📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.01.2013
ძალის დაკარგვა 07.07.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №1/2
სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.111.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 616 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.01.2013 მიღება
07.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №1/2 2013 წლის 11 იანვარი ქ. ფოთი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ      „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   თვითმმართველი ქალაქის – ფოთის  საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესი (თანახმად დანართი №1-ისა). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №5/25 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190.020.030.35.111.000.074) „მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილების და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის  წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თვითმმართველი ქალაქის- – ოთის საკრებულოს   საბიუჯეტო და დარგობრივი    ეკონომიკის    საკითხთა   კომისიას  და თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიას. მუხლი 4🔗 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში  ცვლილების განხორციელების წესი თავი I ზოგადი დებულება მუხლი 1🔗  ეს წესი განსაზღვრავს: 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში  ცვლილების განხორციელების მექანიზმს. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. თავი II ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში  ცვლილების განხორციელება მუხლი 2🔗 1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება (შემდგომში – გადანაწილება). 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებისა. მუხლი 3🔗 1. განაწილების უფლება აქვს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით). 2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). მუხლი 4🔗 გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე. თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა მუხლი 5🔗 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში (შემდგომში– თანხების ასახვა). 2. თანხების ასახვა უნდა განხორციელდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის  შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით). 3. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს (თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის ბრძანება) თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერს წარუდგენს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური. მუხლი 6🔗 განსახორციელებელი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს დასამტკიცებლად. თავი IV მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები მუხლი 7🔗      საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას ამ წესის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია. თავი V სხვა მარეგულირებელი ნორმები მუხლი 8🔗 1. განაწილების ან/და თანხების ასახვა თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერმა უნდა აცნობოს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს არა უგვიანეს 5  სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება და მე-II თავის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას  მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე.