კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.01.2013 ძალადაკარგული 28.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                                              

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება № 1

2013 წლის 4 იანვარი

ქ. კასპი

 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. დაევალოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.
3. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.
4. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 326 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2.

დაევალოს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის შესაბამისი აღრიცხვის წარმოება.

3.

ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად.

4.

ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მესროფაშვილი