თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.03.2011 ძალადაკარგული 08.04.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6/38
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.111.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110401050, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს

დადგენილება №6/38

2011 წლის 31 მარტი

ქ. ფოთი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 თავის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის;საქართველოს საგადასახადო კოდექსის (სსმ №54, 12.10.2010 წელი) I თავის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის; მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის; მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის; ამავე კოდექსის XXIX თავის მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლების.;, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-20 მუხლის შესაბამისად:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადი.

    მუხლი 2

1.განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები:

ა)საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით;

ბ)საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით;

გ)ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით;

გ.ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0. 2 პროცენტის ოდენობით;

გ.ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტის ოდენობით.

    მუხლი 3

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) სათიბები –27.00 ლარი;

ბ) საძოვრები – 22.5 ლარი;

გ) სახნავი –85.00 ლარი;

დ) საკარმიდამო – 80.00 ლარი;

ე) სხვა მიწები (რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად) – 90.00 ლარი;

ვ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები – 30.00 ლარი;

ზ) ბუნებრივი რესურსები (მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიი ს გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები) – 3.00 ლარი.  

    მუხლი 4

1. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ტერიტორიული კოეფიციენტი 1.4 ოდენობით.

2. განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 კვ.მ-ზე 0.34 თეთრის ოდენობით.

    მუხლი 5

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.

    მუხლი 6

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადების გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადებისაგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმებით.

    მუხლი 7

ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №15/50 დადგენილება(სსმ, 12/01/2011) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ’’.

    მუხლი 8

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ი. საღინაძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.04.2015.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“?
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ფოთი. დოკუმენტის ნომერი — №6/38. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.111.016066.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.04.2015-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.04.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“, №6/38, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.111.016066 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1266491/