„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1/1
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.111.016150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                                       

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №1/1

2013 წლის 11 იანვარი

ქ. ფოთი

 

„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს  ორგანული   კანონის მე-5 თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის; საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ №54, 12.10.2010 წელი) I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის; მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის; მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის; ამავე კოდექსის XXIX თავის  მე-200,   201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების.  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“თვითმმართველი   ქალაქის – ფოთის   საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №6/38 დადგენილებაში (სსმ, 110401050, 04/04/2011 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016066), კერძოდ:

  

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

1. რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამასთან:

ა) ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას ავტობუსებისათვის (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) M3 კატეგორია – 5 ტონაზე მეტი), მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო   ნარჩენი    ღირებულების    გადასახადის    წლიური   განაკვეთი შეადგენს 0,01 პროცენტს, 2015 წლის 1 იანვრამდე;

ბ) საქმიანობისათვის სპორტის, კულტურის და ხელოვნების დარგში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2015 წლის 1 იანვრამდე;

გ)საქმიანობისათვის სკოლამდელ აღზრდაში (რომლებიც ფინანსდებიან თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან) გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,01 პროცენტს 2015 წლის 1 იანვრამდე.

2. არარეზიდენტი საწარმოსათვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, (მათ შორის: იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ის ოდენობით.

3. სალიზინგო კომპანიებისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით.

4. ფიზიკური პირისათვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის: დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის) იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:

ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;

ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

1. სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) – 85 ლარი;

2. საკარმიდამო – 80 ლარი;

3. სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 27 ლარი;

4. საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 22 ლარი;

5. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „1“; „2“; „3“ და „4“ ქვეპუნქტებით დადგენილი ოდენობით.“.

3. დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:

  „ მუხლი 31

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის  (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე 3 ლარის ოდენობით.“.

 

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5 

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის)“.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა