„აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 2012 წლის 31 დეკემბრის #07 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო ს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის ბრძანება №08 |
|
2014 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს კანონის “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 97-ე მუხლის პირველი პუნქტის, 99-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და “ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო გამოცდა ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № (ის გამოცდები, რომლებიც ტარდება სხვადასხვა სამუშაო უბნებზე, ვარსკლავით უნდა იყოს მარკირებული) |
|||||
|
№ |
სეს/ესნ კოდი
|
გამოსაცდელი პროდუქტი/მასალა
|
გამოცდების სახეობა |
საკვლევი პარამეტრები
|
გამოცდის მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება |
|
|
|
|
|
|
|
დ). დანართი 2-ში, საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშის აღების სფეროს, დაემატოს სეს ესნ კოდების გრაფა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
|
|
საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო ნიმუშის აღება ლაბორატორიის სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
||
|
№ |
სეს/ ესნ კოდი
|
ნიმუშის აღების ობიექტი
|
ნიმუშის აღების პროცედურის/მეთოდის იდენტიფიკაცია და დასახელება |
|
|
|
|
|
“.
4. „საკ 1.4 :2012 - წესები და პროცედურები სამედიცინო ლაბორატორიების სსტ ისო/იეკ 15189:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა). მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შეფასების ჯგუფი დააკვირდება ლაბორატორიის პერსონალის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ გამოცდებს.“
ბ). მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“
გ). მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.“
5. „საკ 1.5:2012 – წესები და პროცედურები პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოების
სსტ ისო/იეკ სახელმძღვანელო 65:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა). მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის.“
ბ). მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“
გ). მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე–5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.“
6. „საკ 1.6 : 2012 - წესები და პროცედურები პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების სსტ ისო/იეკ 17024:2010-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა). მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშობა სერტიფიკაციის სქემის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის.“
ბ). მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“
7. „საკ 1.7:2012 –„წესები და პროცედურები აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების ისო/იეკ 17021:2011-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა). მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შეფასების ჯგუფი შეაფასებს მენეჯმენტის სისტემის ეფექტურობას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სერტიფიკაციის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის. შეფასების ჯგუფი განახორციელებს განმცხადებლის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაკვირვებას, რათა დარწმუნდეს, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება სერტიფიკაციის მოთხოვნებსა და სერტიფიკაციის პროცესს შორის.“
ბ). მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს და ცენტრალურ ოფისს, რამოდენიმე უბნის/ფილიალის მქონე ორგანიზაციის სერტიფიკაციისათვის შერჩევითობის შესახებ IAF-ის დოკუმენტის გამოყენებით.“
გ). მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადია აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.“
8. „საკ 1.8:2012 –„წესები და პროცედურები ინსპექტირების ორგანოების სსტ ისო/იეკ 17020:2010 - თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა). მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილზე შეფასება მოიცავს შეფასების ჯგუფის მხრიდან, განმცხადებლის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე პრაქტიკაში დაკვირვებას, რათა დარწმუნდნენ, რომ შეცდომები და ორაზროვნება არ წარმოიშვება ოქმების/სერტიფიკატების გაცემის პროცესში.“
ბ). მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკრედიტაციის ოთხწლიანი ვადის განმავლობაში აკრედიტაციის ცენტრი, მონიტორინგის ფარგლებში სულ მცირე ერთხელ მოინახულებს და შეაფასებს თითეულ უბანს/ფილიალს, ხოლო, ცენტრალურ ოფისს – ყოველწლიურად.“
გ). მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ განმცხადებლის მხრიდან შეუსაბამობები არ გამოსწორდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით მითითებულ ვადებში, აკრედიტაციის კომიტეტი საქმის მენეჯერის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე და აკრედიტაციის მაძიებელმა პირმა, სურვილის შემთხვევაში განაცხადი აკრედიტაციაზე უნდა წარმოადგინოს თავიდან.“
დ). მე-10 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ინსპექტირების ორგანოები ვალდებულნი არიან შექმნან მათ მიერ განხორციელებული ინსპექტირების ობიექტის ამსახველი ფოტო ან ვიდეო მასალა, ასევე შეინახონ ინსპექტირებულ კვანძებზე, აგრეგატებსა და დეტალებზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები და წარუდგინონ აკრედიტაციის ცენტრს მოთხოვნის შემთხვევაში და მათ შორის მონიტორინგის დროს.“
ე). წესებსა და პროცედურებს დაემატოს დანართი 4 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი 4
|
ინფორმაცია ხელსაწყო-მოწყობილობის თაობაზე სამუშაო უბნის/ფილიალის (ასეთის არსებობისას) № |
|||
|
№ |
საგამოცდო/საკალიბრებელი ხელსაწყო-მოწყობილობის აღწერა
|
ხელსაწყო-მოწყობილობების დაკალიბრების უზრუნველყოფა (როდის, ვის მიერ, სერტიფიკატი) |
ხელსაწყო-მოწყობილობების სერიული ნომერი |
|
|
|
|
|
9. „საკ 1.9:2012 - აკრედიტაციის კომიტეტის წესები და პროცედურებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა). მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აკრედიტაციის სფეროში წარმოქმნილი დავების (აპელაციები, საჩივრები) განხილვა და მათზე გადაწყვეტილების მიღება საკ: 1.11:2012 – „აპელაციების და საჩივრების განხილვის პროცედურა“-ს შესაბამისად.“
ბ). მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შეფასების ანგარიშს, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციასა და სხვა თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე განსახილველად და აკრედიტაციის მინიჭებაზე ან უარის თქმაზე რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში და რომლებიც 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგენენ თავიანთ რეკომენდაციას გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს დადგენილი ფორმით.“
გ). მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეკომენდაცია ფორმდება დოკუმენტალურად და გადაეცემა აკრედიტაციის ცენტრის გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს, რომელიც 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და თანხმობის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას აკრედიტაციის მინიჭების თაობაზე.“
დ). მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე უფლებამოსილია საქმეში აღმოჩენილი უზუსტობის ან/და შეუსაბამობის ან/და საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით, შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და საკითხი უკან გადაუგზავნოს აკრედიტაციის კომიტეტს და წამყვან შემფასებელს ან/და გადაამისამართოს აღნიშნული საკითხი აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკურ კომიტეტში.“
ე). მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტებული პირების მონიტორინგის (მათ შორის არაგეგმიური) ანგარიშს და თანდართულ მასალებს, აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე განსახილველად და რეკომენდაციის შესამუშავებლად გადასცემს აკრედიტაციის კომიტეტის ერთ ან მეტ წევრს, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ შეფასებაში. რეკომენდაცია 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინება გენერალურ დირექტორს ან მის მოადგილეს წერილობით ფორმაში. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ან მისი მოადგილე 7 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილავს აკრედიტაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციას და გამოსცემს შესაბამის განკარგულებას.“
10. „საკ 1.10:2012 - აკრედიტებულ პირთა რეესტრის წარმოების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა). წესის დანართი 1-ში, აკრედიტებულ პირთა რეესტრს დაემატოს სვეტი - „შესაბამისობის შემფასებელი პირის სახეობა“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი 1
|
№ |
ორგანიზაციის დასახელება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ხელმძღვანელის სახელი, გვარი |
შესაბამისობის შემფასებელი პირის სახეობა |
აკრედიტაციის სფერო |
აკრედიტაციის მოწმობის მონაცემები |
შენიშვნა |
||
|
აკრედიტაციის მოწმობის მიღების თარიღი |
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადის დასრულების თარიღი |
რეგისტრაციის ნომერი (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი) |
|||||
|
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
11. „საკ 1.12 : 2012 – აკრედიტაციის ცენტრის ლოგო, აკრედიტაციის სიმბოლო და მათი გამოყენების წესში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა). მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. აკრედიტაციის სიმბოლოს აღწერა.“
ბ). მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სერტიფიკატებსა და გამოცდის ოქმებში, ან თანდართულ ოფიციალურ ბლანკებში, რომლებიც შეიცავენ აკრედიტაციის სიმბოლოს, მაგრამ აკრედიტებულ შედეგებთან ერთად ასახავენ არააკრედიტებულ შედეგებს, ასეთი შედეგების გასწვრივ უნდა იყოს გაკეთებული მითითება “ამ შედეგებზე აკრედიტაცია არ ვრცელდება.“
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
იმ აკრედიტებულმა პირებმა, რომლებსაც აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ყოველი ერთი წელი გაუვიდათ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, უნდა უზრუნველყონ მონიტორინგის ჩატარებაზე წერილობითი თანხმობის წარდგენა აკრედიტაციის ცენტრში და შესაბამისი საფასურის გადახდა 1 თებერვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუჩერდებათ აკრედიტაცია. |
|