუნველვყოფთ აკრედიტაციის შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოვალეობების დაცვას. ასევე ვაცხადებთ, რომ განვახორციელებთ ყველა შესაბამის ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება აკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვისათვის.
7) ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და მოვალეობების შეუსრულებლობამ.
განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
( – ინფორმაცია განმცხადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს თაობაზე (დანართი №1);
( – აკრედიტაციის სფერო (დანართი №2);
( – სერტიფიკაციის ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელო;
( – ისო/იეკ 17021:2011-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი – შევსებული სახით.(კითხვარი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრში და ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge)
( – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
( – პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები.
განმცხადებლის სახელი, გვარი,______________________ განმცხადებლის ხელმოწერა:
თანამდებობა:_________________________________________________________
თარიღი:__________________ ბეჭდის ადგილი
დანართი №1
ინფორმაცია განმცხადებლის და სერტიფიკაციის ორგანოს თაობაზე;
| |სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება | |
| | | |
| |მისამართი, საფოსტო ინდექსი | |
| | | |
| |საიდენტიფიკაციო კოდი (ამონაწერი რეესტრიდან) | |მობილური | |
| | | | | |
| |ტელეფონი | |ფაქსი | |
| | | | | |
| |ელ-ფოსტა | |ინტერნეტ მისამართი/ვებ-გვერდი | |
| | | | | |
| | | |
განაცხადზე უფლებამოსილი პირი:
| |სახელი, გვარი | |თანამდებობა | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
განმცხადებლის საბანკო მონაცემები:
| | | |
| |ბანკი | | |
| | | |
| |ბანკის კოდი | | |
| | | |
| |ანგარიშის ნომერი | | |
| | | | | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |
მონაცემები სერტიფიკაციის ორგანოს თანამშრომლების შესახებ
ორგანოს ხელმძღვანელი:
| |თანამდებობა,სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
პირი, რომელიც პასუხისგებელია ხარისხის მენეჯმენტზე:
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
სერტიფიკაციის სამუშაობის ჩამტარებელი პირების ნუსხა:
|№ |სერტიფიკაციის სამუშაობის |შესასრულებელი ფუნქცია |განათლება, სპეციალობა |კომპეტენტურობის/ტრენინგების |
| |ჩამტარებელი პირები | | |დამადასტურებელი დოკუმენტი |
| |(სახელი, გვარი) | | | |
|1 | | | | |
პერსონალი, რომელესაც გააჩნია უფლება ხელი მოაწეროს სერტიფიკატს:
|№ |სახელი, გვარი |თანამდებობა |
|1 | | |
პერსონალის რაოდენობა:
|სულ | |
რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია (ასეთის ქონის შემთხვევაში):
| |უბანი No. | |სამუშაო უბნის დასახელება | |
| | | | | |
| |მისამართი | |
| | | |
| |უბნის ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი) | |ტელეფონი/მობილური | |
| | | | | |
| |ფაქსი | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
დანართი №2
მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო
სერტიფიკაციის ორგანოს სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №
|IAF კოდი |NACE(rev 2) |კოდის შესაბამისი დასახელება |სტანდარტი |
| |კოდი | |(რომლის შესაბამისობაზეც ტარდება|
| | | |სერტიფიკაცია) |
| | | | |
სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფერო
სერტიფიკაციის ორგანოს სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №
|კოდის შესაბამისი დასახელება |
|(ISO/TS22003-ის დანართი A-ს მიხედვით) |
| |
საკ 1.8:2012 –„წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-სა და აკრედიტაციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციისათვის.
2. წინამდებარე დოკუმენტი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის სპეციფიკურ პროცედურებს ინსპექტირების ორგანოების საერთაშორისო სტანდარტთან – სსტ ისო/იეკ 17020 : 2010 „საერთო კრიტერიუმები ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოების საქმიანობისათვის“ შესაბამისობაზე შესაფასებლად. აკრედიტაცია ხორციელდება დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.
3.ინსპექტირების ორგანოს მიერ ინსპექტირების მიზნებისთვის ჩატარებული ტესტირებები (გამოცდები) შეიძლება მოიცავდეს ორ კატეგორიას:
ა) ფუნქციონალური ტესტირება – მოიცავს მაგალითად, ამწეების დატვირთვაზე ტესტირებას, რომელიც არის ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის ჩვეულებრივი ფორმა და ის ფასდება სსტ ისო/იეკ 17020:2010–ის შესაბამისად.
ბ) ანალიტიკური ტესტირება – (რომელიც უნდა ჩატარდეს ლაბორატორიაში, სადაც არის დაცული გარემო პირობებისადმი მოთხოვნები, გამოიყენება მაღალი სიზუსტის მოწყობილობები, შესაბამისი ტესტირების პროცედურები და ტარდება სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ) არის ლაბორატორიული საქმიანობა და არ წარმოადგენს სსტ ისო/იეკ 17020:2010–ის სამოქმედო სფეროს.
4. ინსპექტირების ორგანო, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს ლაბორატორიული ტიპის ანალიტიკური ტესტირება ინსპექტირების მიზნებისათვის, უნდა შეფასდეს „სსტ ისო/იეკ 17025:2010-საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“–ს სათანადო მოთხოვნების შესაბამისად.
5. საქართველოს კანონმდებლობით რეგულირებული სფეროსათვის (იქ სადაც კონკრეტული ობიექტის ინსპექტირება სავალდებულოა) სამუშაოების ჩასატარებლად აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო უნდა იყოს A ტიპის, სსტ ისო/იეკ 17020:2010–ის მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებდეს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სხვადასხვა სახის ტესტირების ცენტრებისა და დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის აკრედიტაცია ხორციელდება ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემით.
7. აკრედიტაციის საერთო პროცედურები დადგენილია საკ 1.1 : 2012 –ში.
მუხლი 2. ინსპექტირების ორგანოების დაზღვევა
1.ინსპექტირების ორგანოს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის ადეკვატური დაზღვევა.
2. საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს განსაზღვრული ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს საქართველოს ტერიტორიასაც.
თავი II. ტერმინები და განმარტებები
მუხლი 3. ტერმინები და განმარტებები
წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება, საქართველოს კანონი “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს ასევე სსტ ისო/იეკ 17000:2010, სსტ ისო/იეკ 17020:2010 ტერმინები და განმარტებები.
თავი III. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციასთან
დაკავშირებული პროცედურები
მუხლი 4. განაცხადი
1. აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა აკრედიტაციის ცენტრში უნდა წარმოადგინოს განაცხადი ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციაზე და თანდართული დოკუმენტების კომპლექტი ქართულ ენაზე (დოკუმენტაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით – შრიფტი – Sylfaen). ქვემოთ იხ. დანართები.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადი რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში, თუ თანდართული დოკუმენტების კომპლექტი არის აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად წარმოდგენილი.
3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ინსპექტირების ორგანოზე. მათ შორის, ხარისხის მენეჯმენტის დოკუმენტაცია, მისი საქმიანობის, სტრუქტურის, პერსონალისა და პროცედურების თაობაზე.
4. თუ, განაცხადით წარმოდგენილი საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ აკრედიტაციის ცენტრის მიერ ინიშნება განაცხადზე პასუხისმგებელი პირი – საქმის მენეჯერი, რომელიც წარმოადგენს აკრედიტაციის ცენტრის საშტატო თანამშრომელს და რომელიც პასუხისმგებელია ამ განაცხადის ადმინისტრაციულ მართვაზე საქმის მთლიანი მსვლელობის განმავლობაში. აკრედიტაციის ტექნიკური მხარის შესრულებაზე (მათ შორის -დოკუმენტების ანალიზი, ადგილზე შეფასება, შეფასების ანგარიშის მომზადება) პასუხისმგებელია წამყვანი შემფასებელი, რომელიც აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილების მიხედვით შეიძლება იყოს თვითონ საქმის მენეჯერი ან მოწვეული სპეციალისტი.
მუხლი 5. წინასწარი ვიზიტი/შეფასება
1. განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს წინასწარ ვიზიტს/შეფასებას.
2. წინასწარი ვიზიტის ჩატარების საფუძვლად ჩაითვლება წინასწარ ვიზიტის მოთხოვნაზე გაკეთებული განაცხადი, რომელსაც როგორც მინიმუმ, თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი აკრედიტაციის სქემით გათვალისწინებული აკრედიტაციის სფერო.
3. განმცხადებელი იხდის წინასწარი ვიზიტისათვის დადგენილ საფასურს.
მუხლი 6. დოკუმენტებისა და ჩანაწერების ანალიზი
1. აკრედიტაციის ცენტრის მიერ დანიშნული და განმცხადებელთან შეთანხმებული შეფასების ჯგუფი, წამყვანი შემფასებლის კოორდინაციით ახორციელებს დოკუმენტების ანალიზს. წარმოდგენილი ხარისხის სახელმძღვანელოს და მენეჯმენტის პროცედურების შეფასებას სსტ ისო/იეკ 17020:2010 სტანდარტთან შესაბამისობაზე. აკრედიტაციის ჯგუფის მიზანია, ასევე დააზუსტოს განცხადებული აკრედიტაციის სფერო.
2. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შედეგები (თუ საქმიანობა ითვალისწინებს გამოცდებს) და შემდგომი მონაწილეობის გეგმა-გრაფიკი.
3. განაცხადის დარეგისტრირებიდან 25 სამუშაო დღის განმავლობაში წამყვანი შემფასებელი აწვდის განმცხადებელს დოკუმენტების განხილვის შედეგს აღმოჩენილი შეუსაბამობების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელთა გამოსწორებისათვის განმცხადებელს ეძლევა ამ ინფორმაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადა.
4. სამი თვის ვადაში შეუსაბამობების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი სთავაზობს განმცხადებელს ადგილზე შეფასების ჩატარებას. თუ ადგილზე შეფასება არ ხორციელდება განმცხადებელის მიზეზით (შესაბამისი საფასურის გადაუხდელობა, შეფასების ჯგუფის მიღებაზე წერილობითი თანხმობის არ არსებობა და სხვ.) ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, მაშინ აკრედიტაციის კომიტეტი წამყვანი შემფასებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც ეცნობება განმცხადებელს განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან წერილობით გადაცემა ხელზე.
5. საქმის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა სურვილის შემთხვევაში თავიდან უნდა წარმოადგინოს განაცხადი აკრედიტაციაზე.
მუხლი 7. ინსპექტირების ორგანოს ადგილზე შეფასება
1. ადგილზე შეფასება იწყება აკრედიტაციის შეფასების ჯგუფის და განმცხადებლის მენეჯმენტის შეხვერდით, რომელზეც წამყვანი შემფასებელი განმცხადებელს დეტალურად აცნობს: შეფასების მიზანს და კრიტერიუმებს, განმცხადებელთან ერთად საბოლოოდ აზუსტებს შეფასების პროგრამას, შეფასებისათვის საჭირო დროს და ასევე განმარტავს, რომ შეფასებამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დრო. საჭიროების შემთხვევაში, განმცხადებელმა ან/და შეფასების ჯგუფმა ერთობლივი შეთანხმებით შესაძლოა გადახედონ შეფასების პროგრამას და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ მასში.
2. ადგილზე ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ქმედებას, რომლის დროსაც შეფასების ჯგუფი უნდა დარწმუნდეს ინსპექტირების ორგანოს პერსონალის კომპეტენტურობაში, მის მიერ შესაბამისი სტანდარტების ცოდნაში.
3. ადგილზე შეფასება მოიცავს შეფასების ჯგუფის მხრიდან, განმცხადებლის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე პრაქტიკაში დაკვირვებას, რათა დარწმუნდნენ, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება ოქმების/სერტიფიკატების გაცემის პროცესში. ჩასატარებელი დაკვირვებების მოცულობა იხილეთ საკ 1.1 : 2012 -ის დანართი 2-ში.
4. შეფასების ჯგუფი შეაფასებს და პრაქტიკაში დააკვირდება ინსპექტირების ორგანოს პერსონალის მიერ ჩატარებულ ინსპექტირების სამუშაოებს, მათ კომპეტენტურობას, ასევე ინსპექტირების სამუშაოებში გამოყენებულ ყველა საწარმოო საშუალებისა და მოწყობილობის თავსებადობას დანიშნულებასთან, მათ დაკალიბრებასა და ექსპლუატაციას. დაკვირვება გულისხმობს განცხადებული აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში განმცხადებლის მიერ პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების პროცესზე შეფასების ჯგუფის დასწრებასა და სამუშაოების შეფასებას.
5. შეფასდება საკვალიფიკაციო ტესტირებებსა და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შედეგები და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. თუ ვერც ერთი ინსპექტორი ვერ ფარავს სპეციფიურ სფეროს სრულად, ამ შემთხვევაში ერთზე მეტი ინსპექტორი იქნება შეფასებული კონკრეტული სფეროსათვის.
7. თუ შეფასებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები სამუშაო პროცესის, დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემასთან მიმართებაში, აკრედიტაციის ცენტრის წამყვანი შემფასებელი გადასინჯავს შეფასების პროგრამას და გაზრდის შესაფასებელი სამუშაოების მოცულობასა და დროს.
მუხლი 8. რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია
1. განაცხადში ინსპექტირების ორგანომ უნდა მიუთითოს თითოეული უბანი/ფილიალი, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ოფისიდან მოშორებით და სადაც ხდება სამუშაოების წარმართვა. პირველადი შეფასების დროს შეფასების ჯგუფი შეაფასებს თითოეულ უბანს/ფილიალს, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები.
2. აკრედიტაციის ხუთწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო, ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.
3. ინსპექტირების ორგანომ აკრედიტაციის ცენტრს უნდა აცნობოს ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ცვლილება. ახალი უბნის/ფილიალის დაფუძნება აკრედიტაციის ცენტრს უნდა ეცნობოს წინასწარ, ახალ უბანზე/ფილიალში საქმიანობის დაწყებამდე. ახალი უბნის/ფილიალის შეფასება აუცილებლად იქნება განხილული და შეტანილი მონიტორინგის სამუშაოების გეგმაში.
მუხლი 9. მიღებული მონაცემების ანალიზი და შეფასების ანგარიში
1. შეფასების დასრულების შემდეგ შეფასების ჯგუფი, ანალიზს უკეთებს შეფასების შედეგებს და ადგენს შესაბამისობას აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დ აკრედიტაციის სფეროთი განცხადებულ ინსპექტირების სქემებთან, რასაც აცნობს ინსპექტირების ორგანოს მენეჯმენტს შემაჯამებელ შეხვედრაზე.
2. აღმოჩენილი შეუსაბამობების შემთხვევაში, შემფასებელთა ჯგუფი აცნობს განმცხადებელს შეუსაბამობების ხარისხს, რაც ფორმდება წამყვანი შემფასებლის მიერ შეუსაბამობის ფურცელში. განმცხადებლის წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება დასვან შეკითხვები და აზრი გამოთქვან შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ.
3. ადგილზე შეფასების შედეგები ფორმდება „შეფასების ანგარიში“-ს სახით, შეფასების დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ხელი მოეწერება წამყვანი შემფასებლის მიერ და განმცხადებელს მიეწოდება განაცხადში მითითებულ საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართზე ან ჩაბარდება ხელზე. შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით, განმცხადებელი ადგენს მაკორექტირებელ ღონისძიებებს, მათი განხორციელების ვადებს და ადგილზე ვიზიტიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს წამყვან შემფასებელს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს მათ განხილვას. განხილვის დროს ფასდება მაკორექტირებელი მოქმედებების საკმარისობა და ეფექტურობა. თუ მაკორეტირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, წამყვანი შემფასებელი მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
4. შეუსაბამობების ხარისხის გრადაცია იხილეთ საკ 1.1:2012-ის, მე-12 მუხლის, მე-3 პუნქტში.
5. შეუსაბამობების აღმოფხვრის (საჭიროების შემთხვევაში განმეორებითი შეფასების ჩატარების) მაქსიმალური ვადაა შეფასების ანგარიშის მიწოდებიდან არა უგვიანეს 6 თვე.
6. შეფასების ჯგუფმა შესაძლოა განახორციელოს დამატებითი ვიზიტი ადგილზე თუ შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ღონისძიებების საკმარისობისა და ეფექტურობის დასამოწმებლად. ამ შემთხვევაში, განმცხდებელმა უნდა აანაზღაუროს განმეორებითი შეფასების სამუშაოების ღირებულება (ნაწილობრივ ან მთლიანად, გადასამოწმებელი სფეროების ადეკვატურად).
7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის 4-ე პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.
8. ადგილზე შეფასების დასრულებისა და შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრის შემდეგ, შეფასების ჯგუფი, შეფასების შედეგებზე დაყრდნობით და განმცხადებელთან შეთანხმებით ახდენს აკრედიტაციის სფეროს საბოლოო ფორმირებას, საკითხი გადის აკრედიტაციის კომიტეტზე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 10. მონიტორინგი
1. აკრედიტაციის მინიჭების შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს აკრედიტებული პირების კონტროლს – ყოველწლიურ გეგმიურ მონიტორინგს. აკრედიტებული პირის ყოველწლიური გეგმური მონიტორინგის ჩატარების ვადებია აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი ±2თვე.
2. მონიტორინგი ტარდება საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგის და ზედამხედველობის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად, რისთვისაც აკრედიტებული პირი აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას აკრედიტაციის ცენტრთან და იხდის დადგენილ საფასურს.
დანართები
განაცხადი აკრედიტაციაზე
ამ განაცხადით ვადასტურებთ, რომ:
1) გვსურს გავიაროთ შესაბამისი პროცედურები პერსონალის ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაციის სქემის თანახმად – სსტ ისო/იეკ 17020:2010 სტანდარტთან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის.
2) ჩვენ გავეცანით აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, მის უფლებებს, მოვალეობებს და შესაბამის კანონმდებლობას.
3) მიუხედავად შეფასების შედეგებისა, ჩვენ თანახმა ვართ გავწიოთ ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ აღნიშნული განაცხადის განხილვასთან და აკრედიტაციის პროცედურების შესრულებასთან, მათ შორის ყოველწლიური გეგმიურ მონიტორინგთან.
4) გავეცანით აკრედიტაციის სქემას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი სტანდარტის მიხედვით აკრედიტაციის მიღებასთან.
5) თანხმა ვართ, მივიღოთ აკრედიტაციის ცენტრის შეფასების ჯგუფი და ვუზრუნველვყოთ მათი დაშვება შესაბამის სამუშაო ადგილზე, უბანზე/ფილიალში. შესაძლებლობა მივცეთ შეაფასონ ჩვენს მიერ განცხადებული აკრედიტაციის სფეროთი განსაზღვრულ საქმიანობასთან დაკავშირებული ჩანაწერები (ქაღალდი და ელ-ვერსია) და შეასრულონ აკრედიტაციის მოთხოვნებით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
6) აკრედიტაციის მოქმედების განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყოფთ აკრედიტაციის შესაბამისი კრიტერიუმებისა და მოვალეობების დაცვას. ასევე ვაცხადებთ, რომ განვახორციელებთ ყველა შესაბამის ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება აკრედიტაციის კრიტერიუმების დაცვისათვის.
7) ჩვენ გავეცანით და ვეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და მოვალეობების შეუსრულებლობამ.
განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი:
( – ინფორმაცია განმცხადებლის და ინსპექტირების ორგანოს თაობაზე (დანართი №1);
( – აკრედიტაციის სფერო (დანართი №2);
( – მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობის შესახებ (დანართი №3);
( – ინსპექტირების ორგანოს ხარისხის სახელმძღვანელო;
( – ინსპექტირების დოკუმენტირებული მეთოდები/პროცედურები;
( – სსტ ისო/იეკ 17020:2010-ის მოთხოვნათა შესრულების ამსახველი კითხვარი – შევსებული სახით.(კითხვარი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრში და ვებ-გვერდზე www.gac.gov.ge);
( – ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;
( – პერსონალის თანამდებობრივი ინსტრუქციები.
განმცხადებლის სახელი, გვარი,______________________ განმცხადებლის ხელმოწერა:
თანამდებობა:_________________________________________________________
თარიღი:__________________ ბეჭდის ადგილი
ინფორმაცია განმცხადებლის და ინსპექტირების ორგანოს თაობაზე;
| |ინსპექტირების ორგანოს დასახელება | |
| | | |
| |მისამართი, საფოსტო ინდექსი | |
| | | |
| |საიდენტიფიკაციო კოდი (ამონაწერი რეესტრიდან) | |მობილური | |
| | | | | |
| |ტელეფონი | |ფაქსი | |
| | | | | |
| |ელ-ფოსტა | |ინტერნეტ მისამართი/ვებ-გვერდი | |
| | | | | |
| | | |
განაცხადზე უფლებამოსილი პირი:
| |სახელი, გვარი | |თანამდებობა | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
განმცხადებლის საბანკო მონაცემები:
| | | |
| |ბანკი | | |
| | | |
| |ბანკის კოდი | | |
| | | |
| |ანგარიშის ნომერი | | |
| | | | | |
| | | | | |
| |ტელეფონი/მობილური | |
მონაცემები ინსპექტირების ორგანოს თანამშრომლების შესახებ
ორგანოს ხელმძღვანელი:
| |თანამდებობა,სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
პირი, რომელიც პასუხისგებელია ხარისხის მენეჯმენტზე:
| |თანამდებობა, სახელი, გვარი | |სამუშაო გამოცდილება (წლები) | |
| | | | | |
| |კვალიფიკაცია | |
| | | |
| | | |
ინსპექტირების სამუშაობის ჩამტარებელი პირების ნუსხა:
|№ |ინსპექტირების სამუშაობის |შესასრულებელი ფუნქცია |განათლება, სპეციალობა |კომპეტენტურობის/ტრენინგების |
| |ჩამტარებელი პირები | | |დამადასტურებელი დოკუმენტი |
| |(სახელი, გვარი) | | | |
|1 | | | | |
პერსონალი, რომელსაც გააჩნია უფლება ხელი მოაწეროს ინსპექტირების სერტიფიკატს/ოქმს
|№ |სახელი, გვარი |თანამდებობა |
|1 | | |
პერსონალის რაოდენობა:
|სულ | |
რამდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაცია (ასეთის ქონის შემთხვევაში):
| |უბანი No. | |სამუშაო უბნის დასახელება | |
| | | | | |
| |მისამართი | |
| | | |
| |უბნის ხელმძღვანელი (თანამდებობა, სახელი, გვარი) | |ტელეფონი/მობილური | |
| | | | | |
| |ფაქსი | |ელ-ფოსტა | |
| | | | | |
| | | |
მიუთითეთ, რომელი ტიპის ინსპექტირების ორგანოს განეკუთვნება თვენი ორგანიზაცია სსტ ისო/იეკ 17020:1998/2010 მიხედვით:
(A ტიპის
(B ტიპის
(C ტიპის
თქვენი ინსპექტირების ორგანო იყენებს თუ არა შიდა დაკალიბრების მეთოდს იმ გამზომი მოწყობილობებისათვის, რომლებსაც იყენებთ გამზომი სამუშაოებისათვის?
(დიახ
( არა
თუ „დიახ“, გთხოვთ წარმოადგინოთ დეტალები ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
|№ |გამზომი საშუალება/მოწყობილობა |გამოყენებული სტანდარტული |დაკალიბრების პროცედურა |გამზომი საშუალების დანიშნულება |
| | |მასალა/ნიმუში | | |
|1. | | | | |
დანართი №2
ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციის სფერო
ინსპექტირების ორგანოს სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) №
| № |ინსპექტირების ობიექტი |ინსპექტირების ტიპი და ზღვარი |მეთოდები და პროცედურები |
| | | | |
განმარტება:
ინსპექტირების ობიექტი - პროდუქტის დაპროექტება/ პროდუქტი(მასალები და მოწყობილობა) / მონტაჟი /პროცესი /მომსახურება (ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში მიეთითება ასს-ების კატეგორიაც, დამამოწმებელი პირის აკრედიტაციაზე განაცხადის შემთხვევაში - გაზომვის საშუალებების დასახელება).
ინსპექტირების ტიპი და ზღვარი - პერიოდული ინსპექტირება/ახალი პროდუქციის ინსპექტირება და მახასიათებლები/პარამეტრები.
მეთოდები და პროცედურები - ობიექტის კონტროლის წესები, შესაბამისი სტანდარტები/ ტესტირების / დაკალიბრების / გაზომვის / შეფასების მეთოდები.
დანართი №3
მონაცემები საკვალიფიკაციო ტესტირებებში და ლაბორატორიათაშორის
შედარებებში მონაწილეობის შესახებ
|ინსპექტირების ორგანოს დასახელება: |
|მონაწილეობის დრო |საკვალიფიკაციო ტესტირების სქემის | პარამეტრების/ |საკვალიფიკაციო ტესტირებაში |მაკორექტირებელი ღონისძიებები|
| |იდენტიფიკაცია და ჩამტარებელი |გაზომვების სფერო |მონაწილეობის შედეგი/ |ასეთის არსებობის შემთხევაში |
| | | |წარმატებულობა | |
| | | | | |
საკ 1.9:2012 - აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები
თავი I. საერთო დებულებები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
წინამდებარე წესი ადგენს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“-ს აკრედიტაციის კომიტეტის (შემდგომში – კომიტეტი) სტრუქტურას, ფუნქციებსა და მუშაობის ორგანიზების წესს.
მუხლი 2. ზოგადი მოთხოვნები
1. კომიტეტი წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც განიხილავს აკრედიტაციის სფეროში მიმდინარე და პერიოდულ საკითხებს და მათზე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
2. კომიტეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, აკრედიტაციის ცენტრის დებულებით, წინამდებარე წესით, აკრედიტაციის სისტემის წესებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.
მუხლი 3. კომიტეტის შემადგენლობა და სტრუქტურა
1. კომიტეტის მუდმივი შემადგენლობა ყალიბდება აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით.
2. კომიტეტის მუდმივ წევრებს აქვთ ხმის უფლება, როდესაც საკითხი დგება კენჭისყრაზე.
3. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტში ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულნი იყვნენ სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, განსახილველ საკითხთან მიმართებაში განმარტებების მისაცემად ან/და მეთვალყურის სტატუსით. ამ დროს მოწვეული მხარეების მიერ დაცული უნდა იყოს მიუკერძოებლობისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპები.
თავი II. კომიტეტის ფუნქციები და მუშაობის წესი
მუხლი 4. კომიტეტის ფუნქციები
1. აკრედიტაციის კომიტეტის ფუნქციებია:
ა) აკრედიტაციის მაძიებელი პირების შეფასების შედეგების განხილვა და მათთვის აკრედიტაციის მინიჭებაზე ან უარის თქმაზე რეკომენდაციის მიღება;
ბ) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაციები, საჩივრები) განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება საკ: 1.12:2012 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად;
გ) მონიტორინგის (მათ შორის არაგეგმური) და ზედამხედველობის საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების (აკრედიტაციის სფეროს გაფართოება, შემცირება, აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება) მიღება;
დ) აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობის სფეროში სახელმძღვანელო დოკუმენტების, პროგრამების, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებისა და ინფორმაციის განხილვა შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის ჩათვლით;
ე) წინადადებების შემუშავება აკრედიტებული პირების საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებლად.
2. კომიტეტი თავის ფუნქციების განხორციელებისას პასუხისმგებელია:
ა) მასზე დაკისრებული უფლებების და მოვალეობების შესრულების სისრულეზე და სისწორეზე;
ბ) მიღებული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების ობიექტურობაზე;
გ) კომიტეტის შემადგენლობაში თავიანთი საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვაზე.
მუხლი 5. გადაწყვეტილება აკრედიტაციის მინიჭებაზე
1. შეფასების ანგარიშს, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციასა და სხვა თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენ. დირექტორი განსახილველად და აკრედიტაციის მინიჭებაზე ან უარის თქმაზე რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში და რომლებიც 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენენ თავიანთ რეკომენდაციას გენერალურ დირექტორს წერილობით ფორმაში.
2. რეკომენდაცია ფoრმდება დოკუმენტალურად და გადაეცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორს, რომელიც 5 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.
3. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია საქმეში აღმოჩენილი უზუსტობის ან/და შეუსაბამობის ან/და საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საკითხი უკან გადაუგზავნოს აკრედიტაციის კომიტეტს ან/და გადაამისამართოს აღნიშნული საკითხი აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკურ კომიტეტში.
4. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულების საფუძველზე გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა.
მუხლი 6. მონიტორინგისა და ზედამხედველობის შედეგების განხილვა
1. აკრედიტებული პირების მონიტორინგის (მათ შორის არაგეგმური) ანგარიშს და თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი განსახილველად და რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში.
2. მონიტორინგის შედეგად კომიტეტს შეუძლია რეკომენდაციების მიღება აკრედიტაციის შეჩერება, გაუქმება, გაფართოება, შემცირებაზე.
3. მონიტორინგის შედეგად კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შეჩერების, გაუქმების, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების ან შემცირების თაობაზე.
მუხლი 7. კომიტეტის სხდომა
1. კომიტეტის სხდომა განიხილავს:
ა) აკრედიტებული პირის ზედამხედველობის შედეგებს;
ბ) აპელაციებს და საჩივრებს;
გ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს, პროგრამებს, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა ინფორმაციას და შეიმუშავებს წინადადებებს;
დ) აკრედიტებული პირების საქმიანობის ეფექტურობის ასამაღლებელ ღონისძიებებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
2. აკრედიტებული პირის ზედამხედველობის შედეგები, ასევე პელაციები და საჩივრები განიხილება კომიტეტის სხდომაზე რომელშიც მონაწილეობს მუდმივ წევრთა ნახევარზე მეტი. ხმის უფლებით ისარგებლებს კომიტეტის მხოლოდ ის წევრი, რომელიც განსახილველ აკრედიტებული პირის შეფასებაში/მონიტორინგში არ იყო ჩართული.
3. კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს ცენტრის გენერალური დირექტორი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე.
4. კომიტეტის სხდომების ჩატარდების სიხშირე დამოკიდებულია შემოსული საკითხების რაოდენობაზე. კომიტეტზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია და მასალები, კომიტეტის წევრებს გადაეცემათ სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე.
5. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხი გამოაქვს საქმის მენეჯერს ან ცენტრის კომიტეტის სხდომის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს. პასუხისმგებლობა მასალების სრულყოფილად წარმოდგენასა და მის უტყუარობაზე ეკისრება საკითხის გამომტანს.
6. გამონაკლის შემთხვევებში, თუ საკითხი არ მოითხოვს მის აუცილებლად სხდომაზე განხილვას, საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება კომიტეტის წევრთა გამოკითხვის გზით. ამისათვის საკითხი ეგზავნება კომიტეტის ყველა მუდმივ წევრს.
7. კომიტეტი უფლებამოსილია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე მოიწვიოს სპეციალისტები და დაინტერესებული ორგანიზაციების ან/და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოთ სხდომის გამართვამდე სამი დღით ადრე.
8. კომიტეტის სხდომის შედეგები ათი სამუშაო დღის განმავლობაში ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ოქმის რიგითი ნომერი, სხდომის ჩატარების თარიღი, განხილული საკითხის შინაარსი, დამსწრე წევრთა გვარები და საბოლოო დადგენილება. ოქმს ხელს აწერენ კომიტეტის მუდმივი წევრები და მდივანი.
საკ 1.10:2012 - აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე რეესტრის წარმოების წესი განსაზღვრავს აკრედიტაციის სისტემის რეესტრის სტრუქტურას, შინაარსსა და წარმოების წესებს.
2. აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს აკრედიტაციის სისტემის რეესტრის წარმოება წინამდებარე წესის თანახმად.
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
1. აკრედიტაციის სისტემის რეესტრი – (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს აკრედიტაციის სისტემის საკონტროლო-სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ოფიციალურ/საჯარო ინფორმაციას აკრედიტებული პირების შესახებ.
2. რეგისტრაცია – აკრედიტებული პირის შესახებ ინფორმაციის შეტანა რეესტრში და აკრედიტებული პირისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება (რეგისტრაციის ნომერი იგივეა, რაც აკრედიტაციის მოწმობის ნომერი).
მუხლი 3. რეესტრის წარმოება და გამოყენება
1. რეესტრში აკრედიტებული პირების რეგისტრაციას, ამოღებას, ცვლილებების შეტანასა და სხვა პროცედურებს აწარმოებს აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახური.
2. რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირებს საჯარო ინფორმაციით აკრედიტებული პირების შესახებ.
3. აკრედიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს რეესტრის მონაცემების გამოქვეყნებას აკრედიტაციის ცენტრის ვებ-გვერდზე.
4. აკრედიტაციის ცენტრი, აკრედიტაციისა და მონიტორინგის სამუშაოების ორგანიზებისათვის ხელმძღვანელობს რეესტრის მონაცემებით;
5. რეესტრის წარმოება ხორციელდება ელექტრონული სახით (დანართი 1).
6. შენიშვნის გრაფაში მიეთითება აკრედიტებულ პირთა შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მაგ: აკრედიტაციის ნაწილობრივ ან მთლიანი შეჩერება, გაუქმება, გაფართოება (დამატებით სფეროში აკრედიტაცია), შემცირება, ასევე აკრედიტაციის ვადის ამოწურვა, აკრედიტაციის მოწმობის ნომრის შეცვლა.
მუხლი 4. აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და სტრუქტურა
1. აკრედიტაციის მოწმობის ნომერს აქვს შემდეგი სტრუქტურა: GAC - XX – XXXX, სადაც:
ა) GAC – არის აკრედიტაციის ცენტრის შემოკლებული ლათინური დასახელება;
ბ) XX – არის აკრედიტებული პირის ტიპის კოდური აღნიშვნა:
ბ.ა) საგამოცდო ლაბორატორიები – TL
ბ.ბ) საკალიბრებელი ლაბორატორიები – CL
ბ.გ) სამედიცინო ლაბორატორიები – ML
ბ.დ) პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები – PRC
ბ.ე) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები – PC
ბ.ვ) მენეჯმენტის სისტემის სერტიფიკაციის ორგანოები – MSC
ბ.ზ) ინსპექტირების ორგანოები – IB
გ) XXXX – არის რეგისტრაციის რიგითი ნომერი (ოთხნიშნა რიცხვი).
მაგალითად: საგამოცდო ლაბორატორიისათვის – GAC – TL – 0001.
2. თუ ერთ იურიდიულ პირს გააჩნია რამდენიმე სამუშაო უბანი/ფილიალი, აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა ცენტრალური ორგანიზაციის მისამართის მითითებით, ხოლო მის დანართში-აკრედიტაციის სფეროში მიეთითება უბნის/ფილიალის მისამართი და შესაბამისი სფერო.
დანართი №1
აკრედიტებულ პირთა რეესტრი
|# |ორგანიზაციის დასახელება, მისამართი,|აკრედიტაციის სფერო |აკრედიტაციის მოწმობის მონაცემები |შენიშვნა |
| |ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, | | | |
| |ხელმძღვანელის სახელი, გვარი | | | |
| | | |აკრედიტაციი|აკრედიტაციი|რეგისტრაციი| |
| | | |ს მოწმობის |ს მოწმობის |ს ნომერი | |
| | | |მიღების |მოქმედების |(აკრედიტაცი| |
| | | |თარიღი |ვადის |ის მოწმობის| |
| | | | |დასრულების |ნომერი) | |
| | | | |თარიღი | | |
|1 |2 |3 |4 |5 |6 |7 |
საკ 1.11 : 2012 -აპელაციებისა და საჩივრების განხილვის პროცედურა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები
1. აპელაცია – შესაბამისობის შეფასების ობიექტის წარმომადგენლის მოთხოვნა შესაბამისობის შეფასების ორგანოს ან აკრედიტაციის ორგანოს მიმართ ამ ორგანოების მიერ აღნიშნულ ობიექტზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ.
2. საჩივარი – შესაბამისობის ორგანოს ან აკრედიტაციის ორგანოს საქმიანობით უკმაყოფილების გამოხატვა, ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ, პასუხის მოლოდინით.
3. ამ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები მთლიანად შეესაბამება სსტ ისო/იეკ 17000 სერიის სტანდარტებსა და აკრედიტაციის შესაბამისობის შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტებს.
მუხლი 2. აპელაციები და საჩივრები
1. აპელაცია ან/და საჩივარი უნდა დარეგისტრირდეს აკრედიტაციის ცენტრის საჯარო-საინფორმაციო სამსახურში.
2. აპელაცია უნდა დარეგისტრირდეს აკრედიტაციის ცენტრში ერთი თვის განმავლობაში, დღიდან, როდესაც წარმომდგენ მხარეს გადაეცა დოკუმენტი, რომელიც არის აპელაციის საგანი.
3. საჩივარი აკრედიტაციის ცენტრში წარმოდგენილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში, დღიდან, როდესაც მოხდა საჩივრის მიზეზის იდენტიფიკაცია.
4. პირველადი შეფასების, მონიტორინგის და ხელახალი შეფასების დროს აპელაციების განხილვის პროცედურა ერთმანეთის იდენტურია.
მუხლი 3. აპელაციებისა და საჩივრების შინარსი
1. წარმოდგენილი აპელაცია ან საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) აპელაციის ან საჩივრის წარმომდგენი ორგანოს/პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) აპელაციის ან საჩივრის საგანს;
გ) აპელაციის ან საჩივრის მიზეზებს;
დ) საკითხის გადაწყვეტის შესაძლო გზებს.
2. აპელაციის ან საჩივრის განხილვისათვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი წერილობითი სახის მტკიცებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. თუ წარმოდგენილი აპელაცია ან საჩივარი არ აკმაყოფილებს ზემოთ აღწერილ პირობებს, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ორგანომ/პირმა წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია, რომლის წარმოდგენამდე აკრედიტაციის ცენტრი შეაჩერებს აპელაციის ან საჩივრის განხილვას.
მუხლი 4. ხარჯების ანაზღაურება
1. ხარჯები აპელაციაზე ან საჩივარზე, რომლებიც წარმოიშვება წარმომდგენი ორგანოს/პირის მიზეზით, ანაზღაურებულ უნდა იქნეს წარმომდგენი ორგანოს/პირის მიერ.
2. ხარჯები აპელაციებზე ან საჩივრებზე, რომლებიც წარმოიშვება აკრედიტაციის ცენტრის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ანაზღაურებულ უნდა იქნეს აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
მუხლი 5. აპელაციებზე რეაგირება
1. დაუშვებელია აპელაციის ან საჩივრის საგანს წარმოადგენდეს საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოთხოვნების, შესაბამისი ისო/იეკ-ის სტანდარტებსა და რეგიონალური ორგანიზაციების სახელმძღვანელო დოკუმენტებში დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები.
2. შესაძლებელია აპელაციის წარდგენა აკრედიტაციის, მონიტორინგის ან ხელახალი აკრედიტაციის დროს, თუ ორგანო/პირი არგუმენტირებულად თვლის, რომ შეფასების ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრის შეფასება არასწორი, არაკვალიფიციური ან დისკრიმინაციულია.
3. აკრედიტაციაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით აპელაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ საკითხებზე:
ა) უარი აკრედიტაციის მინიჭებაზე;
ბ) აკრედიტაციის შეჩერებაზე;
გ) მინიჭებული აკრედიტაციის სფეროს ნაწილობრივ ან/და სრულ გაუქმებაზე;
4. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პასუხისმგებელია აპელაციებზე
გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც ეფუძნება:
ა) წინადადებას, რომელიც მოიცავს შესაბამის აპელაციაზე რეაგირებას, გამომდინარე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მოპოვებული ინფორმაციიდან;
ბ) აკრედიტაციის კომიტეტის წინადადებებს;
გ) ტექნიკურ კომიტეტზე აპელაციის განხილვის შედეგებს.
5. აპელაციის დარეგისტრირებისას გენერალური დირექტორის მიერ ინიშნება აპელაციაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც შეისწავლის საკითხს და წარუდგენს წინადადებებს აკრედიტაციის კომიტეტს განსახილველად.
6. საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მიერ დამატებითი განმარტებების მიღების მიზნით, საკითხი შესაძლებელია გადაგზავნილი იქნეს აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის ტექნიკურ კომიტეტში.
7. საჭიროების შემთხვევაში აპელაციის წარმომდგენი ორგანოს უფლებამოსილი პირი შეიძლება მოწვეული იქნეს აკრედიტაციის კომიტეტზე, შესაბამისი საკითხის განხილვისას.
8. აპელაციის განხილვისას კომიტეტზე კეთდება ჩანაწერები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ თარიღს, მონაწილეების სახელებსა და გვარებს, ხელმოწერებს, საქმის მოკლე აღწერილობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
9. აპელაციაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი.
10. აკრედიტაციის ცენტრმა აპელაციაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი დარეგისტრირებიდან 25 დღის განმავლობაში.
11. აკრედიტაციის ცენტრმა, აპელაციაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში, წერილობით უნდა აცნობოს აპელაციის წარმომდგენს საბოლოო გადაწყვეტილება.
12. თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი აპელაციის განსახილველად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელაციის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება აპელაციის დარეგისტრირებიდან 7 დღის განმავლობაში, რაზედაც უნდა ეცნობოს აპელაციის წარმომდგენ ორგანოს.
მუხლი 6. აპელაციაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გაკეთებული აპელაციები
დაუშვებელია აპელაციის გადაწყვეტილებაზე ახალი აპელაციის შემოტანა.
მუხლი 7. საჩივრებზე რეაგირება
1. საჩივარი, რომელიც არ ეხება აკრედიტაციის ცენტრის საქმიანობას, უნდა დაუბრუნდეს აკრედიტაციის ცენტრის საჯარო საინფორმაციო სამსახურის მიერ წარმომდგენ ორგანოს მიზეზების მითითებით 10 დღის ვადაში.
2. გადაწყვეტილება საჩივრებზე, რომლებიც ეხება აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ აკრედიტაციის კრიტერიუმების შეუსრულებლობას, მიიღება აკრედიტაციის ცენტრის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.
3. აკრედიტაციის ცენტრმა უნდა უზრუნველყოს, რომ საჩივარი არ იქნეს განხილული იმ სტრუქტურული ერთეულის ან პიროვნების მიერ, რომელზეც წარმოდგენილია საჩივარი.
4. საჩივრის დარეგისტრირებისას გენერალური დირექტორის მიერ ინიშნება საჩივარზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც განიხილავს საკითხს და წარუდგენს წინადადებებს აკრედიტაციის კომიტეტს განსახილველად.
5. საჭიროების შემთხვევაში, გენერალური დირექტორის მიერ დამატებითი განმარტებების მოპოვების მიზნით, საკითხი შესაძლებელია გადაგზავნილი იქნეს საჩივრის ადრესატთან და აკრედიტაციის ცენტრის შესაბამის ტექნიკურ კომიტეტში.
6. საჭიროების შემთხვევაში საჩივრის წარმომდგენი ორგანოს უფლებამოსილი პირი შეიძლება მოწვეული იქნეს აკრედიტაციის კომიტეტზე, შესაბამისი საკითხის განხილვისას.
7. საჭიროების შემთხვევაში კომიტეტი უფლებამოსილია მოიწვიოს საკითხზე დაინტერესებული მხარეები დამკვირვებლის სტატუსით.
8. საჩივარზე რეაგირებისას, მისი შესწავლა უნდა გამომდინარეობდეს მისი შინაარსიდან და არა იქიდან, თუ რა სურს წარმომდგენ ორგანოს და ვის მიმართ და რა მიზნით არის წარმოდგენილი საჩივარი. არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რეალობა უნდა იქნეს განხილული სრულად და ობიექტურად.
9. საჩივრების განხილვისას კომიტეტზე კეთდება ჩანაწერები, რომლებიც უნდა მოიცავდნენ თარიღს, მონაწილეების სახელებსა და გვარებს, საქმის მოკლე აღწერილობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
10. საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი.
11. აკრედიტაციის ცენტრმა საჩივარზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისი დარეგისტრირებიდან 25 დღის განმავლობაში.
12. აკრედიტაციის ცენტრმა საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღეში წერილობით უნდა აცნობოს საჩივრის წარმომდგენს აკრედიტაციის ცენტრის გადაწყვეტილება.
13. თუ საქმის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დადგენის მიზნით, წარმოდგენილი საჩივრის განსახილველად აუცილებელია ერთ თვეზე მეტი, აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ. გადაწყვეტილება მიიღება საჩივრის დარეგისტრირებიდან 7 დღის განმავლობაში, რაზედაც უნდა ეცნობოს საჩივრის წარმომდგენ ორგანოს.
მუხლი 8. განმეორებითი საჩივარი
აკრედიტაციის კომიტეტი განიხილავს განმეორებით საჩივარს, თუ მასზე წარმოდგენილი იქნება ახალი გარემოებები.
საკ 1.12 : 2012 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესები
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე წესი ადგენს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს ფორმასა და შინაარსს, პირობებს აკრედიტაციის სიმბოლოსა და აკრედიტებული სტატუსის დროს ტექსტური მითითების გამოყენებაზე აკრედიტებული საგამოცდო/საკალიბრებელი, სამედიცინო ლაბორატორიებისთვის, სერტიფიკაციისა და ინსპექტირების ორგანოებისათვის და მათი კლიენტებისათვის;
2. წინამდებარე წესის შემუშავებისას გათვალისწინებულია სსტ ისო/იეკ 17011:2010-ის მოთხოვნები.
3. აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირები იყენებენ აკრედიტაციის სიმბოლოს, იმის დემონსტრირებისათვის, რომ მათი კომპეტენტურობა აღიარებულია მესამე მხარის მიერ.
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო – გამოიყენება მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ, მისი იდენტიფიცირებისათვის.
2. აკრედიტაციის სიმბოლო – გაიცემა აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებზე, აკრედიტებული სტატუსის დემონსტრირებისათვის.
მუხლი 3. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო
1. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო და აკრედიტაციის სიმბოლო დგინდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
2. აკრედიტაციის ცენტრი ადგენს აკრედიტაციის ოფიციალურ სიმბოლოს, რათა შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა წარმოაჩინონ თავიანთი აკრედიტებული სტატუსი.
მუხლი 4. აკრედიტაციის ცენტრის ლოგო
1. აკრედიტაციის ცენტრი იყენებს აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს;
2. აკრედიტაციის ცენტრის პერსონალი იყენებს ლოგოს.
3. აკრედიტაციის მოწმობები, გამოყენებული ბლანკები, ფორმები და შეფასების ანგარიშები ნიშანდებულია აღნიშნული ლოგოთი.
4. აკრედიტაციის ცენტრის ლოგოს ფორმა და ზომები თავსდება მის ვებ-გვერდზე.
მუხლი 5. აკრედიტაციის სიმბოლო, გამოყენების პირობები
1. აკრედიტებულმა შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა უნდა გამოიყენონ აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლო.
2. აკრედიტებულმა პირებმა აკრედიტაციის სიმბოლო უნდა გამოიყენონ იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათ აკრედიტებულ მომსახურებასთან, კერძოდ, გამოცდის/დაკალიბრების სერტიფიკატები და ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები და ა.შ.
3. რეკომენდირებულია აკრედიტაციის სიმბოლო დატანილი იყოს დოკუმენტის მარჯვენა ზედა კუთხეში.
4. აკრედიტაციის სიმბოლო არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ პირობებში, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს კლიენტი აკრედიტებული სტატუსის შესახებ.
5. აკრედიტებული პირები პასუხისმგებელნი არიან აკრედიტაციის სიმბოლოს მართებულ გამოყენებაზე.
6. აკრედიტებულ პირს შეუძლია აკრედიტაციის სიმბოლო დაიტანოს ოფიციალურ ბლანკზე ან სარეკლამო მასალაზე.
მუხლი 6. აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლოს აღწერა
1. აკრედიტაციის სიმბოლო შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) აკრედიტაციის ცენტრის ლოგო;
ბ) დასახელებისაგან – „აკრედიტაციის ცენტრი“;
გ) სტანდარტზე მითითება,რომელთან შესაბამისობაზეც აკრედიტებულია პირი;
დ) აკრედიტაციის მოწმობის ნომერი.
მუხლი 7. აკრედიტაციის სიმბოლოების გამოყენება ერთი პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში
ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აკრედიტებულმა პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ერთი სიმბოლო აკრედიტაციის თითოეული მიმართულებით.
მუხლი 8. ტექსტის გამოყენება სიმბოლოს ნაცვლად
1. აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს აკრედიტებული სტატუსის დემონსტრირებისათვის, სიმბოლოს ნაცვლად შეუძლიათ გამოიყენონ ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე, რომელიც შეიცავს:
ა) შესაბამისობის შემფასებელი პირის დასახელებას;
ბ)აკრედიტაციის ცენტრის დასახელებას;
გ) სტანდარტზე მითითებას, რომელთან შესაბამისობაზეც აკრედიტებულია პირი.
მუხლი 9. აკრედიტებული ორგანოების მიერ აკრედიტაციის სიმბოლოს დააკრედიტებულ სტატუსზე მითითების გამოყენების წესები
1. აკრედიტაციის სიმბოლოს გამოყენება შეუძლია მხოლოდ აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოს/პირს.
2. აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ ორგანოებს/პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო იმ დოკუმენტებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია აკრედიტებულ მომსახურებასთან, როგორიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები.
3. აკრედიტებული ორგანოები პასუხისმგებელნი არიან თავინთი მომხმარებლის წინაშე აკრედიტაციის სიმბოლოსა და ტექსტური მითითებების სწორ გამოყენებაზე.
4. თუ აკრედიტებული ორგანო საქმიანობს რამდენიმე სამუშაო უბანზე/ფილიალში, რომელთაგან ერთი მაინც არ არის აკრედიტებული, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება გამოიყენება მხოლოდ აკრედიტებულ სამუშაო უბანზე/ფილიალში.
5. თუ პირი აკრედიტებულია თავისი საქმიანობის მხოლოდ ნაწილში, აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმიანობაზე.
მუხლი 10. აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების შეჩერება, გაუქმება
1. აკრედიტებულმა პირმა, რომელსაც შეუჩერდა აკრედიტაცია, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მუშაობა იმ დოკუმენტებით, რომლებიც დაკავშირებულია აკრედიტაციასთან და რომლებზეც აღნიშნულია აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება.
2. აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, შესაბამისობის შემფასებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მტკიცება, რომ ის არის აკრედიტებული, ასევე შეწყვიტოს სარეკლამო დოკუმენტაციის გამოყენება, რომელიც მოიცავს აკრედიტაციის სიმბოლოსა და ტექსტობრივ მითითებას.
მუხლი 11. არააკრედიტებული საქმიანობა
ტერმინი აკრედიტაცია არ უნდა იქნეს მითითებული, გამოყენებული ან ნაგულისხმევი არააკრედიტებულ საქმიანობაში.
მუხლი 12. დოკუმენტები და მედია
1. აკრედიტებული პირების მიერ აკრედიტაციაზე ტექსტური მითითება უნდა იქნეს გამოყენებული ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე.
2. აკრედიტაციის სიმბოლო და ტექსტური მითითება შეიძლება გამოყენებული იქნეს სარეკლამო და საჯარო მასალებზე, თუ ინფორმაციის ნაწილი მაინც ეხება აკრედიტებულ საქმიანობას.
3. სერტიფიკატებსა და გამოცდის ოქმებში, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებში, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება “ამ შედეგებზე აკრედიტაცია არ ვრცელდება“.
მუხლი 13. აკრედიტაციის შედეგების შემცველი დოკუმენტი
1. აკრედიტებულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება იმ დოკუმენტებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულნი აკრედიტებულ მომსახურებასთან, როგორებიცაა დაკალიბრების სერტიფიკატები, გამოცდის ოქმები, შესაბამისობის სერტიფიკატები, ინსპექტირების ოქმები/სერტიფიკატები.
2. აკრედიტაციის სიმბოლოს ან ტექსტური მითითების გამოყენება არ ნიშნავს, რომ აკრედიტაციის ცენტრი პასუხს აგებს სერტიფიკაციის, დაკალიბრების, ინსპექტირებისა და გამოცდის შედეგების სიზუსტეზე.
3. აკრედიტაციის სიმბოლოს ან ტექსტური მითითების გამოყენება არ გულისხმობს, რომ პროდუქტის, პროცესის, მომსახურების, მენეჯმენტის სისტემის, პერსონალის კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია აკრედიტაციის ცენტრის მიერ.
4. იმ ოქმებში ან სერტიფიკატებში, რომლებიც შეიცავენ არააკრედიტებულ შედეგებს, არ უნდა იქნეს გამოყენებული აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტებულ სტატუსზე.
მუხლი 14. საგამოძიებო საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები
თუ ლაბორატორიის გამოცდის ოქმი მოიცავს მოსაზრებებს, ახსნა-განმარტებებს, რომლებიც გაკეთებულია საგამოძიებო საქმიანობის მოთხოვნის თანახმად, რომლის დროსაც ლაბორატორიის მსჯელობები სცდება აკრედიტაციის ფარგლებს, აკრედიტაციის სიმბოლოსთან დატანილი უნდა იყოს მინიშნება: „ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და ახსნა-განმარტებები სცილდება აკრედიტაციის ფარგლებს“.
მუხლი 15. აკრედიტებული მომსახურების მომხმარებელი
1. აკრედიტებული მენეჯმენტის სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულმა ორგანიზაციებმა შეიძლება გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოსთან ერთად, მხოლოდ სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში.
2. აკრედიტებული პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოს მომხმარებლებს შეუძლიათ გამოსახონ აკრედიტაციის სიმბოლო თავად პროდუქტზე ან მის შეფუთვაზე, აუცილებლად სერტიფიკაციის ორგანოს ლოგოსთან ერთად.
3. აკრედიტებული ლაბორატორიების მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ ლაბორატორიის აკრედიტებულ სტატუსზე მხოლოდ მათ სარეკლამო მასალებზე. ასეთ შემთხვევაში, აკრედიტებულ ლაბორატორიებს უნდა გააჩნდეთ შიდა პოლიტიკა და პროცედურები მომხმარებლის მიერ მათი ლოგოს, აკრედიტაციის სიმბოლოსა და აკრედიტაციაზე ტექსტური მითითების გამოყენებასთან დაკავშირებით. აკრედიტებული ლაბორატორიების მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ აკრედიტაციის სიმბოლო ან ტექსტური მითითება აკრედიტაციაზე მხოლოდ ლაბორატორიის ლოგოსთან ერთად.
4. აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების მომხმარებლებს არ აქვთ აკრედიტაციის ცენტრის სიმბოლოს გამოყენების უფლება. თუმცა, მათ შეუძლიათ მოახდინონ თავიანთი სტატუსის დემონსტრირება სერტიფიკატით, რომელსაც გასცემს აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო.
მუხლი 16. არაკეთილსინდისიერი ქცევა
აკრედიტაციის სიმბოლოს ან აკრედიტაციაზე ტექსტური მითითების ან აკრედიტაციის ლოგოს უკანონოდ გამოყენების გამოაშკარავების შემთხვევაში, ასეთი პირის მიმართ აკრედიტაციის ცენტრს შეუძლია გაატაროს შესაბამისი ქმედებები, საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს აკრედიტაცია ან/და პირს დააკისროს სამართლებრივი და სხვა სანქციები.
-----------------------
განაცხადის წარდგენა აკრედიტაციის ცენტრში
არა
1.1 განმცხადებელს სურს წინასწარი შეფასება
2.1 აკრედიტაციაზე წარმოდგენილი განაცხადის და თანდართული დოკუმენტების სისრულის გადასინჯვა
3.1 მოთხოვნა განმცხადებლისადმი წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია /დოკუმენტაცია
კი
არა
1.2 წამყვანი შემფასებლის დანიშვნა
2.2 დოკუმენტაცია წარმოდგენილია მოთხოვნის შესაბამისად?
1.3 წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა
კი
2.3 განაცხადის რეგისტრაცია და საქმის მენეჯერის/წამყვანი შემფასებლის დანიშვნა
1.4 წინასწარი შეფასების ჩატარება
1.5 წინასწარი შეფასების ანგარიშის წარდგენა განმცხადებლისათვის
2.4 წარმოდგენილ განაცხადზე საფასურის კალკულაცია და ხელშეკრულების მომზადება
2.5 შეფასების ჯგუფის ფორმირება და განმცხადებელთან შეთანხმება
2.6 განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის ანალიზი
არა
2.7 დოკუმენტაცია აკმაყოფილებს მოთხოვნებს?
4.1 მოთხოვნა განმცხადებლისადმი წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია /დოკუმენტაცია
კი
2.8 ადგილზე შეფასების მომზადება
1.1 საწყისი შეკრება ადგილზე
1.2 განმცხადებლის დოკუმენტაციის, ჩანაწერების, საქმიანობის და პერსონალის შეფასება
1.3 დაკვირვება პრაქტიკულ სამუშაოებზე
1.4 უბნების/ფილიალების შეფასება
1.5 შეუსაბამობების იდენტიფიკაცია
1.7 შეფასების ანგარიშის მომზადება და განმცხადებელისათვის მიწოდება წერილობით
1.8 განმცხადებლის მიერ მაკორქტირებელი ღონისძიებების შემუშავება
1.9 საჭიროებს ადგილზე გადამოწმებას
2.1 ადგილზე შეფასების დამატებითი ვიზიტის მომზადება
არა
1.10 მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარების დოკუმენტირებული მტკიცებულება
კი
1.11 საკითხის გადაცემა აკრედიტაციის კომიტეტზე განსახილველად
1.12 გადაწყვეტილების მიღება აკრედიტაციის მინიჭებაზე
1.6 შემაჯამებელი შეხვედრა განმცხადებელთან. შეფასების შედეგების და შეუსაბამობების გაცნობა
1.1 საკითხის განხილვა აკრედიტაციის კომიტეტზე და აკრედიტაციის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღება
1.2 აპელაცია
1.3 აკრედიტაციის მოწმობის და მისი დანართის - აკრედიტაციის სფეროს გაცემა
1.4 აკრედიტირებული პირის რეგისტრაცია რეესტრში
1.5 აკრედიტებული პირის შესახებ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე
2.1 აპელაცია განიხილება საკ 1.11 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად.
კი
არა