„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.01.2013 ძალადაკარგული 18.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.139.016075
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                                      

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2013 წლის 4 იანვარი

ქ.ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 21 პუნქტის,  „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 101 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

 


მუხლი 1
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ”  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოღებულ იქნეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებელი – მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები:

ა. განაშენიანების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და სამეურნეო ნაგებობების მშენებლობისათვის;

ბ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე სამრეწველო, საოფისე და კომერციული დანიშნულების ობექტების მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით:

ა. თითოეულ სამორინე  მაგიდაზე –  კვარტალში  15000 ლარი, გარდა  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა;

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში  1500 ლარი;

გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 5%;

დ. სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე(გარდა სამორინესი) – კვარტალში  30000 ლარი,  ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე  35000 ლარი;

ე. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 7%, ;

ვ. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში  1000 ლარი;

ზ. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – 3000 ლარი (თუ კლუბის მაგიდა მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის გამოიყენება მეპატრონე, უფლებამოსილია არ გადაიხადოს მოსაკრებელი);

თ. ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ყოველი კვარტლის ბოლოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2013.
როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 04.01.2013. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.139.016075.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.01.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №1, 04.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.139.016075 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1815407/