აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2012 ძალადაკარგული 03.10.2018
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
010340000.44.064.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის

ბრძანება
№07

2012 წლის 31 დეკემბერი

ქ.
თბილისი

აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ:
1.
დამტკიცდეს  აკრედიტაციის სისტემის თანდართული წესები და პროცედურები:

ა) საკ 1.1:2012 – „აკრედიტაციის სქემები და საერთო პროცედურები;

ბ) საკ 1.2:2012 – „აკრედიტებული პირების საქმიანობის მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჩატარების წესი“;

გ) საკ 1.3:2012 – „წესები და პროცედურები საგამოცდო და საკალიბრებელი  ლაბორატორიების  სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის“;

დ) საკ 1.4:2012 – „წესები და პროცედურები სამედიცინო  ლაბორატორიების სსტ/ისო 15189:2011-თან შესაბამისობაზე  აკრედიტაციისათვის“;

ე) საკ 1.5:2012 – „წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

ვ) საკ 1.6:2012 – „წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

ზ) საკ 1.7:2012 – „წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“.

თ)  საკ 1.8:2012 – „წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“;

ი)   საკ : 1.9:2012 – „აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურები“;

კ)   საკ 1.10:2012 - „აკრედიტებულ პირთა  რეესტრის წარმოების წესი“;

ლ)  საკ 1.11:2012 – „აპელაციებისა და საჩივრების განხილვის პროცედურა“;

მ)  საკ 1.12:2012 –„აკრედიტაციის ლოგო, აკრედიტაციის ნიშანი და მათი გამოყენების წესები“.

2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკრედიტაციის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე სსიპ  “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს  გენერალური დირექტორის 2006 წლის 7 ივნისის  N 1 ბრძანებით  დამტკიცებული შემდეგი დოკუმენტები:

ა) - სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს აკრედიტაციის წესები და  პროცედურები -საკ  1.1 : 2006;

ბ) – “ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიების აკრედიტაციისადმი” - საკ 1.2 : 2006; (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45001 : 2006 და სსტ ისო/იეკ 17025 : 2006 სტანდარტების გამოსაყენებლად);

გ) – “ზოგადი მოთხოვნები შესაბამისობის შეფასების ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისათვის” – საკ 1.3 : 2006; (სახელმძღვანელო დოკუმენტი სსტ ენ 45011 : 2006 სტანდარტის გამოსაყენებლად);

დ) – ,,აკრედიტებული პირების საქმიანობის საინსპექციო კონტროლის ზედამხედველობის ჩატარების წესი” - საკ 1.4 : 2006;

ე) – “აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოების წესი” - საკ 1.5 : 2006;

ვ) – აკრედიტაციის ცენტრის აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი საკ 1.6 : 2006;

3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკრედიტაციის სისტემის ტექნიკური რეგლამენტი “ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნები _ საკ. 1.7 : 2007”-ის დამტკიცების შესახებ” სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი”-ს გენერალური დირექტორის 2007 წლის 20 ივნისის  №03 ბრძანება.

4.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკ 1.8:2011 – წესები და პროცედურები საინსპექციო ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის 2011 წლის 21 მარტის №05 ბრძანება.

5.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“–ს გენერალური დირექტორიპაატა გოგოლიძე